„ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს, წერტილი!“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს, წერტილი!“

„ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს, წერტილი!“
თამთა ქარჩავა

2018-05-15 11:30:38

ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია - სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზატორებს. ამ შედეგით დასრულდა შს მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა. გარდა ამისა, შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს, მეორე - 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს აქვს რამდენიმე სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება ხიდი, სადაც მოისმენენ კოლეგების აზრს, რათა შეძლონ უფრო სწრაფად გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს.

გიორგი გახარიას განმარტებით, ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო ორ კვირაში ღამის კლუბების ტერიტორიიდან, საავადმყოფოებში მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც სპეცოპერაცია შსს-მ უშუალოდ ღამის კლუბებშიც ჩაატარა.

გარდა ორი კლუბისა, ძალოვანი მინისტრი არ აკონკრეტებს იმ კლუბების სახელებს, სადაც პოლიციის ინფორმაციით ნარკოტიკული საშუალება იყიდება. თუმცა, მინისტრის განცხადებით, როდესაც შსს-ს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს.

მინისტრის განცხადებით, უწყებას ჰქონდა 20 საკონტროლო შესყიდვა, რომელიც განხორციელდა კლუბების ტერიტორიაზე და ასევე, როგორც შს მინისტრი ამბობს, ბოლო პერიოდში კლუბებში განსაკუთრებით გაიზარდა სასწრაფო დახმარებების გამოძახება. არსებული ინფორმაციით, ძალოვან უწყებას უკვე აქვს ოპერატიული ვიდეომასალა, რომლითაც ასევე დასტურდება თბილისის რამდენიმე კლუბში ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტი. თუმცა, რომელ კლუბში და როდის ჩატარდება ნარკოდილერების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპრეცია ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ცნობილია, რომ ნარკოდილების წინააღმდეგ სახელმწიფოს პოზიცია იქნება მკაცრი და ამ პოზიციის შეცვლას ხელისუფლება არ გეგმავს.

„როდესაც შსს-ს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს, წერტილი! რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი და კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, დავპირდი სტუმრებს, რომ მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ, იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნისანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ომბუდსმენის აპარატში 12 მაისის ღამეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შს მინისტრის შეხვედრას ესწრებოდა, გახარიასგან მიიღო დაპირება, რომ უწყება ომბუდსმენის აპარატს 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო მასალას გადასცემს. მისი თქმით, შს მინისტრმა შეხვედრაზე თქვა, რომ გადაცდომა იყო მოქალაქეთა მხრიდან, რომლებიც სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც როგორც მინისტრი ამბობს, მათი დაკავება მოჰყვა.

„შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა საჩივარი იყოს შემოტანილი სახალხო დამცველთან და ჩვენ ყველა სარჩელს შევისწავლით. შსს-მ გამოთქვა მზაობა, რომ ვიდეო კადრებს გადმოგვცემს და გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ და დავადგინოთ ყველაფერი. ამ კადრებში არის როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობა ასევე აქციის მონაწილეების დაკავება.

ორივე მხარე თანხმდება, აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია, რომ სახელმწიფომ უნდა იბრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შეთანხმდნენ ორ რამეზე, პირველ რიგში შეიქმნება ორი სახის ჯგუფი ერთი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ შსს-სა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრე აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრები უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდება. წიქარიშვილი შს მინისტრს ულტიმატუმს უყენებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი შეატყვეს, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ აქციაზე გადაინაცვლებენ.

„მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არც ერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპორომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურით მოთრეულ მიზეზზე, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში. ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

მიუხედავად მოლაპარაკებებისა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით სუბელიანს არ აქვს მოლოდინი, რომ სამინისტრო მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. მისი თქმით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმას აპირებს.

„ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მინისტრის აქვს ხედვა, რომ ის მოხმარებისა და ფლობის ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს, ამაზე ვისაუბრეთ და ვთანხმდებით, რომ რეალიზაცია ქვეყანაში იქნება დასჯადი. ეს არც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს წარმოდგენილ კანონპროექტშიც მკაცრად ისჯება. თუმცა არანაირი განცდა არ მაქვს და არც ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს მივიღებთ.

შს სამინისტრო არ არის ადგილი, სადაც ნარკოპოლიტიკაზე უნდა საუბრობდნენ. გაკვრით ვახსენეთ, რომელ კანონპროექტზე იქნებოდა საუბარი და ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ რომელ კანონპროექტზე გაკეთდებოდა აქცენტი. გვითხრეს რაიმეთი დავიწყოთ საუბარი, შევხედოთ, დავილაპარაკოთ. მე არ მაქვს განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებზე წამოვა შსს“,- განაცხადა დავით სუბელიანმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ასეთი ძალადობრივი შოუების დადგმით შსს ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა. დეპუტატი ამბობს, რომ შსს ნარკორეალიზატორთა მიმართ ბრძოლაში არაეფექტურია და ამბობს, რომ 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს, სწორედ ამიტომ „ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს.

„საპარლამენტო უმრავლესობა, რომ იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდი და არა ივანიშვილის ხუშტურების მიხედვით მოქმედი, მაშინ პირველ რიგში ის უნდა იბარებდეს შს მინისტრს და საჯარო მოსმენაზე პასუხს უნდა სთხოვდეს, თუ რამ გამოიწვია მოქალაქეების მიმართ ასეთი ძალადობა პარასკევს საღამოს ან რატომ მართავს სუს და შსს ძალადობრივ, პრორუსულ, ფაშისტურ ჯგუფებს“, -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ბრალდება მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისთვის. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ამბობს, საკანონმდებლო ორგანოს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე დაჩქარებულად მოუწევს მუშაობა.

„ჩემი აზრით უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო ამ რეფორმაზე მუშაობა. ვინაიდან აზრთა სხვადასხვაობის გამო გაჭიანურდა ეს რეფორმა და საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ახალგაზრდებში, ბუნებრივია ჩვენ მოგვიწევს ძალიან ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა. ვფიქრობ, პარლამენტის წევრების უმრავლესობა გაიაზრებს იმ პროცესების მნიშვნელობას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაბამისად დროულად დაუჭერს მხარს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ნანახია - 1606

antoni

2018-05-15 12:11:30

ხომ დადასტურებულია, რომ კლუბებში შესულ პოლიციელთა წინადადებაზე, დაეტოვებინათ შეძენილი ნარკოტიკი და წასულიყვნენ, ყველა დაემორჩილა, დატოვეს ნარკოტიკები და მოუსვეს. ამოღებულია სხვადასხვა სახის დაახლოებთ 150 "ულუფა" ნარკოტიკი.
პოლიციამ წინასწარ იცოდა ვინ ყიდდა ნარკოტიკს - მათ შორის ერთ-ერთი კლუბის დაცვის უფროსი
დაკავებული რვიდან ერთერთი ნარკობარიგა კლუბშია დაკავებული
ბარიგები სულ რომ არ ყოფილიყვნენ და პოლიციას სცოდნოდა, რომ კლუბში /კლუბებში/ ადამიანებს აქვთ ნარკოტიკები, უნდა შესულიყვნენ თუ არა ამ ნარკოტიკის ამოსაღებად? რა თქმა უნდა კი და ამას მათ კანონი ავალდებულებს!!! დაშავდა ვინმე? არა. აბა რამ გაგაღიზიანათ კაიფი რომ ვერ შედგა?
პოლიციელთა კლუბებში შესვლით ვინმეს რამე დაზიანება მიადგა? არა! ჩვენ ხომ გვახსოვს წინა ხელისუფლების დროს ციხე მოიხადა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა/სს კოდექსის 273მუხლი/ დაახლოებით 6 ათასმა ადამიანმა!!! დაკავება და გარეკვა როგორი იყო? 2 გვამი სახურავზე; თვალებწამოთხრილები, სახისა და კიდურების ძვლებგადამტვრეულები ... სახეზე ეტყობა ნარკომანობის არც ისე ცოტა სტაჟი აქვს წიქარიშვილს; მაშინ რას აკეთებდა ის, პატარაია და სხვები?
/ნატა ფერაძისნაირი პასუხი არ მიიღება/

