ოპოზიცია გახარიას მძიმე პარასკევს უმზადებს
პოლიტიკა

ოპოზიცია გახარიას მძიმე პარასკევს უმზადებს

ოპოზიცია გახარიას მძიმე პარასკევს უმზადებს
თამთა ქარჩავა

2018-05-17 11:30:43

შსს-ს კლუბების - „ბასიანის“ და „გალერის“ ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხზე გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კლუბების ტერიტორიაზე იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები, არ არის გამორიცხული, რომ კლუბების ხელმძღვანელები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და დადგინდება შესაბამისი კონტაქტები.

ის, რომ გამოძიება კლუბების ხელმძღვანელ პირებამდე შეიძლება მივიდეს, ამას ადასტურებს ის კადრები, რომლებზეც ასახულია უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტები. აღნიშნული კადრები უკვე ნახეს ამ კლუბების ხელმძღვანელებმა, სახალხო დამცველმა და ა-ო წარმომადგენლებმა. საუბარია კადრებზე, რომელსაც შსს ამ დრომდე არ ასაჯაროვებს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს კლუბებში სპეცოპერაციის ჩაატარების აუცილებლობაზე, სადაც უწყებამ წარადგინა დამაჯერებელი არგუმენტები და აჩვენეს მტკიცებულებები.

„მათ წარვუდგინეთ ვიდეო-მასალა, სადაც ასახული იყო უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების არაერთი ფაქტი. იყო ვიდეო-მასალა, რომელიც გასაჯაროვდა და ასევე იყო მასალა, რომელიც საჯარო არ იყო. კლუბის წარმომადგენლებს არ უნდათ გარკვეული ფაქტების აღიარება რიგი მიზეზების გამო, თუმცა ერთი რამ ფაქტია, იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, სისტემატურად იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

12 მაისის სპეცოპერაციის დეტალებზე და დალუქულ კლუბებში აღმოჩენილ ადგილებზე პარლამენტში ხვალ ისაუბარებს შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელსაც არა რომელიმე ფრაქციის, ან კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, არამედ ის დეპუტატების კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხებს. დეპუტატები 18 მაისს დასვამენ ყველა კითხვას, რაც თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აქვთ.

მინისტრის მიმართვის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი, შემდეგ დამაზუსტებელი გამოსვლები, ამის შემდეგ დეპუტატები უმრავლესობის, უმცირესობის და ფრაქციების ფორმატში გამოვლენ, რის შემდეგაც დასკვნითი სიტყვით პარლამენტს კვლავ მინისტრი მიმართავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საბოლოო პოზიცია დეტალების განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდება. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, პარლამენტისთვის მთავარია, რომ დეტალებში განვიხილოთ სპეცოპერაციის საკითხები და ამასთან დაკავშირებით არის შესაბამისი მზადყოფნა.

„შს მინისტრის მონაწილეობით განვიხილავთ დეტალებს. ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა შეხვედრა შს მინისტრთან და მან განმარტა მიზეზები ამ სპეცოპერაციის, კონკრეტულად ფორმის, ასე ვთქვათ, შერჩევის მიზეზებზე და ა.შ. თუმცა, ვიდრე დეტალებს არ განვიხილავთ, მანამდე, ბუნებრივია, საბოლოო პოზიციას ჩვენ ვერ ჩამოვიყალიბებთ. მე მაქვს წინასწარი პოზიცია, რომელიც უკვე დავაფიქსირე. საბოლოოდ, ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც ყველა დეტალს განვიხილავთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ელოდება, რომ შს მინისტრი დეპუტატებს სრულფასოვან და ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონმდებლებმა ქვეყნის სტაბილურობისთვის გარკვეული დასკვნები ყოველგვარი ანგაჟირების გარეშე უნდა გამოიტანონ.

„ველოდებით, რომ ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 12 მაისს და როგორ გაგრძელდა შემდგომი პროცესები. გარკვეული დასკვნები ყოველგვარი ემოციებისა და ანგაჟირების გარეშე უნდა გამოვიტანოთ, თუ რა სჭირდება ქვეყანას სტაბილურობისთვის. არ მგონია, ოპოზიცია იმ ვითარებაში კონსტრუქციულად იყოს განწყობილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობისგან განსხვავებით მწვავე კითხვებისთვის ემზადება ოპოზიცია. უმცირესობას აინტერესებს რეალურად მიმდინარეობს თუ არა ბრძოლა გამსაღებლებთან, ვინ დგას გამსაღებლების უკან და როგორ შემოდის ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალება.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, შოუს ელემენტებით გაჯერებული ნაბიჯებით და შემდგომ თითქოს, ჩატარებული სპეცოპერაციაზე სახელმწიფოს წარმომადგენლების განმარტებები მეტ უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვას აჩენს.

„საერთოდ ებრძვის თუ არა ხელისუფლება სინთეტიკური ე.წ. მკვლელი ნარკოტიკის შემომტანებს ქვეყანაში და აქვს თუ არა ინფორმაცია, რა გზებით შემოდის, ვინ არიან გამსაღებლები და რა ორგანიზებული ჯგუფი მფარველობს ნარკოტიკების გავრცელებას. გარდა ამისა, შს მინისტრმა უნდა გააკეთოს განმარტება იმ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების შესახებ, რომელიც უკვეა წლებია, უხეშად არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას საკუთარი ფაშისტური გამოხტომებით“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე შს მინისტრს დამნაშავეების ჯგუფის მფარველობაში ადანაშაულებს და იმ პირთა ვინაობის გასაჯაროვებას ითხოვს, ვის წინაააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

„პირდაპირ იყო პოლიციაზე შეტევა, იყო ჟურნალისტებზე შეტევა, იყო მუქარა, რომელიც ისჯება საქართველოს კანონით. თუ ისინი არ ისჯებიან, საქართველოს მთავრობას მოუწევს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, შს მინისტრს. ის ქმედებები რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში, ეს არის პირდაპირი გზა სამოქალქო დაპირისპირებისაკენ.

საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია მეტად საგანგაშო და სახიფათო მეთოდი, მის მიერ მართული, ნეონაცისტური, ექსტრემისტული, რუსეთიდან მართული აგენტურის მეშვეობით. ნუ ჰგონია შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აქ შემოვა როგორც ტრიუმფატორი. დღეისათვის მისი სტატუსი არის დამნაშავეების მფარველი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ნანახი?- 2944

ბაბაია

2018-05-17 12:04:38

"საქმენმან შენმან გამოგაჩინოს" რით გამოაჩინა ამ სახელმწიფომ თავი? ნარკო-ინკუბატორული კლუბების აღზრდილები ბიო-ბიუ წიწილების კლონირებით ? დაღუპული თაობა,გაუნათლებელი,უპერსპექტივო, ამორალური მზერაგაყინული ნაადამიანარების ბრბო ! თუ ამათი წინამორბედი მიხეილი ბუჩქებში გარყვნილებისკენ მოუწოდებდა, ამათ უფრო კომფორტული გარემო შეუქმნეს! სადაც ყველანაირი ცოდვა გაბატონებული და არანაირი მადლი არ ტრიალებს ! მხოლოდ უამრავი ახალგაზრდის დაღუპვის შემდეგ ჩატარებული საპიარო ღონისძიება სადაც მხოლოდ "წვრილფეხა" დამნაშავეები გააბეს არაფრის მოცემი საქმეა! თურმე ჭურში ვზივართ და ქვეყანას ძირი ეთხრება, კედლები ენგრავა და ამ ნანგრევებში როკავს ცოდვილი ერი! ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს ეს უკვე წყალგამყოფია ! უნდა სააწრაფოდ გადადგეს განათლების, შინაგან საქმეთა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები, შესდგეს ახალი მთავრობა და დაუყოვნებლივ შეიქმნას ენერგიული, საქმიანი გარემო, დრო არ ითმენს და სხვაგვარად არც ხალხი მოითმენს.

ბაბაია

2018-05-17 12:08:06

ეს არის დანაშაულებრივი გულგრილობა სახელმწიფოს წინაშე !თურმე იცოდნენ თუ რა ხდებოდა ამ "კლუბებში"! ქვეყანა ჩაიძირა მარიხუანას კვამლში და ექსტაზ-ამფეტანის ბურანში ! რა უნდა ვუშველოთ ამ ნარკო,ბიო,მდმ გამოლენჩებულ, უსაქმურობადამოკიდებულ და გარყვნილდამოკიდებულებულ ადამიანებს და მათგან უკვე მრავალ ყოფილ ადამიანებს? ვინ აფინანსებს? ვინ მართავს? ვინ აქეზებს ? ვინ მფარველობს? რა ეს გუშინ დაიწყო ? რატომ არ დაიხურა ეს კლუბები მაშინ როდესაც პირველი ბარიგა გამოჩნდა იქ ?ვინ არის დამნაშავე იმაში რომ მთელი საქართველო გახდა კლუბი ნარკო ლაბორატორია ? ეს არის ახალგაზრდობის მასიური პროტესტი, გაქცევა სამწუხარო რეალობიდან და სამწუხაროდ გაქცევა არასწორი გზით, მათთვის სხვანაირად არავის უსწავლებიათ ,ეს არის მოსავალი იმ მანკიერი, უზნეო ცხოვრებისა რასაც თესავდნენ წინა თაობები. უნდა გაიცხრილოს ყველა საჯარო დაწესებულება : ნარკომანებისგან ! ლუდომანებისგან ! სატანისტებისგან ! გარყვნილი პიროვნებებისგან ! არც ერთი ნარკომანი პარლამენტარი,პოლიციელი,ჟურნალისტი,არასამთავრობო თუ სამთავრობო პირი თანამდებობაზე !

მეგრელი

2018-05-17 12:46:15

ნათია მეზვრიშვილი
--------------------
Respect .

1. გახარიას უწყების მიერ ჩატარებული ოპერაცია იყო სამაგალითო . ანალოგს ვერ იპოვით ვერც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში . გახარიას უწყების ოპერაციის შემდგომი ქმედება იყო ძალიან , სუპერ დემოკრატიული . ანალოგს ვერსად იპოვით. აბა ერთი გაბედე და იგივე გააკეთე ლონდონში ან პარიზში. შსს მიმართ ასეთი მხარდაჭერა საზოგადოებაში (დიდი უმრავლესობა) მე არ მახსენდება უახლეს ისტორიის მანძილზე. ამას აღიარებს ყველა ოპოზიციური პარტიება რომლებიც არარიან დაკავშირებული არც დღევანდელ ხელისუფლებასთან და არც ყოფილ ხელისუფლებასთან . ასეთი ფაქტიც არ მახსენდება.
2. წინა ხელისუფლების პოლიტიკური პარტიების პოზიცია დასტურია იმისა , რომ ისინი კრიშავენ ამ ,,ბიზნესს" (იღებენ გრანტებს-იგივეა ) , რომ მათი პოლიტიკური მიზანია -ქაოსი ქვეყანაში და ქაოსის ფონზე ხელისუფლებაში მოსვლა. დოსტოევსკის რომანებიდან ციტატების მოყვანა მოდაშია ინგლისში და რუსეთში : Pire ça va, mieux ça est.რაც უარესია მით უკეთესი. ეს ამ ტიპის ოპოზიციაზეა ნათქვამი.

რომან გოცირიძეს
----------------

ციტატა -დავანგრიოთ ქალაქი (ქვეყანა) რომ ახალი ავაშენოთ " რომის იმპერატორ ტიტუსის დროინდელია . http://www.nhe.net/BenTreVietnam/ . 1991 წ ერთხელ ეს თქვენ და კ გააკეთედ .თქვენ ნგრევის მეტი არაფერი იცით.

tngh

2018-05-17 13:21:25

უხსენებელ და ნაძირალა გოცირიძეს, თავი ისევ XX საუკუნის (80-90) წლებში ჰგონია, როდესაც დეგენერატ "პუპუზა" ნატაძესტან ერთად, ყველა სიბინძურე გააკეთა სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგიურად მომზადებისათვის. ვურჩევ გაითვალისწინოს, რომ უკვე XXI საუკუნეა და საზოგადოების მარტივად "დაბოლება" შეუძლებელია. ყველას პიროვნულად ახსოვს გადატრიალების იდეოლოგები, ახსოვს მათი ქმედებები და საქმიანობა და მათ დემაგოგიას აღარ წამოეგება გონიერი ადამიანი. ისტორიის მიერ ნაგავზე მოსროლილი არამზადები ამყრალდნენ და აქოთდენ.

ბაბაია

2018-05-17 13:25:49

აღარ გვაიტერესებს ქოც-ნაცური ტაშფანდური ! გამოავლინეთ ყველა ვისაც მიღებული აქვს მონაწილეობა ერის წინაშე ამ უდიდეს დანაშაულში! ვინ მფარველობდა წლების მანძილზე ამ გარყვნილების და ერის გადაგვარების ბუდეს ნარკო-ინკუბატორებს ! უნდა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს მათი პარპაში საქართველოში !და თუ მხოლოდ რაღაც წვრილფეხობის დაჭერით და ფეიკღონისძიებებით გინდათ პირში ჩალა გამოვლებული დატოვოთ ქვეყანა ეს უკვე თვითლუსტრაცია იქნება და ყველასთვის გასაგები თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან.

tngh

2018-05-17 15:24:06

იმ პარტიას რა ვუთხარი, რომელიც რ. გოცირიძეს ლიდერად დაიყენებს... როგორი გაკოტრებულები უნდა იყვნენ, წარმოგიდგენიათ...

papa

2018-05-17 18:32:32

ბაბაია


შენდა გასაკვირად 100 % გეთანხმები
(პუტინმა ასე დამაბარა ეს ძაან ჯიგრული პოსტია...ამიტომ დაეთანხმეო)
ხოოოდა.... გეთანხმები!!!

