ვინ წავა კომპრომისზე

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

ვინ წავა კომპრომისზე

ვინ წავა კომპრომისზე
მარიამ თოდაძე

2018-06-04 21:30:44

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით გუშინ გაიფიცნენ. მათ შიმშილობა დაიწყეს. დღეს თბილისის მეტრო გაჩერდა, რადგან ღამენათევმა მემანქანეებმა განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნას, რომელსაც მათ მეტროპოლიტენი შინაგანაწესით უწესებს. ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა. გაფიცულ მემანქანეებს საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა თბილისის მერიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სატრანსპორტო კომპანიიის ინფორმაციით მათი მზაობის შესახებ პროფკავშირებს წერილობით აცნობეს, თუმცა დასტური არ მიუღიათ.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაფიცვის უფლება მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აეკრძალათ.

31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ, თუმცა თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის. მეტროს თანამშრომლების თქმით, მათ ყველა გზა სცადეს საკუთარი მოთხოვნების დასაყენებლად, ბოლოს კი იძულებული გახდნენ გაფიცულიყვნენ. დღეის მდგომარეობით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მეტროს 240 მემანქანეა დასაქმებული.

„თბილისის მერიის პოზიცია ხისტი იყო“, - მიიჩნევს მმართველი გუნდის დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი.

მისივე განმარტებით, მერიას არ შეუძლია იმის თქმა, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა და ხელფასების მატებასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ არის სწორი და თუ მერიას საკმარისი თანხა არ აქვს, მაშინ ბიუჯეტი უნდა გაზარდოს.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბექა ნაცვლიშვილი თვლის, რომ მემანქანეებს სასამართლომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები შეუზღუდა.

მეტროს მემანქანეების უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს. ადვოკატის ლინა ღვინიანიძის განცხადებით, დავის გადასაწყვეტად აუცილებელია მოლაპარაკებები დაიწყოს მემანქანეებს, კომპანიასა და მერიას შორის.

„სხვა არჩევანი დამსაქმებელს არ აქვს. დედაქალაქის მერია უნდა აცნობიერებდეს და იცოდეს, რა არის გაფიცვის უფლება. გაფიცვის დროს ამგვარი მოქმედება არის კანონით დაცული“, -ამბობს ღვინიანიძე.

მემანქანეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კომპანიას, რომელიც მინუს 16 მილიონით ამთავრებს ყოველწლიურად თავის საქმიანობას, არ აქვს შესაძლებლობა 45%-იანი ხელფასების ზრდა განახორციელოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 1400-დან 1800 ლარამდე იღებენ ხელფასს.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ჩაერთოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოლაპარაკებებში, კალაძემ აღნიშნა, რომ უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა.

კალაძემ გაფიცვა უკანონო აქტად შეაფასა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით მემანქანეების დროებით გაფიცვის უფლება შეჩერებული ჰქონდათ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ დანამატებზე, რასაც მემანქანეები იღებენ, მათ აქვთ უფასო დაზღვევა; გარდაცვალების შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით დახმარება; უნაზღაურდებათ ავტობუსის მომსახურების საფასური 375 ლარის ოდენობით; დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით; ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი; ღამის საათების ანაზღაურება 20%-იანი დანამატით; სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი - დაახლოებით 250 ლ; მეცამეტე ხელფასი - 100% და ა.შ.

რაც შეეხება მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკას - 2013-2017 წლების მიხედვით: მემანქანე ინსტრუქტორებს 2013 წელს 1,824 ლარი ჰქონდათ; 2014 წელს -1,962 ლარი; 2015 წელს - 1,968 ლარი; 2016 წელს -2,046 ლარი; 2017 წელს კი - 2,158 ლარი.

რაც შეეხება ხაზის მემანქანეებს - 2013 წელს -1,605 ლარს იღებდნენ; 2014 წელს - 1,700 ლარს; 2015 წელს - 1,730 ლარს; 2016 წელს - 1,794 ლარს; ხოლო 2017 წელს - 1,827 ლარს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით კი, მათი ხელფასი 1400-1800 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც უფრო მეტია, ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია.

მართალია, ამის ფონზე ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორის ხელფასი, 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მისი ერთი თვის სარგომ 13 333,33 ლარი შეადგინა.

