ხმაურიანი სპეცოპერაციის ხმაურიანი გაგრძელება - რას აპროტესტებენ აქციის მონაწილეები?
პოლიტიკა

ხმაურიანი სპეცოპერაციის ხმაურიანი გაგრძელება - რას აპროტესტებენ აქციის მონაწილეები?

ხმაურიანი სპეცოპერაციის ხმაურიანი გაგრძელება - რას აპროტესტებენ აქციის მონაწილეები?
მარიამ თოდაძე

2018-05-14 00:54:10

ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით შს სამინისტრომ სპეცოპერაცია 12 მაისს, ერთდროულად ხუთ კლუბში ჩაატარა - „ბასიანში“, „გალერში“, „ხიდში“, „მტკვარსა“ და „როკიტში“ ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავებულები რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი პარლამენტის წინ, ასევე ბათუმსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები მოეწყო. ბათუმის აქციაზე შეკრებილები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებენ.

სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი, „მეფედრონი“ გახდა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას. როგორც ბორცვაძემ შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება ამავდროულად შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში.

„ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა“, - განაცხადა ბოცვაძემ.

სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, მათ შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეები რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციის პირველ დღეს თანასწორობის მოძრაობა პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვდნენ და როგორც თანასწორობის მოძრაობის წევრი, ანა სუბელიანი აცხადებდა, მოთხოვნების შესრულებამდე აქციის შეწყვეტას არ აპირებდნენ.

იგივე მოთხოვნები აქვს „მოძრაობა თეთრ ხმაურს“, მათი განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ვიდრე არ შესრულდება საზოგადოების ეს მოთხოვნები: „დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა“; „უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია“; „დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი“; „მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს“.

მოძრაობის წევრების განცხადებით, ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა მოქალაქეების წინააღმდეგ და მომხდარში ბრალს ხელისუფლებას სდებენ. მათი განცხადებების თანახმად, პოლიცია მფარველობს ნარკომაფიას და მათი ორგანიზებულია მომაკვდინებელი ნარკოტიკის გავრცელება, რომ შემდეგ, ღამის კლუბებში აღნიშნული სპეცოპერაცია გაემართლებინათ.

პროცესს აკვირდება სახალხო დამცველი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი.

„შესწავლილი უნდა იყოს სპეცოპერაციის ჩატარებს ყველა გარემოება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფრომით“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

პრეზიდენტის მრჩეველი, ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძე კი აცხადებს, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქციაზე პრეზიდენტის დავალებით იმყოფებიან, რათა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყონ.

„ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით უზრუნველყოფა. ცხადია, შსს უნდა ებრძოლოს დანაშაულს, მათ შორის ისეთ მძიმეს, როგორიც არის ნარკოტიკების რეალიზაცია, მაგრამ ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობა“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ნარკობარიგებს არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ გაუმარჯვიათ, პოლიციის მფარველობის გარეშე.

„ქართული სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა კლავს, აშანტაჟებს, აუბედურებს ახალგაზრდებს, ღამის კლუბში შეიარაღებული სპეცრაზმი ძალიან საშიში და შსს-ს უსუსურობის დამადასტურებელი ქმედებაა. ეს სადამსჯელო ოპერაციაა, უფრო დასაშინებელი, ვიდრე კონკრეტულ დამნაშავეებთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიება, არადა გუშინ ერთი საათი გვიხსნიდნენ ის ქვეყანა აღარ ვართო. ასეთი ქმედებები კლავს პოლიციის ავტორიტეტს. მერე იძახეთ არავინ თანამშრომლობსო“, - წერს ხიდაშელი ფეისბუქის გვერდზე.

„ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ითხოვს, სასწრაფოდ მოხდეს სპეცოპერაციის დეტალური განმარტება, დაიწყოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული პოზიცების მატარებელ ადამიანებთან, რომლებიც დღესაც იბრძვიან თანამედროვე და თავისუფალი ქვეყნის მომავლისთვის, გვარჯალაძის აზრით, თუ წინააღმდეგობები არ გადაილახა, ამ მოცემულობაში, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

აქცია მეორე დღესაც გაგრძელდა, თუმცა არასამთავრობოების ნაწილმა მოთხოვნები შეცვალეს. „მინისტრების შეცვლა შედეგს არ იძლევა, მმინისტრები მიდიან, თუმცხა სისტემა რჩება. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ რეფორმებს“, - განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბაია პატარაიამ, რასაც აქციის მონაწილეთა ნაწილის პროტესტი მოჯყვა. იყო მომენტები, როცა აქციაზე სიტუაცია გამწვავდა, ვინაიდან აქციაზე კონტრაქციონერები გამოჩნდნენ. სიტუაციას ართულებდა აქციაზე „ქართული მარშის“ გამოჩენა.

მალევე, პერიმეტრზე წყლის ჭავლის მანქანები და რობოკჯოპებიც გამოჩნდა. სამართალდამცველების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. პოლიციის კორდონი ცდილობდა ერთმანეთისგან გაემიჯნა დაპირისპირებულიუ მხარეები, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს.

აქციაზე შსს მინისტრიც მივიდა. გიორგი გახარია აქციის ლიდერებს პარლამენტის შენობაში შეხვდა. არსებული ინფორმაცით, მას ბექა წიქარიშვილი და ვახუშტი მენაბდე ესწრებოდნენ.

მანამდე კი საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის დასასრულს გიორგი გახარიამ მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა, ისინი მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. გახარიამ აქციის მონაწილეებს დაუთმო და გამოსვლა ბოდიშით დაიწყო:

„თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე მათაც უთხრათ თქვენ ბოდიში.

ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა, რომ დღეს ეს საღამო მშვიდობიანად დავასრულოთ. თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ, ამ მოედანზე არ შეუზღუდავს არავის. ასევე, იცით, რომ თითოეული პოლიციელი დღესაც და გუშინაც ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი, საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ ხვალ, დილის 10:00 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განვიხილავ პარასკევ დღეს მომხდარს. ყველა ის ადამიანი, რომელზეც შევთანხმდებით, რომ უფლება იქნა დარღვეული, უფლება იქნება აღდგენილი. მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ დაპირებები არ შესრულდება, ყოველთვის შეგვეძლება, თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აქცია დასრულდა. მონაწილეები დანაპირების შესრულებას ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. მორიგი აქცია კი შაბათისთვის დაიგეგმა’

ნანახი?- 2814

ბაბაია

2018-05-14 01:28:13

ეს არის დანაშაულებრივი გულგრილობა სახელმწიფოს წინაშე ! ყველამ იცოდა თუ რა ხდებოდა ამ "კლუბებში", ქვეყანა ჩაიძირა მარიხუანას კვამლში და ექსტაზ-ამფეტანის ბურანში ! რა უნდა ვუშველოთ ამ ნარკო,ბიო,მდმ გამოლენჩებულ, უსაქმურობადამოკიდებულ და გარყვნილდამოკიდებულებულ ადამიანებს და მათგან უკვე მრავალ ყოფილ ადამიანებს? ვინ აფინანსებს? ვინ მართავს? ვინ აქეზებს ? ვინ მფარველობს? რა ეს გუშინ დაიწყო ? რატომ არ დაიხურა ეს კლუბები მაშინ როდესაც პირველი ბარიგა გამოჩნდა იქ ?ვინ არის დამნაშავე იმაში რომ მთელი საქართველო გახდა კლუბი ნარკო ლაბორატორია ? ეს არის ახალგაზრდობის მასიური პროტესტი, გაქცევა სამწუხარო რეალობიდან და სამწუხაროდ გაქცევა არასწორი გზით, მათთვის სხვანაირად არავის უსწავლებიათ ,ეს არის მოსავალი იმ მანკიერი, უზნეო ცხოვრებისა რასაც თესავდნენ წინა თაობები. უნდა გაიცხრილოს ყველა საჯარო დაწესებულება : ნარკომანებისგან ! ლუდომანებისგან ! სატანისტებისგან ! გარყვნილი პიროვნებებისგან ! არც ერთი ნარკომანი პარლამენტარი,პოლიციელი,ჟურნალისტი,არასამთავრობო თუ სამთავრობო პირი თანამდებობაზე !

asdf961

2018-05-14 05:39:36

ბაბაია

თქვენს პოსტს მთლიანად ვიზიარებ. თქვენს კითხვებს მე ერთ პასუხს გავცემ: ეს ყველაფერი დაიწყო ნაცბოზბანდის მიერ ნარკოტრანზიტად საქართველოს გადაქცევის შემდეგ. ყველაფერ უბედურებასთან ერთად გააძლიერეს ბარიგების სისტემა. ამ ბარიგებმა კი შექმნეს ღამის კლუბები და რაც იქ ხდება ახლა ყველამ ვიცით. ის ბარიგებიც ნაციონალები არიან, იმ კლუბების მეპატრონეებიც ნაციონალები არიან, ნარკომანების მიტინგიც ნაციონალების გაკეთებულია და მაგათი ორგანიზატორიც მთავარი ნაციონალი მიხეილ სააკაშვილია.

მე ვფიქრობ, რომ ღამის კლუბში შევარდნის დროსაც ნაციონალების პოლიციელებიც იყვნენ, რადგანაც ძალიან უხეშობას ქონდა ადგილი და მიზანიც უკმაყოფილების გამოწვევა იყო.

მე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკებით იმ ახალგაზრდების დაღუპვაც სააკაშვილის გეგმის ნაწილი იყო, რათა გამოეწვია ეს ხმაური. ანუ სპეციალური მოწამლული ნარკოტიკი შემოატანინა ქვეყანაში.

სულ მიკვირდა საიდან მიიღეს ნაციონალებმა არჩევნებზე ის პროცენტები. პასუხი ნათელი გახდა, როცა დავინახე ნარკომანების რაოდენობა მიტინგზე.

აი ასე ღუპავენ ნაციონალები საქართველოს. ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი.

1234

2018-05-14 06:13:30

ნარკოტიკების ლეგალიზაცია, თუნდაც მარიხუანის, არ უნდა მოხდეს. თუ კობახიძე და მისი გუნდი რამეს ამისთანას აპირებენ, მაშინ კანონპროექტის საჯარო განხილვა უნდა მოხდეს და რეფერენდუმზე გავიდეს. არ შეიძლება ანგაჟირებული უმცირესობა უმრავლესობას ერის ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის მავნე კანონს ნეობოლშევიკური მეთოდებით ახვევდეს.
არგუმენტი რომ ალკოჰოლი უფრო მავნეა მისაღები არ არის. ალკოჰოლისგან მიყენებულ ზიანს და ავარიებში დახოცილებს, ეხლა მარიხუანისგან გაბრუებული მძღოლების დახოცილები და დასახიჩრებულები უნდა დაემატოს?
არ შეიძლება ყველაფრის ფულზე და ეკონომიკურ მოგებაზე დახურდავება, განსაკუთრებით როცა ეს მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება. ღამის ეკონომიკა განავითარონ და იცეკვონ რამდენიც უნდათ, მაგრამ ნარკოტიკის გარეშე.

arichopra 2

2018-05-14 07:56:12

ვერ დაგეთანხმებით. ეს ნარკომანია არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. არ უფრო მეტიც ორგანიული ნაწილი. სწორედ ამიტომ ეს კიბეზე შეკრებილი ახალგაზრდები აპელირებდნენ თავისუფლებაზე და ადამიანთა უფლებების დაცვაზე. აი რას წერს ერთი თავისუფლების მოყვარული დედა (ნ.კალატოზიშვილი) -

ჩემ შვილს ჩავურთე ეს კადრები და ვუთხარი, რომ მე იქ უნდა ვიყო, მაპატიე, შენთან ვერ ვიქნები, მაგრამ შენ რომ უკეთესი მომავალი გქონდეს, მე იქ უნდა ვიყო - მეთქი, ახლა ზის 5 წლის ბავშვი და მიყურებს ეკრანზე.

5 წლის ბავშვსო, 5 წლისასო!!! ეს მას ნორმალურ, ქართველი დედის შესაფერ საქციელად მიაჩნია!! ასე ვთქვათ სამაგალითოდ, რადგან ამის შესახებ სიამაყით გვამცნობს!

აი კიდევ რას წერს იგივე ქალბატონი -
როგორ შეიძლება ჩვენ დაგვაბრალონ, რომ სამოქალაქო ომის დაწყება გვინდა, როცა ვდგევართ ხელებაწეული და ერთი სული გავქვს რომ რაღაც დავაბალანსოთ.
პირიქით, დიალოგის მომხრეები ვართ, მუსიკა ჩავრთეთ, მშვიდობიანი აქცია იყო, რომ გვეცეკვა და ცეკვაზეც კი სხვა პასუხი მივიღეთ. კლუბშიც ამისთვის დავდივართ... ერთი კვირა ვმუშაობთ და მერე მივდივართ, რომ ცეკვით დავიხარჯოთ, მეტს კი არაფერს ვაკეთებთ ამ კლუბში.

ე.ი. მთელი კვირა "მუშაობენ" და ვერ იხარჯებიან?! მგონი სწორედ იმიტომ "მუშაობენ", რომ კლუბში პარასკევს, შაბათს, კვირას და ა.შ. საგრილო, დასახარჯავი ფული იშოვნონ!

