განვადებები გაჩერდა, მაღაზიებში რეალიზაცია მკვეთრად დაეცა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

განვადებები გაჩერდა, მაღაზიებში რეალიზაცია მკვეთრად დაეცა

განვადებები გაჩერდა, მაღაზიებში რეალიზაცია მკვეთრად დაეცა
ბექა დანელია

2018-05-16 17:00:37

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის რეგულაცია ძალაში შევიდა და ბანკები სესხს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ, ტექნიკის მაღაზიებში საბანკო განვადების გზით გაყიდვა მკვეთრად დაეცა. ზოგიერთ მაღაზიაში რეალიზაცია განახევრდა. ბიზნესი გამოსავლის ძიებაშია და განვადების ალტერნატიულ პროდუქტზე მუშაობს.

როგორც „ალტაოქეის“ დირექტორი ამბობს, საკმაოდ დიდი კლებაა. უკვე დაიწყეულია მუშაობა ახალ სტრატეგიაზე, თუ რა გზით შეიძლება არსებული რთული სიტუაციიდან გამოსვლა.

„ჩვენთან დაახლოებით 50% ეჭირა განვადებებს მთლიან გაყიდვებში. ამ რეგულაციის მიღების შემდეგ დაახლოებით 10-15%-მდე არის განვადების წილის კლება. 30-35%-ზე არის ამჟამად განვადების წილი მთლიან გყიდვებში. 10%-მდე შემცირებულია მთლიანი გაყიდვები. წელი კარგად დაიწყო, გვქონდა ზრდა დაახლოებით 20%-ის ფარგლებში. ბუნებრივია მაისის დასაწყისში, რაც კანონი შევიდა ძალაში, ვარდნაა“, - აცხადებს ზურაბ ცანავა.

კომპანია „ტექნო ბუმის“ ხელმძღვანელს, ანზორ ქოქოლაძე მიაჩნია, რომ სავაჭრო სფეროს უნდა ჰქონოდა მოსამზადებელი პერიოდი, რათა ადაპტაცია მოეხდინათ და გარკვეული ზომები წინასწარვე მიეღო.

„სებ-ის რეგულაცია მაღაზიის გაყიდვების მაჩვენებელზე იმოქმედებს, ეს გარდაუვალია. მიზანი, რომ რეგულაციას მოჰყვება ჭარბვალიანობის შემცირება, სავსებით სწორია, თუმცა სხვანაირადაც შეიძლებოდა ნაბიჯების გადადგმა. შეიძლება ითქვას, ძალიან იჩქარეს. კარგი იქნებოდა კანონის ძალაში შესვლამდე ჩვენთვის მოსამზადებელი პერიოდი მოეცათ. ფაქტობრივად, ისე მოხდა, რომ ცვლილების შესახებ თქვეს და 2 კვირაში ახალი კანონი მიიღეს. ჩვენ გონს მოსვლა, ადაპტირებაც ვერ მოვასწარით. ვცდილობთ, არ ავჩქარდეთ კადრებთან დაკავშირებით, არავინ შევამციროთ. ალბათ, გადაწყვეტილებას დაახლოებით 3 თვის შემდეგ მივიღებთ, როცა შედეგი სახეზე გვექნება. ამ წუთში გაურკვევლობაა და ვერაფერს მოვიმოქმედებთ“, - განაცხადა ქოქოლაძემ.

კლებაა „აიფონ პლუსშიც“. კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ მათთან საბანკო განვადებით დაახლოებით პროდუქციის 60% იყიდებოდა, თუმცა უკვე ერთი კვირაა, რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, კომპანიის გაყიდვები განახევრდა.

როგორც „აიფონ პლუსის“ გაყიდვების მენეჯერი აცხადებს, ბიზნესი ასეთ შედეგებს არ ელოდა. შესაბამისად, მიდის მუშაობა ალეტრნატიულ მექანიზმზე, რათა რეგულაციის გავლენით მიღებული ნეგატიური ეფექტი დააკომპენსირონ.

„ვმუშაობთ ალტერნატიულ სტრატეგიაზე, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. როგორც ვიცი, ბანკებიც მუშაობენ სტრატეგიაზე, თუ როგორ შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა. ეს მდგომარეობა, როგორშიც ახლა ვართ, არ არის კარგი მდგომარეობა ბიზნესისთვის“, - აცხადებს „ბიზნეს მედიასთან“ გოგა თირქია.

