„კარუსელის თემა მოქმედებს არა მარტო საარჩევნო პერიოდში, არამედ სოციოლოგიური კვლევების ჩატარების დროსაც“
პოლიტიკა

„კარუსელის თემა მოქმედებს არა მარტო საარჩევნო პერიოდში, არამედ სოციოლოგიური კვლევების ჩატარების დროსაც“

„კარუსელის თემა მოქმედებს არა მარტო საარჩევნო პერიოდში, არამედ სოციოლოგიური კვლევების ჩატარების დროსაც“
მანანა ნოზაძე

2018-05-16 15:00:35

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ჩვენს მოსახლეობას უცნაური კვლევებით ანებივრებს. სულ ახალახანს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობა თურმე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მომხრე ყოფილა. შეკითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლისას პატიმრობა ელის, რესპონდენტთა 44%-მა დადებითად უპასუხა, რომ უნდა შეიწყალონ; გამოკითხულთა 38%-მა კი უარყოფითი პასუხი გასცა, რომ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალონ.

ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 43% მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, ხოლო განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს 27%.

საუბარია იმაზე, რომ 2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოიხატა გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებით, რის გამოც ექსპრეზიდენტს სამწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა ეფუძნება „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ 2018 წლის მარტში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა.

აცდენილია თუ არა დროს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და მისი დასკვნა ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენს ხალხს მასობრივი სკლეროზი დაემართა?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში სოციოლოგია არ არსებობს. პირადად იგი საქართველოში მხოლოდ ორად-ორ სოციოლოგს იცნობს, ეს არის ვალერიან გორგილაძე და იაგო კაჭკაჭიშვილი, რომლებიც, სამწუხაროდ, არ არიან ჩართულნი ასეთ სოციოლოგიურ კვლევებში. დანარჩენი სოციოლოგიური კვლევები კი პოლიტიზირებულია, როგორც თავის დროზე იყო პოლიტიზირებული ავტორიტარული რეჟიმის დროს არსებული კვლევები. ყველა ის არასამთავრობო ე.წ. ორგანიზაცია, ანალიტიკური ცენტრი, რომლებიც ფინანსდება დასავლეთის მხრიდან, აშკარად გამოხატავს თავის პოლიტიკურ სიმპათიას ყოფილი ქართული ნაცისტური პარტიის - „ნაცმოძრაობის“ მიმართ და ეს ფაქტი არაერთხელ დადასტურებულა. ამდენად, როცა ასეთ პოლიტიზირებულ და ანგაჟირებულ ორგანიზაციას საშუალებას აძლევ, ჩაატაროს ე.წ. სოციოლოგიური კვლევა, რა თქმა უნდა, ის თავის მომხრე აუდიტორიასა და ფოკუსჯგუფზეა ორიენტირებული.

„ეჭვი მეპარება, „International Transparency“-ის უშუალოდ ჩაეტარებინოს ეს კვლევა. „ინტერნეიშენელმა“ ეს კვლევა უბრალოდ დაავალა რომელიღაც ორგანიზაციას, რომელიც ყოფილ ნაცისტთა ქომაგებისგან შედგება. კარუსელის თემა მოქმედებს არა მარტო საარჩევნო პერიოდში, არამედ სოციოლოგიური კვლევების ჩატარების დროსაც, ანუ ერთი და იგივე რესპონდენტები ჰყავთ. თუ ამ წლების განმავლობაში ჩემთან ან თქვენთან არ მოსულან სოციოლოგიური კვლევისთვის, მაშინ საინტერესოა, ვისთან მიდიან? გამოდის, შერჩევითი ჯგუფები ჰყავთ. ძალიან კარგად ვიცი სოციოლოგიური კვლევები როგორც ტარდება.

ბატონ ზურაბ ჟვანიას რეფერენტი გახლდით, პოლიტიკური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, უფროსის მოადგილეც ვიყავი და ჩვენი დეპარტამენტი სოციოლოგიურ კვლევას ყოველდღიურად ატარებდა. მეც ვიღებდი სოციოლოგიური კვლევის სამზარეულოში უშუალო მონაწილეობას, ვადგენდი კითხვებს. მაშინ სოციოლოგიური კვლევა ახალი ხილი იყო, მაგრამ საკმაოდ ძლიერი სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი გვყავდა. ჩვენ ერთსა და იმავე აუდიტორიას, ფოკუსჯგუფს არასდროს ვიმყოფინებდით, არამედ ვაფართოებდით არეალს.