მთელი კვირა მუშაობეს, მერე კლუბში ცეკვავს! არა სხვას კი არაფერს აკეთებს, მხოლოდ ცეკვავს! ))) და რას აკეთებს ამ დროს ამ მთელი კვირის განმავლობაში მისი 5 წლის შვილი? ზის ეკრანთან და სევდიანი ეძებს, იქნებ ჩემს დედიკოს სადმე თვალი მოვკრაო!

"ქართვლის დედაო, ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა"!!!
ახლა ქართვლის დედა კლუბში ცეკვავს და იხარჯება. შვილი ძიძისთვის ყავს მიბარებული. ძიძა დაბოღმილია, იმასაც საცეკვაოდ უნდა წასვლა, კლუბში! ძიძის პატარა შვილი?! ძიძის პატარა შვილი - ისიც დედას ელოდება!

- დეკრიმინალიზაცია, ლიბერალიზაცია ერთმანეთთან ტვინში მოვახდინოთ და მერე უკვე კანონებში გადავიტანოთ. უფროს თაობას მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ", - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

აბა ეს რა არის, ეს არ არის ქართველობის წართმევა?!


zaza192

2018-05-14 09:46:48

ქოცმა გახარიამ და ქოცმა პოლიციამ, ქოცი ახალგაზრდები ქოცი ნაცისტებისგან დაიცვა და ლეგალიზაციას დაპირდა, ბერამაც იგივე ბრძანა და აქ კიდე ნაცებს და საზიზღარ 9 წელს ლანძღავენ. ვაი თქვენს პატრონს

ბაბაია

2018-05-14 11:11:09

პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე 6 წლიანი მმართველობის შემდგომ სრულად ეკისრება მთავრობას,მაგრამ აქ მთავარი ვინმესთვის დაბრალება კი არ არის, არამედ უნდა მივხვდეთ რომ ურემი უკვე გადმოტრიალდა და სამწუხაროდ გზა ისევ არ სჩანს ! არადა საჩქაროდ, თანაც დაფიქრებით, გულმოდგინებით არის ეს ავგიას თავლა დასალაგებელი, ვინ არის ამის გამკეთებელი გმირი ? გახარია ? ბესელია ?კვირიკაშვილი ? იქნებ ბორია სააკაშვილი ? ქვეყანა კი კარგა ხანია მიექანება უფრსკრულისკენ : "ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის."წმინდა ილია მართალი. 1887 წ. 31 დეკემბერი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/ilia/ra_gitkhrat.htm

ganzieli

2018-05-14 11:16:29

წინა დღეს წიქარიშვილმა რ-2-ზე და "პირველზე" ისაუბრა, რომ ბარიგობაზე დაჭერილები წესიერი ადამიანებია და გასაღების ვიდეოჩანაწერი მონტაჟია; დღეს ის ტყუის, როცა ამბობს, რომ ნარკობარიგებს არ ვიცავთო!
რატომ შევიდა სპეცნაზი კლუბებში? პოლიციის მოწოდებაზე იქ მყოფებმა შეძენილი ნარკოტიკები დატოვეს და გავიდნენ; როგორც ამბობინ ადგილზე დარჩა 150 დოზა ნარკოტიკი.და ეს ისევე სასიკვდილო რომ ყოფილიყო, როგორც წინა დღეებში კლუბებში გაყიდული? 1 ადამიანის სიცოცხლე არ ღირს ბევრი ნარკომანის ქუჩაში გაყრად?

ცუგო

2018-05-14 11:49:05

რა კრაზანების ბუდე ყოფილა თურმე ამ კლუბებში, ამას რომ ჩვეულებრივი ადამიანი დაინახავს, მერე ვის მოუტრიალდება ენა პოლიციის გასამტ/ყ/უნებლად?! მარტო ამ ნაგავის გარეთ გამოასაფენად ღირდა ეს სპეცოპერაცია. ჩვეულებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება ამ გახრწნილი ხალხის საქციელი.

macro

2018-05-14 12:07:49

ბაბაიას,
შესანიშნავი ციტატაა და პოსტებიც ძალიან მომეწონა.
თქვენ თურმე ისევე ფიქრობთ და შეწუხებული ხართ, როგორც აქ მყოფი იუზერების დიდი ნაწილი.
ქართველი ლიბერალები ითხოვენ იმას, რაც დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში თავში არავის მოუვა მოითხოვოს. ეს არ ეხება მხოლოდ ნარკოტიკების ლეგალიზაციას. აქ არის საუბარი ემიგრაციაზე და ქვეყნის სიმდიდრეების უცხოელებისთვის ჩაბარებაზე, შრომით კანონმდებლობაზე.
ქართველი დიდი ბიზნესი და მათი გოშია ექსპერტები მოითხოვს იმას, რის მოთხოვნასაც ვერ გაბედავს ვერც ერთი ნორმალური ქვეყნის ბიზნესი. აქ მარტო გაბედვაზეა არ არაა. ნორმალური ქვეყნის ბიზნესს ესმის, რომ ყველაფერი ეჩოსავით თვითონ არ უნდა მიითალოს და უნდა იზრუნოს ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. სხვანაირად ქვეყანა თუ დაიქცა, მაშინ ზარალი მიადგება მის ბიზნესსაც.
ქართველისთვის კი არსებობს მხოლოდ "მე" და დღევანდელი დღე.
კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ აქაური ლიბერალების ქმედებები ჩრდილს აყენებს დასავლეთს და აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. მეორეს მხრივ იწვევს რადიკალური ძალების გაძლიერებას.
ჭკუათხელობის და ეგოიზმის ასეთი ნაზავი ძალიან სახიფათოა. არც ვიცი რა ეშველება ამ ერს. მოსმენაც არავის არ უნდათ. პატრიარქის ნათქვამს სასაცილოდ იგდებენ. ან ვის მოუსმენენ. ილია ჭავჭავაძე მოკლეს.

xalibi

2018-05-14 12:22:43

მიზანი ერთია, დიადი, ნათელი.....
ისახება ერთი მიმართულება----მოხდეს ლეგალიზება და არა დეკრიმინალიზაცია.... დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, დიდი მოთხოვნა ჩნდება საქონელზე და ბაზარს დაიკავებენ ,,არალეგალი" მოვაჭრეები. ამის თავიდან ასაცილებლად და თანხის საკუთარ სალაროში მოსაქცევად, ურჩევნიათ ლეგალიზება, ჯერ მხოლოდ კანაბისის, მერე კი დანარჩენსაც შემოგვაპარებენ დემოკრატიის სახელით.... ეხლა მოვემზადოთ სოდომისტთა სხვა მოთხოვნების მოსასმენად, დიდხანს არ გვალოდინებენ, 17-ში მაგასაც მოვისმენთ...

