აქციები, კონტრაქციები და კონტრაქციის კონტრაქციები

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

აქციები, კონტრაქციები და კონტრაქციის კონტრაქციები

აქციები, კონტრაქციები და კონტრაქციის კონტრაქციები
მარიამ თოდაძე

2018-05-17 23:04:27

17 მაისის მრავალრიცხოვანმა აქციებმა, სადაც სხვადასხვა მრწამსის ადამიანები გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დემონსტრირებას ახდენდნენ, შეიძლება ითქვას, ვნებათაღელვით, მაგრამ მთლიანობაში, მშვიდობიანად ჩაიარა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია იმით დასრულდა, რომ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისინი ტერიტორიიდან სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების თანხლებით გაიყვანეს. აქციის მიმდინარეობისას ინციდენტიც მოხდა ერთ-ერთმა მოქალაქემ აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.

არ იგეგმებოდა, მაგრამ თბილისში, საღამოს, ერთდროულად, რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა - ლგბტ-საზოგადოების უფლებების დამცველები ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ; ნაციონალისტები - კონტრაქციას მართავდნენ. კონტრაქციის მონაწილეები – ძირითადად „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილი. ნაციონალისტებს პოლიციამ ალყა შემოარტყა, რომლის გარღვევასაც ისინი პერიოდულად ცდილობენ.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“, რომელიც ლგბტ-საზოგადოების უფლებებს იცავს, სპონტანური აქცია მოაწყო - „არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზმს“. როგორც ცნობილია, ხუთშაბათს დაგეგმილი მასობრივი აქცია არ უნდა შემდგარიყო - ორგანიზაციის წევრებმა ასეთი გადაწყვეტილება, მიიღეს რათა ხელი არ შეეწყოთ „დაინტერესებული პირების“ მხრიდან არეულობისა და დაძაბულობისათვის.

გარდა ამისა, 17 მაისს, საქართველოში ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავენ და ამ თარიღთან დაკავშირებით დღისით მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლმა მიიღო მონაწილეობა.

პარალელურად, „თანასწორობის მოძრაობამ“ სამთავრობო უწყებებთან – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, შსს-სთან და უცნობი ჯარისკაცის საფლავთან რამდენიმე მცირერიცხოვანი აქცია გამართა.

მოძრაობის წევრები საქართველოში ლგბტ-საზოგადოების წევრთა პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას და ქვეყანაში ფაშიზმისა და ნაციონალურ-სოციალიზმის იდეოლოგიის მომხრე ორგანიზაციის გააქტიურების გამო შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვდნენ. თუმცა დღის ბოლოს ყველაფერი აირია და სავარაუდოდ, კონტრაქციის კონტრაქციაც მოეწყო.

ოპოზიციის კონსერვატორული ფრთა მსგავს აქციებს ხელისუფლების სისუსტედ აფასებს. „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ათიათასობით ქართველის გამოსვლა თბილისის ცენტრში იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი, რომელოთაც ქართველმა ხალხმა რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის მიერ დაგეგმილ სპექტაკლს სილა გააწნა.

პარტიის ლიდერი კახა კუკავა აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა სხვადასხვა უმცირესობების, ნარკოდამოკიდებული პირების და აგრესიული ლიბერალების აქცია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იყვნენ „პროგრესული თაობა“ და უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ „ბნელ“ ქართველ ერს.

„ივანიშვილის ოჯახის (ბერას) მიერ გამოქვეყნებულმა კლიპმა კი ფარდა ახადა ამ აქციების ნამდვილ მიზანს - ნარკოტიკების ლეგალიზაციას საქართველოში. დღევანდელი დღე იყო ქართველი ერის და ბერის მკაფიო დემონსტრაცია, რომ ტრადიციული ფასეულობები საქართველოში არის ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ურყევი ფუნდამენტი და ის, რომ ნარკოტიკებისა და სხვა გარყვნილების ლეგალიზაცია საქართველოში არასოდეს მოხდება“, - განაცხადა კახა კუკავამ.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს ხელისუფლება და თვლის, რომ სახელმწიფოს და შსს–ს მხრიდან ყველაფერი იყო გაკეთებული, ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლების დასაცავად.

„ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო მოწოდების სიმაღლეზე და ის შეხვედრები, რაც შედგა, სრულად უზრუნველყოფდა გამოხატვის თავისუფლებას“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე -სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

დღის განმავლობაში განხილვის თემა იყო ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ჩაშლილი აქცია - ჩუგოშვილის განმარტებით, ყველას უფლება იქნებოდა დაცული, თუმცა ვერავის დააძალებენ ძალით მოახდინონ შეკრება.

