ახალი ანტი-ირანული სანქციები და „სამხრეთის გაზის დერეფანი“
საზოგადოება

ახალი ანტი-ირანული სანქციები და „სამხრეთის გაზის დერეფანი“

ახალი ანტი-ირანული სანქციები და „სამხრეთის გაზის დერეფანი“
ზურაბ გარაყანიძე, ეკონომიკის დოქტორი

2018-05-17 16:00:37

2018 წლის 12 მაისს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანტი-ირანული სანქციების გახანგრძლივების დოკუმენტს მოაწერა ხელი. სანქციების განახლების გეგმის შესახებ აშშ-ს ადმინისტრაციამ უფრო ადრე - ა/წლის 8 მაისს განაცხადა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამერიკა 2015 წლის „ბირთვული შეთანხმებიდან“ დე-ფაქტო გავიდა. ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ აშშ-ს სანქციებს შესაძლოა ევროკავშირის ბევრი ქვეყანა დეკლარირებულად არ შეუერთდეს, მაგრამ დასავლური ენერგო-კომპანიები სავარაუდოდ შეწყვეტენ ირანთან ურთიერთობებს, ვინაიდან მათთვის აშშ-ს ენერგეტიკულ სექტორთან თანამშრომლობა ბევრად მომგებიანია.

თუმცა, ზარალიც სარგძნობია. მაგალითად, ფრანგულ „ტოტალს“ ირანულ მხარესთან „სამხრეთის ფარსის“ გაზის საბადოს ათვისებაზე 2 მლრდ. დოლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ასეთივე კონტრაქტები აქვთ „შელს“, BP-ს, „უინტერშალს“, OMV-ს და სხვა ენერგო კომპანიებს.

პრეზიდენტ დ. ტრამპის გადაწყვეტილებამ ნავთობის ფასის ზრდაც გამოიწვია. ამან არა მარტო აშშ-ს ფიქლების ნავთობის და გაზის მოპოვების რენტაბელურობა გაზარდა, არამედ რუსეთს, აზერბაიჯანს, ყატარს, კუვეიტსა თუ საუდის არაბეთს კოლოსალური მოგებების მიღების პერსპექტივა გაუჩინა, რადგანაც ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარს ირანის სახით ძლევამოსილი კონკურენტი ჩამოშორდება. ამავე დროს, ვინაიდან ნავთობის ფასზეა „მიბმული“ გაზის ფასი, ევროპელებს მომავალ ზამთარში გაზის ტარიფები გაუძვირდებათ, რაც მათ სულაც არ ახარებთ... არაა გამორიცხული, რომ ბუნებრივი აირი ჩვენმა მთავარმა მომწოდებელმა, ზერბაიჯანმაც გააძვიროს.

რა გავლენას იქონიებს ახალი ანტი-ირანული სანქციები საქართველოზე

როგორც ცნობილია, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები: აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი, მათთან ერთად გერმანია და ირანი, 2015 წლის 14 ივლისს, 18-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, შეთანხმდნენ ამ ქვეყნისათვის დაწესებული სანქციების გაუქმებაზე.

აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია დამშვიდდეს, - ირანი ვერ განავითარებს ბირთვულ იარაღს. თავის მხრივ ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მიუთითებდა, რომ ბედნიერია, რადგან 23-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ირანსა და მსოფლიოს ექვს ქვეყანას შორის ახალი ერა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე აკრიტიკებდა ირანთან მიღწეულ შეთანხმებას. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში, ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თეირანთან საერთაშორისო შეთანხმება უნდა შეიცვალოს.

გამორიცხული არ არის, რომახალმა ანტი-ირანულმა სანქციებმა შესაძლოა დააჩქაროს საქართველოზე გამავალი ევროკავშირის რუსეთის გვერდის ამქცევი, 45 მლრდ. დოლარად შეფასებული გაზსადენის პროექტის - „სამხრეთის გაზის დერეფნის“ რეალიზაცია. ამ 2020 წლისთვის დაგეგმილი მშენებლობის დაჩქარებას, ბოლო დროს, ნახშირწყალბადების მსოფლიო ბაზარზე ფასების აღმავალი ტრენდიც უწყობს ხელს, რაც პროექტში მონაწილე კომპანიების შემოსავლებს გაზრდის და ამით მათი ინვესტირების შესაძლებლობებს გააფართოებს. ირანის ენერგეტიკული სექტორის ხელახალი საერთაშორისო იზოლაცია მსოფლიო ბაზრებზე ნახშირწყალბადების მიწოდებას კვლავ შეამცირებს, და შესაბამისად, მათ ფასებს გაზრდის.