და კითხვა .....
.ხო იცი რომ ამათ ზურგს უკან 100% მართლა ვიღაცეეები დგანან????....
ნეტავ მე ვიყო მქინძავი.....ეგრევე დამკაში გავიდოდი და ვიღაცეებები შემომეუპატიურებოდნენ
ან კიდევ მე ცოცხალი არ დავრჩებოდი.....


..

serapina

2018-05-17 19:36:33

ვითომ ახლა ამის ობიექტურობა,რამეს აკეთებდეს...
ან ვინმეს დაავიწყებს,მაგალითად იმას, რომ ამ ახალგაზრდების(ახლა, რომ ვითომ თავისუფლება მოსწყურდათ)ასაკში, გიგა ბოკერია თვალებში თითებს თ/ხ/რიდა გურამ შარაძეს... კაცს,რომელმაც ეცადა ეროვნულის და ღირებულის შენარჩუნებას და რომელიც,ამას დააკლეს(და საათობით ქუჩაში დააგდეს)... სააკაშვილმა და ბოკერიამ ერთად!
მარტო ის კი არა,ამოწყვიტეს ოჯახი.
...და ახლა,რომ ამ თავისუფლების ინსტიტუტში გამოჩეკილების ოჯახის წევრები "გაობიექტურდნენ", მერამდენე საოცრებაა,ჰა?!

აი,ტაბულა ბიცოლაც რა ობიექტური გახდა,ამ ბოლო დროს: http://nsp.ge/3898-sasargeblo-idiotebis-rolshi-yavs-bidzinas-misha-da-gvaramia-ukve-tslebia.html

serapina

2018-05-17 19:53:12

ყველაზე მამალი ნაციონალები(სამარეში რომ ჩაჰყვებიან მიშას), ისეთი გამწარებულები არიან,ნაციონალების ნარჩენებისა და ოცნების სინთეზით რომა...
ახლა დაიწყეს სიმართლის ლაპარაკი.
ერთი ანეკდოტი გამახსენდა,ნანული შევარდნაძეზე...

მოკლედ,შინაარსი ასეთია:
ნანულიმ გააფრინაო,ხმა გავარდა.გადმოდგებოდა აივანზე და გაჰკიოდა: - შეჭამა ქვეყანა! მოუსპო ხალხს არსებობის საშუალება და ასეთები.
გამოიარა მოხუცმა და იკითხა,ის ქალი ვინ არის და რას გაჰკივის აივანზეო.
არ მიაქციოთ ყურადღება, ნანულიმ გააფრინაო,დაამშვიდეს მოხუცი.
-გაუფრენია კი არა,ახლა მოსულა ჭკუაზეო,იმდენ სიმართლეს ამბობსო! უთქვამს მოხუცს.

ჰოდა, ისე გადარია ივანიშვილმა ეს მიშარასტები... ჭკუაზე ახლადმოსულებს ესენი ჰგვანან.
საქართველოს მაინც არაფერი ეშველა,მაგრამ ყოჩაღ ივანიშვილს,ამათი "ჭკუაზე მოყვანა" შეძლო!

ბაბაია

2018-05-17 20:19:21


papa
რომ მეთანხმები კარგია! მაგრამ ცუდია ის რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში , ყველას ხომ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა მაინც იცხოვრონ ადამიანურად და არ გახდნენ ცოდვის შვილები? 816 წელი გვაშორებს იმ ბასიანს სადაც ქართველებმა ვაჟკაცობით გააცამტვერეს რუქნადინის 400 000 იანი ჯარი.იმ ბასიანის საგმირო დღეებიდან "მსოფლიოში ყველაზე ბნელი მიწისქვეშა კლუბ ბასიანამდე" 816 წელმა განვლო და ესენი არიან პირზე დუჟმომდგარი,სიკვდილის ცეკვით მროკავი ბრბო იმ ბასიანელების მემკვიდრეები?!გმირების საკუთარ სიცოცხლე რომ სამშობლოს ,მართმადიდებლობის სამსხვერპლოზე მიჰქონდათ? არა,ასე არ შეიძლება გაგრძელდეს ! პაპა! მაშ მეთანხმებიო ხომ ? ჩვენ ხომ მარტონი არა ვართ! კიდევ ცოცხლობს და ფეთქავს ქართული სული ხომ პაპა ? შენ რომ ბეტონს ზელავდი ლაფატკით(ნიჩბით რა თქმა უნდა)ვისთვის ასხავდი ბალავერს ? შენი ნაშრომი,ნაოფლარი ხომ ისევ შენს შთამომავლებს დარჩებათ ! მათთვის ვშრომობთ და ვზრუნავთ მათზე და გარყვნილი უპერსპექტივო ქვეყანა უნდა დავუტოვოთ?! იცი ეს შენ პაპა ! და ნუღარ შეეკითხები ვალოდიას ნურაფერს,არ გინდა,მხოლოდ ძარღვიანი, გამართული ქართულით შევძახოთ უფალს რომ კიდევ არ გადავშენებულვართ,რომ კიდევ შეგვრჩენია უფლის, მამულის და მოყვასის სიყვარული და რომ ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე სამშობლოს გადასარჩენად.

serapina

2018-05-17 23:23:40

Papa,
რას ამბობ,ვალოდიასთან იყავი?
აბა არ მინახავსო ვალოდიამ,შენზე რომ მით/ხრა!

ცირკია რა!
ვინც არც მიშისტები ვართ და არც ბიძინისტები, ძალიან ყელში გავეჩხირეთ.
სანამ შენ ვალოდიასთან იყავი, ვიღაც შაქრო2 -მა, პაპა შენ და ნატალის რატომ გაქებთ ვერ ხვდებიო?
ახლა,თვითონ რომ ვერაფერს ხვდება,ამას რა უშველის?!

ამ ბოლოს, ბიძინისტები უფრო გამწარებული არიან,ვიდრე მიშისტები და ყველა მხრიდან იკბინებიან.
(მონები, ვერ იჯერებენ რომ ვიღაცა თავისუფალიც არის ამ ქვეყნად,ვისაც არც ივანიშვილის ფული მიაჩნია რამედ და არც სააკაშვილის იდეები(არადა,ორივეს ერთი დირექტორი ჰყავს!).

