„ქართული მარში“ ხელისუფლებას ემუქრება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„ქართული მარში“ ხელისუფლებას ემუქრება

„ქართული მარში“ ხელისუფლებას ემუქრება
მარიამ თოდაძე

2018-05-17 23:16:05

„ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქცია მათი ლიდერების დაკავებით დასრულდა, თუმცა „ქართული მარში“ შედეგს არ ეგუება და ხელისუფლებისგან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვით იმუქრება.

„ქართული მარშის“ წევრებს არ დაუკონკრეტებიათ ვადა, თუ რომელ საათამდე მისცეს ხელისუფლებას დრო, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი დაკავებული ლიდერები და თანამოაზრეები უახლოეს საათებში უნდა გათავისუფლდნენ.

როგორც „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ აქციაზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სხვა რადიკალურ ფორმებს გამოიყენებენ.

„ქართული მარში სრულ მობილიზაციას დაიწყებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. თუ 2 საათში ისინი არ იქნებიან გათავისუფლებული, პროტესტის სხვა ფორმებზე გადავალთ და შემდეგ ყველა ჩვენგანის დაკავება მოუწევთ“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში შს სამინისტრომ 30-მდე პირი განყოფილებაში გადაიყვანა, რომელთა ნაწილიც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 22 წლის მამაკაცს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, აღნიშნული მამაკაცი დაკავებულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

მთლიანობაში, დაკავებულთა და გამოკითხვაზე გადაყვანილთა რაოდენობა 100-მდე ადამიანს შეადგენს. 100-დან ნაწილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ნაწილი კი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

„ქართული მარშის“ დაკავებული თანამოაზრეები, მათ შორის გია კორკოტაშვილი, პოლიციის განყოფილებებში დღის 4 საათისთვის მიიყვანეს. დღის განმავლობაში დაკავებული ათობით ადამიანიდან ნაწილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ნაწილი კი გამოკითხვის მიზნით აიყვანეს. ასეთი სულ 5 პირი იყო, მათ შორის გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი და სხვები.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია კორკოტაშვილმა ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილება დატოვა. მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განყოფილების სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა.

ნანახია - 1834

arichopra 2

2018-05-17 23:28:49

იმ 22 წლის მამაკაცს სახელი და გვარი არ ააქვს?! თავს დაესხა კი არა ის არ გინდათ?! ალბათ მოსდო ერთი და სულ ეგ იქნებოდა! რა არ ეკუთნოდა თუ?!

arichopra 2

2018-05-17 23:31:52

ახლა წავიკითხე. 15 წლის ყოფილა ეს ბიჭი! მომეცა იმედი, ვერ დაამკვიდრებენ ლიბერალები თავის გაუკუღმართებულ იდეოლოგიას!

serapina

2018-05-18 00:02:57

მე,ამ "ქართული მარშის" საწინააღმდეგო,არაფერი მაქვს(შორიდან). ყველა ჯგუფს პატივი უნდა ვცეთო,ხომ გაიძახიან ეს ასო-ები. ..აჰა,გამოჩნდება!

ძალიან მოხარული ვიქნებოდი, ეროვნული იდეების მქონე ადამიანების გაერთიანებას რომ ვხედავდე...

მაგრამ, ამ ვირეშმაკოლოგების საპასუხოდ,ასე ქუჩებში გამოვარდნა, არ არის სწორი სტ/რატეგია
ამათ,ამ გზებით ვერ მოუგებთ და ყოველ სხვის წაგებას, ვირეშმაკოლოგები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ,ესეც გახსოვდეთ.
ხოლო,ყველა წაგება,უფრო მეტ უიმედობას აჩენს,წესიერ ქართველ ადამიანში!
ასეთი გზებით, პ/რივილეგირებულ ქართველ მონას,ვერავინ დაამარცხებს.

ეს,რაც ზუსტად ვიცი.

papa

2018-05-18 00:20:37


დონალდ ტრამპი: გეი ქორწინება ბოროტებაა, მისი ადგილი ამერიკაში არაა, ამერიკა ეკუთვნის ღმერთს!
-+

16 მაისი. 2018. 00:59

ლგბტ-საზოგადოების დამცველები წუხან იმის გამო შეცვლის თუ არა აშშ-ს ახალი პირველი პირი ყოფილი პრეზიდენტი ობამას მიერ აღებულ გეზს უმცირესობათა თანასწორობის საკითხებში. ჯერ კიდევ კანდიდატობის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის კატეგორიოულად ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.

ტრამპის განცხადება ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ეწინააღმდეგება ვიცე პრეზიდენტის, ინდიანას გუბერნატორ მაიკ პენსის პოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა რელიგიის თავისუფლების კანონპროექტს 2015 წელს, თუმცა შემდეგ შეცვალა იგი უარყოფითი გამოხმაურების გამო. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა რომ ის იფიქრებდა ისეთ მოსამართლეების დანიშვნაზე რომლებიც გააქუმებდნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქორწინებასთან დაკავშირებით.