ბაბაია

2018-05-15 13:36:59

სახეზეა უმძიმესი დანაშაული სახელმწიფოს და კაცობრიობის წინაშე ! ყველამ იცოდა თუ რა ხდებოდა ამ "კლუბებში", ქვეყანა ჩაიძირა მარიხუანას კვამლში და ექსტაზ-ამფეტანის ბურანში ! რა უნდა ვუშველოთ ამ ნარკო,ბიო,მდმ გამოლენჩებულ, უსაქმურობადამოკიდებულ და გარყვნილდამოკიდებულებულ ადამიანებს და მათგან უკვე მრავალ ყოფილ ადამიანებს? ვინ აფინანსებს? ვინ მართავს? ვინ აქეზებს ? ვინ მფარველობს? რა ეს გუშინ დაიწყო ? რატომ არ დაიხურა ეს კლუბები მაშინ როდესაც პირველი ბარიგა გამოჩნდა იქ ?ვინ არის დამნაშავე იმაში რომ მთელი საქართველო გახდა კლუბი ნარკო ლაბორატორია ? ეს არის ახალგაზრდობის მასიური პროტესტი, გაქცევა სამწუხარო რეალობიდან და სამწუხაროდ გაქცევა არასწორი გზით, მათთვის სხვანაირად არავის უსწავლებიათ ,ეს არის მოსავალი იმ მანკიერი, უზნეო ცხოვრებისა რასაც თესავდნენ წინა თაობები. უნდა გაიცხრილოს ყველა საჯარო დაწესებულება : ნარკომანებისგან ! ლუდომანებისგან ! სატანისტებისგან ! გარყვნილი პიროვნებებისგან ! არც ერთი ნარკომანი პარლამენტარი,პოლიციელი,ჟურნალისტი,არასამთავრობო თუ სამთავრობო პირი თანამდებობაზე !

ბაბაია

2018-05-15 13:37:24

ვინ გამოზარდა ეს ბიო-ბიუ წიწილები წლების მანძილზე "კლუბურ" ინკუბატორებში ,ვისი წაყრუებით,სიბრმავით , "ერის გამყიდველობით" საკუთარი ჯიბის პატრიოტობით მოხდა ყოველივე ეს?
არსებობს ინფორმაცია თუ როგორ მფარველობდნენ ნარკობარიგებს,რიგითი პოლიციელები დაშინებულნი ხმას ვერ იღებენ, ვერაფერს უბედავენ ე.წ. "ქსივებით" აღჭურვილ სიკვდილის გამავრცელებლებს! უნდა გამოაშკარავდნენ ყველა "ბობოლები" ვინც ამ საქმეში არიან გარეულნი რა პოსტიც არ უნდა ეკავოთ მათ , უნდა გაეცეს ყველა ამ კითხვას პასუხი და პასუხს უნდა მოყვეს ქმედება, თუ არა აქვს თვითგაწმენდის უნარი არსებულ პოლიტიკურ ინტებლიშმენტს და ასე აპირებს ქვეყნის მართვას ეს გამოიწვევს ქვეყნის სრულ კოლაფს ,ერის დეგრადაციას, ამას არ უნდა შეურიგდეს საქართველოს მოსახლეობა და არც შეურიგდება.