მიშამ საქართველოს სახელმწიფოებრიობას გამოუთ/ხარა ძირი და ივანიშვილის საბავშვო ბაღმა გააგრძელა.
ახლა,მიშისტებმა დაიწყეს,დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი...
იმ იმედით რომ, თუ ივანიშვილი ცუდად გამოჩნდება,ეს სააკაშვილს უკეთესად გამოაჩენს!
ახლა,იმაზე მუშაობენ,რომ მიშას დროს,ქვეყანას პატ/რონი ჰყავდა და ახლა,არ ჰყავს.
მოკლედ,ასე გაობიექტურ-გაპატ/რიოტდა დღეს,ყველა ნაძირალა!

ბაბაია

2018-05-18 00:56:48


serapinA
ნუ თვალთმაქცობთ ! არც იმისტი ვარ. არც ამისტიო ეგ საკენკი დაუყარე ნარკო ბასიანის კლუბის ინკუბატორის წიწილებს ! სულით ხორცამდე ბიძარასტი ხართ და სულაც არ უნდა იყოს სამარცხვინო ეს ფაქტი თქვენთვის ! პირიქით ! უნდა ამაყობდეთ ამით და დაფარვა უარყოფით მკრეხელობას სჩადიხართ ! ისე მავანმა კი თქვა მაგ სერაპინა კი არა სეროფიანი არისო, აი არც მაგი ჩაგითვალეთ დანაშაულად, ოღონდ არ უნდა დამალო და ყველაფერი კარგად იქნება,

papa

2018-05-18 03:36:08

ბაბაია

სერაფინაც და მეც ძირითადად მხოლოდ იმაზე ვემადლიერებით ბიძოს,(თანაც ძალიან) ნაცების სისხლისმსმელი ხელისუფლება რომ მოაშორა საქართველოს და ესენიც იგივეს რომ არ იმეორებენ, თორე რასაც სერაფინა ამ ხელისუფლებას აგინებს მე, ამ კახელ კაცს,საერთოდ არ მიგინებია იმდენი არავისზე...
100 გზის ალალიც არის ამათზე...
იმიტომ, რომ ესენი უკვე შევარდნაძის გზას დააადგნენ---ალალბედზე მიუშვეს ქვეყანა... აბა რამის გაკეთება არ შეუძლიათ და რა ქნან?...თავისით მიგორავს ეს ქვეყანა. ეგაა ცოტა მიშას მარიაჟობა გადმოიღეს,,აშენებენ ქვეყანას,, თორემ ხალხისთვის რეალური რააა?
იმიტომაც,,დაბრუნდა,, ბიძო,,პოლიტიკაში,,--ამ მალალეტკების ჭკვაზე მოსაყვანად. ესენი უკვე სკამებში დაიზარდნენ და ძალიან დამუტრუკდნენ. ჰგონიათ საქმეს ვაკეთებთო, სინამდვილეში კი მძ-რი უდუღთ ძარღვებში. ეს გარედან იმდენად შესამჩნევი იყო და არის, რომ ამათი გლავნი მწყემსი იძულებული გახდა წინა პლანზე ოფიციალურად გამოჩენილიყო.
ისე კი მანამ ხელისუფლებაში პროფესიონალებს არ დააბრუნებენ, მანამდე არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. ოღონდ მთავარი--ისინი აუცილებლად ეროვნულები უნდა იყვნენ და საქართველო მართლა ქარტულად სტკიოდეთ...
თუ არადა კი ვართ, როგორც ვართ-- არც მკვდრები და არც ცოცხლები....
სერაფინას რაც შეეხება...
ამბობ ახალი ვააარო......გასაგებია. ამიტომ უბრალოდ კეთილი რჩევა(გინდ მიიღე და გინდ არა)... გირჩევ, ნაადრევ დასკვნებს ნუ აკეთებ, იარლიკები მერე-- ჯერ პოსტებს დააკვირდი და მერე ძალიან კარგად დაინახავ ვინც ვინააა. 7 წელია ჩვენ აქ ვსაობრობთ და რა სტიკვა მას და რა არა, ძაან კარგად ვიცი--საქართველოს სიკეთისათვის ერთერთი დაუღალავი მებრძოლი ადამიანია და არც კიდევ არავის ლანძღვას არ ერიდება...შიგა და შიგ კიდე არც ჩემ წყენას ერიდება ხოლმე...
ამ წლების მანძილზე აქ ბევრ იუზერს აუვლია-ჩაუვლია--ზოგი გულს იფხანს, ზოგი დავალებას ასრულებს, ზოგი თავს იწონებს, ზოგიც ერთობა, მაგრამ საქართველო რომ მართლა სტკიოდეთ, მასეთები აქ ცოტანი არიან ხოლმე. ეხლაც არიან აქ ასეთები და ერთერთი მათგანი სწორედ სერაფინაა. ეგ გარედან, ზოგ რაღაცეებს ჩვენზე კარგად ხედავს(ანუ ,,იქიდან,ზემოდან--ევროპიდან,,) ხოოდა თავის გულისტკივილს დაუფარავადაც ამბობს ხოლმე..ავსაც და კარგსაც, თანაც ყოველგვარი კოპწიაობისა და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე--პირდაპირ ნაჯახივით.
....ასე რომ არც მე ვარ ეგვიპტელი და არც კიდევ ეგ ვენეციელი..
(დანარჩენი მერე)

serapina

2018-05-18 08:09:53

ბაბაია,
ერთი, ის ვერ დაასახელე,რა ნიკით წერდი აქ.
რატომ იცი?
პირაქაფული მიშარასტი იყავი(და ხარ) და იმიტომ.
თუ არ იყავი,დაწერდე ნიკი რომლითაც ამ საიტზე წერდი.

თვალთმაქცობა,თქვენი მოგონილია.
ჰოჰ,ახლა გაგახსენდათ სამშობლო და ეროვნული ღირებულებები თქვენ(მიშარასტებს) და ზვიადისტებს...

არ მოგწონთ ხომ, ევროპაში რომ არაფრად გთვლიან. ექიმს და წამალს გახვეწებენ.
მე,რომ სააკაშვილის დამანგრეველ პოლიტიკაზე ვწერდი, სად იყავით?
რომელი ნიკით წერდით,აბა დაწერე!

ჰო,თქვენისთანები რომ ევროპელების მათხოვრები არიან, ამას იმსახურებთ...
სამწუხაროდ,თქვენისთანების (სამშობლო რომ ხაჭაპური ჰგონიათ) პირად ინტერესებს შეეწირა ბევრი რამ საქართველოში... ყველაზე მეტად,წესიერი ქართველის მომავალი.
თქვენ რომ მათხოვრობთ,იმსახურებთ...
ვისაც არ დაუმსახურებია,ისიც ემსხვერპლა ჯერ სააკაშვილის,მერე ივანიშვილის არაფრისმომცემ პოლიტიკას.

