ასადი, შესაძლოა, პუტინთან ერთად ცხინვალში ჩავიდეს
დაიჯესტი

ასადი, შესაძლოა, პუტინთან ერთად ცხინვალში ჩავიდეს

ასადი, შესაძლოა, პუტინთან ერთად ცხინვალში ჩავიდეს
"რეზონანსი"

2018-06-01 15:55:17

"ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის არაბთა რესპულიკის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში მიიწვია რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავზე, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ იტყობინება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი დინა გასიევა, რომლის ინფორმაციითაც, ანატოლი ბიბილოვი 19 აპრილს იალტაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე უკვე შეხვდა სირიის ეკონომიკის მინისტრს. ასევე, განიხილება ბიბილოვის სირიაში ვიზიტის საკითხიც. ბიბილოვმა ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლისთავზე ცხინვალში, ასევე, მიიწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ბოსნიის ტერიტორიაზე არსებული დე ფაქტო რესპუბლიკა სერბსკას ლიდერი მილორად დოდიკი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ასადი, შესაძლოა, პუტინთან ერთად ცხინვალში ჩავიდეს

"მიიღებს თუ არა ბაშარ ასადი ბიბილოვის შეთავაზებას და რა მოხდება, თუკი 26 აგვისტოს იგი მართალაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად აღნიშნავს სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლისთავს - ამის შესახებ "რეზონანსი" ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა.ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები, რომელშიც ჩართული აღმოჩნდა სირიის რესპუბლიკა, არის გამოხმაურება მსოფლიო თანამეგობრობის განცხადებებისა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. თუ ბაშარ ასადს იმის დრო აქვს, რომ ცხინვალში ჩავიდეს, ჩავიდეს. ალბათ ეს საკითხი მოსკოვთან არის მოგვარებული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასასიამოვნო ფაქტი იქნება. ოპოზიციას კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, გააკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ, პრინციპში, ეს მთავარი არ არის. მთავარია, კიდევ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსკოვში", - აღნიშნავს გამოცემა.

"უკვე ვნახეთ სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ახლა ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პუტინისა და ასადის შესაძლო მონაწილეობით... რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს მრავალი მიზეზი აქვს: საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურება, სტარსბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესი. საქართველოს ხელისუფლება შეიძლება ბევრი აკრიტიკო, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოსთან ძალიან კარგად იმუშავა და შედეგიც დადებითი იქნება, რაც აღიზიანებს რუსეთს. რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იყო 26 მაისის ღონისძიებაც, რომელსაც მსოფლიოს ლიდერები დაესწრნენ და ქართველ ხალხთან ერთად აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. სწორედ ამის საპასუხოდ ხდება ის, რომ სირიამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა; ცხინვალში გაიმართება ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლისთავის ღონისძიება - აი, ამით გვიპასუხა რუსეთმა, შემდგომი ნაბიჯები რა იქნება, არ ვიცით", - განაცხადა "რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ", - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბაშარ ასადი მიიღებს ცხინვალის შეთავაზებას, ეს კიდევ ერთხელ ნათელს გახდის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თუ ვინ დგას რუსეთის გვერდით საქართველოს ამ ორი ისტორიული რეგიონის აღიარების საქმეში. ჩიტაძის აზრით, სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში არ ჩავა. მოიმიზეზებს, რომ მის ქვეყანაში სამოქალაქო ომია, შემოიფარგლება მხოლოდ მილოცვის წერილით. იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩავა ცხინვალში, ეს საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნეგატიურად განაწყობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეჟიმების მიმართ, რომ ისინი თანამშრომლობენ ბაშარ ასადთან. ეს იქნება იმის დადასტურებაც, თუ რანი არიან მარიონეტული რეჟიმები და კიდევ ერთხელ ნათელს გახდის, ვინ დგას რუსეთის გვერდით საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში", - წერს სტატიის ავტორი.

ნანახი?- 287

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80