პარასკევს შუადღეს ადამიანის უფლებათა დამცველმა Chad griffin-მა განაცხადა, ‘’თუ პრეზიდენტ ტრამპს ჭეშმარიტად სწამს ქვეყნის გაერთიანების, სწორედ ახლა არის დრო რათა ნათელი გახდეს იქნება თუ არა ის ლგბტ საზოგადოების მოკავშირე, ბრძოლაში სრულ თანასწორობასთან დაკავშირებით.

natali

2018-05-18 01:14:00

რა ვქნა, მეე არცერთი მხარე რომ არ მომწონს? ან ეს მსვლელობები რაღაა. ვიღაც ბუტკა ქალი რაღაც შეჯღანული კაბით გამოდის და ამბობს, მე მინდა აი ასე ეცვათ ახალგაზრდებს და არა დახეული ჯინსებიო. არავინ არ ეუბნება რა შენი ხის თავის საქმეა ვინ რას ჩაიცმევს, შენზე ვინმე ძალადობს და გაცმევს დახეულ ჯინსს? ხოდა ის მეორე მხარე ამით სარგებლობს და ეუბნება ახალგაზრდას, აი აქაა თავისუფლებაო. ის ბავშვიც ვერ ტვინავს და მიდის იქეთ. ორივე მხარეს არიან დასასჯელები, ფაშისტებიც და ის გოგოც, მემორიალზე რომ ცეკვავდა. დააჯარიმონ მაინც.


იდეოლოგია არაა ქვეყანაში. პროპაგანდას ძალადობით ვერ აჯობებ, პროპაგანდას პროპაგანდით უნდა დაუპირისპირდე. სადაა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა? ცალ მხარეს გაბრუებული ნარკომანები, მეორე მხარეს ყანწებნაყლაპი, ღვინით გამსკდარი ღიპგადმოგდებული სადღეგრძელოებში პატრიოტად თავმოწონებული, ლექსების მაგარი წამკითხველი ღიპგადმოგდებული დორბლიანი ჯიგარი. სადაა ჯანსაღი ცხოვრების საშუალება? რა ღირს ფიტნესკლუბებში შესვლა, აუზზე აბონიმენტი? რამდენს აქვს ამის საშუალება? რით გაერთოს ახალგაზრდა

papa

2018-05-18 03:58:50

მე,ამ "ქართული მარშის" საწინააღმდეგო,არაფერი მაქვს(შორიდან). ყველა ჯგუფს პატივი უნდა ვცეთო,ხომ გაიძახიან ეს ასო-ები. ..აჰა,გამოჩნდება!

ძალიან მოხარული ვიქნებოდი, ეროვნული იდეების მქონე ადამიანების გაერთიანებას რომ ვხედავდე...

მაგრამ, ამ ვირეშმაკოლოგების საპასუხოდ,ასე ქუჩებში გამოვარდნა, არ არის სწორი სტ/რატეგია
ამათ,ამ გზებით ვერ მოუგებთ და ყოველ სხვის წაგებას, ვირეშმაკოლოგები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ,ესეც გახსოვდეთ.
ხოლო,ყველა წაგება,უფრო მეტ უიმედობას აჩენს,წესიერ ქართველ ადამიანში!
ასეთი გზებით, პ/რივილეგირებულ ქართველ მონას,ვერავინ დაამარცხებს.

100%...გეთანხმები


იმიტომაც ვიძახი ამ ბრძოლაში საქართველო წააგებს მეთქი...
ირგვლივ უამრავი მტრები გვყავს(ტელევიზიების თამადობით)ესენი კიდევ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ
ტელევიზიებზე კიდე ხომ ლაპარაკიც აღარ შეიძლება--სპეციალურად ისეთ სიუჟეტებს უშვებენ სიტუაცია რომ უფრო დაამძიმონ(კიდე დამძიმება უნდააა?) ეხლა ამ ტელევიზიებს, რაც მეტ აურზაურს აჩვენებენ, მით უფრო მაგარ მაყუთს აძლევენ--ასმაგად უხდიან --ესენი კიდევ სამშობლოს გაყიდვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან...წავიდააააა
მერე იტყვიან ქართველი ხალხი, ასეთია ისეთიაო.. ამ ტელევიზიებით მასიურად ათაყვანებენ ხალხს, მასიურად და რას ელით მერე ასეთი საზოგადოებისაგან (ან კი სადღაა საზოგადოება?)