ბაბაია

2018-05-15 13:37:56

პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე 6 წლიანი მმართველობის შემდგომ სრულად ეკისრება მთავრობას,მაგრამ აქ მთავარი ვინმესთვის დაბრალება კი არ არის, არამედ უნდა მივხვდეთ რომ ურემი უკვე გადმოტრიალდა და სამწუხაროდ გზა ისევ არ სჩანს ! არადა საჩქაროდ, თანაც დაფიქრებით, გულმოდგინებით არის ეს ავგიას თავლა დასალაგებელი, ვინ არის ამის გამკეთებელი გმირი ? გახარია ? ბესელია ?კვირიკაშვილი ? იქნებ ბორია სააკაშვილი ? ქვეყანა კი კარგა ხანია მიექანება უფრსკრულისკენ : "ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის."წმინდა ილია მართალი. 1887 წ. 31 დეკემბერი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/ilia/ra_gitkhrat.htm

serapina

2018-05-15 14:29:10

დღევანდელ მთავრობას,უამრავი შეცდომა აქვს. არაერთხელ დამიწერია,მაგრამ ზოგადი უკმაყოფილების გასაღრმავებლად(რისთვისაც,ასე თავგამოდებით ბრძოლობენ ნაციონალები) ყველაფერს,დღევანდელ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებ.
ყველაზე მთავარი დანაშაული, ნაციონალური პარტიის ბირთვის გაუსამართლებლობა და პარტიის არ აკრძალვაა. ერთიც და მეორეც აუცილებელი იყო!
ერთის მხრივ,რაც ჭამეს საქართველო,ის შერჩათ...
მეორეს მხრივ, გააგრძელებინეს უზრუნველი ცხოვრება და ფინანსების შეზღუდვას დააჯერეს.
ივანიშვილმა გადაარჩინა ნაციონალები!
მადლიერი იყვნენ,იმის ნაცვლად აქეთ იკბინებიან.

ბაბაია

2018-05-15 14:31:31

"საქმენმან შენმან გამოგაჩინოს" რით გამოაჩინა ამ სახელმწიფომ თავი? ნარკო- ინკუბატორების აღზრდილების კლონირებით ? დაღუპული თაობა,გაუნათლებელი,უპერსპექტივო, ამორალური მზერაგაყინული ნაადამიანარების ბრბო ! თუ ამათი წინამორბედი მიხეილი ბუჩქებში გარყვნილებისკენ მოუწოდებდა, ამათ უფრო კომფორტული გარემო შეუქმნეს! სადაც ყველანაირი ცოდვა გაბატონებული და არანაირი მადლი არ ტრიალებს ! მხოლოდ უამრავი ახალგაზრდის დაღუპვის შემდეგ ჩატარებული საპიარო ღონისძიება სადაც მხოლოდ "წვრილფეხა" დამნაშავეები გააბეს არაფრის მოცემი საქმეა! თურმე ჭურში ვზივართ და ქვეყანას ძირი ეთხრება, კედლები ენგრავა და ამ ნანგრევებში როკავს ცოდვილი ერი! ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს ეს უკვე წყალგამყოფია ! უნდა სააწრაფოდ გადადგეს განათლების, შინაგან საქმეთა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები, შესდგეს ახალი მთავრობა და დაუყოვნებლივ შეიქმნას ენერგიული, საქმიანი გარემო, დრო არ ითმენს და სხვაგვარად არც ხალხი მოითმენს.

