„რამდენიმე ლიფსიტა დაიჭირეს, თუმცა რეალური პრობლემაა, რომ ნარკოტიკებზე მოთხოვნა არსებობს“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„რამდენიმე ლიფსიტა დაიჭირეს, თუმცა რეალური პრობლემაა, რომ ნარკოტიკებზე მოთხოვნა არსებობს“

„რამდენიმე ლიფსიტა დაიჭირეს, თუმცა რეალური პრობლემაა, რომ ნარკოტიკებზე მოთხოვნა არსებობს“
მანანა ნოზაძე

2018-05-17 13:00:45

სპეცოპერაციის შემდეგ კლუბური ცხოვრების მომხრეთა მხრიდან საპროტესტო აქციები მოეწყო და, თუკი სიტუაცია მათ სასარგებლოდ არ დარეგულირდება, ისინი კვლავაც საპროტესტო აქციებს აანონსებენ. პარალელურად ძალაში იქნება კონტრაქციებიც. რა პროცესები შეიძლება განვითარდეს და ვინ დარჩება მოგებული ამ დაპირისპირებით, ამის შესახებ For.ge-ს სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, ნარკოლოგი, პროფესორი ზურაბ სიხარულიძე ესაუბრა.

ზურაბ სიხარულიძე: აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე იცავს ნარკორეალიზატორებს. ორივე მხრიდან დაწყებული აქციები, ვგულისხმობ „თეთრი ხმაურის“ მონაწილეებსაც და კონტრაქციის მომხრეებსაც საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ დაბალანსებული არ არის ეს ყველაფერი. მთავარია, იყოს ბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. როცა მივაღწევთ ბალანსს, სიტუაციაც დარეგულირდება. ცხადია, ასეთი აქციები დააჩქარებს გარკვეულ რეფორმებს. რა სახით, რა ფორმით მოხდება ეს და როგორ სახეს მიიღებს რეფორმა, ჯერ არავინ არ იცის, თუმცა პროცესი რომ ძალიან გაიწელა ერთი წლის განმავლობაში, ეს აშკარაა. კანონპროექტი დევს და გარკვეული შეუთანხმებლობის გამო მუდამ გადადების რეჟიმშია. ახლა უკვე, ალბათ, გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

რადამსახურებამიუძღვის ამ დაპირისპირებაში ნარკოტიკების ლეგალიზებაზე საუბრის დაწყებას?

- რაც შეეხება ლეგალიზაციას, არა მგონია, დღეს ქვეყანა მზად იყოს ამ პროცესისთვის, თუმცა ოდესღაც, ალბათ, ლეგალიზაციის საკითხიც დადგება დღის წესრიგში. პროცესი ძალიან მძიმეა, რადგან აქციაზეც და კონტრაქციაზც ორი აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულების, განსხვავებული ღირებულებების ადამიანების შეტაკება შეიძლება მომხდარიყო და შეიძლება მიგვეღო სამოქალაქო დაპირისპირება. რეალურად, ორივე მხარე მძიმე მდგომარეობაშია, რადგან, როგორც ჩანს, ინფორმაციის ნაკლებობაა. ეს ყველაფერი საფიქრალი და გასაანალიზებელია, რა ხდება ქვეყანაში და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს. ფაქტია, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა გასატარებელია. ეს აშკარად დაგვანახა ამ სიტუაციამ, როცა ასეთი აგრესია და სიძულვილი იგრძნობოდა ერთი მხრიდან, ხოლო მეორე მხრიდან მოთხოვნების გაურკვევლობა არსებობდა.

საქართველოს პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის, რაშიც ხელოვანი ადამიანების ჩართვას მიესალმება. ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომის შემდეგ, ეს კამპანია დაგვიანებული ხომ არ არის?