ზიხართ ახლა თავშესაფრებში და კბილები გიკაწკაწებთ,როდის დააბრუნებთ მიშას.
ვერ დააბრუნებთ!
რაც არ უნდა გადაიცვათ აქ და რაც არ უნდა, "თქვენიანი ვარ" პ/რინციპით წეროთ.

დაწერეთ ერთი,თქვენი ადრინდელი ნიკი და ყველაფერი ნათელი იქნება.
აბა დაწერე.

serapina

2018-05-18 08:29:03

ბაბაია,
მე ათი წლის წინ ვწერდი აქ, რომ სააკაშვილის პოლიტიკა ქართველს არსებობის საშუალებას უსპობდა,შინაც და გარეთაც

ამის შედეგებზე(შენ და შენისთანებმა რომ ახლა დაინახეთ) მე წლების წინ ვწერდი!
ახლა როგორია,ეს ევროპელები რომ თავზე გახევენ თქვენს დიპლომებს, დიაგნოზებს და ა.შ?!
როგორია, ევროპელების მონობა და მათთან მათხოვრობა?!

ვისაც,არ დაუმსახურებია,ისინი რომ არიან მძიმე პირობებში,ეს არის სავალალო!
ვინც დაიმსახურეთ, მთელი ცხოვრება მონები იქნებით. ეს,არ იკურნება!

ბაბაია

2018-05-18 12:07:52


serapina
კარგი პატარავ, ნუ აქვითინდი, მოდი ასე მოვილაპარაკოთ,ჯერ თქვენ მოგვაწოდეთ ცნობები რომ დავრწმუნდე რომ ნამდვილად სერაპინა ხარ და არა სეროპიანი(რატომ მალავ ამას არ ვიცი) და კგბ-ს აგენტი,მერე მე დაგიმტკიცებ რომ შენიღბული "იმისტი" არა ვარ?როგორ უბრალოდ ერთი კარგად კაცურად დავიგინებ ასე: იმის ასე და ისე ვინც არის და დამბრალებლისაცთქო, შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც, მოკლედ მოვრიგდებით, ახლა ნიკი, ნიკიო რომ გაიძახი ეს რა ექსკლუზიური უფლება გაქვს ფორ-გეზე "ჭეშმარიტების ქადაგებაზე ? რა ფორჯიღოელი ხარ? კი დავინახე ის როგორ იწამლება ინეტი ვითომსიმართლით, ნახევარტყუილმართალით,ობივაწელური აზროვნებით და აქ ჩემი მოკრძალებული პოსტები არის პროტესტი ყოველივე ამის მიმართ, ბოდიში თუ ვეღარ გრძნობთ კომფორტულად თავს და ანჩხლობთ, არადა არც მინდა რომ დაგაზიანოთ რამით, უბრალოდ მაქვს სურვილი ნევროტულ, აკვიატებულ "იდეაფიქსით" ჩაციკლულ ადამიანებს სხვა რაკურსით შევახედო რეალობას. ახლა რომ დაგამშვიდოთ გეტყვით რომ არ ვყოფილვარ და არც ვჩემულობ პროფესიულ ბლოგერობას და არც დიდი ამბიციები მაქვს, კი ვწერდი აქა -იქ, კანტი-კუნტად ბზუალას,ჭინჭრაჭას,ხუთკუნჭულას,პაპაჩას (მეტი აღარ მახსენდება)ნიკებით მაგრამ ამით რა ვითომ დავაკმაყოფილებ თქვენს დაჟინებულ ცნობისმოყვარეობას ?

serapina

2018-05-18 16:50:06

ბაბაია,
...მე ამ ნიკით ვწერ ათი წელია და...
ახლა,აღმოაჩინეთ რომ აგენტი ვარ?!
მიშას დროს,არ ფიქრობდით ასე

მიშას დროს,არ ცდილობდით "სხვა რაკურსით" აგეხსნათ,რომ წინ მივდიოდით?!
...თუ, მხოლოდ ახლა დაგეწყოთ კონვულსიები?!
მე არასოდეს არავისტი არ ვყოფილვარ... და თქვენი რაკურსები,ვინმესთან გამოგადგეთ იქნებ...



თქვენც ხეხეთ ყორანი!
ფული ბაბაია,ფული!

papa

2018-05-19 00:23:43

ბაბაია

როგორც კი რამე ტყუილს დავწერ, ეგრევე მითხარი ხოლმე კონკრეტულად.....
ორი დიდი პოსტი დაგიტოვე და არც ერთზე არ მიპასუხე(შენახულები მაქვს)
როცა არ გაწყობს .... არ გცალია
მერე დააალაგებ გულ -დათუთქულ პოსტს და ..გვმოძღვრავ ..... ესე და ესეო....
მიზეზები მოძებნე, მიზეზები ....მასიურად საიდან დაიწყო ეს ყველა უბედურება?/
საქართველოს ისტორია 2003 --დან დაიწყოვო..ხომ გახსოვს?
მე ვცდილობ რაღაცა საერთო ვიპოვნო შენთან, რაღაცა ვისუბროთ.შენ კიდევ,,ტყისკენ გარბიხარ,,
მე რასაც ვფიქრობ, პუტინის აგენტი ვარ თუ მოზამბიკის,სათქმელს პირდაპირ ვამბობ(ყოველგვარი ცენზურის გარეშე) შენ კიდევ უბრალოდ....აქ ჩესნად არ იქცევი...სუ სხვა რამე იგრძნობა შენს პოსტებში.....სხვა მიზეზები..

ფხიზელი

2018-05-19 02:31:46

"ისტობის" შესახებ
----------------------
ამ ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა თავის მართლებისა თუ თავმოწონების "პონტში" იმისი მტკიცება, მე არასოდეს არავისტი არ ვყოფილვარო...
და ეს იმგვარად მოგვეწოდება, რომ ჩვენ დიდ ქველობად უნდა აღვიქვათ.

თუ ვინმე "ისტობაში" მაინცდამაინც რომელიმე პარტიის წევრობას გულისხმობს, ეს ერთი საკითხია (არც მე ვყოფილვარ არც ერთი პარტიის, მათ შორის - არც კომპარიის წევრი არასოდეს).

ხოლო თუ გულისხმობენ იმას, რომ ისინი არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ძალისა თუ მოძრაობის არც ღია და არც ფარული მხარდამჭერი არ ყოფილან, ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებს უფრო მეტ ყურადღებას.