1234

2018-05-15 16:28:56

კარგია რომ ამ განცხადებას აკეთებს შსს მინისტრი, მაგრამ აქამდე სად იყვნენ? რატომ არ კონტროლდებოდა ეს კლუბები ნარკოტიკზე? ყველა საჯარო კვების თუ გართობის დაწესებულება რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს და თუ არ იცავს კანონს უნდა ჯარიმდებოდეს ან იხურებოდეს.
ძალიან მომრავლდა კანონის გარეთ მყოფი ორგანიზაციები, ბიზნესები, კლუბები, კაზინოები, ტელევიზიები.
რუსთავი 2 წლებია გასახადს არ იხდის და მილიონობით სახემწიფოს ვალი აქვს. ეს პოლიტიკური "დაკრიშვები" უნდა დამთავდეს საბოლოოდ.
12 კაცი ორ დღეში ცხელ კონფლიქტში არ იღუპება. აი ამაზე უნდა მოსთხოვოს პასუხი პარლამენტმა მინისტრს. რატომ აღასრულა დიდი დაგვიანებით კანონი?
შსს და ზოგადად მთავრობამ კანონი უნდა აღასრულოს. ევროგაერთიანება, სტრასბურგი, თუ ასო-ები მათ მაგივრად ქვეყანს არ მართავენ. უნდა მოეშვან "პატრონის" საზღვარგარეთ ძებნას და შეასრულონ თავისი მოვალეობა, აღასრულონ კანონი.

ბაბაია

2018-05-15 17:04:51

ქვეყანა იღუპება და ეს ნაც-ქოცებ ბორია-სააკაშვილის მიმდევრები მაინც არ ეშვებიან სიძულვილის, მტრობის თესვას, ურთიერთბრალდებებს და სხვის ბოსტანში ქვების სროლას და ცდილობენ ისევ სათავისოთ გამოიყენონ ქვეყნის უბედურობა, არადა ეს ვითომ ახალი შეფუთული ვითომ გაკეთილშობილებული გაგრძელებაა იმ ძველი სოდომ-გომორისა და ხალხის თვალის ახვევაა, მაგრამ შუბი ხალათში არ დაიმალება და დღეს ამათი "შემოქმედებაც" სახეზეა, არანაირი გამართლება არა აქვს იმას რაც წლების მანძილზე ხდებოდა ქვეყანაში.

ბაბაია

2018-05-15 17:18:18

გამოვიდეს ბატონი ბიძინა და გაგვცეს პასუხი თუ რატომ იღუპება ახალგაზრდობა! რატომ არ გაატარა სათანადო ღონისძიებები მთავრობამ და რატომ მიიყვანა აქამდე საქმე? ვინ არის პასუხიმგებელი და ვინ აგებს პასუხს ამ ყოველივეზე? და გაატარონ ქმედითი ზომები დაიჭირონ ბობოლა ნარკობარონები, ისინი ვინც მფარველობდა და სათავეში ედგა ერის გახრწნას, აგვიხსნას სად იყვნენე 6 წლის მანძილზე სამართალდამცავები, პუნქტობრივად ჩამოაყალიბოს როგორ აპირებს სიტუაციის გამოსწორებას! და დაიწყევლოს ის სამარადჟამოდ ერისა და ბერისაგან ვინც ჩვენი ახალგაზრდობა გასწირა დასაღუპად და ამოიძირკვოს ის სარეველა რომელიც უშლის სიკეთეს აღმოცენებას და აღარ გვინდა ცრუ დაპირებები საამური ცხოვრების შესახებ!

serapina

2018-05-15 21:17:00

ბაბაია,
მე თქვენ გკითხეთ, აქ წერდით თუ არა სააკაშვილის დროს...
(თუ კი, რომელი ნიკით?)
...და მგონი არ/ვერ მიპასუხეთ.

საინტერესოა, სააკაშვილის დროს რას აკეთებდით?

asdf961

2018-05-15 22:53:07


ნაცბოზბანდა ისევ ძველ რეჟიმშია, "თუ ჩვენ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო".

მაგათი ბელადის ავადმყოფ ტვინში მოიხარშა ეგ გეგმა: დავიწყებ ბოლოდან, უნდათ რომ პოლიციამ დაარბიოს მომიტინგეები და მიეცეს ნავბოზბანდას მიზეზი შემდეგი პროპაგანდისთვის.