საქმე ისაა, რომ თუ ნავთობზე და გაზზე ფასების დაცემის ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდეციაშენარჩუნდებოდა, 2020 წლისათვის, როცა იგეგმება „ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის“ (SCP, TANAP, TAP) ამოქმედება, აზერბაიჯანული გაზი ევროპის ბაზარზე შესაძლოა არაკონკურენტუნარიანიც კი გამხდარიყო.

აშშ-ს მიერ ა/წლის 12 მაისს ინიცირებული ახალი ანტი-ირანული სანქციებით ჩვენს რეგიონს შანსი გაუჩნდა. სავარაუდოდ, დასავლური ენერგო-გიგანტები აღარ გააგრძელებენ ირანთან მოლაპარაკებებს „სამხრეთ ფარსის“ გაზის მსოფლიოში უდიდესი საბადოს ათვისების ირგვლივ და ისევ ცენტრალური აზია-კასპიისპირეთით და „სამხრეთის გაზის დერეფნით“ დაინტერესდებიან. ამით აიხსნება ბოლო პერიოდში აშშ-ს ადმინისტრაციის გახშირებული კონტაქტები ყაზახეთის ლიდერთან ნურსულთან ნაზარბაევთან. ფაქტიურად ირანის იზოლაცია სირიის კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებასაც დააჩქარებს, რადგანსირიის კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზადახლო აღმოსავლური ნახშირწყალბადების ევროპისკენ ტრანზიტის ახალ მარშრუტებსაცმიიჩნევენ.

ამავდროულად, აზერბაიჯანსა და საქართველოშიფაქტიურად დასასრულს მიუახლოვდა „დერეფნის“ შემადგენელი „სამხრეთკავკასიური გაზსადენის“ (SCP) გაფართოება, - აზერბაიჯანში SCP-ს 48-დიუმიანი მეორე პარალელური გაზსადენის და საქართველოში 2 ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია. გაფართოების შემდეგ, 2018 წლის ბოლოსთვის, „სამხრეთ კავკასიური გაზსადენი“ ბაქო-თბილისი-ერზერუმის მარშრუტით დამატებით 16 მლდ კუბ.მ აირის გატარებას შეძლებს.

ზემოაღნიშნულ მოვლენებს დაემთხვა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალბაირაკის 2018 წლის 11 მაისს გაკეთებული განცხადება, რომლითაც „დერეფნის“ უმთავრესი თურქულიშემადგენლის - 1850 კმ-იანი „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ (TANAP) ე.წ. ნულოვანი ფაზის - ერზერუმი -ესქიშეჰირის მილის მშენებლობა, ნაცვლად დაგეგმილი 19 ივნისისა, დასრულდება 2018 წლის 12 ივნისს. მშენებლობა 2015 წლის 17 მარტს თურქეთის პროვინცია ყარსში დაიწყო და ა/წლის 1 აპრილის მდგომარეობით TANAP-ის აქციონერებმა უკვე 5.6 მლრდ დოლარი დახარჯეს. ამ თანხის 70% საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული ფულია. სულ გაზსადენი 8 მლრდ დოლარამდე დაჯდება, რაც თავდაპირველად განსაზღვრულ საპროექტო ხარჯთაღრიცხვაზე (11.7 მლრდ დოლარი) 32%-ით ნაკლებია.