- ეს კამპანია დიდი ხნის წინ უნდა დაეწყოთ. ზუსტად ეს არის ყველაზე ცუდი, რომ ანტინარკოტიკული ქმედებები სწორედ კამპანიური ხასიათისაა და არა სისტემური. ნებისმიერი ქმედება ჩვენს ქვეყანაში კამპანიურ ხასიათს ატარებს, ლოკალურად ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. თუნდაც კლუბების დახურვა, სპეცოპერაციები, რომლებიც მიმართულია გარკვეული სეგმენტის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, რამოდენიმე ლიფსიტა დაიჭირეს, თუმცა რეალური პრობლემაა, რომ მოთხოვნა არსებობს, ვერ მოგვარდა. შავი ბაზარი მოთხოვნაზე ძალიან კარგად რეაგირებს, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მოთხოვნა რომ შემცირდება, მიწოდებაც შემცირდება. მოთხოვნის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ყველა რგოლი დაბალანსდება-მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, შს სამინისტროს ქმედებები და ა.შ. შესაბამისად, ნებისმიერი კამპანიური ხასიათი დროებითი ეფექტის მომტანია, რომელიც შორეულ პერსპექტივაში არანაირ ეფექტს არ იძლევა. ამიტომ ეს კამპანია ერთ და ორთვიანი კი არ უნდა იყოს, არამედ ამაში განათლების სამინისტროც უნდა ჩაერთოს და თემატური სწავლება დაიწყოს. არსებობს ამის პრაქტიკა საზღვარგარეთ, როგორ უნდა მოხდეს პრევენცია, რომელიც შორეულ პერსპექტივაში მოგვცემს შედეგს. კამპანიური ხასიათის ქმედება კი მხოლოდ ერთ თვეს იმუშავებს და ამით დამთავრდება ყველაფერი.

თქვენ ამბობთ, რომ ორიოდე ლიფსიტა დაიჭირეს, მაგრამ ამ ორიოდე ლიფსიტამ და, ასევე, სხვა ლიფსიტებმა ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე დაღუპეს.

- ზუსტად მაგაშია საქმე, რომ შავ ბაზარზე რა ნარკოტიკიც ტრიალებს, არავინ იცის. 45 დღეს ველოდებით, თუმცა, მე მგონი მაგასაც უშედეგოდ ველით, რადგან დღესაც არ ვიცით, რა მოხდა ამ კლუბებში. ასეთი ფაქტები ადრეც ბევრი მომხდარა ამ ქვეყანაში, მაგრამ ინფორმაცია ნულია. გაიხსენეთ, რაც მოხდა კაფე „გალერიში“ ამ რამოდენიმე წლის წინ, არც ერთი შედეგი, რითი გარდაიცვალა ახალგაზრდა ან რა ინტოქსიკაცია იყო, არავინ იცის. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ტოქსიკოლოგებს, ფსიქიატრებს, ნარკოლოგებს, ემერჯენსის ექიმებს უნდა ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. ესეც სისტემური პრობლემაა, რადგან დღეს რომ ერთი ნარკოტიკია, ხვალ სხვა ნარკოტიკი იქნება, ზეგ შეიძლება უარესი ნარკოტიკი გამოჩნდეს, ძალზე მზარდია შავი ბაზარი. ამიტომ ვერავინ იტყვის, მეფედრონის ბრალია თუ არა ბოლო დროს მომხდარი ფაქტები, სანამ არ იქნება ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნა კი ან გასაჯაროვდება, ან არ გასაჯაროვდება. ისიც არ ვიცით, რა სახის ნარკოტიკი ამოუღეს ამ ხალხს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ანუ არ ვიცით, რა ნარკოტიკი ტრიალებს დღეს. შესაბამისად, ვერც პრევენციას მოვახდენთ და ვერც მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, რადგან არ ვიცით, რა ხდება.

პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ხომ არ ჯობს, ისევ ნარკოტიკების გაჰუმანურების პოლიტიკას გადავხედოთ? იქნებ, სწორედ ეს იყო ჩვენი შეცდომა, რომ მძიმე დემოგრაფიის მქონე ქვეყანაში ნარკოტიკების ლიბერალიზაციაზე დაიწყო საუბარი?

- რაღაცას რომ არ მოაქვს შედეგი, ის უნდა შეიცვალოს. როცა შედეგი არ აქვს იმას, რასაც 2006 წლიდან აკეთებს სახელმწიფო, ლოკალურად ებრძვის პრობლემას და არა სისტემურად, უნდა შეიცვალოს. როგორ უნდა შეიცვალოს, ეს სხვა საკითხია.