ამისათვის საჭიროა შედგეს მიტინგი. ამისათვის საჭიროა მორფინისტების არმიის გამოყვანა სამიტინგოდ. ამისათვის საჭიროა პოლიციის შესვლა რაღაცა მიზეზის გამო ღამის კლუბებში და იქ შესული პოლიციელების შემადგენლობაში დარჩენილი ნაცბოზბანდის წევრი პოლიციელების უხეში
ჩარევით გამოიწვიონ მორფინისტების გაღიზიანება (თმებში მოქაჩვა და ა. შ.). ამისათვის საჭიროა მიზეზი, თუ რატომ შევიდეს პოლიცია ღამის კლუბებში. მივედით მთავარ ბოროტებასთან. თავის დროზე ნაცბოზბანდისგან შექმნილი ნარკოტრანზიტის, ბარიგების სისტემის და ნაცბოზბანდის წევრების საკუთრებაში მყოფი ღამის კლუბების მეშვეობით გაყიდული იქნა მომაკვდინებელი ნარკოტიკი, რათა გარდაცვლილიყო ხალხი, გამოეწვიათ ხალხის უკმაყოფილება და შემდეგ ამუშავდებოდა ზემოთ აღწერილი გეგმა.

სააკაშვილმა გაყიდა თავი და გეგმის ნაწილობრივ განხორციელებით გახარებულმა, მოუწოდა მორფინისტებს, რომ მხარში დაუდგება მათ როცა დაბრუნდება.

ჩვენმა მთავრობამ სწორად ამოხსნა მოსალოდნელი საფრთხე და აღკვეთა.

აი ასე "უხდის მადლობას" ნაცბოზბანდა შეთავაზებულ კოჰაბიტაციას.

serapina

2018-05-15 23:12:19


asdf961,
დიახ,დეპორტირებულ ემიგრანტებზე ამყარებდნენ იმედებს... არ გამოუვიდათ... აეროპორტებში აქციები მოაწყვეთ,ხელისუფლებას საცხოვრებელი და საჭმელი მოთხოვეთო.

ახლანდელმა დაძაბულობამ,ისე გაახარა მთელი სანაცეთი, უკვე ზეიმობდნენ... გნიასი ჰქონდათ ევროპაში ატეხილი.

ჰო, ისეთი უტეხი და შუბლის ძარღვ გაწყვეტილები არიან, ალბათ იმაზე ოცნებობდნენ მსხვერპლი მოჰყოლოდა ამ დაძაბულობას.

ამათთან კოჰაბიტაცია,ყველაზე სამარცხვინო რამ იყო,მაგრამ ალბათ ასე უნდოდათ, დირექტორების დირექტორებს.

ბაბაია

2018-05-16 01:19:47

serapina
<<საინტერესოა, სააკაშვილის დროს რას აკეთებდით?>>
მე მგონია ბევრად მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეს დღევანდელ საქართველოში გონიერ ადამიანს ვიდრე ჩემი უმნიშვნელო პერსონაა...და მაინც მინდა დაგამშვიდოთ სამწუხაროდ ასე გამოვიდა რომ ქრონიკულად დაავადებული გახლავართ...და ვერც მომავალში ვხედავ გამოჯანმრთელების საიმედო სიმპტომებს რომ მომეცეს იმედი,დავინახო ის რასაც ჩემი ცხოვრება ვნატრულობ:სამშობლოს გაბრწყინება!ჩემი ხალხის ბედნიერება და სიხარული! მივაფურთხებდი ყველა არასაიმედო ანამნეზს და განვთავისუფლდებოდი ქრონიკული ოპოზიციონერობისგან, ესაა ჩემი და მრავალი ქართველის ნატვრა,არ ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი და "იმისტი" არასდროს,იქაც ვწერდი, აქაც და ხვალ სად და რას დავწერ და არ ვიცი,მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი რომ დავწერ მხოლოდ იმას რასაც სინდისი მიკარნახებს და არ ავღმართავ ხელს სამშობლოზე არასოდეს. და კიდევ:სამშობლოს სიყვარული უნდა გაძლევდეს იმის უნარს რომ არ დასჩეხო მისი ისტორია ედუარდის,ზვიადის მიშას თუ ბიძინას დროებად და თუ ვინც არის მედროვე მას ისტორიის სანაგვეზე გარანტირებულად ადგილი აქვს დაზღვეული.

serapina

2018-05-16 17:31:45

ბაბაია,
პირველ რიგში,გამოჯანმრთელებას გისურვებ!