რა მექანიზმს მოიფიქრებს კერძო სექტორი ფინანსურ ინსტიტუტებთა ერთად, რომ საბანკო განვადებების პროდუქტი ჩაანაცვლონ, ჯერ ცნობილი არ არის.

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვენელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ის, რაზეც ბიზნესი საუბრობს, მოსალოდნელი იყო. სამომავლოდ სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ცვლილება და უმუშევართა რაოდენობის ზრდა გარდაუვალი იქნება. ეს კი ეკონომიკაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს.

„როდესაც ბიზნესი დაკარგავს შემოსავლებს ეცდება ან ფასების გაზრდას ან თანამშრომლების შემცირებას, რადგან ხარჯი უნდა შეამციროს. განვადებაზე დღესაც არის მოთხოვნა და სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა არსად გაქრება. მთავრობა და რეგულატორი კი ეუბნება ხალხს, რომ მე თქვენზე ჭკვიანი ვარ და ვიცი რა გჭირდებათ დღესო, თუკი გესაჭიროებათ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ამას მოახერხებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ დადასტურებული შემოსავლებიო. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დადასტურებული შემოსავლები დღეს აქვს ძალიან ცოტა ადამიანს“, - აცხადებს კეპულაძე.

ნანახია - 683

ლაზი1

2018-05-16 17:38:14

გადახდის უუნარო ადამიანებს რომ ატენიან განვადებებს სესხად, სწორედ იმიტომ ითვლება საქართველოს საკრედიტო ბაზარი მაღალრისკიანად და ამიტომაც არის ბანკების მიერ ბიზნეს სესხებზე კატასტროფულად მაღალი სასესხო განაკვეთი (%). ეს თავის მხრივ აფერხებს ბიზნესს და სწორედ ამიტომაა მოსახლეობა დაუსაქმებელი, დაბალ შემოსავლიანი და გადახდის უუნარო.
არსებული სასესხო პოლიტიკა სწორედ ტექნიკის (მობილურების) მაღაზიების დაფინანსებაზეა ორიენტირებული. ასე ეკონომიკა ვერ განვითარდება.
ამ გზით მიღწეული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები თავის (ხალხის და ქვეყნის) მოტყუებაა.
მოკლედ ეს ჯადოსნური წრე სადღაც უნდა გაწყდეს. სხვანაირად ეკონომიკის განვითარება არ იქნება.

arichopra 2

2018-05-16 17:41:37

კარგია, ფასები დაიკლებს.
ამ განვადებებით, სინამდვილეში სესხებით, საქართველო ახდენდა უცხოური კომპანიების ფინანსირებას! თუ სიტყვაზე ვერ დამიჯერეთ. შეკითხვის შემთხვევაში შემიძლია განვმარტო.

მეგრელი

2018-05-16 18:11:59

იყო მსგავსი წერილი სესხის გაცემის შესღუდვაზე

მაშინ მე დავპოსტე ჩემი მოსაზრება სადაც მიწერია : ....ამცირებს რა საბანკო აქტოვობას და ფულის მასის ზომიერ ზრდას იმავე დროს ამცირებს საქმიანი აქტივობასას. .....

ასეც მოხდა როგორც ამ მოცემულ სტატისტიკიდან ვხედავთ. ბრუნვები შუმცირდებათ სავაჭრო ქსელებს . პატარა სამეურნეო სპეციალიზირებულ მარკეტებს გაუჭირდებათ კონკურენცია და დაიხურება ძირითადად პროვინციებში. ნაკლები გადასახადის (დღგ) მობილიზაცია მოხდება ბიუჯეტში და ასე შემდეგ. ძალიან გაუჭირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს . ისე ინფლაცია დაბალ ნიშნულზე გვექნება . თუ ფულის მასის ზრდა არ უნდოდა ე/ბ შეიაძლებადა სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო მომატება .

ფ/პ შემოსავლებთან არ იყო გათვალისწინებული შემდეგი: ფ/პ ღებულობენ გზავნილებს , რომელიც დადასტურებულ შემოსავლებად არ ითვლება მეორე მომენტი. არის დასაქმებულთა სპეციფიკური კონტინგენტი რომელთა შემოსავალი უბრალოდ აღურუცხავია. ეს საკმაოდ დიდი კონტინგენტია.

beqa7777

2018-05-17 15:41:54

ძალიან კარგი,

სესხების პროცენტიც დაიკლებს და ვალებში ჩამხრჩვალი ხალხის რაოდენობაც. უმუშევარმა რომ იოფონ 10-ით არ იაროს არაფერი დაშავდება

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80