„როდესაც უფროსი თაობის პათეტიკურ ღირებულებებს ძალა ეკარგება, მის ადგილს ზერელე პროგრესიზმი იკავებს“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„როდესაც უფროსი თაობის პათეტიკურ ღირებულებებს ძალა ეკარგება, მის ადგილს ზერელე პროგრესიზმი იკავებს“

„როდესაც უფროსი თაობის პათეტიკურ ღირებულებებს ძალა ეკარგება, მის ადგილს ზერელე პროგრესიზმი იკავებს“
თამთა ქარჩავა

2018-05-15 16:30:35

ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი - ასეთია ხელისუფლების პასუხი აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტის წინ 12 მაისს, კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას ითხოვდნენ.

ორდღიანი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდა შს მინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე. გიორგი გახარიამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა და ასევე, აქციის მონაწილეებსაც მოუწოდა მოეხადათ ბოდიში იმ სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამაზე უარი განუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა მინისტრისგან დაპირება მიიღეს, რომ დეტალურად განიხილავდნენ პარასკევი დღის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შეთანხმდებიან, რომ უფლება დაირღვა, იქნება უფლებააღდგენილი. ასევე მინისტრმა მისცა პირობა, რომ კონკრეტულ შედეგებს მიაღწევენ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ შს მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიან ვადა მისცა და პირობის დარღვევის შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციის გამართვა დააანონსა.

„თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქციას, კონტრაქციით უპასუხეს „ქართული მარშის“ ლიდერებმა, რაც რუსეთაველის გამზირზე დაპირისპირების მიზეზი გახდა. ისინი სამართალდამცველებს თავიანთი მოვალეობების შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ. კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლას ცდილობენ. დაპირისპირების მიუხედავად, პოლიციამ „ქართულ მარშს“ აქციის წევრებთან მიახლოების საშუალება არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე ორივე აქცია დაიშალა, „ქართული მარშის“ წევრები აცხადებენ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს სწორედ აქ აღნიშნავენ.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადების გახლეჩის მცდელობა.

„ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა.

„რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით?“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე რომ რეალური იყო, ამის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დამთავრდა ხელისუფლების ნირვანა და ცხადია, რომ ამ ჯინს უკან ვეღარ ჩააბრუნებენ.

„ხელისუფლებას ეგონა, რომ აპათიაში ჩავარდნილი საზოგადოება და მიწასთან გასწორებული ოპოზიცია მათი მშვიდი ცხოვრების პირობა იყო. ვინ გაუხსნა ხელ-ფეხი ნარკოტიკების გავრცელებას?! ვისი პირმშო და წახალისებულია სანდრო ბრეგაძე, მარშელები და მათნაირები?! ხომ თანამშრომლობდა „თეთრ ხმაურთან“ ხელისუფლების გარკვეული ნაწილი?! ნაირ-ნაირ, მართულ ნაციონალისტურ თუ ფსევდოლიბერალურ ჯგუფებს რომ ახალისებდა ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფები, მათი გემოვნებისა თუ მიზნების შესაბამისად და ეგონათ, რომ მათი მართვის სადავეები ხელიდან არ გაექცეოდათ, გაექცათ თუ არა?!“, - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ქმედებამ იმედი გააჩინა, რომ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არის შერჩენილი საღი აზრი და ადამიანები, რომლებსაც ყოფნით სითამამე საკუთარ ხალხთან პირისპირ ურთიერთობის. ამ რესურსსაც ნუ გაფანტავთ.

„ხომ გეგონათ, რომ ქაოსით ქვეყნის და საზოგადოების მართვა იოლი იყო - ჰოდა ახლა კეთილი ინებეთ და გააკეთეთ ყველაფერი, რომ 1 - კატეგორიულად გამორიცხოთ სამოქალაქო დაპირისპირება; 2 - სასწრაფოდ აღკვეთოთ პატრიოტულ ლოზუნგებს ამოფარებული რუსული აგენტურის თარეში, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ყველა ღონეს იხმარს, რომ საქართველოში დაიწყოს ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაცია; 3 - რეალური ბრძოლა გამოუცხადეთ ნარკომაფიას - დაიჭირეთ მფარველები; 4 - დააწყნარეთ სიტუაცია და დაიწყეთ დიალოგი საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან. საზოგადოება ყოველთვის მზად არის ეთანამშრომლოს ხელისუფლებას, როცა საქმე მის და სახელმწიფოს ინტერესებს ეხება“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე.

პატრიოტულ ლოზუნგებს ამოფარებულ რუსული აგენტურაზე საუბრობს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. for.ge-ს კითხვაზე, რა მიზანი აქვთ ამ აქციის ორგანიზატორებს, რა საერთო აქვს მათ პროტესტს თავისუფლებასთან და იკვეთება თუ არა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში რუსული კვალი, ფილოსოფოსი აცხადებს, რომ ერთი რამ მტკიცებას არ მოითხოვს. კერძოდ, რუსული პოლიტიკა გამოიყენებს ნებისმიერ იმპულსს, რომელიც კი ჩვენს სივრცეზე გაჩნდება.

„რუს სტრატეგოსებს უკვე დიდი ხანია, იმედი ამოეწურათ (და ამაზე ისინი ხშირად წერენ დაუფარავად), რომ ჩვენში შეუძლიათ შექმნან და გააძლიერონ პრორუსული სენტიმენტების მქონე ძლიერი და სოლიდური პოლიტიკური პარტია და აღარც ცდილობენ ამას. ყოველი მცდელობა, საბოლოოდ, რუსული სამყაროდან თავის დაღწევის ნებას ეჯახება. ამ ნების გაძლიერებას კი თავადვე შეუწყვეს ხელი. რუსული გამოთქმაა: „ისე იქცევა, როგორც დათვი დუქანში“ - სწორედ ასე იქცევიან.