TANAP-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან რ. ერდოღანი და ი. ალიევი. ამ გაზსადენს კასპიისპირეთიდან შეავსებს „შაჰ-დენიზი 2“-ის საბადო, ხოლო მოგვიანებით მასში სხვა წყაროებიც შეიძლება ჩაერთონ. ამ ეტაპზე, 2 სატუმბი სადგურით გაზსადენის დაგეგმილი წლიური სიმძლავრეა 16 მლრდ კუბ.მ ბუნებრივი აირი 2020 წლისთვის. დამატებით 5 ახალი სატუმბი სადგურით მილის გამტარუნარიანობა გაიზარდება 24 მლრდ-მდე - 2023 წელს, და 31 მლრდ-მდე - 2026 წელს. შესაბამისად, შემცირდება რუსეთიდან თურქეთში გაზის იმპორტი, რომელმაც ორი გაზსადენით - „ცისფერი ნაკადით“ და „ტრანსბალკანური გაზსადენით“ 2017 წელს 28 მლრდ კუბ.მ აირი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 16.7%-ით აღემატება. ამასთან, გასულ წელს „ცისფერი ნაკადის“ გაზსადენით თურქეთში 15.6 მლრდ კუბ.მ რუსული აირის იმპორტი მოხდა, რითაც ეს გაზსადენი პირველად მიუახლოვდა თავის წლიურ საპროექტო სიმძლავრეს - 16 მლრდ კუბ.მ-ს.

ამჟამად TANAP-ის აქციონერები არიან: „სოკარ თურქ ენერჯი“ (7%), „აზერბაიჯანის სამხრეთ გაზის დერეფნის კომპანია“ (SGCC - 51%), თურქეთის „ბოტაში“ (30%) და BP (12%). თავის მხრივ, „აზერბაიჯანის სამხრეთ გაზის დერეფნის კომპანიაში“ (SGCC) წილის 51%-ის მფლობელია აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო 49% ეკუთვნის ასევე სახელმწიფოს კუთვნილ „სოკარს“.„აზერბაიჯანისსამხრეთგაზისდერეფნისკომპანია“ (SGCC) ფლობს 6.7%-ს „სამხრეთკავკასიურ გაზსადენში“ (SCP)და 20%-ს „დერეფნის“ კიდევ ერთ პროექტში - „ტრანსადრიატიკულ გაზსადენში“ (TAP).

ამრიგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით SGCC-ს 51% ფლობს, დანარჩენი ეკუთვნის „სოკარს“, რომელიც თავის მხრივ მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია.ამ უკანასკნელს ეკუთვნის 10%-იანი წილები გაზის მომპოვებელი „შაჰ-დენიზის“ და „სამხრეთკავკასიური გაზსადენის“ (SCP) კონსორციუმებში.

ამრიგად, აზერბაიჯანი და თურქეთი თითქმის სრულად აკონტროლებენ კასპიისპირეთის ბუნებრივი აირის როგორც მომპოვებელ, ისე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. დასავლური ენერგო-გიგანტებიდან ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ მხოლოდ BP-ია წარმოდგენილი. იმედია ახალი ანტი-ირანული სანქციები ისევ მოაბრუნებს კასპიისპირეთისაკენ ისეთ ევროპულ და ამერიკულ გიგანტებს, როგორებიცაა, „შევრონი“, „ჰალიბარტონი“, „ე-ონი“, „ტოტალი“, “სტატოილ ჰაიდრო“ და ა.შ.

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ მთავარი მეტოქე

„დერეფნის“ პროექტების (SCP, TANAP, TAP) მთავარი მეტოქეა „გაზპრომის“ გაზსადენი „თურქული ნაკადი“. მისი მიზანია ბუნებრივი აირი ევროკავშირის სამხრეთ რეგიონებს უკრაინაზე გამავალი „ტრანსბალკანური“ და „ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ გაზსადენების გვერდის ავლით, შავი ზღვის ფსკერზე ჩადებული მილით, კრასნოდარის მხარიდან თურქეთის დაბა კიოკთან მიაწოდოს.

რუსული კომპანიის მიზანია 2019 წლისთვის, როდესაც ამოიწურება ე.წ. ტიმოშენკო-პუტინის მოსკოვ-ხარკოვის შეთანხმებები რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტზე, ჰქონდეს ევროპაში გაზის ექსპორტის უკრაინისგან ალტერნატიული მარშრუტები.