„ისიც მესმის, რომ ამ თემის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღარ ჩაეტარებინათ აქცია სხვა ფაქტორების გამო, იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ განცდა 100%-ით დაცულობის, ვინაიდან სხვადასხვა აქციებიც იმართებოდა. თუმცა, ამას ჩვენ ვერ დავაბრალებთ შსს-ს და სახელმწიფოს. სახელმწიფოსგან გარანტიები ჰქონდა ყველა ჯგუფს, რომ გამოხატვის უფლება სრულად იქნებოდა დაცული. ეს გარანტიები გუშინ საჯაროდ იქნა შსს-ს მხრიდან მიცემული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ასე არ ფიქრობს საპარლამენტო ოპოზიცია და მთავრობა დაადანაშაულა ლგბტ საზოგადოების უფლებათა დამცველი აქციის ჩაშლაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის რომან გოცირიძის შეფასებით, მთავრობა არის დამნაშავე იმაში, რომ ის ვერ იცავს კონსტიტუციას, არ აძლევს ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალებას, როგორიც არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.

„რომ ამბობს, რომ დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება და დაცინვა“, - განაცხადა გოცირიძემ და ჟურნალისტებთან საუბრისას დასძინა, რომ მოძალადების მხრიდან პოლიციის კორდონით დაცული მეორე მხარე არაფერს ნიშნავს.

„მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდონს მიღმა. დაშორიშორება კი არ არის ხელისუფლების ამოცანა, ხელისუფლების ამოცანა არის კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის უფლების დაცვა. ხელისუფლებამ შექმნა ზონდერ ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები. მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალის გამოყენების უფლება, როდესაც ამ უფლებას ვერ იყენებს, ამას იყენებს ბრბო და აგრესიული ადამიანები და სწორედ აგრესიული ადამიანების ზემოქმედების შედეგად ვერ გამოდიან სხვა სახის აქტივისტები ქუჩაში. ამას მიაღწია დღეს ხელისუფლებამ. ამ პროცესებში პირდაპირ ბრალი მიუძღვის მთავრობას“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას ათეულობით ადამიანი დააკავა, ვინც აქციის მონაწილეთა მიმართ აგრესიას გამოხატავდა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

„განვითარებული საზოგადოების მაჩვენებელი არის ის, რომ ადამიანს, რეალურად თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის არ უნდა სჭირდებოდეს რაღაც ზედმეტი, დამატებითი ბერკეტები და გარანტიები. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და არის უზრუნველყოფილი, ჩვენ ეს ვნახეთ რამდენიმე დღის წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება და ჩაეტარებინათ შესაბამისი აქცია, ყველაფერი გაკეთდებოდა იმისთვის, რომ უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული“ ,- განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, ყველაზე ცივილიზებული საზოგადეობა არის ის საზოგადოება, რომელიც აფასებს ერთმანეთის განსხვავებულობას, იღებს ყველა ადამიანს ისეთს, როგორიც არის.

„დარწმუნებული ვარ, ამ გზით მივდივართ და შევძლებთ საზოგადოებაში მთლიანად დავამარცხოთ შიში. ჩვენ ვნახეთ, რომ მაშინ, როდესაც რეალურად არსებობდა დაპირისპირების საშიშროება, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

ნანახია - 1300

papa

2018-05-18 04:07:16

დონალდ ტრამპი: გეი ქორწინება ბოროტებაა, მისი ადგილი ამერიკაში არაა, ამერიკა ეკუთვნის ღმერთს!
-+

16 მაისი. 2018. 00:59

ლგბტ-საზოგადოების დამცველები წუხან იმის გამო შეცვლის თუ არა აშშ-ს ახალი პირველი პირი ყოფილი პრეზიდენტი ობამას მიერ აღებულ გეზს უმცირესობათა თანასწორობის საკითხებში. ჯერ კიდევ კანდიდატობის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის კატეგორიოულად ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.

ტრამპის განცხადება ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ეწინააღმდეგება ვიცე პრეზიდენტის, ინდიანას გუბერნატორ მაიკ პენსის პოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა რელიგიის თავისუფლების კანონპროექტს 2015 წელს, თუმცა შემდეგ შეცვალა იგი უარყოფითი გამოხმაურების გამო. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა რომ ის იფიქრებდა ისეთ მოსამართლეების დანიშვნაზე რომლებიც გააქუმებდნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქორწინებასთან დაკავშირებით.

პარასკევს შუადღეს ადამიანის უფლებათა დამცველმა Chad griffin-მა განაცხადა, ‘’თუ პრეზიდენტ ტრამპს ჭეშმარიტად სწამს ქვეყნის გაერთიანების, სწორედ ახლა არის დრო რათა ნათელი გახდეს იქნება თუ არა ის ლგბტ საზოგადოების მოკავშირე, ბრძოლაში სრულ თანასწორობასთან დაკავშირებით.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80