რა შეიძლება მოჰყვეს გახარიას ბოდიშს?

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

რა შეიძლება მოჰყვეს გახარიას ბოდიშს?

რა შეიძლება მოჰყვეს გახარიას ბოდიშს?
თიკო ოსმანოვა ambebi.ge

2018-05-16 13:10:48

გიორგი გახარიას ბოდიშმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საზოგადოების და ექსპერტების ნაწილმა, ის სტრატეგიულად მართებულ ნაბიჯად აღიქვა, მეორე ნაწილი კი იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც შესაძლოა მინისტრის ჰუმანურმა მიდგომამ გამოიწვიოს. კერძოდ საუბარია, პოლიციის ავტორიტეტის ვარდნაზე და იმ ადამიანების წახალისებაზე, რომელსაც მომავალშიც არ დაეზარებათ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რისი ფაქტებიც მრავლად იყო თბილისში მიმდინარე ორდღიანი აქციების დროს.

პოლიციელებისადმი გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა ქალაქის ცენტრში ორივე მხარის საპროტესტო აქციიის მონაწილეების მხრიდან ისმოდა. ამასთან დაკავშირებით გახარიას უწყებამ ადმინისტრაციული წესით 19 პირი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას ამას სასამართლო გადაწყვეტს, რომლის თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განკარგულების, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია გახუთმაგდა და 400-დან 2000 ლარამდე გაიზარდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში კი პირს 2000 ლარამდე ჯარიმა, ან 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელოდება.

იურისტ მირიან ნიკოლაძის აზრით, შს მინისტრი ქვეყნის პირველი სამართალდამცველი იმისთვისაა, რომ აღნიშნული პრობლემა ბოდიშის მოხდის გარეშე მოეგვარებინა, რადგან ამან შესაძლოა ის პოლიციელების თვალში წარმოაჩინოს, როგორც სუსტი მენეჯერი:

„შინაგან საქმეთა მინისტრის ასეთი დამოკიდებულება, ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თანამრომლებში აღიქმება როგორც სისუტე. მეორეს მხრივ ყველა ამბობს, რომ მაშინ მინისტრს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან არსებობდა ჯგუფი, რომელიც ემზადებოდა კონფრონტაციისთვის. თუმცა, ბოდიშის თქმა აღიქმება პასუხისმგებლობად - თუ ბოდიშს იხდი ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაც შეგეშალა. მეორეს მხრივ ეს ახალისებს ნარკორეალიზატორებს და ქვეყანაში არეულობის მოსურნეებს. ასე, რომ მეჭვება ეს კარგი იყოს. ახლა ბევრს საუბრობენ, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო ტრაგედია, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ბოდიშების მოხდით არ უნდა აგვარებდეს სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგი დადგა მგონია, რომ ცუდად აისახება პოლიციის ავტორიტეტზე“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ნიკოლაძემ.

”ზოგადად ბოდიში მოხდის პრეცედენტის დაშვება არ შეიძლება, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სხვა გამოსავალი არ არსებობდა” - ასეთია ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის პოზიცია.

”იმდენად დაძაბული სიტუაცია იყო შექმნილი, რომ უფრო მკაცრ ნაბიჯებს შესაძლოა გამოეწვია უკურეაქცია. თუმცა, რა თქმა უნდა ეს გამოსასწორებელია, არ შეიძლება ამის ასე დატოვება. ვისაც როგორ უნდა მოვიდეს და პოლიციას აგინოს ასე არ შეიძლება, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება კანონით უნდა გამკაცრდეს, თუმცა აქაც სიფრთხილეა საჭირო - ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო ვართ და ნებისმიერმა მკვეთრმა ნაბიჯმა შეიძლება ერთი პოლუსიდან მეორეში გადაგვიყვანოს”,- გვითხრა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ერთი ძალადობრივი ჯგუფისგან მომდინარეობს და თავს ”ქართული ღირსების” დაცვით იმართლებენ. ფაშისტური იდეოლოგიით გაჯერებულ ორგანიზაციას სათავეში 32 წლის გიორგი ჭელიძე უდგას. ორგანიზაციას მისალმება, იერარქია, მილიტარისტული პროპაგანდა, რასისტული განცხადებები და ის წესები აქვს, რაც ფაშიზმს. ეს მიმდინარეობა კი ბევრ ქვეყანაში აკრძალული და დასჯადია.

"რაც შეეხება აქციაზე ფაშისტური იდიოლოგიის ელემენტების გამოჩენას - ეს არის სახიფათო მიმართულება ქვეყნის უსაფრხთოების თვალსაზრისით. მუდმივი მონიტორინგი უნდა ხდებოდეს, რომ ამან სახიფათო მასშტაბები არ შეიძინოს. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს”, - უთხრა AMBEBI.GE-ს გია ხუხაშვილმა.

მის აზრს იზიარებს იურისტი ლია მუხაშავრიაც.

”ფაშისტური ძალადობრივი მოწოდებების ორგანიზაცია რომ არსებობდა ვიცოდით. მაგრამ მისი სააშკარაოზე გამოსვლა ძალიან საშიში მოვლენაა. ვფიქრობ სახელმწიფომ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არის მოსაზრება, ეს ხალხი ხელისუფლების მხარდაჭერით და ხელდასხმით მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველამ იცის, რომ სიძულვილის ენა და ძალადობისკენ მოწოდება დასჯადია და თუკი მათ წინააღმდეგ არაფერი გაკეთდება, ჩაითვლება, რომ ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული” - განუცხადა AMBEBI.GE-ს იურისტმა ლია მუხაშავრიამ.

რაც შეეხება პოლიციის ავტორიტეტს, მისი თქმით ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების თვალში ნდობა დაცემულია მათივე გადაცდომების გამო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში - გახარიას ბოდიში პოლიციას არც რაიმეს შემატებს და არც დააკლებს.

”საზოგადოების თვალში მინისტრმა მოიპოვა გარკვეული ნდობა, მაგრამ მან პირადად, პერსონალურად და არა მთლიანად ინსტიტუციამ. სასურველია, რომ მთლიანად პოლიცია იყოს მაღალი ნდობით აღჭურვილი" - გვეუბნება მუხაშავრია.

 

ნანახია - 270

ფხიზელი

2018-05-16 22:05:57

დიახ, როცა ომბუდსმენიც კი ადასტურებს, რომ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა ამ ოპერაციის დროს, მეც მიმაჩნია, რომ შს მინისტრს არაფერი ჰქონდა საბოდიშო ამ ნარკო და ლგბტ საზოგადოებასთან!

ბოდიში შეიძლება მოუხადო იმ ადამიანებს, ვისაც ამისი დაფასება შეუძლია და არა ამ საზოგადოებას, რომელმაც ეს თავაზიანობის ჟესტი საკუთარ გამარჯვებად მიითვალა ეგრევე და წამოაყენა ახალი ულტიმატუმები!..
(ქრისტეს შეგონება ხომ გვახსოვს იმის თაობაზე, ვის არ უნდა დავუყაროთ თვალ-მარგალიტები?).

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80