ყველაზე დაბალი მასწავლებელი
სხვადასხვა

ყველაზე დაბალი მასწავლებელი

ყველაზე დაბალი მასწავლებელი
for.ge

2018-05-16 13:01:28

ინდოეთის ქალაქ ჰარიანის ქალთა სკოლის მასწავლებელი, ინფორმატიკის სპეციალისტი, 22 წლის აზად სინგჰი 5 წლის იყო, როცა თანდაყოლილი გენეტიკური დაავადების გამო სიმაღლეში ზრდა შეწყვიტა. ამჟამად აზადი 6 წლის ბავშვივით გამოიყურება - მისი სიმაღლე 90 სმ-ია, წონა კი სულ რაღაც 15 კგ.

სკოლაში გოგონები მას "ჩოტუს" - "პატარა ბატონს" ეძახიან. მასწავლებელს ეს მეტსახელი სულაც არ აღიზიანებს, რადგან იცის, რომ  მოსწავლეები მას ასე სიყვარულით მიმართავენ.

აზადის დედა ამაყობს, რომ მისი შვილი "მსოფლიოში ყველაზე პატარა მასწავლებლად" აღიარეს. აზადის ხელფასი თვეში 140 ევროს ეკვივალენტია, რაც ინდოეთში საშუალოზე მაღალ გამომუშავებად ითვლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მასწავლებელს სულაც არ აღელვებს, გაკვეთილის ჩასატარებლად მაგიდაზე რომ უწევს ასვლა.

 

 

ნანახი?- 206

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80