ამიტომაც გამოკვეთილად პრორუსული სენტიმენტების მქონე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენში არსებობენ, ამ ეტაპზე, უმალ, ცრუ სამიზნეს წარმოადგენენ. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ ოდესმე მათ შეიძლება რეალური პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინონ. ამჯერად ეს ჰგავს მცდელობას, ჩვენი ყურადღება მათზე იქნას გადატანილი და შეუმჩნეველი დაგვრჩეს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი და შორეული პერსპექტივის მქონე გარემოებები“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი იარაღი, რომლითაც რუსეთი მისგან გაქცეულ ქვეყნებზე ზემოქმედებას ცდილობს, ნარკოტიკები გახლავთ და ამის გამოცდილება, ფირალიშვილის განცხადებით, ბალტიისპირელებმა ჩვენზე ადრე შეიძინეს.

„ნარკომანია, მით უმეტეს, როდესაც ის „იდეოლოგიურად გამართულ“ სახეს იღებს, ექსტრემისტული ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან ერთად, საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ რუსული სამყაროდან გაქცეულები დაარწმუნო, თუ რა საშინელ სამყაროში აღმოჩდნენ, რომ მათ არა მხოლოდ სულიერი განადგურება ელით, არამედ ფიზიკურიც. ამიტომაც ხშირად ვსვამ კითხვას: მავანთა ექსტრემისტული ყაიდის (თანაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ნაკლებად წიგნიერი) „ლიბერალიზმი და პოლიტკორექტულობა“ ვის წისქვილზე ასხამს წყალს?

ახლა გაიხსენეთ ცხრა აპრილის მემორიალზე მოცეკვავე გოგონას ხატება, სოციალურ ქსელებში რომ გავრცელდა. შეიქმნა ეროვნულ სიწმინდეთა შებღალვის სურათი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სპონტანურად მოხდა, მაგრამ ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა. თუ ეს არ მოხდებოდა, მოხდებოდა რაიმე სხვა რამ. ამან უკვე მეორე და, მე თუ მკითხავთ, უფრო საშიში და თანაც აგრესიული ხელის - ულტრანაციონალიზმის გამოღვიძება და მისთვის ენერგიის მიცემა განაპირობა (ავსულ ორი ხელი აქვსო, ნათქვამია). საბოლოოდ, რუსთაველზე ვნახეთ ერთი სხეულის ორი ხელის როკვა, რომელშიც სრულიად გულწრფელი ახალგაზრდული ენერგია იქნა ჩათრეული“, - აცხადებს ფილოსოფოსი.

როგორც ფირალიშვილი აცხადებს, რომ არა მემორიალზე ცეკვა, ულტრანაციონალისტების გამოსვლას არ ექნებოდა ასეთი რეზონანსი და მთავრობის სასახლის წინ გამოსულთა აქცია ორ-სამ დღეში უმტკივნეულოდ დაიშლებოდა.

„მისმა მესვეურებმა ვერ ახსნეს და ჯერაც ვერ ხსნიან, თუ რა არის მათი მიზანი. აბსტრაქტული საუბარი თავისუფლებაზე უმალ სექსუალურ თავისუფლებისა და ნარკოტიკების თავისუფალი მოხმარების იდეებზე დადიოდა. ისიც თანდათან ცხადი ხდებოდა, რომ მავანი და მავანი ამ ახალგაზრდების მეშვეობით ნარკოტიკების თავისუფალი გავრცელების სივრცის შექმნას ცდილობდა და ცდილობს, სადაც პოლიციას შესვლა აღკვეთილი ექნება.

აქცია იოლად ჩამთავრდებოდა ისე, რომ მხოლოდ „ამას რას გვიშვება დასავლეთის“ კვალს დატოვებდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუ არა გოგონას მემორიალზე ცეკვა, რაღაც სხვა მსგავსი აუცილებლად მოხდებოდა.

ახლა იმის შესახებ, თუ, ჩემი აზრით, რამ გამოიწვია ეს მოვლენები და რა როლი მიგვიძღვის ამაში თავად ჩვენ - საგარეო მტრული პოლიტიკა ვერც ვერაფერს შეძლებდა საქართველოში, აქ რომ ნაყოფიერი ნიადაგი არ ხვდებოდეს ჩვენი ზერელობისა და ემოციურობის სახით.

ნებისმიერ ცოცხალ კულტურაში არსებობს ალტერნატიული კულტურის მატარებელი ჯგუფები. ხიფათი იწყება მაშინ, როდესაც ეს ალტერნატივა რევოლუციის ენაზე იწყებს ლაპარაკს და სიტუაციის მონოპოლიზებას ცდილობს. მაშინ იქცევა ის გემრიელ ლუკმად ჰიბრიდული ომის მესვეურთათვის. სხვა მხრივ კი ალტერნატიული კულტურა თავად ტრადიციულისათვის არის აუცილებელი, რათა მკვდარი ფორმების არსებობა აღიაროს და თავიდან მოიშოროს. ამ თვალსაზრისით ახალგაზრდულ მოძრაობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 ამ დღეებში ისიც დავინახეთ, რომ როდესაც უფროსი თაობის პათეტიკურ ღირებულებებს ძალა ეკარგებათ, მის ადგილს ზერელე და ყურმოკრული პროგრესიზმი იკავებს, ნარკომანია ადამიანის განვითარების გზა და პროგრესის ნიშანი რომ ჰგონია. გაიხსენეთ, რა შესთავაზა წინა დღეებში ახალგაზრდებს უფროსმა თაობამ: უჰაერო სივრცე - სტალინური ესთეტიკით დადგმული პარტიული ყრილობა თავისი ხშირი და ხანგძლივი ოვაციებით. უფროსი თაობისათვის ამან შეიძლება ნაკლებად შესამჩნევად ჩაიარა.

