რუსეთის ეკლესია საქართველოში კურატორს, "მეორე მდივანს" აგზავნის

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

რუსეთის ეკლესია საქართველოში კურატორს, "მეორე მდივანს" აგზავნის

რუსეთის ეკლესია საქართველოში კურატორს, "მეორე მდივანს" აგზავნის

2018-05-16 14:55:21

“რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოში რუსულ ენაზე მსახურებისთვის მღვდელმსახურს აგზავნის და, როგორც ოფიციალურ განჩინებაშია ნათქვამი, მოსკოვის დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი "აუცილებელ შემთხვევებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის წარმომადგენელი იქნება". თეოლოგების ნაწილი აცხადებს, რომ რუსეთიდან წარმომადგენლის დანიშვნა კიდევ უფრო გაამყარებს არსებულ ეჭვს, რომ საქართველოს ეკლესიაზე რუსეთის ეკლესიას დიდი გავლენა აქვს და ამიტომაც დაინიშნა მოსკოვიდან "კურატორი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთის ეკლესია საქართველოში კურატორს, "მეორე მდივანს" აგზავნის

"თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ზოგადად მღვდელმსახურის გაგზავნა სხვა ეკლესიაში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ეკლესიის ისტორიაში, თუმცა კითხვებს აჩენს ის, რომ "რუსულენოვანი მრევლი" მოსკოვში გაახსენდათ მხოლოდ მაშინ, როდესაც პატრიარქი ილია || ასაკშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ქართველი საზოგადოება ღიად ლაპარაკობს შიდა საეკლესიო პრობლემებზე. საქართველოს ეკლესიაში იმდენი მღვდელმსახურია, ვინც სრულყოფილად ფლობს რუსულს, რუსულად ატარებს კიდეც მღვდელმსახურებას, ჩვენთან არ დგას პრობლემა, რომ რუსულენოვანი მრევლისთვის მსახურებას ვერ ვატარებდეთ და გვჭირდებოდეს უშუალოდ რუსეთიდან გამოგზავნილი სასულიერო პირი, ამიტომაც, ჩემი აზრით, ეს ფაქტი შემთხვევითი არ არის და კავშირშია ბოლოდროინდელ ამბებთან, იმავე მისი უწმინდესობის ასაკთან, მის მდგომარეობასთან. ზოგადადაც, რუსეთის ეკლესია არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც რაიმეს შემთხვევით აკეთებს. მით უფრო, რომ ჩვენ რუსეთის ეკლესიის განჩინებაში ვკითხულობთ, რომ დეკანოზი ვლადიმერ ალექანდროვი, ვინც რუსეთის წარმომადგენელია, გარკვეულ შემთხვევებში იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის გამომხატველი საქართველოში. ეს უმნიშვნელო აღნიშვნა არ არის," - აღნიშნავს გამოცემა.

"ლურსმანაშვილის თქმით, განჩინებაში პირდაპირ არის გაცხადებული, რომ, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც მოსკოვი საჭიროდ ჩათვლის, ეს პიროვნება იქნება მისი პოზიციის გამომხატველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი არ იგზავნება მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებ რომელიმე რუსს ჩაუტაროს მსახურება და ამით შემოიფარგლოს მისი მოღვაწეობა," თეოლოგი ამბობს, რომ როდესაც 2016 წლის კრეტის კრებაზე არ წავიდა ქართული დელეგაცია, სხვა ეკლესიის სასულიერო წრეებში ძალიან ღიად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ეს პოზიცია განპირობებული იყო რუსული მხარის მხარდასაჭერად და არა საკუთრივ საქართველოს ეკლესიის აზრის გამოსახატავად და რომ ქართული ეკლესია ძალიან ხშირად ატარებს რუსული ეკლესიის პოლიტიკას, ამიტომაც ეს დანიშვნა ახლა კიდევ უფრო გააძლიერებს ეჭვს ამ მიმართულებით“, - განაგრძობს გამოცემა.