მეგრელი

2018-05-14 13:04:50

1. თვალში საცემი იყო რუსთავი-2 მეთაურობით მედიის ,,აქციის" უზარმაზარი მხარდაჭერა . ვესპაისანემ კი უთხრა ტიტუს ფული არ ყარსო (Pecunia non olet) როცა საჯარო ტუალეტებიდან შარდის გაყიდვაზე გადასახადი დააწესა მაგრამ თქვე დალოცვილები , გააჩნია რა არის კონზე.კოლუმბიას აპიარებთ? სხვა კი არაფერია კოლუმბიაში.
2. შსს სპეც ოპერაცია ჩაატარა კანონის დაცვით. ყველამ ვნახეთ ოპერატიული მასალა, ყველამ ვნახეთ რა კონტინგენტი იყო შეკრებული ღამის კლუბებში ოპერაციის დროს და არასანქცირებულ ,,აქციაზე".
3. შსს სამინსტოროს მიერ ჩატარებულ ღონიხძიებას საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა შეხვდა გაგებით და იყო სრული მხარდაჭერა. ვიმეორებ , იყო სრული მხარდაჭერა .
4. ,,ოპოზიციურმა" პარტიებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს ,,სახე". ისინი მზად არიან ყველაფერს დაუჭირონ მხარი ოღონდ მოხდეს ქაოსი.
5. ,, არასამთავრობო ორგანიზაციების " ლუსტრაცია ყველამ ვნახეთ .სახ. დამცველის მეთაურობით.
6. ,, აქციის" კონტინგენტი არ გაჩერდება , რაოდენობრივ გაიზრდება , მათი მომავალი მოთხოვნა იქნება უფრო დიდი პაკეტით. ეს კონტინგენტი ჩამოყალიბებულია , მოტივირებულია , ორგანიზირებულია , აგრესიულია , იდეოლოგიზირებულია , სარგებლობს მხარდაჭერას მოზარდებში ამაზე არავინ საუბრობს და რაც მთავარია დაფინანსებაც არ საჭიროებს.შესაშლოა ვიხილოთ ანტიპროგიბიციონისტური ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნა. რატომაც არა . თეთრი ხმაურის ბაზაზე.

arichopra 2

2018-05-14 13:22:11

მეგრელი!
და არა მარტო რ2! მე პირადად რ2 საერთოდ გამორთული მაქვს არხების სიიდან. შემთხვევით რომ არ გადავრთო და თავის რეიტინგში არ მიმითვალონ! ასევე ფაქტიურად არ ვუყურებ "იმედს". მე ინფორმაციას ვღებულობდი სხვა ტელევიზიებიდან. არ ვიცი რას მეთაურობდა რ2, მაგრამ პროდასავლურად მომართულმა ტელევიზიებმა ყველა ჰიპოთეტურ რ2 საც კი წააცილეს! განსაკუთრებით არაობიექტური და მიკერძოებული ნარკოსაზოგადოებისაკენ იყვნენ: 1. ტვ-1, 2. იბერია. 3. პალიტრა. ძალიან მონდომებულად და სასწრაფოდ მიაკრეს კონტრაქციას ულტრა ნაციონალისტების იარლიყი! ვიღაც ახალგაზრდა "დაკრუგეს" ლონდონის ბაღში, რომელმაც თქვა ნარკომხარდამჭერთა აქციის მონაწილეების მისამართით ... ითხოვენ სისხლს, მიიღებენ ასჯერ მეტ სისხლს! და ეს დაიხვიეს ხელზე, ატრიალებდნენ და ატრიალებდნენ. როგორც ალბათ შენც ნახე ქაშუეთის ეზოში პატარა მიაწვა ხალხის მცირე ჯგუფი პოლიციის კორდონს, სულ ოდნავ. ამასაც ისე ატრიალებდნენ რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება თითქოს იქ გამძვინვარებულ ბრბოსა და პოლიციას შორის ომი მმიმდინარეობდა!
ნარკომანები და ტელევიზიები ამხობენ ხელისუფლებას!

antoni

2018-05-14 13:48:06

რა ხდება? იქნებ ნარკომანთა პარტიამ კენჭი იყაროს და ქვეყანა მართოს? განძიელი სწორად წერს - სპეცნაზის შესვლას საფუძველი ჰქონდა - იქნებ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეწიროდა იმ დღეს გაყიდულ ნარკოტიკებს და "მოცეკვავეთა" მიერ სპეცნაზის მოწოდებით ნარკოტიკის დაყრამ 1 ან რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლე იხსნა! არალოგიკურია? კომედია სხვაა - რომ არა კონტრაქცია, არც ბოდიში იქნებოდა და არც წიქარასა და პატარაიასადმი რაღაც პირობები. თავისთავად ესეც არაფერია, მაგრამ ხედავთ? ნარკომანები ერის მამობას იჩემებენ. სად ვეძებოთ როდისაა თავფანჩრიანი წიქარიშვილი ფხიზელი და როდის დაბოლილი?

tngh

2018-05-14 14:06:42

ჯერ კიდევ რამოდენიმე საათის წინ, ჩვენი ღრმად პატივცემული თვითმარქვია ექსპერტები და ცნობილები, თავის უკვდავ ბელადთან ერთად, ერთხმად გაიძახოდა: ეს კლუბები ბერა ივანიშვილის და კახა კალაძის არის და დაკეტეთო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ აუცილებელი ღონისძიებები გაატარა იქ "გამეფებული" ნარკომანიის წინააღმდეგ, სულ სხვა პატრონები გამოუჩნდა ამ "ბუნაგებს"...

tngh

2018-05-14 14:13:14

ანა სუბელიანი, ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე, თინა ხიდაშელი, ბაია პატარაია... და რაც მთავარია, ღრმად პატივცემული პრეზიდენტი ბ-ნი: გიორგი მარგველაშვილი, ყველა ერთი "ჩამოსხმაა", როგორც მშობლიური ღვინო #8...