ახალგაზრდები კი ძალზე მგრძნობიარეები არიან ცხოვრების მკვდარი ფორმების მიმართ, თუნდაც ვერ გამოხატავდნენ ამას. რას სთავაზობდა მას მართლმადიდებელი ეკლესიის, სამწუხაროდ, ბევრი წარმომადგენელი ბოლო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში? რას და ქრისტეს სახელით დადგმულ ისევ და ისევ სტალინური ესთეტიკით გაჯერებულ ეთნოგრაფიულ სპექტაკლებს თავისი პრორუსული საკმაზით. ის ხედავს უსაქმურ მამაკაცებს, რომლებიც ცოლებს უცხოეთში საშოვარზე უშვებენ, ხოლო თავის სიზარმაცეს ხელისუფლების უვარგისობით ამართლებენ.

ხედავს შემოსავლიან ბიზნესად ქცეულ მათხოვრობას, აგრესიულ და მოძალადე უმეცრებას, ხედავს იმას, რომ იმის ნაცვლად, უფროსმა თაობამ ქვეყნის მშენებლობას მიხედოს - თუნდაც საკუთარი ოჯახისა თუ მიწის ნაკვეთის მოვლის სახით, დასავლეთს უყურებს ხელებში და თავსაც ამადლის; ხედავს პოლიტიკოსებს, რომლებმაც დიდი ხანია, ზნეობრივი საზღვრის გაგება დაკარგეს, მოკლედ, უფროს თაობას, რომელსაც ვერა და ვერ აუწყვია ცხოვრება ზნეობისა და გონების კანონებით და ა.შ. ჩვენთვის შეიძლება ყოველივე ეს ერთეული შემთხვევები იყოს, ახალგაზრდული მაქსიმალიზმისათვის კი ჩვენი ცხოვრების წესია, რომლისგანაც გაქცევა უნდათ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

მისი თქმით,თუ ამ მოვლენებში რუსული კვალია, ეს კვალი ცარიელ ნიადაგზე არ გაჩენილა.

„მათ სახელმწიფო მანქანაში კი, დამიჯერეთ, არიან ადამიანები, ვისაც ხელეწიფება ჩვენი ქვეყნის სოციალ-ფსიქოლოგიური და კულტუროლოგიური პორტრეტის შექმნა და ამ უკანასკნელის მეშვეობით სტრატეგიის განსაზღვრა. მოდით, ახლა დაგასწრებთ და მე თავადვე დავსვამ კითხვას: რა შეიძლება ამ ვითარებაში ჩვენ, უფროსმა თაობამ გავაკეთოთ? ძალიან ზოგადად რომ ვთქვა, ჩვენ უნდა გავიაზროთ. გარდა სრულიად მიუღებელი მხარეებისა (რომელიც ჩვენმა მტრებმა შეიძლება გამოიყენონ), რა პოზიტიური იმპულსებია ამ მოძრაობაში და ჩვენივე განახლებისათვის მივმართოთ. თუ ამას შევძლებთ, ჰიბრიდული ომის სტრატეგოსებსაც გამოვაცლით ხელიდან იარაღს და ჩვენც დავიძრებით ადგილიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი პროცესები გაგრძელდება და მკვდარი ფორმების მიმართ ირაციონალურმა პროცესებმა სავალალო შედეგები შეიძლება იქონიოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.

რუსულ ინტერესსზე საუბრობს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, საქართველოს გარშემო ბევრი მტერ-მოყვარეა ისეთი, რომელიც ისურვებდა საქართველოში ამ სახის დესტაბილიზაციას. მისი თქმით, როცა საქმე ეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას, ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ მეტოქე ქვეყანა სპეციალურად უხსნის კარებს ასეთ ფაქტებს და შენი გენოფონდის დაზარალებისთვის, შემცირებისთვის უშვებს ნარკოტიკებს ქვეყანაში.

„რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის დაამკვიდროს აზრი, რომ დასავლეთი არის ცუდი და ამ აზრის დამკვიდრებისთვის იყენებს დასავლეთის ცხოვრების ისეთ მომენტებს, რომელიც თვითინ დასავლეთისთვის შეიძლება წამყვანი არ არის, მაგრამ პროპაგანდისთვის გამოდგება - როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, ნარკომანიასთან დამოკიდებულება და ა.შ. რაც საბჭოთა ქვეყნებში ასე მკაცრად იყო ტაბუდადებული.

რუსეთის წისქვილზე უნებლიე წყლის დასხმა იყო ის, რაც მოხდა რუსთაველზე. ვერ გეტყვით, რომ გეგმას რუსეთი ადგენს, მაგრამ შედეგით შეიძლება მან ისარგებლოს. ასეთივე უნებლიე წყლის დასხმა იყო ისიც, რომ პრაქტიკულად უმართავი პროცესები წამოიწყო კლუბების მხარდაჭერებმა ქალაქის ცენტრში, 9 აპრილის მემორიალთან დაკავშირებით არაერთგზის ითქვა და კეთდება განცხადება - ეს არის ევროპა?

ანუ, ევროპული ღირებულებების დაცვით თელავ თავისუფლებისთვის მებრძოლთა მემორიალს და ხსოვნას. გამოდის, რომ იმაზე მუშაობ, ვისი მიზეზით დაიდგა ეს მემორიალი. განჩდა მეორე მხარე, რომელიც მზად იყო მუშტი-კრივით შეწინააღმდეგებოდა ამ ჯგუფს. საბედინიეროდ პროცესები არ წავიდა დაპირისპირებამდე. მაგრამ შედეგად მივიღეთ, რუსეთის წისქვილზე უნებლიე წყლის დასხმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

ნანახია - 1550

მეგრელი

2018-05-15 17:55:19


,, ..რომ ქაოსით ქვეყნის და საზოგადოების მართვა იოლი იყო - ჰოდა ახლა კეთილი ინებეთ და გააკეთეთ ყველაფერი..."-ხათუნა ლაგაზიძე.
-----------------------

1 - კატეგორიულად გამორიცხოთ სამოქალაქო დაპირისპირება.// ------ რომელიც ინსპირირება მოახდინა და ეხლაც ახდენს საპარლამენტო ოპოზიცია , მედიას ხელშეწყობით, ნარკობარიგების და ლგბტ მეშვეობით.ეს ერთი. მეორე. ეს არარის სამოქალაქო დაპისპირება. ეს არის მორალის და ამორალურის დაპირისპირება.ეს არის კარგი და ცუდის დაპირისპირება.

