მარგველაშვილი პრორუსულ აუდიტორიას უმიზნებს
ბლოგი

მარგველაშვილი პრორუსულ აუდიტორიას უმიზნებს

მარგველაშვილი პრორუსულ აუდიტორიას უმიზნებს
თამთა ქარჩავა

2018-05-17 09:00:34

„ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები“, - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის ნატვრა. გიორგი მარგველაშვილს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაიწყო. ნარკომხამრებლების შემდეგ, მისი სამიზნე ის ამომრჩეველია, რომელიც ფიქრობს, რომ მთავარი ფრონტი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში გადის არამარტო ოკუპაციის ხაზზე, არამედ ჩვენს გულებში და ჩვენს რწმენაში, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ.

„მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ დიალოგს - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთოს.

„ალბათ, უნდა ვთხოვოთ, გაიმეოროს და გაგვაგებინოს, ამით რისი თქმა სურდა, რა იდეის რეალიზებას ახდენს. უფრო მეტიც, როცა საქმე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას ეხება და ამ მომენტში ამ საკითხის დაყენება ხდება, გაუგებრია. ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს. რამის თქმა ძალიან გამიჭირდება, მისი განცხადება მოულოდნელი იყო. საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, მისი ორაზროვანი განცხადება გაუგებარია და მოკლებულია არა მხოლოდ რეალობას, ჩვენი ქვეყნის, მთავრობისა და პარლამენტის პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ კონტექსტიდან და შინაარსიდან მთლიანად ამოვარდნილია“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, მსოფლიოში არ არესბობს ლიდერი, რომელიც არ ფიქრობდეს იმას, რომ მოვა დრო, როდესაც რუსეთთან პოლიტიკურად მოაგვარებს დამოკიდებულებას. თუმცა, მისი თქმით, ეს მომენტი იმდენად შორს არის, რომ არაადეკვატურად ჟღერს საქართველოს პრეზიდენტის საუბარი რუსულ ოჯახებზე. ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ მარგველაშვილის განცხადება საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„მე უფრო მიდებ-მოდებას ვამსგავსებ ასეთი სახის განცხადებას, რომ როგორც კი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ჩვენ კეთილმეზობლობას გამოვაცხადებთ რუსეთთან. ასეთი დაშვებები და პროგნოზები საფუძველს არის მოკლებული. მაგრამ თუკი პრეზიდენტი ცდილობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დაანახოს მისი დამოკიდებულება და მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის, ეს მე ვფიქრობ მისი წინასაარჩევნო ამბიციების ნაწილია. არასერიოზული საუბარია. მე ვფიქრობ, კარგად არის დასაფიქრებელი რუსეთთან მიმართებაში განცხადებების გაკეთება“, - აცხადებს გია ვოლსკი.

პრეზიდენტის განცხადება მიუღებელია „ევროპული საქართველოსთვის“. როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დეოკუპაციაზე და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილობაზე გადის.

„რა თქმა უნდა, შეიძლება ვინატროთ და ვიოცნებოთ იმაზე, თუ როდის შეიცვლება პრეზიდენტი პუტინი და როდის ეცდება ის მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დეოკუპაციაზე და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილობაზე გადის.

ეს გახლავთ ყველა ის მიმართულება, რომელიც სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შესუსტდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მთავარი გახლავთ ის, რომ უნდა ვიყოთ მშვიდად, დავიცვათ მშვიდობა და არ მივცეთ რუსეთს პროვოცირების საშუალება. მაგრამ ამის პარალელურად უნდა ველოდოთ არა იმას, როდის გარდაიქმნება პრეზიდენტი პუტინი, არამედ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები და ბერკეტები რუსეთზე ზეწოლისთვის, რაც სამწუხაროდ დღეს არ კეთდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წვერის გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით, თუ მარგველაშვილის განცხადება მის პირად ინიციატივას უკავშირდება, ეს კრემლისთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება.