ბაბაია

2018-05-14 14:37:26

ნათქვამია:სჯობს გვიან ვიდრე არასდროს ! და იქნებ ეს მართალია გვიანი მაგრამ ახლა იწყება ? და ვითომ იწყება ? რაღაც არ ჰგავს სპონტანურად მიმდინარე პროცესებს ასეთი ორგანიზირებული, რადიოზირებული ,ბიოდოზირებული აქციები! ეს ფაქტიურად 2008 ში ცხინვალის დაბომბვის ტელევიზიიით ბრიყვულად გაშუქების კადრებს ჰგავს! ოღონდ აქ სამიზნე მთელი ქართული საზოგადოებაა და არა დაცარიელებული,პროვოკაციისთვის გამზადებული ქალაქი. ვინ მართავს ამ პროცესებს? ნუთუ მთავრობაში არიან ისეთი ბრიყვები რომ საჭადრაკო დაფაზე 2 სვლას ვერ ითვლიან წინასწარ ? ვინ გამოზარდა ეს ბიო-ბიუ წიწილები წლების მანძილზე "კლუბურ" ინკუბატორებში ,ვისი წაყრუებით,სიბრმავით , "ერის გამყიდველობით" საკუთარი ჯიბის პატრიოტობით მოხდა ყოველივე ეს?
არსებობს ინფორმაცია თუ როგორ მფარველობდნენ ნარკობარიგებს,რიგითი პოლიციელები დაშინებულნი ხმას ვერ იღებენ, ვერაფერს უბედავენ ე.წ. "ქსივებით" აღჭურვილ სიკვდილის გამავრცელებლებს! უნდა გამოაშკარავდნენ ყველა "ბობოლები" ვინც ამ საქმეში არიან გარეულნი რა პოსტიც არ უნდა ეკავოთ მათ , უნდა გაეცეს ყველა ამ კითხვას პასუხი და პასუხს უნდა მოყვეს ქმედება, თუ არა აქვს თვითგაწმენდის უნარი არსებულ პოლიტიკურ ინტებლიშმენტს და ასე აპირებს ქვეყნის მართვას ეს გამოიწვევს ქვეყნის სრულ კოლაფს ,ერის დეგრადაციას, ამას არ უნდა შეურიგდეს საქართველოს მოსახლეობა და არც შეურიგდება.

xalibi

2018-05-14 14:46:43

სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება.... აქციაც ორგანიზებული იყო, პოლიციის ოპერაციაც, უბრალოდ აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც კულისებიდან მართავდნენ, სიტუაცია გაექცათ ხელიდან... აი, საპოლიციო აქციის დამგეგმავებს კი სადავეები მყარად უპყრიათ----ამის მაგალითია, ახალი ხელოვნების ნიმუში ბერას შესრულებით, მინისტრის მიერ გაჟღერებული დაპირება და პარლამენტის სპიკერის მიერ ნახსენები კანონ/პროექტი....
მიზეზ/შედეგიანობის საკითხთან გვაქვს შეხება.....

მეგრელი

2018-05-14 14:46:48

კიდევ ერთხელ.
ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში რა ,,ლექსიკონი" იყო ,,აქსციაზე" . დედის გინებები გამოსვლებში ასოცირებული პროფესორები ქალბატონის ჩათვლით და ეს დღეს გახდა ნორმალური. ეს არის კატასტროფა .

სირცხვილი ჟურნალისტებს. ვუდასტურებ ამერიკელ მწერალ რობერტ სილვესტერს. მართალი იყავი რობერტ . მართლა ,, მეორე უძველესი პროფესიაა" . სწორია შენი რომანი ამავე დასახელების. პირველს მოუჯოკრეს გუშინ ჩვენმა ,,ჟურნალისტებმა". ამარზენი რამ ხდება დღეს მედიაში. საბჭოთა ჟურნალისტიკა ფრთოსანი ანგელოზებია თქვენ წინაშე. ჰებელსის პროპაგანდას არ უკადრებია - ეს ჰომო და ნარკო ბარიგების პიარი.

1918-1921 წწ ,,სიმინდის რესპუბლიკას" გვეძახდნენ . 21 საუკუნეში თქვენი წყალობით?

xalibi

2018-05-14 14:51:20

ნარკომანი და მეტ..კე რომ ქალაქის ცენტრში აქციას გაგიმართავს, ულტიმატუმის ენაზე დაგიწყებს მოთხოვნების წაყენებას და დაგემუქრება, იმ ქვეყანაში მთავრობას კი არა, წესით, ხმა არავის აღარ ამოგვეღება.....

arichopra 2

2018-05-14 15:01:32

რადგან აქ წარმოიშვა საკითხი ნარკოსაზოგადოების აქციების ორგანიზებულობის შესახებ, გავიმეორებ ჩემივე პოსტს, რომელიც დავდე როგორც კი ეს მოვლენები დაიწყო -
arichopra 22018-05-12 11:13:50
სამწუხაროდ, უახლოეს დროში ნარკომაფია, რომელსაც უდიდესი ეკონომიური ბერკეტები აქვს, მოსყიდული ყავს უმთავრესი ტელევიზიები, მასმედია, შექმნილი აქვს სხვადასხვა დასახელების ასოები, ალბათ გაიმარჯვებს!

აი ტვ-1 დაბეჯითებით მუშაობს მაგათზე. ახლაც ვუყურე თუ როგორ მეთოდურად ავიწროებდა დიანა ტრაპაიძე ჯონდი ბაღათურიას, რაღაც სისულელეს ეკითხებოდა, პასუხის დამთავრებას არ აცლიდა.

ganzieli

2018-05-14 15:07:18

ბ-ნო ხალიბი, თქვენი აზრით თავფანჩრიანები წიქარიშვილი და პატარაია მეტრაკეები არიან?

tngh

2018-05-14 15:08:29

ბ-ნი ბიძინას ბიოგრაფიასი ყველაზე დიდი "ლაქა" გიორგი მარგველაშვილია. იმედია, ოქტომბერში არც ბ-ნი ბიძინა და არც საზოგადოება, აღარ შეცდება და არჩევანს ჭეშმარიტი პატრიოტის, გონიერი პოლიტიკოსის, დახვეწილი დიპლომატის სასარგებლოდ, და რაც მთავარია, მსოფლიო გეოპოლიტიკის გათვალისწინებით გააკეთებს.

serapina

2018-05-14 15:21:37

"ნარკომანი და მეტ..კე რომ ქალაქის ცენტრში აქციას გაგიმართავს, ულტიმატუმის ენაზე დაგიწყებს მოთხოვნების წაყენებას და დაგემუქრება, იმ ქვეყანაში მთავრობას კი არა, წესით, ხმა არავის აღარ ამოგვეღება....."
----
xalibi,
ხომ ხედავ,სად ვართ?!
ჩვენც რომ ვერ ვივარგეთ,სად დავმალოთ?!