"უმჯობესია, ცოტა დროის გასვლას დაველოდოთ და ფაქტების მიხედვით შევაფასოთ, თუმცა, ჩემი აზრითა და იმ გამოცდილებით, რაც კრეტის კრებასთან დაკავშირებით უცხოელი სასულიერო პირებისაგან მაქვს გაგებული, როგორც კი ეს ფაქტი გახმაურდება, ეს კიდევ უფრო გაამყარებს უცხოელი სასულიერო პირების ვარაუდს, რომ საქარველოს ეკლესიაში არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელსაც ვექტორის რუსული მიმართულებით წაყვანა სურს. ეს კონკრეტული ფაქტი ამ მოსაზრებას კიდევ უფრო გაამყარებს", - აცხადებს ლურსმანაშვილი. ვლადიმერ ნარსიას თქმით, რუსეთის ეკლესიას საქართველოში წარმომადგენლობა ყოველთვის ჰყავდა, რადგან რელიგია მიიჩნევა, როგორც იდეოლოგიური პლაცდარმი, რომელსაც ზედამხედველობა, პერიოდულად გარკვეული ტიპის გამაგრება და კონტროლი სჭირდება და სწორედ ამას ემსახურება მღვდელმსახურის გამოგზავნაც“, - დასძენს გამოცემა.

"ნარსიას თქმით, ასე იყო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდამდეც, საბჭოთა პერიოდშიც და გაგრძელდა შემდეგაც. აქ წარმომადგენლობა ყოველთვის ჰყავდა რუსეთის ეკლესიას და ეს ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. მინდა ეკლესიის ყურამდე მივიდეს, თუ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის გამოგზავნას ეთანხმებიან, რომელსაც, მათი შეფასებით, ჰყავს მრევლი და ამიტომ იყო ეს საჭირო, მაშინ მინდა ვთხოვო, რომ იქნებ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელიც შემოვიდეს საქართველოში და მასთანაც გაფორმდეს რაღაც ტიპის ხელშეკრულება. ამას ბევრი ადამიანი დიდი ხანია, მოითხოვს. ეს ჩვენ სტრატეგიულად გვაწყობს, რადგან ჩვენ შეგვიძლია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელთან ერთად შევიდეთ აფხაზეთში და დაველაპარაკოთ აფხაზური ეკლესიის იმ ფრთას, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობას ეთანხმება. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება და რუსეთის ეკლესიასთან საუბრისასაც უნდა გაჟღერდეს ეს სურვილი. მისი თქმით, სხვა მხრივ, რუსეთის ეკლესიას საქართველოს საპატრიარქოში იმდენი ემისარი ჰყავს, ამ მხრივ ერთი დეკანოზი დიდად ვერაფერს შეცვლის. ჩვენს ეკლესიაში იმდენი "ვლადიმერია" ქართული სახელებითა და გვარებით, რომლებიც რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან, ერთი დეკანოზით მეტი დიდად არაფერს შეცვლის," - წერს სტატიის ავტორი.

ნანახია - 231

Maverick

2018-05-19 23:07:30

ეს თეოლოგები ბანქოზე, ყავაზე თუ ტაროზე მკითხაობენ, ასეთ ბრძნულ დასკვნებს რომ აცხობენ?!

ქარტულ ეკლესიას ყავს თავისი მამამთავარი და ჭიაღუები ვერაფერს დააკლებთ.

ჩამოვიდეს ვისაც აგზავნიან და რა ჩიტსაც დააჭერინებენ ხელში მაგასაც ვნახავთ. უკეთესიცაა, თუ დედაეკლესიის საქმეებში ჩარსევას დააპირებს, ამით დასრულდება მაღალი ერარქების დაპირისპირებები, განხეთქილებები და გააერთიანებს ყველას მომხდურის გასამკლავებლად...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80