ამასთან, „გაზპრომი“ ძველი, საბჭოთა გაზის მილების მთლიანად მიტოვებასაც არ აპირებს. მას, მოკავშირე ბერძნული ენერგოკომპანიების მეშვეობით, სურს „ტრანსბალკანური გაზსადენის“ რევერსულად გამოყენებით, მასში 2019 წელს „თურქული ნაკადის“ მშენებარე მეორე მილით თურქეთში მიღებული გაზი გადაამისამართოს და ბალკანეთის ქვეყნები სამხრეთიდან მოამარაგოს. ამის პარალელურად, „გაზპრომი“, იგივე ბერძნული კომპანიების მეშვეობით, ცდილობს ააღორძინოს „პოსეიდონის“ გაზსადენის პროექტი და „თურქული ნაკადით“ მიღებული გაზის ნაწილის ტრანზიტით საბერძნეთისგავლით იტალიაში, კონკურენცია გაუწიოს ევროკავშირის „დერეფნის“ პროექტებს.

„თურქული ნაკადის“ მშენებლობა 2017 წლის თებერვალში დაიწო და 15.75 მლრდ კუბ.მ წლიური წარმადობის პირველი მილის, მთელი გაზსადენის სიგრძის 62%-ის, შავი ზღვის ფსკერით თურქეთამდე გაყვანა დასრულდა 2018 წლის 30 აპრილს. როგორც ამ თარიღიდან ჩანს, რუსული და ევროპული პროექტები თითქმის „ფეხდაფეხ“ მისდევენ ერთმანეთს. „თურქულ ნაკადშიც“, ისევე როგორც „დერეფნის“ TANAP-ში, 2019 წლის ბოლომდე იგეგმება იმავე სიმძლავრის მეორე პარალელური მილის გაყვანა, რაც ამ 31.5 კუბ.მ წლიური სიმძლავრის გაზსადენს TANAP-ის სერიოზულ კონკურენტად აქცევს. თანაც, თუ TANAP-ის კონსორციუმი გაზსადენის 31 მლრდ კუბ.მ წლიური წარმადობის მიღწევას 2026 წლისთვის გეგმავს, „თურქული ნაკადი“ ამ ნიშნულზე უკვე 2020 წელს მივა, რაც „დერეფნის“ სიცოცხლისუნარიანობას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ, „დერეფნის“ პროექტების რეალიზაცია დასაჩქარებელია.

დასკვნა

ამრიგად, ზემოაღნიშნული იძლევა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის რამდენიმე ყურადსაღები დასკვნის გამოთქმის შესაძლებლობას. კერძოდ:

- შემთხვევით არ დაემთხვა ერთმანეთს აშშ-ს მიერ ა/წლის 8 მაისს ინიცირებული ახალი ანტი-ირანული სანქციები და 11 მაისს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის დაანონსებული TANAP-ის ე. წ. ნულოვანი ფაზის - ერზერუმი-ესქიშეჰირის დაგეგმილზე ადრე - ა/წლის 12 ივნისს მწყობრში ჩადგომა. სავარაუდოდ, აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია თურქეთის „სატრანზიტო ჰაბის“ ამბიციებს კვლავ იზიარებს, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მოვლენების ურთიერთთანხვედრა;

- თურქეთში კვლავ დაიწყეს საუბარი 2018 წლის ზაფხულიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ოფშორული ღრმაწყლიანი საბადოების ათვისებაზე. ასეთი რთული გეოლოგიური სამუშაოების შესრულება მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე დასავლურ კომპანიას - „ჰალიბარტონს“, „ექსონ მობილს“, „შელს“, „ტოტალს“ შეუძლია, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს კომპანიები აღარ ითანამშრომლებენ ირანთან და მათ განაახლეს თურქეთთან დიალოგი;

- ახალი ანტი-ირანული სანქციები დასავლურ ენერგო-კომპანიებს კვლავ კასპიისპირეთისაკენ შემოაბრუნებს, რისთვისაც ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანთან ერთად, საქართველოს შესაბამისი უწყებებიც მზად უნდა იყვნენ.

 

 

ნანახი?- 1986

arichopra 2

2018-05-17 16:18:42

შიშალა მსოფლიო!

arichopra 2

2018-05-17 16:19:08

შეიშალა მსოფლიო!

arichopra 2

2018-05-17 16:28:21

https://www.youtube.com/watch?v=UEu_jJvxvnY

arichopra 2

2018-05-17 18:18:36

ყველა მხრივ მასიურ შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე! ნახეთ ვინ ან რამ გაიმარჯვა წლევანდელი ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე?! ყველაფერი გამიგია მაგრამ ეს რა იყო კაცოო?! https://www.youtube.com/watch?v=zwNd-h9WMIg

ჩვენი მრავალხმიანი და მართლა მუსიკა ფინალშიც კი ვერ გავიდა...???!!!