ცხადია, ყველა ინდივიდუალურად წყვეტს, ვისკენ პირით დადგეს და ვისკენ - ზურგით, მაგრამ... მაგალითად, თუ აცხადებ, რომ არ უჭერდი მხარს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობას, რომელსაც ზვიადი და მერაბი ედგნენ სათავეში, ე.ი. მხარს უჭერდი ჭანტურია-სარიშვილის, ნათაძის, თამრიკო ჩხეიძის დაჯგუფებას...

თუ არც იმათ უჭერდი მხარს, ე.ი. მხარს უჭერდი სტატუს კვოს, ანუ საბჭოთა წყობილებას და ყველაფრის ისე შენარჩუნებას, როგორც იყო! - ლოგიკურია, ხომ?

92 წლის პუტჩის დროს ან კანონიერ ხელისუფლებას უჭერდი მხარს ან შეიარაღებულ ოპოზიციას, რომელიც ქაშეთის ეზოდან ზარბაზნის ჭურვებით ანგრევდა მთვრობის სახლს!

თუ არც მაშინ უჭერდი მხარს არც ერთ ძალას (არ ვგულისხმობ "კალაშნიკოვით" რუსთაველზე გავარდნას, არამედ შინაგან მხარდაჭერას), ე.ი. შენთვის სულ ერთი იყო, რა ხდებოდა ქვეყანაში!..

ეს არის სამოქალაქო პოზიციის უქონლობა და, ცხადია, დასჯადი არ არის... მით უფრო, რომ უპოზიცობაც პოზიციაა, რომელიც შეიძლება, მარტივად, ასე ჩამოყალიბდეს: ოღონდ მე და ჩემი ოჯახი ვიყოთ კარგად და სამშობლოს დედაც და ყველანაირი პოლიტიკისაცო!
მე მგონია, არაფერია ამაში თავმოსაწონებელი, ხომ?!

ყოველ შემთხვევაში, მე თავიდანვე ვიყავი და დღემდე ვრჩები ზვიად გამსახურდიას იდეურ მხარდამჭერად, რაშიც ვგულისხმობ საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას! (და არა ერთი ბატონის ჩანაცვლებას რამდენიმეთი).
თუ ვინმეს ეგ სათაკილოდ მიაჩნია - მისი პრობლემაა!

ბაბაია

2018-05-19 09:55:07

<<მე ვცდილობ რაღაცა საერთო ვიპოვნო შენთან>>, ჩავთვალე რომ ეს კარგი,კეთილშობილური შემოთავაზებაა მეგობრობისკენ , მადლობთ. დარწმუნებული ვარ პირადად შეხვედრისას უამრავ საერთოს ვიპოვით და შეიძლება ყოველივე ხვევნა -კოცნითაც დავამთავროთ როგორც ქართულ სუფრას შეეფერება, ჩვენ ხომ ერთი პატარა ბედკრული საქართველოს შვილები ვართ.აქ ამ საიტზე ამ ფორმატში ცხადია თქვენს ან თუნდაც სერაპინოს სადღეგძელოს ვერ გამოვთქვავ გასაგები მიზეზების გამო.ვცდილობ მოგაწოდოთ მაქსიმალურად კონცენტრირებული და გასაგები აზრები,

ბაბაია

2018-05-19 09:56:24

რასაც შეიძლება რაიმე მოსაზრებით არ ეთანხმებოდეთ ესეც გასაგებია,მაგალითად : რა ვქნა არ მომწონს ქართული ენის დამახინჯება განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქართველ კახელ კაცს გაქვს შესაძლებლობა და უნარი იმეტყველო გინდაც მადლიანი კახური კილოთი და არ დაანაგვიანო ენა ბარბარიზმებით.<<ენობრივი და სოციალური პასუხისმგებლობა ერთმანეთთან აშკარად დაკავშირებულია. თუ ენობრივი პასუხისმგებლობა არ გაქვს, ნაკლებად სავარაუდოა, სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩეოდე>>, <<ვისაც საკუთარი ეროვნული ვინაობის შენარჩუნება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც უნდა, საკუთარ ენას ბარბარიზმებისთვის არ იმეტებს>> და ეს ჩემი მოგონილი არ არის, კარგი გიხსნი :სო/მე/ხი თუ ხარ ეთნიკურად და საუბრობ ქართულად თუნდაც ჩი/ქო/რთუ/ლად არანაირ ანტისიმპატიას არ იწვევ, პირიქით ხელს ჩამოგართმევ და ჩემი ძმა ხარ, შენ კი საქვეყნო სტაჟიანი ბლოგერი ასე რად ექცევი შენს მშობლიურ ენას ?

ბაბაია

2018-05-19 10:11:22

ილია ჭავჭავაძე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 23 წლის ასაკში, წერდა: ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა წინაპართაგან _ მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რაღა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით, მშობლიური ენის მიწასთან გასწორებას…
"გულს მისვენია ხატადა/ ენა მთისა და ბარისა./ მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ,/ თუა ქართველის გვარისა,/ მოთაყვანე ვარ ყოვლისა/ იმათ ტკბილის და მწარისა". ვაჟა-ფშაველა.
პაპა, იცი ეს ყველაფერი განა არ იცი, არა ხარ გაუნათლებელი და თანაც მსოფლიო პოლიტიკის ასი ხარ და ეს როგორ შეგეშლება, და აბსურდული მშობლიური ენის დამაკნინებელი ფრაზები რა იმიჯს გიქმნის ასეთს რომ ვერ შელევიხარ ? ვიცი არ გსიამუვნებს,არ გითხრა? ანკი შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას ცხადია "თავმოყვარეობა"არ მოგცემს საშუალებას აღიარო შეცდომა,ბოდიში მოიხადო მკითხველის წინაშე და აღკვეთო ენის წვალება. აი ამის შემდეგ შეიძლება უკვე სხვა თემებსაც დავუბრუნდეთ და რა თქმა უნდა უნდა ვეძიოთ ის რაც გვაერთიანებს.

