საქართველო ნატო-ს მორიგი სამიტისთვის ემზადება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

საქართველო ნატო-ს მორიგი სამიტისთვის ემზადება

საქართველო ნატო-ს მორიგი სამიტისთვის ემზადება
მარიამ თოდაძე

2018-05-15 00:07:06

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ერთ-ერთი წამყვანი თემა ნატო-ს სამიტისთვის მზადება იყო, თუმცა არანაკლები ყურადღება დაეთმო რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს, მათ გავლენას ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდას; ისაუბრეს მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოზე, ასევე, რეფორმების მიმდინარეობაზე ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

პრეზიდენტის სასახლეში საბჭო დღევანდელ სრული შემადგენლობით შეიკრიბა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ნატო-ში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატური დაფიქსირება მოითხოვა და განაცხადა, რომ პროგრესი ერთმნიშვნელოვანად არსებობს, რასაც ნატოს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უშიშროების საბჭოზე შეჯერდნენ, თუ როგორ უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და როგორ უნდა გადაიდგას წინ ნაბიჯი აღნიშნულ სამიტზე.

„ნატო-ს სამიტამდე, 26 მაისი გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია ერთობლივად დავაფიქსიროთ - საქართველოში იქნებიან მაღალი დონის დელეგაციები. ფაქტია, რომ საქართველო ნატო-სთან მიმართებაში რეალურად მოწინავე ქვეყანაა და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესი უნდა გამოიხატოს შესაბამის ნაბიჯებში, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს წევრობამდე“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

სხდომაზე განიხილეს რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები და თავდაცვის სისტემაში რეფორმის მიმართულებით არსებული პროგრესი.

„შესაძლოა, ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ, როდესაც საუბარია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, როდესაც საუბარია რუსეთის საფრთხის ნეიტრალიზაციაზე, როდესაც საუბარი არის ნატო-ში ინტეგრაციაზე, ამაზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც კონსტრუქციულები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ ფონზე, როცა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო შეცვლილია.

„ამ ვითარებაში, საქართველოს ესაჭიროება უფრო მეტი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან, იმის მიუხედავად, თუ რამდენად აქტიურად მუშაობს დღეს ხელისუფლება, კიდევ უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაზრდა. ვისაუბრეთ, პრეზიდენტის ინიციატივაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის აშშ-ს სენატსა და კონგრესში მიღებასთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხში სრული ერთსულოვნებაა“,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, საუბარი იყო თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშვნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოვოს ნატო-სთან, რაც არის ჩვენი საბოლოო მიზანი.

„ამისთვის არსებობს რამდენიმე ვერსია და ამ ვერსიებზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, უშიშროების საბჭოზე ასევე იყო საუბარი რეგიონში არსებულ დღევანდელ სურათზე, შესაბამის საფრთხეებზე, რუსეთის ოკუპაციაზე და რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენებზე.

ნანახია - 1648

ganzieli

2018-05-15 09:19:33

რა გაიხარა შემოჩეჩებულმა! :-) აი, თუ საჭირო არაა უშიშროების საბჭოო! არადა რაც იქ მისვლაში საწვავი დაიხარჯა, იმის ფასი რა გაკეთდა? მისი აზრის ფასი გახვრეტილი შაურია. სამიტზეც გამოვა მარგო, რაღაც ზოგადზე ზოგად ფრაზას იტყვის, ვიღაცეებს ხელს ჩამოართმევს და მორჩა. სადაც მიმართვა მაინც უნდა გაევრცელებინა ქვეყნის პრეზიდენტს /თუნდაც შემოჩეჩებულს/ ქალების კაბებს ამოეფარა

tngh

2018-05-15 14:35:43

ღრმად პატივცემულ ბ-ნ პრეზიდენტს ჰქონდა კონკრეტული შემოთავაზება და შანსი ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში, აეხსნა რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ "ნატოს" გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, და პირიქით უკეთესია რუსეთის უსფრთხოებისათვის. სამწუხაროდ, ვერ მოიცალა, ან... ვერ გაბედა. საქართველოს გამთლიანებისატვის ზრუნვას, მან "მეგრანტეებთან" გაუთავებელი თათბირები არჩია.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80