მეგრელი

2018-05-17 19:18:31

დასავლური ენერგო-კომპანიები სავარაუდოდ შეწყვეტენ ირანთან ურთიერთობებს, ვინაიდან მათთვის აშშ-ს ენერგეტიკულ სექტორთან თანამშრომლობა ბევრად მომგებიანია./// ამერიკული WTI ნავთობი უფრო ძვირია ვიდრე ირანული თუ ვენესუელის ნავთობი. მომგებიანი როგორ იქნება.

თუმცა, ზარალიც სარგძნობია. ბოლო დროს, ნახშირწყალბადების მსოფლიო ბაზარზე ფასების აღმავალი ტრენდიც უწყობს ხელს //// თუ ზარალი სარგძნიბია მაშინ ისევ ვუბრუნდები წინა ფრაზას მომგებიანი როგორ იქნება.

ახალი ანტი-ირანული სანქციები დასავლურ ენერგო-კომპანიებს კვლავ კასპიისპირეთისაკენ შემოაბრუნებს/ // რატომ? მათთან ხომ უფრო მომგებიანია აშშ-ს ენერგეტიკულ სექტორთან თანამშრომლობა თან ბევრად.

ეს ერთი.
მეორე.
2015 წლის ბოლოს რესპუბლიკელი კონგრესმენი ტექასის შტატიდან ჯო ბარტონი აცხადებს , რომ ამერიკის ნავთობი ევროპიდან განდევნის რუსულ, ირანულ და საუდის ნავთობს.მაგრამ მაშინდელი ფასი ამერიკული ნავთობის იყო ძვირი. თან ამერიკული ნავთობის ექსპორტი იყი აკგძალური 40 წელი. ობამამ 2016 წ. ბიუჯეტის პროექტში შეიყვანა ნავთობის ექპოპრტიდან შემოსავლები. მაგრამ ვიმეორებ ფასი იყო დაბალი . ამერიკული ნავთობის ექსპორტი რომ გახდეს მომგებიანი ფასმა უნდა მოიმატოს . ამისთვის რა არის საჭირო? ვფიქრობ საჭიროა ევროპაში იაფი ერაყული , ირანული და ს/ირიული ნავთობის შემცირება. ეს მოხდება მაშინ როცა დაიწყება ბათქა-ბუთქი. ერთხელ დავპოსტე და ვადასტურებ ახლო აღმოსავლეთში ომი კიდევ დიდხანს იქნება.

ირანს უკავშირდება რაზეც ადრე დავპოსტე ვისაც ახსოვს ერევნული ,, გაზაფხული. ახალი მინისტრები დაასახელა ფაშინიანმა. გაეცანით საიდან მოვიდნენ და რატომ უკავშირდება ეს ირანს.



serapina

2018-05-17 20:25:00

აჰ, ვხვდებით ნელ-ნელა, რომ ჩვენ ის კი არა ვართ,რაც ჩვენ გვგონია(ან სინამდვილეში ვართ)...
არამედ ის,როგორი მივაჩნივათ ევროატლანტიკურ სივრცეს?!

ამის შემჩნევა,მაშინაც შეიძლებოდა ამერიკულ პ/რესაში რომ შორენა ბეგაშვილი,როგორც ქართველი ქალის ემანსიპაციის სიმბოლო,წარმოაჩინეს.
ვისაც ამ ქვეყნის ესმის,იმათთვის ეს, ქართველი ქალის დაკნინების მცდელობა იყო...

ქართულ მედიასივრცეს მიშტერებული და უვარგისი სკოლისის (და უმაღ/ლესი სკოლის) ამარა დარჩენილი ახალგაზრდებისათვის, "მისაბაძი მაგალითი" შექმნეს... ახალი "ქართველი ქალი"...