როგორც ვიცი, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას თქვენ არ ემხრობით.

-მეტი რაღა უნდა გამკაცრდეს, ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა ჩვენს რეგიონშია. ერთადერთი, ჩვენთან მომხმარებელთა სიკვდილით დასჯა არ ხდება და, თუ მაგასაც შემოვიღებთ, ეს იქნება გამკაცრება.

თქვენ ამბობთ, რომ ნარკოტიკებზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს, მაგრამ მოთხოვნა როგორ შემცირდება, როდესაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, ვისაც არც კი აინტერესებდა ნარკოტიკი, უკვე მოსინჯა ეს მავნე ნივთიერება.

- აქ ნარკოტიკდამოკიდებულ ადამიანთა რიცხვის შემცირებასა და განათლებაზეა ლაპარაკი. ის ადამიანი, რომელიც ფლობს სწორ ინფორმაციას, თუ რა ზიანი მოქვს ნარკოტიკს, სხვაგვარად იმოქმედებს. შენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ხარ, ეს ინფორმაცია ადამიანს მიაწოდო, დანარჩენი უკვე მისი არჩევანია. მე არ ვამბობ, რომ „გუდვილში“ უნდა იყიდებოდეს ნარკოტიკი, მაგრამ, თუ მოთხოვნა იქნება, ის ნარკოტიკი აუცილებლად გამოჩნდება შავ ბაზარზე. რამდენი ასეთი მცირერიცხოვანი დილერიც არ უნდა დაიჭირონ, მაინც გაჩნდება მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე დილერი. ამიტომ ყველა რგოლში სისტემურად უნდა შევძლოთ დაბალანსებული მუშაობა და არა ლოკალურად მარტო შს სამინისტრო, ან მარტო ჯანდაცვის სამინისტრო, ან ვიღაც განმარტოებულად ჩაერთოს ამ საქმეში.

სახელმწიფოს როლი რა უნდა იყოს? განა სახელმწიფო ვერ ხედავს, რომ ახალგაზრდები მასობრივად ეტანებიან ნარკოტიკს, რადგან თავად სახელმწიფო თვითრეალიზების სხვა საშულებას არ უტოვებს?

- დასაქმების პრობლემაა, სპორტში ჩაურთველობის პრობლემაა. აბონემენტი ღირს 150 ლარი. ყველას არ შეუძლია ამდენის გადახდა საცურაო აუზზე. სადაც მძიმე სოციალური ფონია, ან იაფფასიანი ნარკოტიკი ჩნდება, ან სასმელი. ამიტომ ნუ ვიგონებთ ველოსიპედს, ვნახოთ, რა მოხდა სხვა ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემა შედარებით მოგვარდა, ეს მოდელი რაღაცნაირად ჩვენს ქვეყანასაც მოვარგოთ და გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ამას ვიძახით 20 წელიწადია, კიდევ 20 წელიწადს ვიძახებთ, ალბათ, მაინც არაფერი არ გვარდება.

 

 

 

 

 




 

 

 

 

ნანახია - 1590

ბაბაია

2018-05-17 15:00:30

აღარ გვაიტერესებს ქოც-ნაცური ტაშფანდური ! გამოავლინეთ ყველა ვისაც მიღებული აქვს მონაწილეობა ერის წინაშე ამ უდიდეს დანაშაულში! ვინ მფარველობდა წლების მანძილზე ამ გარყვნილების და ერის გადაგვარების ბუდეს ნარკო-ინკუბატორებს ! უნდა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს მათი პარპაში საქართველოში !და თუ მხოლოდ რაღაც წვრილფეხობის დაჭერით და ფეიკღონისძიებებით გინდათ პირში ჩალა გამოვლებული დატოვოთ ქვეყანა ეს უკვე თვითლუსტრაცია იქნება და ყველასთვის გასაგები თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან.