2 - სასწრაფოდ აღკვეთოთ პატრიოტულ ლოზუნგებს ამოფარებული რუსული აგენტურის თარეში, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ყველა ღონეს იხმარს, რომ საქართველოში დაიწყოს ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაცია//----რომლებსაც , ფართომაშტაბიან დაპირისპირებას , მორალურის და ამორალურს შორის , პროვოცირებას უკუთებს საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი გედონიზმის ფილოსოფიური იდეოლოგია , რომელიც ყველამ ვნახეთ აქციაზე .
3 - რეალური ბრძოლა გამოუცხადეთ ნარკომაფიას - დაიჭირეთ მფარველები//--- ნარკომაფიასთან ბრძოლა იწყება ნარკობარიგებიდან რომლებსაც პოლიტიკურად მფარველობს საპარლამენტო და ზოგიერთი არასაპარლამენტო ოპოზიცია ქაოსის პროვოცირების მიზნით და მედია- ფინანსური ნაკადების ხარჯზე.
4 - დააწყნარეთ სიტუაცია და დაიწყეთ დიალოგი საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან//-- ანუ ყველა სახის ნარკოტიკის ლეგალიზაცია და ეს იქნება ,,საზადოებასთან" დიალოგი . ყველა ხვდება , რომ ნარკობარიგების გარეშე არც ლეგალიზაცია და არც დიალოგი არაფერს ნიშნავს . ეს ლეგალიზაცია და დიალოგი აუცილებლად გამოიწვევს მძაფრ დაპირისპირებას ხელისუფლება და საზოგადოების უმრავლესობასთან შორის , რომელიც აპრიორ უკვე მონათლურია მედია და ქ-ნ ლაგიძის მიერ როგორც პრორუსული და ფაშისტური. ანუ დაპირისპირება და ქაოსი უნდა დაიწყოს არა ნარკობარიგების და მის მხარდაჭერი ოპოზიცია+ მედიას ქმედებებიდან არამედ ხელისუფლება და საზოგადოების უმრავლესობის შორის , რომელიც მხარაჭერას უცხადებს ხელისუფლებას ნაკრობარიგებთან ბრძოლაში .

მოვედით იქ საიდან დავიწყეთ , ქაოსთან , ოღონდ სულ სხვა მოქმედი პირებით .ხელისუფლება და მისი მხარდაჭერი საზოგადოების მიერ მოწყობილი ერთმანეთთან . ხოლო ოპოზიცია + მედია+ ნარკობარიგები + ლგბტ განზეა.

როგორ ფიქრობთ ვინ იქნება ამ სიუჟეტის ავტორი?

თქვენი ვარიანტები იუზერებო.


arichopra 2

2018-05-15 18:00:11

ნარკოტიკზე რამენაირად დამოკიდებულ - მომხმარებელი, გამსაღებელი, ბარონი... მოვიხსენიებ ტერმინით ნარკოსაზოგადოება. გარდა იმისა რომ საქართველოს 27 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში წარმოიქმნა ახალი სოციალური ფენა ნარკოსაზოგადოება, ასევე წარმოიქმნა არც თუ მრავალრიცხოვანი ჯგუფი ასე 20-50 მაქსიმუმ 100 ადამიანი რომლებიც თავის თავს მიიჩნევენ ექსპერტებად. იმდენად ძლიერია მათი თავდაჯერბულობა, რომ ჩვეულებრივი საზოგადოებაც მათ ექსპერტებად მოიხსენიებს. ესენიც, ეს ექსპერტებიც მიუხედავად მათი მიკროსკოპიული რიცხოვნობისა უკვე წარმოადგენენ სოციალურ განსაკუთრებულ ფენას, ბრუნავენ რა დღე და ღამე ტელეეკრანებზე და სხვა ტიპის მასმედიის საშუალებებში. დიდად მოთხოვნადია ეს პროფესია! ამ ადამიანებს საზოგადოებამ მიანიჭა უფლება ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, ყოველგვარი ფაქტის და არგუმენტის გარეშე, ყოველგვარი ეროვნული ინტერესების გარეშე ილაპარაკონ და ამტკიცონ ყველაფერი რაც მოეხასიათებათ.

arichopra 2

2018-05-15 18:10:49

ერთ-ერთი ამათგანი ხათუნა ლაგაზიძცაა. რა იექსპერტა ამ ადამიანმა, რაში გამოიხატა ეს მე პირადად ვერ გავიგე.

მეგრელი

2018-05-15 18:12:06

„ისე იქცევა, როგორც დათვი დუქანში“

,,ჭირჭლის დუქანში". რუსებს ასეთი გამონათქვამი აქვთ.