ბუნებრივია, შენ რომ მიხვალ საკუთარ მომხრესთან და ჰკითხავ, უნდა შეიწყალონ თუ არა სააკაშვილი, ის დადებითად გიპასუხებს. სწორედ ეს არის კარუსელების თემაზე აგებული სოციოლოგიური კვლევები, უნდა გავაშიშვლოთ და წარმოვაჩინოთ ამ კვლევების რეალური სქემები“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე განმარტებით, ხალხს არ ემართება მასობრივი სკლეროზი. ეს კვლევა კარგი ინდიკაციაა, რომ თავად მიხეილ სააკაშვილის მომხრე აუდიტორიაშიც კი (რომელიც შეადგენს საქართველოს მოსახლეობის 12%-ს), სააკაშვილის გასამართლების საკითხი არსებობს. მართალია, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს სააკაშვილის რეაბილიტაცია, მაგრამ 38% ამ აზრს არ იზიარებს და სწორედ ესაა მთავარი, რომ თავად „ნაციონალების“ მომხრე 38% ასე ფიქრობს.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ძნელი სათქმელია, ეს ელექტორატი უშუალოდ „ნაციონალებისაა“, „გირჩის“, „ახალი საქართველოსი“, თუ „ევროპული საქართველოსი“, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს აუდიტორია და სოციუმი თვითონვე ადასტურებს, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს.

„ერთიანი ნაცმოძრაობა“ ოთხ მამრავლად დაიყო. ესაა „გირჩი“, „ახალი საქართველო“, „ევროპული საქართველო“ და თვითონ „ნაცმოძრაობა“. პლუს კიდევ, მარიონეტული კარლიკი პარტიები ე.წ. ედპ და სხვები. დღევანდელი ედპ-ს შემხედვარე, გია ჭანტურია საფლავში გადაბრუნდება. ამიტომ მე გამიხარდა ამ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რადგან თვითონ სააკაშვილის მომხრე ძალებში მისი რეაბილიტაცია ეჭვქვეშაა. სამწუხარო ისაა, რომ ქართველ ნაცისტთა მითები ჯერ კიდევ ცოცხალია. „ოცნებამ“ მთავარი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რომ არ მოახდინა წინა რეჟიმის პოლიტიკური შეფასება, ამიტომაც დღეს ვიმკით ამ შედეგებს“.

ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილის დროს უბრალო ჯართის მოპარვის გულისთვის იჭერდნენ ხალხს და ისინი არ შეუწყალებიათ. ძუძუმწოვარი ჩვილების დედებს არ იწყალებდნენ და დღეს თუ მაგათ ისევ შეწყალება ეკუთვნით, მაშინ სუყველა ადამიანი უნდა გამოუშვან ციხიდან, განსაკუთრებით, ის ქალები, რომლებიც უკვე წლებია ციხეში სხედან. ნორა კვიციანის აზრით, ეს ყველაფერი ანტიქართული და ანტიქრისტიანულია, რადგან დანაშაული დანაშაულია და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

„მე არ ვიცი, ყველაფერი ისევ „ნაციონალების“ სასარგებლოდაა. ენით გამოუთქმელი ამდენი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თუ სააკაშვილს ისევ შეწყალება ეკუთვნის, ძალიან მიკვირს. სააკაშვილმა 7 წლამდე გამატარებინა ციხეში. მისთვის ქედი არასდროს მომიდრეკია, მაგრამ 75-ათასლარიანი ჯარიმა სულს მიხუთავდა, სხვა გზა არ მქონდა დარჩენილი - ან შეწყალება უნდა მეთხოვა, ან ბინა უნდა წაერთმიათ ჩემთვის, ბინა აღსრულებისთვის უნდა გადაცემულიყო. ამიტომ დავწერე განცხადება, გავუგზავნე პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომ შეეწყალებინა ის ჯარიმა, რომელიც უკანონოდ დაკისრებული მქონდა იმ ავადსახსენებელი ხელისუფლებისგან. მან პირობა მომცა, მე ვიქნები გარანტი თქვენი სიმართლისაო, რაც სამჯერ გაიმეორა, მაგრამ მომატყუა.