ბაბაია

2018-05-19 10:27:11


ფხიზელი
ვეთანხმები თქვენს პოსტში გამოთქმულ აზრს "ისტობი"ს და სამოქალაქო პოზიციის შესახებ, ჩემის მოსაზრებით "ისტობა" ერთისმხრივ კლიშეა ანუ სტერეოტიპი რასაც ოპონენტის დამცირების ან ნიშნისმოგების მიზნით უხშირესად იხმარება ქართულ აზროვნებაში მეორეს მხრის არის რაღაც მცირე რაოდენობა ადამიანებისა რომელთაც ფანატიზმამდე აქვთ აყვანილი პოლიტიკური მრწამსი და სწორედ ასეთი ადამიანები არიან უხშირესად, ამ კლიშეების ე.წ. ოპონენტებთან ანგარიშის გასასწორებლად რომ ხმარობენ, ნუ ამათთან ნებისმიერი მოვლენა განიხილება მხოლოდ შავ-თეთრ სპექტრში და ნებისმიერი მცდელობა რომ ობიექტურად მიკერძოების გარეშე ცოდვა -მადლის პრინციპით განიხილო მათთვის არასასურველი მოვლენა რასაც ისინი ექსკლუზიურად თავის კომპეტენციად თვლიან (მაგ. სერაპინას შემთხვევაში)იწვევს თავშეუკავებელ აგრესიას და კლიშეების კორიანტელს.

serapina

2018-05-19 12:57:46

"ყოველ შემთხვევაში, მე თავიდანვე ვიყავი და დღემდე ვრჩები ზვიად გამსახურდიას იდეურ მხარდამჭერად, რაშიც ვგულისხმობ საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას! (და არა ერთი ბატონის ჩანაცვლებას რამდენიმეთი).
თუ ვინმეს ეგ სათაკილოდ მიაჩნია - მისი პრობლემაა!"

ფხიზელი,
გამსახურდიას რომ რამე გაგვეგო/დაგვეჯერებია,დღეს იქ არ ვიქნებოდით,სადაც ვართ!

მე სხვა რამის პ/რობლემა მაქვს,ამ ევროპაში "მოღვაწე ზვიადისტებთან"...რომლებიც დღეს სააკაშვილის გვერდით დგანან... ამათ, მხოლოდ ფული აერთიანებთ და საქართველო,რაში აინტერსსებთ?!
რადგან თვითონ ევროპაში არაფრად ჩათვალეს,ახლა შვილების გამინუს/ტრების იმედით დასდევენ მიშას!

ამათ,დამოუკიდებლობა და სახელმწიფო კი არ უნდოდათ თურმე, უშრომლად კარგი ცხოვრება უნდოდათ მხოლოდ.


საერთოდ,ამაზე დიდი კურიოზი ზვიადისტი და მიშისტი(ეს,ჩემთვის დიაგნოზია!) გინახავს სადმე?!


serapina

2018-05-19 13:15:54

აი, მიშას მონები რა კარგი სანახავები არიან, ნეტა დაგანახა!
ევროპამ, თავი უ/რ/ტ/ყა იმ ევროპისა და დემოკრატიის სურათი,ძალით რომ უტენიდნენ ხალხს ტვინში.მოკლედ, ამ მიშარასტებმა მიიღეს თავისი ევროპისაგან... რასაც იმსახურებდნენ.
სამწუხაროდ,ამას ის წესიერი ქართველიც ემსხვერპლა,არც საქართველოში რომ ეცხოვრებოდა და ვერც ევროპაში ცხოვრებას შეძლებს(ნორმალურად)...


ჩამოსულ მიშარასტებს, " მასპინძლად" ზვიადისტები დახვდნენ და აქვთ ერთი გნიასი... იოღოველებივით, აბრუებენ ხალხს რომ მიშა უნდა დაბრუნდეს და საქართველოს ეშველება!
მსუყედ დაფინანსებული საქმეა და თავის თავს რომ ზვიადისტებს უწოდებენ(ამ დროს ზვიადის იდეების გაგებაში არ არიან),ისინიც შემოიკრიბა მიშამ.
...ნუ ახლა,ახალი სტ/რატეგიით რომ წერენ,ივანიშვილის პასუხისმგებლობას უკაკუნებენ, ესეც მათი ხელწერაა.საკმაოდ ვაკრიტიკებ ივანიშვილს მაგრამ, რაც 90 იანებიდან საქართველოში ხდება,იმას პასუხისმგებლობა ივანიშვილთან უფროა საძებნი,თუ სააკაშვილთან?!
ჰოდა,მე რომ აფერისტები(და მათი შეხუჭუჭებული აზრები) არ მომწონს,მგონი უნდა იცოდე...
თორემ კამათი ნორმალურ ადამიანთან შესაძლებელია.
ჩვენც გვიკამათია.

serapina

2018-05-19 13:25:20

რამდენიც არ უნდა იკეკლუცონ აკადემიურად და მიხვეულ-მოხვეულად...(და იწანწალონ გერმანია-საფრანგეთ-შვეიცარიას შორის),ფულის გაყოფაზე მაინც დაჭამენ ერთმანეთს. ...დაწყებული აქვთ უკვე! ჰოდა, წერო და იკითხონ,მიშას დაბრუნებას,მაინც ვერ ეღირსებიან... არადა,ეს უკლავთ გულს,რომ მიშას აუცილობლობას "ვერ ვიგებ"!
კაცურ-ვაჟკაცურიც გამოურიეს,იქნებ რამე დააჯერონ ვინმეს.
...კაცები,რომლებიც ფულისთვის, ყველაფერს იკადრებენ! ასე მარტივია,მათი დახასიათება.
გვარებით და სახელებით ვიცი,ესენი მე.ვუშლი ხელს და ამიტომ,კიდევ ბევრჯერ მომიხსენიებენ ალბათ...
გააგრძელონ,მიშა მაგარია!

serapina

2018-05-19 14:03:26

Papa,
რძალო და მულოს ამბავია(ბევრ სხვა სასაცილოსთან ერთად)...

ერთი კომედია მეზობელი მყავს,სასწაული ქუთაისელი...
მთელი დღე უსმინა ერთხელ,მიშას კოორდინატორებს,დიდი გულისყურით. იმათაც და მეც დავიჯერეთ,რომ კაცის გული მოიგეს.
საღამოს ვკითხეთ მეზობლებლებმა აზრი...
-მაგარი დატ/რენინგებულები არიან,სიმონ!
კარგად მეყოლეთო და წავიდა.

serapina

2018-05-19 15:54:38

ეს,ბაბაიას პოსტებია და გაიცინეთ:

serapina
გი,გი,გი ბრრრრრ ! პატალა გოგო შეგვიწამე მიშაიას ცოცხი ?!


----
ბაბაია2018-05-17 20:40:43
კარგად გამეცინა ხა, ხა, ხა, მიშისტიო ? პატალავ,გამიბრაზდი ხომ? აი შენ ერთი სურათი და გაიხარე შე ბიძარასტო.http://saqinform.ge/images/red-1-GEO-mt-kad.jpg

ამას ახლა,ევროპაში მკურნალობა უშველის?!