„რაში სჭირდება კრემლს დღევანდელი კონსტიტუციით დღევანდელი პრეზიდენტი, მით უმეტეს მარგველაშვილი და მით უმეტეს ოქტომბერში წამსვლელი. ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია რითი მივა საქართველოს წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ შეხვედრაზე, ინტერესები არის სრულიად შეუთავსებელი. თუ ასეთი კულუარული მუშაობა არ მიმდინარეობდა კიდევ უკეთესი კრემლისთვის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ხელისუფლების და ოპოზიციის კრიტიკას დღის ბოლოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ უაპასუხა და ოპონენტებს შეახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წელია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს შეცდომები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების რაციონალურ გზას. მისი თქმით, პრეზიდენტს ახალი არაფერი უთქვამს და გაკვირვებულია, რატომ გახდა გიორგი მარგველაშვილის ნათქვამი საზოგადოების ნაწილისთვის ახალი აღმოჩენა.

„საერთოდ, საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წელია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს შეცდომები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების რაციონალურ გზას. არ ვიცი, ვისთვის იყო ეს აღმოჩენა და რატომ გაუკვირდათ ზოგიერთებს დღეს ამის მოსმენა. არ ვიცი პირდაპირ რას დავაბრალო ასეთი გრანდიოზული აღმოჩენა ხუთი წლის მერე, რადგან ეს თქმულა საერთაშორისო ტრიბუნებზეც, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც.

ნებისმიერ შემთხვევაში, არ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ გულწრფელად ვულოცავ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აღმოაჩინეს ეს ჭეშმარიტება. მინდა გითხრათ, რომ თუ ყურადღებით მოუსმენენ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლებს, კიდევ ბევრ რამეს აღმოაჩენენ, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტის გამოსვლებს ყურადღებით უსმენენ ანალიტოკსები. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, მარგველაშვილის ეს ნატვრა, მისთვის მოულოდნელი სიახლეა. მისი თქმით, უნდა ვისაუბროთ თუ არა რუსეთთან, რომელიც საკუთარი მიუღებელი ქმედებებით საქართველოს აპატარავებს, ეს არის თემა, რომელზეც მსჯელობა არაერთხელ ყოფილა შემოპარული ქართულ მედიაში.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მაშინ შეძლებს რაიმე სიკეთისკენ გზის გაკვალვად შეფასდეს, თუ რუსეთისგან მივიღებთ შესაბამის პასუხს. თუ მივიღებთ ისეთივე პასუხს, როგორიც საკუთარ გზავნილზე მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ცხადია, რომ არანაირ შედეგს არ შეიძლება ველოდოთ. ჩემი აზრით, პრეზიდენტის განცხადებას აზრი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ მას წინასწარ ექნებოდა დაზვერილი ასეთი შეხვერის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს არის მისი მხოლოდ პირადი ინიციატივა, მაშინ ეს გაჟღერდება რუსულ მედიაში, მაგრამ იქვე დასრულდება ასეთი შეხვედრის აუცილებლობა“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუკი მთავარი განსახილველი საკითხი არ იქნება საქართველოს დეოკუპაცია, ასეთ შემთხვევაში, ალანიტიკოსი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე პირველი პირების შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს არანიარი ბერკეტი არ გააჩნია იმისა, რომ რაღაცა შეცვალოს პოლიტკაში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მმართველ პარტიასთან შეთანხმება და გადაწყდა, რომ პრეზიდენტი შეხვდეს მის რუს კოლეგას, ამაში მიუღებელი არაფერია თუკი დღის წესრიგში იქნება საქართველოს დეოკუპაცია.