arichopra 2

2018-05-15 18:49:52

მეგრელი ეს ხათუნა რომ წერს - 2 - სასწრაფოდ აღკვეთოთ პატრიოტულ ლოზუნგებს ამოფარებული რუსული აგენტურის თარეში, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ყველა ღონეს იხმარს, რომ საქართველოში დაიწყოს ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაცია;
რა საფუძველი აქვს როცა ამას ამტკიცებს, წყაროები, რუსეთთან მათი კავშირის დამამტკიცებელი რამე საბუთები არსებობს, ან მათი გამონათქვამები როგორ ამტკიცებს მათ კავშირს რუსეთთან. ე.ი. როგორ გამოდის თუ გამოაცხადე, რომ ჩემთვის პატრიოტულია ჩემი ქართული, ენა, საქციელი, ზნეობა, ვგმობ ლგბტ პროპაგანდას და მსგავსი, ხათუნა ექსპერტი მწამსვე უაპელაციოდ ჩაგრიცხავს რუსეთის აგენტების სიაში?! ახლა ამ ექსპერტს მინდა შევახსენო, ამასწინანდელ არჩევნებზე ეს რომ მეორე (მესამე?) ხმაში კიკინებდა და ერთი კაცი ბანს ეუბნებოდა ის როგორ იყო?! ვინ იყო თქვენი დუეტის პოლიტიკაში შემმომგდებლი ხომ ვერ გაიხსენებთ? ან როცა ის თქვენი პოლიტიკური მეწყვილე ბანის მთქმელი, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი თეატრის მხატვრულ ხელმძღვანელად მიიწვიეს ამას წინად, ეს ხომ არ გამოგადგება დამატებით არგუმენტად ქართული მარშისათვის რუსული იდეოლოგიის გამტარებლობის დაწამების ჭუჭყიან საქმეში?!

მე კი ვიცი ეს რაც არის, მაგრამ შენ ისტორიულად მომზადებული, ენციკლოპედიური ცოდნის პატრონი კაცი ხარ, იქნებ შენ მე ამიხსნა და ამით საზოგადოებას უფრო ნათლად გააგებინო ვინ ვინ არის?!აგაერ ამას წინათ როგორ უცბად გაგახსენდა ვინმე ფრანიგის გვარად გიჟის უპასუხისმგებლო ნარატივმა ორიოდე წელიწადში როგორ აიყვანა თითონ ის გილოტინაზე!

თენგო

2018-05-15 21:48:55

ვინ არიან ეს ე.წ."ექსპერტები",საერთოდ დაკარგეს რეალობის შეგრძნება!!! თვალსა და ხელს შუა
გვეცლება სამშობლო!!! 1 500 000 ადამიანი გაქცეულია!!! თითქმის 500 000 დევნილია აფხაზეთიდან
და ცხინვალის რეგიონიდან!!! წელიწადში 100 000 ჩვილს დედის საშოში ჩეხავენ და კლავენ!!!
სიკვდილიანობამ შობადობას უკვე ბევრად გადაასწრო!!!
120 000 საეჭვო წარმომავლობის მიგრანტს ,არაბს ,ინდოელს, სპარსს, ოსმალოს და ა.შ. მოქალაქეობა
მიანიჭეს ,ნიგერიელებიც კი ჭკუას გვარიგებენ და გვასწავლიან როგორ ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში!!!
იყიდება მიწები ,უძრავი ქონება ,იყიდება საქართველო ცალობით და ბითუმად !!! აღმაშენებლის
გამზირს უკვე სახელიც შეეცვლება მალე!!! გაივსო ქალაქი ღამის კლუბებით ,კაზინოებით ,სამეძაო
სახლებით , სტრიპ კლუბებით ,ჩინური მასაჟის სალონებით !!! ნარკომანები და ლგპდ-ბი შეერთდნენ
და რევოლუციით იმუქრებიან!!!
საქართველო კი მომაკვდავი ხარირემივით სულს ღაფავს ,გარშემო კი მგლების ხროვა შემორტყმია და
ერთი სული აქვთ ,როდის როდის დაესევიან და გამოხრავენ ეს ე.წ. "მეგობრები"/აზ/ერ/ები/
/არ/მე/ნე/ბი/ თუ /ოს/მა/ნე/ბი/!!! და ამ დროს პატრიოტიზმი ამ "ექსპერტებმა" საგინებელ სიტყვად
აქციეს!!! გაყიდული ტელევიზიები და ასო-ები კი ცეცხლზე ნავთს ასხამენ !!!
თუ არა ვარ სწორი და რამე მეშლება - შემისწორეთ !!! ღმერთო შენ უშველე საქართველოს!!!

asdf961

2018-05-15 22:38:25


ნაცბოზბანდა ისევ ძველ რეჟიმშია, "თუ ჩვენ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო".

მაგათი ბელადის ავადმყოფ ტვინში მოიხარშა ეგ გეგმა: დავიწყებ ბოლოდან, უნდათ რომ პოლიციამ დაარბიოს მომიტინგეები და მიეცეს ნავბოზბანდას მიზეზი შემდეგი პროპაგანდისთვის.

ამისათვის საჭიროა შედგეს მიტინგი. ამისათვის საჭიროა მორფინისტების არმიის გამოყვანა სამიტინგოდ. ამისათვის საჭიროა პოლიციის შესვლა რაღაცა მიზეზის გამო ღამის კლუბებში და იქ შესული პოლიციელების შემადგენლობაში დარჩენილი ნაცბოზბანდის წევრი პოლიციელების უხეში
ჩარევით გამოიწვიონ მორფინისტების გაღიზიანება (თმებში მოქაჩვა და ა. შ.). ამისათვის საჭიროა მიზეზი, თუ რატომ შევიდეს პოლიცია ღამის კლუბებში. მივედით მთავარ ბოროტებასთან. თავის დროზე ნაცბოზბანდისგან შექმნილი ნარკოტრანზიტის, ბარიგების სისტემის და ნაცბოზბანდის წევრების საკუთრებაში მყოფი ღამის კლუბების მეშვეობით გაყიდული იქნა მომაკვდინებელი ნარკოტიკი, რათა გარდაცვლილიყო ხალხი, გამოეწვიათ ხალხის უკმაყოფილება და შემდეგ ამუშავდებოდა ზემოთ აღწერილი გეგმა.

სააკაშვილმა გაყიდა თავი და გეგმის ნაწილობრივ განხორციელებით გახარებულმა, მოუწოდა მორფინისტებს, რომ მხარში დაუდგება მათ როცა დაბრუნდება.

ჩვენმა მთავრობამ სწორად ამოხსნა მოსალოდნელი საფრთხე და აღკვეთა.