ძალიან გამიჭირდა იმ განცხადების დაწერა, რადგან შესაწყალებელი არაფერი მჭირდა. დღეს მე გამართლებული ვარ, კომპენსაციას და რეაბილიტაციას ველოდები ხელისუფლებისგან, მაგრამ თვითონ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არ შემიწყალა. თუკი ამ პრეზიდენტის მიერ ხდება სააკაშვილის შეწყალება, მაშინ 75-ათასლარიანი ჯარიმის გამო დაწერილი ჩემი განცხადება რატომ არ შეიწყალა? აქ ხომ დიდი განსხვავებაა?“ - აღნიშნა ნორა კვიციანმა.

 

ნანახი?- 2232

ბუმერანგი

2018-05-16 15:32:59

და სად ჩარარდა ეს ე.წ. "გამოკითხვა"?

თვით "ნაც.მოძრაობაში" ვერ მოიკრიბება მაგდენი პროცენტი განხეთქილების მერე, არა თუ მთლიანად საზოგადოებაში.

და საერთოდ, მკვლელის და თავისი ხუშტრუკებისთვის ოკუპანტებისთვის ქვეყნის მეხუთედის ოფიციალურად გადამლოცველის პატიება უბრალოდ შეუძლებელია - არ აქვს არავის ეგეთი პრეროგატივა. ეგრე რომ იყოს, ხომ შეიძლება რომელიმე ქვეყნის რომელიმე ხუშტრუკმა პრეზიდენტმა უცბად ჰიტლერს, მუსოლინის ან თუნდაც ჩიკატილოს ამინისტია გამოუცხადოს? აბსურდია ეს,ხომ მართალია?

arichopra 2

2018-05-16 17:14:00

რაღაც შემაშფოთებლად არ ჩანს ნატალი, ჩვენი ძველი იუზერი. ნეტავი რაიმე ხომ არ მოუვიდა?

ფხიზელი

2018-05-16 18:46:37


arichopra 2,
არაფერი არ მოუვიდოდა... უბრალოდ, ჩათვალა ალბათ, მაგათ მაინც ვერაფრით ვერ ვაგებინებ, რომ მსოფლიოში ყველაფერი ცუდი - საქართველოს ხანძრებით დაწყებული და პარიზში ვიღაც ჩეჩენის მიერ დანის ტრიალით დამთავრებული (რომელზე პასუხისმგებლობაც "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო) - პუტინის დავალებით ხდება... და ჩაიქნია ჩვენზე ხელი:)

arichopra 2

2018-05-16 20:02:47

ფხიზელი,
ამ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა ცნობა რომ გარდაიცვალა ვინმე ნატალი რომელსაც პირველი სამოდელიო ბიზნესი გაუკეთებია საქართველოში. სურათიც იყო, თავის მოდელებთან ერთად. კარგად ახასიათებდნენ, როგორც ადამიანს და ბიზნესმენს. იმის მერე ეს ჩვენი ნატალი აღარ გამოჩენილა და... მოკლედ არ ვიცი რა ვიფიქრო?!

მოურავი

2018-05-16 21:03:21

შეკითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლისას პატიმრობა ელის, რესპონდენტთა 44%-მა დადებითად უპასუხა. ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 43% მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. ანუ ხალხი მიხას დამნაშავედაცმიიჩნევს და მის შეწყალებასაც უჭერს მხარს. ვაი თქვენ გამოკითხვას

Maverick

2018-05-16 21:13:50

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დიდი ხანია დაუკრეფავში არის გადსული და ისე გამჭვირვალე გახდა შესამოსს ვინ ჩივის, ბიკინებიც გაუცვდა და შიშველი სხეულის დასაფარად ლეღვის ფოთოლსაც არავინ თავაზობს!...

ფხიზელი

2018-05-17 04:44:32


arichopra 2,
პირველი სამოდელო სააგენტო "ნატალის" დამფუძნებელი ბალერინა გახლდათ პროფესიით, - ეს ზუსტად მახსოვს. ხოლო ჩვენს ნატალის ტექნიკური განათლება ჰქონდა (თავის პოსტებიში ხშირად აკეთებდა ამაზე აქცენტს); თუ არ ვცდები, სპი ჰქონდა დამთავრებული და ბიზნესიც, როგორც მახსოვს, რაღაც კომპიუტერულ სამყაროსთან დაკავშირებული ჰქონდა (პროგრამირების თუ რაღაც ამგვარი)...
ასე რომ, არ ინერვიულო - ეს ის ნატალი ნამდვილად არ არის! :)

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80