„თუ დეოკუპაციის საკითხი იქნება განხილული, ასეთ შემთხვევაში შეხვედრა კარაგია. მაგრამ კიდევაც რომ მოხდეს, არა მგონია, რომ რუსეთი რამე საკითხზე უკან დაიხევს. ერთმნიშვნელოვანია, რომ რუსეთი საკუთარი ჯარების გაყვანას და აღიარების გაწვევას არ აპირებს. ესეც შეხვედრა შეხვედრისთვის იქნება. ნაკლებად სავარაუდოა ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში მოხდეს. მარგველაშვილმა სასუბრო თემა შეავსო. დავიწყოთ იქიდან, რომ სანამ პუტინი და მისი ხელისუფლება არის რუსეთში, ნაკლებად სავარაუდოა რაიმე რაციონალური პოლიტიკა განხორციელდეს რუსეთის ხელისუფლებაში.

არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს არავითარი უფლებები არ აქვს. კიდევაც რომ წავიდეს რუსეთში და მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან, ეს არ ნიშნვს, რომ განხორციელებადი იქნება საქართველოში. გავიხსენოთ მარგველაშვილის მიერ აშშ-ი გახმოვანებული ინიციატივა - საქართველოს მხარდაჭერი რეზოლუციის მიღებაზე. მაშინაც კი გააკრიტიკა მმართველმა პარტიამ მარგველაშვილი ინიციატივების გამო. არ ვიცი, რაზე იყო ეს განცხადება გათვლილი, მაგრამ ერთმინშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტის განცხადება არაფრის მომტანია როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში“, - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.

 

ნანახი?- 2622

antoni

2018-05-17 09:06:33

რა თქმა უნდა ეს არჩევნებისთვის უნიჭო მზადებაა და ეს ძალიან კარგია: მარგო დაიჭერს, იმას რასაც იმსახურებს, ანუ სამში გრძელს. მის ბჟუტურს სულელი თუ დაიჯერებს ორი მიზეზის გამო: 1. მრავალფეროვანი სექსის მოყვარული მქსოველთან შეხვედრა რაში სჭირდება პუტინს? მარგოს უფლებები აქვს, თუ ავტორიტეტი? 2. ვინც რუსული ორიენტაციისაა, მათ ბურჭანაძე ჰყავთ, პ/ალიანსი ჰყავთ

მეგრელი

2018-05-17 09:48:49

ცნება ოკუპაცია და დეოკუპაციის შესახებ.
რუსეთმა ეს ტიტროტორიები აღიარა სუვერენულ სახელმწიფოებად . მართალია რუსეთი არაცივილიზირებულ , იმპრიულ , არადემოკრატიულ , სუსტია , არაადეკავტური , პუტინს ბოიკოტი აქვს , პუტინმა არ იცის პოლიტიკა და მერე რა. ამით რეალურად ამ რეგიონების ეს სტატუსი სუსტდება ? რუსეთი ამბობს არარის ოკუპირებული დეოკუპაცია რომ მოვადხინო ვაღიარე რომელსაც უკან არ წავიღებ. ოკუპაციაზე არის ჰააგის ნონვენცია 1907 წლის. დაგიდევს წინ. როცა რუსეთს ტერიტორიის ოკუპაციაზე ესაუბრები ეს იმას ნიშნავს , რომ არ გინდა აპრიორ მასთან მოლაპარაკება .
უკან აღიარებას ის არ წაიღებს. ეს არის ბლეფი. არც დაშლას აპირებს და არც ლიბერალიცაციას. არის დამოიკიდებელი პოლიტიკური ცენტრი უძლიერესი სამხედრო პოტენციალი და არა ჟანგიანი ტანკებით ბაქრაძევ რომ დანა-ჩანგლით მოვერიოთ ზუგდიდელებმა , ყველაზე მდიდარი პლანეტაზე ბუნებრივი წიაღისეულით ( შეფასებულია 78 მლრდ ტრილიონ დოლარად . აშშ მეორეზეა 42 მლრდ დანარჩები ქვევით და შეადარეთ) რომელიც იქნება გადამწყვეტი 21 საუკუნეში და მარგველაშვილის წინაპირობას მას სასაცილოდ არ ეყოფა. რუსეთთან დალაპარაკების წინ უნდა დაისვას ერთი საკითხი . მხოლოდ ერთი . რა უნდა რუსეთს. ეხლა თუ ბაქრაძეს პასუხი მივიღოთ , უნდა სსრკ მაშინინ ჯობია არც შეხვედრაზე ვილოზუნგოთ.