აი ასე "უხდის მადლობას" ნაცბოზბანდა შეთავაზებულ კოჰაბიტაციას.

macro

2018-05-15 23:07:23

ამ ზაზა ფირალიშვილზე უკეთესი წარმოდგენის ვიყავი.
რა არის ეს ტირადა უფროს თაობაზე, რომელიც სრულიად იდენტურია ნაციონალებისა და სხვა მსგავსთა ნარატივისა.
რას ერჩიან ამ უფროს თაობას, რომელიც იბრძოდა, ითმენდა ათას გაჭირვებას ქვეყნის გულისთვის, რომელსაც გაუნადგურეს ცხოვრება, წაართვეს ახალგაზრდობა. ხელის განძრევა არ უნდაო. უნიჭიერესი ადამიანები ვიცი ათობით წლები არ უმუშავიათ.
ამ ელიტამ თაობები მოინელა და კიდევ ხალხს დებს ბრალს.ხალხში არ გაუმართლა. უნიჭოების ხროვა.

ფხიზელი

2018-05-16 00:22:12

ჯერ კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე (თუ ჩემი "მონათესავეები" წერენ), მერე ვეცნობი ამ ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სწორად ვიქცევი: ჩვენი იუზერები ათჯერ უფრო ჭკვიანები, განათლებულები და სწორად მოაზროვნეები არიან, ვიდრე ეს ხალხი! (შევარდნაძის დროს ირინა სარიშვილი იყო ასეთი "ექსპერტი", კრიმინალურ საკითხებზეც კი იმას ეკითხებოდნენ ჭკუას).
*
ბერაც კარგად უბერავს! - მაგისი მხარდაჭერა და გამხნევებაღა აკლდა ამ ნარკოსაზოგადოებას!
რომ მღერის - "ჩემს თაობას არ ეშინია მთავრობის!" - უნდა დაეზუსტებინა: "ჩემს თაობას არ ეშინია მამაჩემის მთავრობის!", (რადგან მამამისის დანიშნულია პრეზიდენტიც, პრემიერიც, მინისტრებიც და საერთოდ, მამამისის უნებურად სალფეთქი არ გადაადგილდება ამ ხელისუფლებაში!)...
ამიტომ, როცა ამ ნაცძირალებს და მათ მიერ წაქეზებულ ნარკო-სოდო-ლგბტ საზოგადოებას "სატოპკეს" უწევ, ძამიკო, დაფიქრდი, ვის წისქვილზე ასხამ წჸალს!

papa

2018-05-16 01:28:52

მაკრო

გრუბად ერთი ტვის წინ ეს პოსტი მაგ შენ ფირალიშვილს ,,მივუძღვენი,,

ეხლა კომუნისტების მიერ აღზრდილ ,,მონური ფსიქოლოგიის წითელ ინტელიგენციაზე,,

ჯერ გრუბად იმაზე მოვრიგდეთ, თუ ვის ეძახოდნენ კომუნისტები ინტელიგენციას....
ზოგადად ეს ის ხალხი იყო ვინც სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობდნენ და ასე ვთქვათ გონებრივ შრომას ეწეოდნენ. ანუ ზოგადად ეს ის ხალხი იყო ვისაც,,რაღაცა,, დონის განათლება ჰქონდათ..მეტნაკლებად აზროვნებდნენ კიდეც და საზოგადოებაზეც რაღაცა გავლენასაც ახდენდნენ..
რა თქმა უნდა ყველაზე ვერ ვიტყოდი, მაგრამ იმ ე.წ.ინტელიგენციის 70 % მართლა ძალიან მაღალი დონის განათლების მქონე ხალხი იყო...მოკლედ ეს ის ხალხი იყო, ვინც კითხულობდა,... აზროვნებდა...ლოგიკურ დასკვნები გამოქონდათ....ხელისუფლების პროპაგანდას არ ასდევდა..
ანუ ეს ხალხი იყო ვინც განათლების საფუძველზე საღად აზროვნებდა..იაფასიან პოპულიზმს არ ასდევდა და ასე ვთქვათ ტყულ-მართალსაც კარგად არჩევდა(მე აქ მამალ-პარტიულ აქტივისტებს არ ვგულისხმობ)
ინტელიგენციაში არც პაპაჩემი შედიოდა და არც მამაჩემი-- ერთი 24 საათი ვენახში ოყიან თოხს უბრახუნებდა და მეორე კიდევ დილიდან საღამომდე ქარხანაში იყო შემძვრალი.
დაახლოებით რომ ვთქვათ იმ ე.წ. ინტელიგენციაში ... აი დააახლოებით(გრუბად) აქ ჩვენ რომ ვართ, ისეთი ხალხი იგულისხმებოდა--შედიოდა. .
ანუ აქ ისეთი ხალხი ვართ, რომლებიც იმ კომუნისტების პერიოდში მიღებული განათლების საფუძველზე, მეტნაკლებად ვაზროვნებთ..ვპოლემიკობთ..ვკამათობთ... უაპელაციოდ არაფერს არ ვიღებთ.. განვიხილავთ..გონებაში ვწონით...ვზომავთ და ა.შ.
ანუ რა განათლებაცა გვაქვს იმის საფუძველზე ვაზროვნებთ, იმ განათლების საფუძველზე მთავრობის სიაფანდობებსაც ვიგეთ, რუსებისასაც და კოლუმბისასაც...მოკლედ ასე ვთქვათ ყველაფერსაც კარგად ვიგებთ ..და ხელისუფლების სამწუხაროდ არც არავის პროპაგანდაზე იოლად არ ვეგებით....
არადა...მავანთათვის(,,ზემდგომებისთვიის,,) აუცილებელ--სასურველია რომ ამ ნატო ნატოს ძახილზე(და სხვა ესეთ სიაფანდობებზე) ჩვენი კატეგორიის ხალხმაც ეგრევე ტაშის კვრა დაუწყოთ .ანუ მათ ,,დიდ სამეებში,, ოდნავი ეჭვიც კი არ უნდა შევიტანოთ...
ჰოოდა აი ტაშსს რომ არ ვუკრავთ, სწორედ ეგ აგიჟებთ და აღიზიანებთ მავანთ(ესენი
მხოლოდ მათი გამხმოვანელები არიან) არადა ტაშის კვრას ვინღა ჩივის, პირიქით იქით ვუტ/რაკებთ კიდეც ამათ და აბა ეს ამათ ,,დიად საქმეებს,, აწყოობს რომ??--არა