ზვიადი და მიშა, რა ერთად სახსენებელია?!

თქვენმა მიშამ,თავად გაყო საქართველოს ისტორია, მიშამდე(იყო ბნელი და უკუნიო) და მიშას მერე(სინათლე მოვიტანეო)....

მე,დამაინტერესა თქვენმა პიროვნებამ... რა ნიკით წერდი აქ,ის მაინტერესებს და იქნებ,ესეც მომწერო.

ბაბაია

2018-05-16 19:41:49


serapina
სერაპინა, თქვენ ვერაფერი ვერ გაიგეთ, სამწუხაროდ, იქნებ არც არის საჭირო,თქვენი შაბლონი ქართველობას რომ უყენებთ არის ძალიან მაპატიეთ და ახლომხედველური, კაბალური და მხოლოდ თქვენს მსოფლმხედველობას მორგებული,თქვენთვის მიშაც კი მითიური გველეშაპია და ეს თქვენი იარაღია იარლიკია ებრაელთა გეტოს ფაშისტური ნიშანის მსგავსი ,თავში სულ ერთი აზრი გაქვთ და ამ ვიწრო "მიშისტობის" გაგებას ვერ შორდებით, ეს აკვიატებული მანია - ნევროტული, ფსიქიკის მოშლილობის კიდევ ერთი გავრცელებული ნიშანი და ეს საოცარი დასკვნები <<თქვენ მიშასთან>> დაკავშირებით იმ აკვიატებულ შემთხვევებს მიეკუთნება როგორიცაა ქცევის წინ ან შემდეგ ე.წ. ”რიტუალის ჩატარება”, ამას ხშირად ცრუმორწმუნეობის ნიშნებიც აქვს:მაგალითად ”სამჯერ დაკაკუნება”, ”დაფიცება”, ”სამჯერ გადაფურთხება, და სხვა, სამწუხაროდ სხვანაირად ვერ შევძელი ვყოფილიყავი თქვენი რესპონდენტი, ბოდიში ქალბატონო.

serapina

2018-05-17 01:03:05

უფ,გაგაბრაზეთ?!
არც მიკვირს!

ერთი შეკითხვაზე,ერთი პასუხი მაინტერესებდა...
და არა,ყველაფრის მიმოხილვა.
..არც თქვენი მახასიათებელი დიაგნოზები, აინტერესებს ვინმეს!

ჰო,თქვენი მიშა!


ბაბაია

2018-05-17 14:37:42

serapina
გი,გი,გი ბრრრრრ ! პატალა გოგო შეგვიწამე მიშაიას ცოცხი ?!

serapina

2018-05-17 18:10:32

იკამუფლაჟე და იყავი!

მიშისტობა დიაგნოზია და კილომეტ/რების იქეთაც ვცნობ მასეთებს.
აბა,Zaza192 -ს ჰკითხე!

შიგა და შიგ რომ მიშას აუგს ურევ,აქაოდა არ მიხვდნენო...
მაინც ჩანს,მაინც!
მიშისტობა,არ იკურნება!
ვერც,ევროპის მედიცინა შველის...
და ვერც ამერიკის!

ბაბაია

2018-05-17 20:40:43

კარგად გამეცინა ხა, ხა, ხა, მიშისტიო ? პატალავ,გამიბრაზდი ხომ? აი შენ ერთი სურათი და გაიხარე შე ბიძარასტო.http://saqinform.ge/images/red-1-GEO-mt-kad.jpg

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80