თორემ,ამდენი ადამიანი(მშობელი,ბებია-ბაბუა) გამოვა აქციაზე, ნორმალური სკოლის მოთხოვნით?!
-არა,იმიტომ რომ ამას გარედან არავინ დააფინანსებს და ხელისუფლებისთვისაც არამომგებიანია.
ისე, ვინც მოითხოვა,მიიღებს....ასე ჩანს.
ვინც ორგანიზებულად ვერ ვითხოვთ, არც არავინ გვაქცევს ყურადღებას.
...ბევრი რამე ჩვენი ბრალიცაა... ვაღიაროთ ხანდახან!

arichopra 2

2018-05-14 15:30:12

სკოლები თანდათანსაერთოდ გაუმდება. დარჩება მხოლოდ 2 წელი სკოლამდელი აღმზრდელობითი განათლება (ბაღი) და 4-5 წელი დაწყებითი განათლება, სანამ ბავშვი 12 წლამდე ასაკს არ მიაღწევს. ასეც მოხდება... კოკაინის და ყაყაჩოს პლანტაციებში მუშაობას მეტი განათლება არ სჭირდება.
მერე გამიხსენებთ.

arichopra 2

2018-05-14 15:32:34

ასევე გაიხსენებთ ჩემს იდეებს დაუსახლებელ ადგილებში ნარკომანთათვის თვითმმართველი, თვითკანონმდებელი რეზერვაციების შექმნის შესახებ!

ბუმერანგი

2018-05-14 15:38:15

გევიჩალიჩეთ...

"ნარკომაიდანის" წარმატებულად ჩამტარებლების ოფიციალური სტატუსი უკვე არტყმული გვაქვს. თითის ჩვენებით დაგვცინიან. ქართველები ხომ ყველაფერში პირველები ვართ. სირცხვილი და თავის მოჭრა...

კოლუმბია ისვენებს...

arichopra 2

2018-05-14 15:39:23

ასეთი რეზერვაციები თანდათან იმკვიდრებენ ადგილს. ერთ-ერთი პირველი რეზერვაციაა "ბასიანი. ბასიანი ამ ნარკოსაზოგადოებისათვის, რომელიც თავს პროგრესულად (პროდვინუტი) მიიჩნევს საკრალური ადგილია. ტყუილად კი არ თქვა ილიაუნის ლექტორმა გიორგი მაისურაძემ - ამაათვის (პოლიცია) არაფერი წმინდა არ არის, როგორ შემოგვიჩვივდნენ ბასიანშიოოოო?! !!! ან იმ ქალბატონმა კალატოზიშვილმა ზემოთ ერთ ერთ ჩემს პოსტში მოვიყვანე - მთელი კვირა "ვმუშაობ", რომ მერე ბასიანში დავიხარჯოოოო!

xalibi

2018-05-14 15:40:26

განზიელი-ს
ეტყობა კონტიგენტი კარგად არ დაათვალიერე, თორემ მათაც შეამჩნევდი, ეგენი თავისი დამცველების გარეშე არ იკრიბებიან... პატარაია, სუბელიანი და ა. შ.
სერაპინა-ს
სერაპინა, ის კატეგორია, რომელზეც საუბრობ, გარეთ რომ გამოვიდეს, ნორმალური წინამძღოლი ჭირდება, პატარაიების, წიქარიშვილების, წითელაშვილების, ბრეგვაძეების და მელორ ვაჩნაძეების გვერდით ვინ დადგება?!
აგერ, ზოგიერთს ისევ ივანიშვილის იმედი აქვს..... მისი შვილის პირიდან გაჟღერდა ყველაზე ხმამაღლა ლეგალიზაციის მოთხოვნა და კიდევ ჰგონიათ, რომ ეს შეთანხმებული არ იყო?! საქართველოს უმტკიცებდა და ემუქრებოდა---მარგველაშვილს თუ არ აირჩევთ, ხელს ავიღებო... ნაცები მაგის დაფინანსება/ დახმარებით გამაგრდნენ ქვეყანაში..... ამდენი იაღლიშის მერე კიდევ სჯერათ ....

xalibi

2018-05-14 16:16:59

სერაპინა-ს
რომ ვერ ვივარგეთ, იმიტომაც ვწერ---წესით, ხმა არ ამოგვეღება მეთქი....

მეგრელი

2018-05-14 17:11:00

arichopra 2 მოსყიდული ყავს უმთავრესი ტელევიზიები,
------------------------------------------------------
გამახსენდა ერთი ისტორია.

იყო ასეთი ფრანგი მწერალი ოლიმპია დე გუჟი რომელმაც 1791 წ. გამოაქვეყნა ,, ქალის უფლების დაცვის დეკლარაცია". მან ასე მიმართა საფრანგეთის საზოგადოებას ბასტილიის აღების შემდეგ. ,, თუ ქალს აქვს უფლება ავიდეს ეშაფოტზე მას უნდა ჰქონდეს უფლება ტრიბუნაზეც ავიდეს".მისცეს ქალებს უფლება ავიდა ტრიბუნაზე ოღონდ ორი წლის შემდეგ ღალატის ბრალდბით თვითონ აიყვანეს ეშაფოტზე. ეს ალეგორია იყოს.

პატივცემული ჟურნალისტები ქცეყანაში ჰაოსის პროპაგადაც რომ ეწევიან (ღმერთმა არ ქნას) და თუ მათი პოპულარიზაციის საგანმა დაიმკვიდრა ადგილი რატომ ფიქრობენ , რომ ეს მათ არ შეეხება. ოლიმპია დე გიჟის ამბავი კიდევ ერთხელ წაიკითხეთ.

serapina

2018-05-14 19:26:13

ჟურნალისტების ან პოლიტიკოსების შვილები,ამ საზოგადოების ნაწილი არ არიან?!

უკუღმა დაამკვიდრეს საქართველოში ყველაფერი, თორემ იქ სადაც მართლა დემოკრატიაა, ჟურნალიატებიც და პოლიტიკოსებიც ცდილობენ საზოგადოებას კარგი(და არა გამიზნულად ბოროტი)სამსახური გაუწიონ,კარგი მაგალითი იყვნენ.

"პორშეს" ხელმძ//ღვანელს ჰკითხეს ერთხელ,თქვენს შვილებს რა მანქანები ჰყავთო და გაეცინა.ჯერ,20-30 წლისები არიან და ხომ არ გგონიათ, მე მათ პორშეს ვაჩუქებო?! თუ ექნებათ კარგი კვალიფიკაცია და სამსახური, უარს არავინ ეტ/ყვის, თავისი სურვილით და ფულით მანქანის შეძენაზეო.

მე,რაც მედიით ახალგაზდები დავინახე,ასეთებს გერმანიაში ნორმალურ საზოგადოებასთან კავშირი არ ააქვთ. არის უმუშევართა და ასეთი კატეგორიის ადამიანთა უბნები(დაწესებულებები,სადაც ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობენ) და ცხოვრობენ,ერთობიან თავისთვის.
ე.ი.ის რაც ევროპაში სიბნელე და იზალაციაა... ეს შემოგვასაღეს საქართველოში,როგორც ევროპა და ცივილიზაცია!