leviko

2018-05-17 12:23:04

ახლა ნამდვილად ცივილიზირებულები ვართ, ნარკომანებს თავისუფლება და უბრალო ხალხს სიკვდილი, სოფლებში მუშაობის მაგივრად ცივილურად უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და ვიცეკვოთ.ჯერ სად ვართ მერე ნახე რა მოხდება

papa

2018-05-17 18:11:05

ამ მართლა მარგოს მხრიდან პუტინთან შეხვედრის ეს წინადადადება, არის მხოლოდ წმინდა წყ/ლის საარჩევნო მარიაჟობა და წინასწარ ყველანაირ შედეგს მოკლებული სიაფანდობა.
მაგით ეგ ვერც ვერავის თავის,,კაიკაცობას,,ვერ დააჯერებს და ვერც კიდევ ბალეშიკებს გაიმრავლებს.
არც კიდევ არავინ არ დაიჯერებს, რომ მაგას საქართველოს ბედი მართლა აღელვებს.
იმიტომ რომ ყველამ იცის ეგ რა დიდი ხვითოცააა და მაგისგან ხეირი რომ არ გამოვა!!!
თანაცააა და..... აქამდე სად იყო??------კაცმა მსოფლიოს გასაგონად, ტელევიზიით, ორჯერ შემოუთვალა----შევხვდეთ ვილაპარაკოთო...დაემალა და ეხლა იძახის შევხვდებიოოო?
ვის რად უნდა მაგის მარიაჟობა?.....მოწყდეს თავიდან თავის ბარიგა--ელგბტეებიანად.
კაცი თვითონ ეუბნებოდა შევხვდეთო ეგ კიდე.....ამერიკაში გაიქცა რაზრეშენიის ასაღებად..(ატკაზი უთხრეს)
მაშინ თვითონ პუტინი იყო ამ შეხვედრის მომხრე--მოსურნე, თვითონ პუტინს უნდოდა რომ რაღაცით საქართველოს გული მოეგო, მაშინ ,,მსოფლიოს დასანახად,, რაღაცა პატარას მაინც დათმობდა, აფხაზეთზე და ოსეთზე ჩვენი მხრიდან კაცი ბოლო ბოლო ლიჩნად მაგას დაელაპარაკებოდა, რაღაცა გაიასნდებოდა, იქნებ რაღაცა საჩვენო პერსპექტივებიც გამოჩენილიყო...........მაშინ არ შეხვდა, როცა მართლა პატარა რაღაცის გაკეთების შანსი იყო და .............. ეხლააააა?? ეხლა პუტინს რაში რაში ვჭირდებით??
კვირიკაშვილი ხომ გაუშვეს,,ნა ხუი,,(ანუ აფხაზებთან და ოსებთან, იმათ ელაპარაკეთო--მხარეებად გამოაცხადებინეს)....მარგოს კიდევ სუ გაბახებულს დაგვიბრუნებებენ---იქიდან პირდაპირ თავის ბარიგა---ელგებეტეებთან გაუშვებენ(ალალიც იქნება)
შევხვდები...
ბიჯოოოო........შეხვედრა ლობიოობა კი არაა?..თანაც ესე ჰაიჰარად და მარიაჟულად ვის ხვდები,.....პუტიიინს???...
ეს ნაღდად ლეტნადააა!!!!
რაც კვირიკაშვილმა ,,დაიჭირა და წამოიღო,,უარეს დიდ ჩიტს ეს დაიჭერეს და წამოიღებს ..პლიუს გაკეთების ნაცვლად ეგ იქ საქმესაც გააფუჭებს