ასე რომ ჩვენი სიმღერა, ვის რაში აინტერესებს?!
როცა სახელმწიფო არ გვაქვს,რა გვემღერება?!

arichopra 2

2018-05-17 21:29:32

აგერ დავით უსუფაშვილი პალიტრაზე, ქალბატონ ემა ტუხიაშვილთან, 360 გრადუსში აწვება ბოლომდე თავის რესპუბლიკურს, დემაგოგიურს! აშკარად დაუფარავად პატრიოტულ ძალებს უტევს, გმობს მათ მოქმდებას და იცავს უმცირესობებს. მაგრამ ვისგან იცავს? მათ ვიღაცისგან დაცვა კი არა, უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისგან დაცვა სჭირდებათ!!! მიედ-მოედება რაღაცას უშნოთ! სამარცხვინოა!

arichopra 2

2018-05-17 21:37:39

ვეღარ გავუძელი, გადავრთე ტვ-1-ზე. აქ კიდევ ლევან ჩხაიძე გაქანებული ე.წ. "ევროპული ღირებულებების დამცველი" ესაუბრება ვიცე სპიკერ ჩუგოშვილს! იმ ე. წ. მეორე (სინამდვილეში პირველს)მხარეს არავინ არაფერს ეკითხება. აი ასეთი "პატრიოტული" ტელევიზიები გვაქვს!

arichopra 2

2018-05-17 21:45:49

აგერ ახალი ამბავი, თურმე ლგბტ პირბს და მათ დამცველებს "გამოუკვლევიათ" და მოიპოვეს საბუთებიო, რომო დიმიტრი ლორთქიფანიძე ეს უმწიკვლო და სამშობლოსთვის თავდადებული კაცი ყოფილაო რუსეთის აგენტი რომელიც ნეოფაშისტურ ორგანიზაციებს აყალიბებს და ხელმძღვანელობსო, გვაუწყებს ცრუსთავი-2. რა ვქნა, გამოვრთე ტელევიზორი!
რატომღაც კი არ მეტირება, მეცინება! ალბათ მეც გავგიჟდი!

arichopra 2

2018-05-17 21:46:41

ერთი ნატალი გამოჩენილიყო კარგი იქნებოდა... მაგრამ სადაა?!

natali

2018-05-18 00:17:18

არიჩოპრა, აქ ვარ, მაგრამ იქეთ დავპოსტე:) აგერ გადმოვაკოპირებ

natali

2018-05-18 00:19:21

მე რა ვქნა, მეე არცერთი მხარე რომ არ მომწონს? ან ეს მსვლელობები რაღაა. ვიღაც ბუტკა ქალი რაღაც შეჯღანული კაბით გამოდის და ამბობს, მე მინდა აი ასე ეცვათ ახალგაზრდებს და არა დახეული ჯინსებიო. არავინ არ ეუბნება რა შენი ხის თავის საქმეა ვინ რას ჩაიცმევს, შენზე ვინმე ძალადობს და გაცმევს დახეულ ჯინსს? ხოდა ის მეორე მხარე ამით სარგებლობს და ეუბნება ახალგაზრდას, აი აქაა თავისუფლებაო. ის ბავშვიც ვერ ტვინავს და მიდის იქეთ. ორივე მხარეს არიან დასასჯელები, ფაშისტებიც და ის გოგოც, მემორიალზე რომ ცეკვავდა. დააჯარიმონ მაინც.

natali2018-05-17 18:40:34
იდეოლოგია არაა ქვეყანაში. პროპაგანდას ძალადობით ვერ აჯობებ, პროპაგანდას პროპაგანდით უნდა დაუპირისპირდე. სადაა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა? ცალ მხარეს გაბრუებული ნარკომანები, მეორე მხარეს ყანწებნაყლაპი, ღვინით გამსკდარი ღიპგადმოგდებული სადღეგრძელოებში პატრიოტად თავმოწონებული, ლექსების მაგარი წამკითხველი ღიპგადმოგდებული დორბლიანი ჯიგარი. სადაა ჯანსაღი ცხოვრების საშუალება? რა ღირს ფიტნესკლუბებში შესვლა, აუზზე აბონიმენტი? რამდენს აქვს ამის საშუალება? რით გაერთოს ახალგაზრდა

arichopra 2

2018-05-18 07:29:10

ცოცხალი ხარ გოგო?! მადლობა ღმერთს!

salte

2018-05-19 07:05:19

იპოვნეთ ათი განსხვავება :ამერიკული ფიტნეს კლუბი თვეში 10 $. ქართული 180ლარი

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80