ჩამოდიან მერე, ქართველი ახალგაზრდები ამ ევროპაში და ერთ კვირაში ციხეში ხვდებიან(გერმანიაში ნარკოტიკის ქონა,მოხმარება დანაშაულია)... და როგორ გგონიათ,მათ შორის, ცნობილი პოლიტიკოსების ან ჟურნალისტების შვილები,არ არიან?!

arichopra 2

2018-05-14 19:47:42

ე.ი. ასეთი ტიპებისათვის გერმანიაში რეზერვაციები უკვე არსებობენ? ვაა, მე მეგონა ორიგინალური რაღაც მოვიფიქრე! ყოჩაღ მაგათ!

მეგრელი

2018-05-14 20:20:14

,,....ამიტომაცაა გარდუვალი საქართველოში ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაც, უმცირესობათა ინტეგრაციის ხარისხის ზრდაც და პოსტსაბჭოური რეალობისთვის ტიპიური, კრიმინალურ-რელიგიურ-კომკავშირულ-პატრიოტული მენტალობის უკან მოტოვებაც. ამიტომაც არის სპეცრაზმით კლუბებში შევარდნა და პროგრესზე ორიენტირებული ახალგაზრდების გამოცხადება ნარკომანებად და გარყვნილებად შერაცხვა მარცხისთვის განწირული, რადგან ამ ახალგაზრდებთან ბრძოლა ფაქტობრივად კალენდართან ბრძოლაა. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების პირველი ნახევარმა კი შეუძლებელია სძლიოს ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადას.

და ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში ივანიშვილი, სააკაშვილი, ზურაბიშვილი, პეტრიაშვილი თუ პავლიაშვილი, კალენდართან ბრძოლით ვერავინ ვერაფერს ვერ მიაღწევს. კალენდართან ბრძოლა ყოველთვის კალენდარის გამარჯვებით მთავრდება.

ასე იყო. ასე არის და აუცილებლად ასე იქნება.

დავით ზურაბიშვილის თვალსაზრისი ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციასა და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე


https://jam-news.net/?p=102084&lang=ka

კომენტარის გარეშე.

serapina

2018-05-14 20:21:43

ესენი, ავადმყოფები არიან და მკურნალობენ.
დაბმული არ ჰყავთ...
მაგრამ ნარკომანია,"კულტურის ნაწილი" არ არის გერმანიაში.

ვინ არიან გერმანიაში ნარკომანები?
-უმუშევარი და უკვალიფიკაციო ხალხის შვილები...
ჩამოსულები:აფრიკელები,რუსები, ჩვენი ქართველები...
მოკლედ,უპერსპექტივო ახალგაზრდები.

უმრავლესობა გერმანელებიც და ჩამოსულებიც,ბიბლიოთეკებში,
კინოში და თეატ/რში ატარებს ახალგაზრდობას... ისე, როგორც ეს იყო 30-40 წლის წინ საქართველოში.
(ჩემი მშობლების თაობებში)...
მაშინ,ქალიც დასაქმებული იყო და არც ქუჩაში ღრიალებდა ვინმე,ქალთა უფლებებზე!

საქართველოში კი, ახლა ახალგაზრდები ქუჩებში დარბიან და თავისუფლებას ეძებენ ღრიალით,მემორიალებზე ცეკვით,"ქუჩაში აბანოს ხალათებით" და რა ევროპაზე,ან დემოკრატიაზე საუბრობთ ხალხო,მართლა ბნელა?!

მართლა რომ არ გვქონდეს ეს კულ/ტ/ურული წარსული,რომელიც მეხსიერებაში გვაქვს(გასულ საუკუნეებზე არც ვსაუბრობ), კიდევ გავიგებდი რამეს...
ამ ახალგაზრდებს მშობლები,ბებუა-ბაბუა არ ჰყავთ?!
ჩემთვის,რაც მედიამ აჩვენა(მათი მიზნების მიუხედავად), ეს იყო ენით აღუწერელი დეგრადაცია.
დემოკრატია და სახელმწიფო კი არა,აფრიკაა ეს რასაც ამდენი ხანი ცხვირწინ "გიშენებენ"!





მეგრელი

2018-05-14 20:38:18

ზაალ ანდრონიკაშვილი: საქართველოში კულტურული რევოლუცია მიდის და ეს არის ერთადერთი რევოლუცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება

https://jam-news.net/?p=102121&lang=ka

სწორი იყო ჩემი პროგნოზი. ხელისუფლებაში უნდათ მოსვლა ნებისმიერი გზით. წინა პლანზე ნარკომანები და მეძავეები , როგორც 1789 წ. პარიზში. მერე უნდა ველოდოთ ბონაპარტეს .

1234

2018-05-14 21:53:48

ოყოს გეი-კლუბები, და იარონ იქ ჰომოსექსუალებმაც და არაჰომოსექსულებმაც, ახალგაზრდებმაც და ძველგაზრდებმაც თუ გართობა სურთ. მაგრამ ნარკოტიკების გავრცლება და მოხმარება ამ კლუბებში უნდა აღიკვეთოს. სპეცოპერაცია და ერთი დღით დახურვა კი არა, საერთოდ დაკარგავდა ლიცენზიას მისი მფლობელი იგივე დასავლეთში პოლიციას კლუბში რომ მისი დაცვის უფროსის მიერ ნარკოტიკის გაყიდვა აღმოეჩინა.
ამ კლუბების რეგულირება, ლიცენზირება, მკაცრი კონტროლი უნდა ხდებოდეს.
კობახიძეს და მის გუნდს. სანამ რამეს მიიღებენ უნდა საზოგადოებს განუმარტონ როგორ შეამცირებს კანონი ნარკოტიკების მოხმარებას და ნარკომანიის არსებულ ეპიდემიას საქართველოში? რა კვლევას ეფუძვნება კანონი? ვინ ჩაატარა და სად? ჩატარდა თუ არა კვლევა საქართველოში? რის საფუძველზე იღებენ? თუ მარტო ნაციონალების ყოფილი თავჯდომარის, ჯაფარიძის ლიბერტარიანულ ნაბოდვარს ეფუძვნება? ლიბერტარიანიზმი ამერიკელების გამოგონილია მაგრამ სახემწოფო პოლიტიკის რანგში არასდროს ასულა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გადასაყენებელია არა სპეცოპერაციის გამო, არამედ აქამდე რომ მივიდა საქმე, 10-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და კლუბებში ღიად იყიდებოდა ნარკოტიკი. სად იყო პოლიცია?