ჩვენი მხრიდან პუტინს რომ მართლა ვინმე დაელაპარაკოს, აუცილებლად საჩვენო მომენტი უნდა იყოს შერჩეული. სიტუაცია, ვითარება უნდა იყოს რუსეთის ირგვლივ(ან ჩვენ შორის) ისეთი, რომ ამ ე.წ. მოლაპარაკებებზე საჩვენოდ რაღაცა პატარა იმედი მაინც ჩანდეს, ანუ ამ შეხვედრიდან აუცილებლად ,,რაღაცა პატარის,, წამოღების გარანტია მაინც უნდა გვქონდეს.
შეხვედრა მხოლოდ ზრდილობის გამო და მხოლოდ ქულების ჩასაწერაად?
თან ამ შეხვედრაზე ჩვენგან ისეთი ხალხი უნდა წავიდეს, ვინც იცის ყველაფერი--ჩვენიც და იმათიც..და თან ისიც ეცოდინებათ თუ ვისთან და რა მოლაპარაკებაზე მიდიან!!
პირველ რიგში პუტინს ისეთი კაცი უნდა დაელაპარაკოს ვისაც ვლასტი აქვს საქართველოში, ვისსასაც პუტინი დაიჯერებს..და არა ეს, მახარაშვილისა არ იყოს----,,მალჩიშკები,,.
მარგოსი აქ არავის სჯერა და იქ რამეს დაუჯერებეენ??
ბევრი, ძალიან, ძალიან ბევრია ამ ე.წ. შეხვედრაზე დამოკიდებული(ჩვენთვის დააახლოებით სამკვდრო-სასიცოცხლო) და თუ რუსებმა ამ შეხვედრიდან,,ამოსმულები,,გამოგვიშვეს, ჩათვალეთ რომ საქმე გაკეთების ნაცვლად 100-ჯერ უფრო დამძიმდება.
მოკლედ იქ სერიოზული ხალხია გასაშვები, ძალიან სერიოზული, ყველანაირად ,,მომზადებულ--შეიარაღებულები,, და იქიდან ცარიელების დაბრუნება რომ არ შეიძლება იმათ ისიც უნდა იცოდნენ!!!..(აბა ისე აზრი ამ შეხვედრა--მოლაპარაკებებისა?)
ისე რატომღაც ასე მგონია, რომ მარგოს ეს სამარიაჟო ინიციატივა იქ, ზემოთ აუცილებლად შეთანხმებულია....აქაოდა მაინც არაფერი გამოვაო..პლიუს ამ ე.წ. უშედეგო მოლაპარაკების(100%) მერე მავანნი პუტინს წამოაძახებენ-- აი საქართველოსთან მოლაპარაკებაზეც კი არ მოდიხარ, შენგან არანაირი ხეირი არააო...საქმეში ჩაითვლიან)
ისე კი როგორ გგონიათ....ეხლა რომ მოსკოვში მართლა ვინმე სერიოზული მიდიოდეს, მართლა სერიოზული შედეგების იმედად,..... ძიეები გაუშვებდნეეენ/
ჰოოოოოო .... ბლეფია ეს ყველაფერი და მხოლოდ პიარი--მარიაჟობა!!!..
...მეც კიდევ აქ ტყუილად დავიხარჯე..
.ჭკვას მაინც ვერა ვსწავლობ, ისევ კედელს ვაყრი ცერცვს

tngh

2018-05-18 12:35:26

ღრმად პატივცემული ბ-ნი პრეზიდენტი და მისი "ბრძენი" სტაჟიანი "მეგრანტე" მრჩევლები, ეხლა მიხვდნენ იმას, რასაც ნებისმიერი სოფლის "ბირჟაზე" და ქალაქის ყველა ბაღ-პარკის სკამებზე ჩამომჯდარი ფრიად გონიერი ადამიანები, უკვე ძალიან დიდი ხანია ლაპარაკობენ...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80