ბაბაია

2018-05-19 17:25:58

ეს რა შარში ვარ !რას გადამეკიდა სერაპინო არ ვიცი!
არა ქალს როგორც ადამიანის განსაკუთრებულ ან განსხვავებულ სახეობას ნამდვილად არ ვუყურებ მაგრამ ქალებში რომ არიან განსაკუთრებული სიკაპასის ნიჭით დაჯილდოებული სუბიექტები ამას ვერ ვუარყობ ნამდვილად ! აი ვცდილობ დავწერო მასზედ თუ რა გვტკივა დღეს, რა დილემის წინაშეც ვდგევართ, სერაპინო მეუბნება: საინტერესოა, სააკაშვილის დროს რას აკეთებდით? ქვეყანა ლამისაა თავზე გვენგრევა გულგადაქანებული ვწერ: "საქმენმან შენმან გამოგაჩინოს" რით გამოაჩინა ამ სახელმწიფომ თავი? ნარკო-ინკუბატორული კლუბების აღზრდილები ბიო-ბიუ წიწილების კლონირებით ? დაღუპული თაობა,გაუნათლებელი,უპერსპექტივო, ამორალური მზერაგაყინული ნაადამიანარების ბრბო ! თუ ამათი წინამორბედი მიხეილი ბუჩქებში გარყვნილებისკენ მოუწოდებდა, ამათ უფრო კომფორტული გარემო შეუქმნეს! სადაც ყველანაირი ცოდვა გაბატონებული და არანაირი მადლი არ ტრიალებს ! მხოლოდ უამრავი ახალგაზრდის დაღუპვის შემდეგ ჩატარებული საპიარო ღონისძიება სადაც მხოლოდ "წვრილფეხა" დამნაშავეები გააბეს არაფრის მოცემი საქმეა! თურმე ჭურში ვზივართ და ქვეყანას ძირი ეთხრება, კედლები ენგრავა და ამ ნანგრევებში როკავს ცოდვილი ერი! ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს ეს უკვე წყალგამყოფია ! უნდა სააწრაფოდ გადადგეს განათლების, შინაგან საქმეთა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები, შესდგეს ახალი მთავრობა და დაუყოვნებლივ შეიქმნას ენერგიული, საქმიანი გარემო, დრო არ ითმენს და სხვაგვარად არც ხალხი მოითმენს. სერაპინო მპასუხობს :თქვენმა მიშამ,თავად გაყო საქართველოს ისტორია, მიშამდე(იყო ბნელი და უკუნიო) და მიშას მერე(სინათლე მოვიტანეო).... კი მაგრამ რა მიშა რის მიშა ვახსენე ? არა თურმე სერაპინო როგორც თვით ბრზანებს გუმანით გრძნობს 1000ობით კილომეტრზე "მიშისტებს"....

ბაბაია

2018-05-19 17:36:38

ვეუბნები სერაპინოს: სერაპინა, თქვენ ვერაფერი ვერ გაიგეთ, სამწუხაროდ, იქნებ არც არის საჭირო,თქვენი შაბლონი ქართველობას რომ უყენებთ არის ძალიან მაპატიეთ და ახლომხედველური, კაბალური და მხოლოდ თქვენს მსოფლმხედველობას მორგებული,თქვენთვის მიშაც კი მითიური გველეშაპია და ეს თქვენი იარაღია იარლიკია ებრაელთა გეტოს ფაშისტური ნიშანის მსგავსი ,თავში სულ ერთი აზრი გაქვთ და ამ ვიწრო "მიშისტობის" გაგებას ვერ შორდებით, ეს აკვიატებული მანია - ნევროტული, ფსიქიკის მოშლილობის კიდევ ერთი გავრცელებული ნიშანი და ეს საოცარი დასკვნები <<თქვენ მიშასთან>> დაკავშირებით იმ აკვიატებულ შემთხვევებს მიეკუთნება როგორიცაა ქცევის წინ ან შემდეგ ე.წ. ”რიტუალის ჩატარება”, ამას ხშირად ცრუმორწმუნეობის ნიშნებიც აქვს:მაგალითად ”სამჯერ დაკაკუნება”, ”დაფიცება”, ”სამჯერ გადაფურთხება, და სხვა, სამწუხაროდ სხვანაირად ვერ შევძელი ვყოფილიყავი თქვენი რესპონდენტი, ბოდიში ქალბატონო.
პასუხად ვიღებ <<შეგიჭამე ცოცხის>> სტილში: <<თქვენი მახასიათებელი დიაგნოზები, აინტერესებს ვინმეს!ჰო,თქვენი მიშა!>>
ვთავაზობ თავაზიანად : ჯერ თქვენ მოგვაწოდეთ ცნობები რომ დავრწმუნდე რომ ნამდვილად სერაპინა ხარ და არა სეროპიანი(რატომ მალავ ამას არ ვიცი) და კგბ-ს აგენტი,მერე მე დაგიმტკიცებ რომ შენიღბული "იმისტი" არა ვარ?როგორ უბრალოდ ერთი კარგად კაცურად დავიგინებ ასე: იმის ასე და ისე ვინც არის და დამბრალებლისაცთქო, შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც და მაინც თავისას არ იშლის და გაიძახის: პირაქაფული მიშარასტი იყავი(და ხარ)-ო!!

ბაბაია

2018-05-19 17:40:22

სერაპინო წინა პოსტებში წერდი ჟერ კიდევ "წიწკვი" და მეც პატალა გოგოს დაგიპოსტე, არა უშავს გაიზრდები და იქნებ ეს ნევროტული "მიშაგაჭედილობაც" ჩაბარდეს წარსულს.

ბაბაია

2018-05-19 17:41:18

სერაპინო წინა პოსტებში წერდი ჯერ კიდევ "წიწკვი" ვარო და მეც როგორც პატალა გოგოს დაგიპოსტე, არა უშავს გაიზრდები და იქნებ ეს ნევროტული "მიშაგაჭედილობაც" ჩაბარდეს წარსულს.

ბაბაია

2018-05-19 17:49:52

სეპაპინო
იძახე ახლა მიშა, მიშა ჰოპ ზილინა, ზილინა, რაც მთავარია იხტიბარი არ გაიტეხო აი ესეც მიაყოლე :<<მე კი ვზივარ ტიბჟირაზე და ვიცინი მტრის ჯინაზე>> თუმცა მტრებში მე არ მიგულისხმო რადგან არაფერი თქვენი სიგლახე მე არ გამიხარდება. პატივისცემით.ბაბაია.

serapina

2018-05-19 21:47:07

მიშა არ დაბრუნდება!
დალიე წამალი,თუ მოგცეს ექთანმა.

ბაბაია

2018-05-19 21:57:30

აბა რა გელაპარაკო ,დალევით კი დავლევ ქართულ ტრადიციულ "წამალს" და თუ არ დაბრუნდება; ასე ვიმღერებ : აი დარდები,ბაღში ვარდები (მაგრამ შენ რა გეშველება??).

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80