შეკითხვა...
კი მაგრამ ეს ფირალიშვილი იმ კომუნისტების პერიოდში მიღებული განათლებისა არააა?(ისემც ჩა...ვი განათლებაში)..
მერე ეს როგორ??..ეს კაცი სხვანაირ განათლებას იღებდა და ჩვენ სხვანაიირს?(ტუტ პომნიუ ... ტუტ ნე პომნიუ..)
ჩვენ წითელი ინტელიგენცია ვააართ, მონური ფსიქოლოგიის და კოლონიზატორების აღზრდილი და ეს ესეთ ლიბერალებში გაჩითულიი? ეს როგორ, განათლება ხომ ერთმა სისტემამ მოგვცა? (სამწუხაროდ მარტო ეს არაა ლიბერალებში ,,გაჩითული მედროვე,,)
აბა ეს როგორ არის?.... ეს ესეთი, სვეტურ საზოგადებაში სუ მიღებულ პერო--გაყრილი და ჩვენ კიდევ ..ჩასარეცხებიი? თუთაშხიასი არ იყოს --- ერთი აბრაგი და მეორე მთავრობის სამსახურში??..ეს როგორ??
რა ხდება?...მაგისი განათლება სუ ოქსფორდ--ბოსტონია და ჩვენი კიდევ...გეპეი უნივერსიტეტიიი?
მასე კი არაა ..ეგ ამათ წისქვილზე ასხამს, წყალს ამათ წისქვილზე ,,ვინც მოვიდა გაუმარჯოსო, ყოველთვის მაგას იძახის, ასე ვთქვათ გაქანებული მედროვეა(არა მარტო ეგ) დამსახურებული ,,მეტაშეა,, ხოოდა იმიტომაცაა ეს პერო-გაყრილთა საზოგადოებაში მიღებული და ,,ამათი,, და .... ჩვენ კიდევ -,,იმათი,, და თანაც აუცილებლად ჩასარეცხები...

ესე იგი ....თუ ჩვენ,,მავანთა,, მორთმეულ სისულელეს, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე უაპელაციოდ მივიღებთ და ეგრევე აბი გლუკოზასავით გადავყლაპავთ, მაშინ ამათთვის ჩვენი განათლება მისაღებია!!! მაგრამ.....აი თუ შეწინააღმდეგება დავუწყეთ და ეს ამათი აბიგლუკოზა(ათასი სისულელეები ნატოს თამადობით) არ გადავყლაპეთ, მაშინ მტრისას.... წითელი ინტელიგენცია, მონური ფსიქოლოგია, კოლონიზატორების აღზრდილები და კიდევ სხვა ათასი უბედურება...
ე.ი ჩვენ, ამ ჩვენი განათლების საფუძველზე, რომ ვაზროვნებთ, რომ ვიგებთ მავანთა გოთვერნობებს, ამათ პროპაგანდას რომ არ ავდევთ და ყველაფერზე უსიტყ/ვოდ ტაშშს არ ვუკრავთ და მაგიტომ არ მოსწონთ მავანთ ჩვენი განათლება.. აი ჩვენ რომ ამათ ტაშს ვუკრავდეთ, მაშინ იცოცხლეთ...ჩვენნაირი განათლების ხალხი დედამიწის ზურგზე არ იქნებოდა.
აი როგორც თუნდაც ეს ფირალიშვილია
ესე იგი ჩვენ განათლება საერთოდ არ უნდა გვქონოდა, არ უნდა გვეაზროვნა, ამ ჩვენი აზროვნებით მაგათვის პრობლემებს არ უნდა ვქმნიდეთ....დღევანდელი ახალგაზრდებივით, შავსა და თეთრს ვერ უნდა ვარჩევდეთ.
..უნდა გვჯეროდეს როცა გვეუბნებიან რომ...მაისაია იმიტომ დაიჭირეს რომ ის კალტენბრუნერის აგენტი იყოვო...
რომ გეტყ/ვიან ზდანევიჩი მოგვიყვანე დასაკითხადო, არ უნდა ვუთხრათ ის კუკიის სასაფლაოზეაო, რომ თავიაანთი უვიცობის გამო უხერხულობაში არ ჩავაყენოთ.
არსენა ოძელაშვილის კასპში დასაჭერად რომ გაგვაგზავნიან, ეგრევე კასპში თავქუდმოგლეჯილები უნდა გავიქცეთ და ა. შ.
ხოოო... ტიციანზე გამახსენდა ..
კარგი ჩვენი თავი ჯანდაბას .....ჩვენ ასე ვთქვათ კოლონიზატორების მიერ აღზრდილი მონური ფსიქოლოგიის წითელი ინტელიგენცია ვართ და ჩასარეცხები
მაგრაააამ ........... მაგრაააააამ
მაგრამ რატო იყო რომ თავის დროზე ჟორდანიას მთავრობის განდევნის მერე, ის პავლიკა კორჩაგინეები და პავლიკა მოროზოვები ,,ხალხის მტრების იარლიკით,, მთელ განათლებულ საზოგადოებას დაერივნენ?
რატო იყო რომ მაშინ თუ ვინმე განათლებული, წესიერი ადამიანი იყო, ყველა გაანადგურეს? ---ზოგი დახვრიტეს, ზოგი გააციმბირეს, ზოგი გაააქციეს??
და საერთოდ განათლებული ხალხის ოჯახები ამოწყვიტეს მთლიანად... რატომ??
მაგალითები მოგიყვანოოთ?? არამგონია აქაურებს(თუნდაც მოლიბერალოებს) ეგ გჭირდებოდეთ....ათასობითა გვაქვს იმდროინდელი საქართველოს ისტორიიდან. მოსაყოლად 1937 წელიც საკმარისია (არადა 1921 წლიდანააა მოსაყოლი)
რაო,.. რატო დახოცეს და განსდევეს ისინი??
ისინიც კოლონიზატორების მიერე აღზრდილი მონური ფსიქოლოგიის წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნეეენ??
მათ შორის ხომ ასობით ევროპაში განათლებული ხალხიც იყო?? მერე ის სუ ფრანციცულად განათლებული ხალხი რატო არ მოეწონათ კომუნისტებს?? რატომ გაანადგურეს ის განათლებული ფენა?
ჰოოოო ჰოოოოოო ჰოოოოოოოო ზნაჩიტ ბუდეაააააა.....
რაო ლიბერალებო და მათო მიმდევრებო, რამე ხომ არ გეცნოთ??
როცა ბოკერიას და მის კამანდას, საქმეში კომუნისტების სალანძღავად თემა სჭირდებოდა, ეგრევე 37 წლით მარიაჟობდნენ ხოლმე(დაჟე წიგნები დაბეჭდეს)--აი კომუნისტები რა ჩათლახები იყვნენ, განათლებულ საზოგადოებას სუ თავიდან იშორებდნენო...იმიტომ რომ ისინი თავიაანთი განათლებით ნებით თუ უნებლიედ, კომუნისტებს ახალი სისტემის შექმნა--ჩამოყალიბებაში ხელს უშლიდნენ--ეწინააღმდეგებოდნენო...იმიტომაც იშორებდნენ მათ თავიდანო...ასე ვთქვათ ახალი ადამიანის, ახალი მენტალიტეტის შექმნაში, ის ძველი განათლებული საზოგადოება ხელს უშლიდათო
ეგრეა ...განათლებული ადამიანი დურაკს ხელს უშლის!! (მაგ ივანიშვილსაც)
ასე იყო ათა-ბაბადან ...ასეა დღესაც...ესენიც კომუნისტები არიან, კომუნისტები ... ესენიც ახალი მენტალობის ადამიანის შექმნას ცდილობენ, მაგრამ ესენი კომუნისტების დონესთან ახლოსაც ვერ მივლენ...
კიდევ კარგი ეხლა ე.წ.დემოკრატიააა(ჯანდაბას ამით მაინც ვიხეიროთ) თორემ ესენი აქაურებს, უმრავლესობას აქამდე ყველას წირვას გამოგვიყვანდნენ---ბუნტოვშიკობისათვის და ახალგაზრდების ცნობიერების გარყვნითვის.....ოდაბადეს სეპარატიზმსაც დაუმატებდნენ, მაგას ორჯერ დახვრეტდნენ.
შეეწინააღმდეგები და ....... ეგრევე რუსეთის აგენტი ხარ
ესე იგი როგოც მიშა იძახოდა,,ახალი მსოფლიო ადამიანის შექმნაში,, ....ჩვენ ხელს ვუშლით
ისე მარკ მალენმა ამ თანამედროვე პავლიკ მოროზოვებს(ამათი აითოლა) ჯერ კიდევ კმარას პერიოდში ასწავლათ -----თუ გინდათ რომ ახალი აააშენოთ აუცილებლად ძველი უნდა დაანგრიოთო
ჰოოდა ანგრევენ...