arichopra 2

2018-05-14 22:00:11

ძალიან გთხოვთ ეს ნახოთ https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/95402-qgogona-kibeze-daagores-agvighes-da-gamogvitanes-garethq-ras-amboben-kafe-qgalerisq-stumrebi-romlebic-specoperaciis-datsyebis-dros-adgilze-imyofebodnen.html

serapina

2018-05-14 22:02:17

აჰა,ჩვენი კულტურა აღელვებთ თურმე:
https://www.theguardian.com/music/2018/may/14/georgian-techno-fans-extremists-clash-tbilisi-fight-club-culture

arichopra 2

2018-05-14 22:05:36

ასე აფურთხებს სახეში საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიღაც ბასიანელი ანუ მთელი ეს ეკზალტირებულ ბასიანური ნარკომასა! ამის შემდეგ შშს და ეს სახელმწიფო სრულად იცავენ ამ გადაგვარებულების დაჯგუფებას ხალხის სამართლიანი რისხვისაგან. ბოლოს კიდევ ბოდიშასაც უხდის მინისტრი, მდგომარეობის განმუხტვის მიზნით (მოლოდეც, გულწრფელად). დავით ზურაბიშვილი და რესპუბლიკური პარტია რაც არიან კარგად ვიცით. სხვასაც არაფერს მოველით. გამოვა ახლა გასიებული დავით ბერძენიშვილი და მიითლის ამ ამბებს თავისი იდეურად გაფარჩაკებული პარტიის აქტივში!

arichopra 2

2018-05-14 22:08:29

ჩვენი კულტურა თუ აინტერესებთ გაეცნონ ... მაგალითად არტურ ლაისტის შემოქმედებას.

serapina

2018-05-14 22:12:27

თუ ვინმეს უნდა გულწრფელი, სახელმწიფოშბრივი საქმის გაკეთება, დაუბრუნოს ქართული სკოლა,ქართველ ბავშვებს!!!
არის ამის გზები და მექანიზმები.

იოლიაო,არავინ ამბობს.
...მაგრამ შესაძლებელია!
...და ვინც ამას არ აკეთებს, ხელს უწყობს საქართველოს დეგრადაციას!

...ამას,ის მეოცნებეებიც ემატებით(ვფიქრობ თქვენდაუნებურად),ვისაც გჯერათ რომ ვინმე,ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებაში,საქართველოს საქმეს აკეთებს(იშვიათი გამონაკლისის გარდა)!
გამოვიდეთ,ამ ურა პატ/რიოტიზმიდან.
ამან დაღუპა სახელმწიფო!
თორემ,გლობალიზაცია და ასეთები,სხვა პატარა ერებსაც შეეხო,მაგრამ ასე უგნურად(ანალიზის გარეშე) არავინ მოქცეულა,ჩვენ რომ ვიქცევით!

arichopra 2

2018-05-14 22:12:58

1884 წელს არტურ ლაისტი ილია ჭავჭავაძემ მოიწვია საქართველოში, მის ჩამოსვლას გამოეხმაურა მაშინდელი ქართული პრესაც. არტურ ლაისტმა პირველ ჩამოსვლაზე თბილისში ორი კვირა დაჰყო. გაეცნო "ვეფხისტყაოსანს" და გადაწყვიტა გერმანულ ენაზე მისი თარგმნა. პოლონეთში დაბრუნებულმა კი, სადაც იგი სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა, ერთი წლის შემდეგ გამოსცა წიგნი საქართველოზე "საქართველოს ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა".

1885 წელს არტურ ლაისტი მეორედ ესტუმრა საქართველოს. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლის დახმარებით თარგმნა "ვეფხისტყოსანი". ასევე თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასთან". ამჯერად მან საქართველოში ოთხი წელი დაჰყო. 1892 წელს კი თბილისში სამუდამოდ დაბრუნდა. აქვე იქორწინა თბილისელ გერმანელ ქალზე-მარია ბაიტლინგერზე.

ამავე პერიოდში დრეზდენში ზედიზედ გამოდის მისი წიგნები "ქართველი ხალხი" "ქართველი პოეტები"; "საქართველო". 1906 წელს თბილისში დაარსა გერმანული გაზეთი "კავკასიშე პოსტი". დაწერა მოთხრობები "მოგზაურის დღიურები" "ქეთევანი".

arichopra 2

2018-05-14 22:17:45

სერაფინა რა გჭირს ამ სკოლასთან დაკავშირებით, მართლა ავად ხარ თუ უბრალოდ An immoderata stirpis commendatio, facit sensum შეგეყარა.

arichopra 2

2018-05-14 22:18:32

ნატალი, სად ხარ? რატომ დაგვემდურე? რამე ფარცაგი არ იყოს შენ თავს?!

serapina

2018-05-14 22:32:25

ქართული კულტურა,დღეს ის არის, რასაც ქართული და უცხოური მედია აჩვენებს!


...და არა ის რაც არქივებსა და ბიბლიოთეკებში დევს
ამათ,ასე უნდათ და იმიტომ!
ჩვენ, თურმე რაც გვინდა, აგვაფარეს ცხვირ-პირზე ამ დღეებში.

serapina

2018-05-14 22:39:36

აზროვნებას,სკოლებში ასწავლიან!
...მეტს თუ ვერ ხვდები,იყავი ჯანმრთელად და ბუხრის ძირში.

მე მინდა რომ ქართველი ბავშვი იყოს მცოდნე,მოაზროვნე, ნაკითხი,ფლობდეს რამდენიმე ენას!
უცხოეთში რომ წავა, არ იჯდეს ციხეში ან თავშესაფარში...დაჩაგრული,პირუტ/ყვივით,ყველაფერ ადამიანურს მოკლებული...
გეყურება შენ?!

შენ გინდა გამოქვაბულში იცხოვრე, გინდა იუ ტუბით განათლებას მიჰყავი ხელი. როგორც ითქვა,არცთუ უშედეგო ყოფილა.

...და საერთოდ თუ არ წაიკითხავ,რას ვწერ, არავინ მოიკლავს თავს,ცნობისათვის.

arichopra 2

2018-05-14 22:48:11

შენ აქ რასაც წერ ყველაფერს ჩემთვის წერ და რა ვქნა როგორ არ წავიკითხო?! უზრდელი ხომ არა ვარ?!

Munji

2018-05-14 23:36:01

ვიძახით “ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს“,
ვგულისხმობთ “ ა ბ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს “!

arichopra 2

2018-05-15 08:13:07

თქვენ ფიქრობთ რომ რაც პლანტაციებისშესახებ ვთქვი ვიხუმრე? არამც და არა. აი ფერმერები ისრაელიდან უკვე სერიოზულად ფიქრბენ მარიხუანას პლანტაციების გაშენებაზე https://www.youtube.com/watch?v=iolYbTkv8Es

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80