1234

2018-05-18 04:21:57

მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემიზმი ერთმანეთს კვებავდა და კვებავს. ამიტომ ხელისუფლებამ არ უნდა წაახალისოს და უნდა აღკვეთოს მემარცხენე ლიბერალ-ანარქისტები და მემარჯვენე მოფაშისტო ელემენტებიც. ამაში უნდა იხელმძღვანელონ პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებით და არა ასო-ების და თავხედი უცხო ქვეყნის ელჩების ჩაგონებებით. ისინი პირველ რიგში თავისი ქვეყნების ინტერესების (ელჩები) და დამფინანსებლების (ასო-ების შემთხვევაში) გამტარებლები არიან რაც ყოველთვის თანხვედრაში არ მოდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან.
მაგალითად, საფრანგეთმა და გერმანიამ დაბლოკეს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გეგმის მინიჭება 2008 წელს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე (კარგად იცოდნენ რომ ეს პუტინის აგრესიას უხსნიდა ხელფეხს საქართველოში) და იგივეს აგრძელებენ დღესაც. საქართველომაც იგივე უნდა გააკეთოს. მიიღოს ის დახმარება და რეკომენდაციები რაც მისაღებია და უარყოს ის რაც მიუღებელია მისი ეროვნული ინტერესებისთვის. დღეს ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ კრიზისშია, და ამას ნარკო ეპედიმიაც ემატება. შესაბამისად ყველა ასო რომელიც ღიად თუ შენიღბულად შობადობის კონტროლს და აბორტს უწევს რეკლმას ქალთა უფლებების დაცვის საფარ ქვეშ, ან ნარკოტოპოლიტიკის "ლიბერალიზაციას" ინდივიდუალი თავისუფლების/არჩევანის დაცვის საფარ ქვეშ, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. Iგივე ეხება მოფაშისტო ჯგუფებს და მათ ფამფინანსებლებს. ქვეყანაში რომელმაც 300,000 ათასი ქართველი შესწირა ფაშიზმის დამარცხებას, სვასტიკიანი გაბრიყვებული ჯეელები არ უნდა დარბოდნენ. ესეც საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

serapina

2018-05-18 09:57:00

1234,
დიახ,სრულიად გეთანხმები!

serapina

2018-05-18 10:03:02

ქალთა უფლებებზე საუბარი თუ ვინმეს უნდა, უმ ათასობით ქალზე ისაუბროს,ევროპაში რომ უმძიმეს პირობებში მუშაობს,რომ საქართველოში ოჯახი არჩინოს.
...ბევრმა ვერ გაუძლო!
2 დღის წინ იტალიაში, ახალგაზრდა ქართველმა ქალმა,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რამდენი ასეთი,რაც ვიცი...
და კიდევ,რაც არ ვიცი,ასეთიც იქნება ცხადია.
ამ ქალებზე არ საუბრობენ?!
სამაგიეროდ, ვიღაც ნუტ/რუკი რომ დალევს და ვერ შეირგებს... იქ აწიწინდებიან,ძალადობის მსხვერპლიო!
სანამ ივანიშვილი და მისი გუნდი,ამ ასო-ებს კანონის ძალით არ შეაჩერებენ,მანამდე იქნება მათი პოლიტიკა,სააკაშვილის პოლიტიკის გაგრძელება!
...და ხალხისა და ქვეყნისათვის დამანგრეველი.

ცუგო

2018-05-18 10:19:18

natali, კარგია რომ გამოჩნდით, წარმატებები...

lamorac

2018-05-18 10:45:39

სულ ერთი წუთით, ასეთი რამ წარმოვიდგინოთ. სულ ათიოდე დღით, ყველა ტელევიზია რომ გაჩერდეს, როგორ გგონიათ რა მოხდება? მოხდება ის, რისიც ასე უკიდურესად, გავარდნილ ტყვიასავით ეშინიათ იუდას ნაშიერთ, ვაი თუ ქართველმა ერმა ლეთარგიული ძილიდან გამოღვიძება და აღორძინება დაიწყოს. როგორც ბელიარს ჯვრის, ისე ამათაც აშინებთ და აძრწუნებთ სწორედ ამისი.

ცუგო

2018-05-18 13:11:51

lamorac, ოქროს სიტყვებია ...

გორელი ვარ

2018-05-18 14:31:31

ეს წაიკითხეთ და გაარკვიეთ ამდენი ვართ თუ არა და რმდენი მილიონი გავიდა საქართველოდან და რამდენი შემოვიდა უცხოელი ანუ პოტენციური ამომრჩეველი ე. წ. საქარტველოს მოქალაქე.

გორელი ვარ

2018-05-18 14:31:53

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493793-saqstatis-informaciith-saqarthvelos-mosakhleoba-daakhloebith-3-721-000-s-sheadgens.html

serapina

2018-05-18 18:55:14

lamorac,
ეს,ჩვენი ტელევიზიები "თანამედროვე შელოცვის საშუალებაა"!
არ ესმის ამ ხალხს,თორემ მართლა რა გახდა, ტელევიზორის გამორთვა?!
ოცი წლის წინაც, ინგა ყეფდა ტელეეკრანზე და ახლაც ეს ყეფს(და ხალხს აჩხუბებს)...
ხოლო,ინგასნაირი დიპლომიანები, არალეგალებად მუშაობენ უცხოეთში.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80