Maverick

2018-05-16 03:06:10

"დაგვენძრა" ბიჭებო, ჩვენზე გადმოდიან შეტევაზე, ალბათ "ფორ გეს"-აც მალე გისოსებს მიღმა ამოაყოფინებენ თავს...

ნეონაცისტური, ნეო ტროცკისტული, ნეო ლენინური, ნეო კომკავშირული, წითელი, ყვითელი და ცისფერი "განათლებელი" "ინტელიგენცია", "ექსპერტები", ჭურნალისტები, ანალისტ-მაზოხისტები და მრავალი სხვადასხვა ჯურის ისტები შეტევაზე გადმოვიდნენ!

Maverick

2018-05-16 03:08:39

გუშინ ,კიდევ ეს მოგწერე და საერთოდ გააქრეს! ?????????????????????????????????

ჩოპრა,

ივანიშვილის ყველა ნაქებარი ... ნიახურზე რომ გადაიფარჩხა და მოისაქმა, 6 წელია ვხედავთ, კიდევ სადამდე ვიყოთ მისი სელექციონური ვურტუოზობის იმედად?!

ხელისუფლებაში არ არიან დამოუკიდებლად, შემოქმედებითად მოაზროვნე, ღირსეული, დამოუკიდებელო და დიპლომატი ადამიანები კახიშვილის, გახარიას გარდა. ბახტაძეზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვამბობ, რადგან იდეები აქვს, ვნახოთ როგორ განახორციელებს. სუბარი საქმეს აკეთებს, ლტოლვილებს ბინებს უშენებს და ა.შ. მე ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში კახიშვილი, გახარია, სუბარი აფიშირების გარეშე მუშაობენ, პიარი არ ჭირდებათ, მათი ნამუშევარი სახეზეა.

დანარჩენი, შემოგდებული თუ თავსმოხვეული გაურკვეველი მიმდინარეობების, ამბიციურობის, უსუსური კანონების, დიპლომატიური სვლების, გარდაქმნების ამბიციების ტ.ყ.ვ.ე.ო.ბ.ა.შ.ი. და უდღეური იდეების დანერგვის ქიმერების დევნაში, ძალა-უფლებისათვის რადიატორთან ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში ატარებს პარტიულ ცხოვრებას...

Maverick

2018-05-16 03:15:31

მეგრელი,

ჩვენ გარდა ყველა ერთად აღებული ვინც ხელისუფლებაშია და ხელისუფალთა გარშემოა შემოკრებილები!

ესენი ყველას ერთად ტივტივებენ!!!!!!!!!!!!!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80