natali

2018-05-17 18:33:26

მე რა ვქნა, მეე არცერთი მხარე რომ არ მომწონს? ან ეს მსვლელობები რაღაა. ვიღაც ბუტკა ქალი რაღაც შეჯღანული კაბით გამოდის და ამბობს, მე მინდა აი ასე ეცვათ ახალგაზრდებს და არა დახეული ჯინსებიო. არავინ არ ეუბნება რა შენი ხის თავის საქმეა ვინ რას ჩაიცმევს, შენზე ვინმე ძალადობს და გაცმევს დახეულ ჯინსს? ხოდა ის მეორე მხარე ამით სარგებლობს და ეუბნება ახალგაზრდას, აი აქაა თავისუფლებაო. ის ბავშვიც ვერ ტვინავს და მიდის იქეთ. ორივე მხარეს არიან დასასჯელები, ფაშისტებიც და ის გოგოც, მემორიალზე რომ ცეკვავდა. დააჯარიმონ მაინც.

natali

2018-05-17 18:40:34

იდეოლოგია არაა ქვეყანაში. პროპაგანდას ძალადობით ვერ აჯობებ, პროპაგანდას პროპაგანდით უნდა დაუპირისპირდე. სადაა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა? ცალ მხარეს გაბრუებული ნარკომანები, მეორე მხარეს ყანწებნაყლაპი, ღვინით გამსკდარი ღიპგადმოგდებული სადღეგრძელოებში პატრიოტად თავმოწონებული, ლექსების მაგარი წამკითხველი ღიპგადმოგდებული დორბლიანი ჯიგარი. სადაა ჯანსაღი ცხოვრების საშუალება? რა ღირს ფიტნესკლუბებში შესვლა, აუზზე აბონიმენტი? რამდენს აქვს ამის საშუალება? რით გაერთოს ახალგაზრდა?

serapina

2018-05-17 19:34:03

ვითომ ახლა ამის ობიექტურობა,რამეს აკეთებდეს...
ან ვინმეს დაავიწყებს,მაგალითად იმას, რომ ამ ახალგაზრდების(ახლა, რომ ვითომ თავისუფლება მოსწყურდათ)ასაკში, გიგა ბოკერია თვალებში თითებს თ/ხ/რიდა გურამ შარაძეს... კაცს,რომელმაც ეცადა ეროვნულის და ღირებულის შენარჩუნებას და რომელიც,ამას დააკლეს(და საათობით ქუჩაში დააგდეს)... სააკაშვილმა და ბოკერიამ ერთად!
მარტო ის კი არა,ამოწყვიტეს ოჯახი.
...და ახლა,რომ ამ თავისუფლების ინსტიტუტში გამოჩეკილების ოჯახის წევრები "გაობიექტურდნენ", მერამდენე საოცრებაა,ჰა?!

აი,ტაბულა ბიცოლაც რა ობიექტური გახდა,ამ ბოლო დროს: http://nsp.ge/3898-sasargeblo-idiotebis-rolshi-yavs-bidzinas-misha-da-gvaramia-ukve-tslebia.html

კატრინა

2018-05-20 13:18:44

ყველაზე ამაზრზენი ამ ყველაფერში იყო ნაცების რიხიანი საუბარი იმაზე,ნეტავ როდის და საიდან დაიწყო ეს ყველაფერიო, გაკვირვებულები რომ კითხულობდნენ! ბარამიძემ საერთოდ შეიცხადა სპეცნაზის გამოყენება! ოჯახები ამოწყვიტეს ნაცებმა სპეცნაზის საშუალებით და ახლა მორალს გვიკითხავენ! რაც შეეხება ჯანსაღ ცხოვრების წესს და მის დამკვიდრებას,ჩემი აზრით ესეც დაბალი ინტელექტის და დაბალი განვითარების დეფიციტით არა გამოწვეული.სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,წარმოების განვითარება, განათლების რეფორმა, სპორტული სკოლების გახსნა და ა.შ. ამაზე უნდა იმართებოდეს აქციები. მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი პატრონები არ იზიარებენ ასეთ მიდგომებს და ჩვენი მთავრობა კიდევ....

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80