მეტროს მემანქანეები სახალხო დამცველის წარმომადგნელთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თათული თოდუამ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს.

თოდუას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც მემანქანეებს შეეზღუდათ სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება, არის საზიანო და საშიში პრეცედენტი. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ მემანქანეებს არ დაურღვევიათ კანონი, რადგან მათ გაფიცვა დაიწყეს არასამუშაო საათებში - ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვაზე ნაწილობრივ დაწესებული აკრძალვა არ დარღვეულა.

გაფიცვის შედეგად დედაქალაქის მერიამ ერთ დღეში უკვე მიიღო დაახლოებით 350 ათასლარიანი ზარალი - შედგება თუ არა მოლაპარაკებები და ვინ წავა კომპრომისზე უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეცენდენტი დედაქალაქში არ მომხდარა, რაც საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშნს აჩენს.

ნანახია - 663

leviko

2018-06-04 21:55:17

ხოდა ამიტ იზარალა ხალხმა რომლებიც წუხდნენ და ვერ მიდიოდნენ სამსახურში, ასე რომ მადლობა მეტროს გაწული შრომისთვის,

papa

2018-06-04 22:32:34

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეცენდენტი დედაქალაქში არ მომხდარა, რაც საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშნს აჩენს.


რად უნდა ამას კითხვები და კაკულია ...... ისე რააა, არ სჩაანს რაც ხდებააა???

ჰოო მართლა......რაო, რას ამბობს კაკულია? ..დღევანდელი და ხვალინდელი ამბები მაგას ნაღდად ეცოდინება--- ამ ამბებზე ეგ ჯერ კიდევ 1995 წლის იანვარში ნახავდა ხილვებს, თან დილის 5 საათზე ..თანაც სავსე მთვარეზე ....
მოკლედ...საინტერესოაააააააა, საინტერესოოოოოო

1234

2018-06-04 22:33:05

Kალაძე ადმინისტრაციის ხელფასებიც დასარეგულირებელი აქვს. სახემწიფო შპს-ს ადმინისტრატორი 10 მემანქანის ხელფასს არ უნდა იღებდეს! ხუთიც საკმარისი იქნებოდა.
თან, როგორც სჩანს, არც ადმინისტრატორად ვარგა. მოუმზადებელი შეხვდა გაფიცვას. "სტრაიკბრეიკერები" გამზადებული რატომ არ ჰყავდა თუ დათმობაზე წასვლას არ აპირებდნენ?
ადმინისტრატორობა მარტო ფულის აღება არ არის. მალე სხვა სამსახურებიც გაიფიცებიან.
Pარლამენტმაც უნდა შეიმუშავოს შესაბამისი კანომდებლობა რომ მშრომელთა უფლებებიც იყოს დაცული და საზოგადოების და ქვეყნის ინტერესიც. ნარკოტიკების ლეგალიზაციის ნაცვლად სჯობს ამაზე დახარჯონ დრო.

papa

2018-06-04 22:38:41

ისე მე არჩევნებს ჩავატარებდი....
ნაცების თამადობით ოპტომ ყველას ერთად მოვიშორებდით....
მაგრამ ნაცები იქნებიან არჩევნების წინაააღმდეგები..იმიტომ რომ იციან მაგათ რა ჩიტსაც დაიჭერენენ....მაგათ პირდაპირ ხელისუფლებაში უნდათ წამოსკუპება, პირდაპირ ხელისუგფლებაში....
სისხლი მოსწყურდათ მაგათ, სისხლი, თანაც მაღალ კალორიული,.... ახალგაზრდა ბიჭების

papa

2018-06-04 22:46:48

ნარკოტიკების ლეგალიზაციის ნაცვლად სჯობს ამაზე დახარჯონ დრო.

ჩოპრა

რაც ჯეეელობაში არ მომიწევია მარიხუანა...დედას ვუტირებ სუ ეხლა უნდა მოვწიო
ბოლო ბოლო რაღაცით მეც ხომ უნდა ვისარგებლო?
ჩოპრა.... არ ინერვიულო.....ერთი ორ მასტერკას შენც შეგახვედრებ, ან სულაც ინტერნეტით გამოგიგზავნი... (ეხლა მოდაში ასე ყოფილა) შენ მარტო სამალავი ადგილები მითხარი და ეგრევე იქ დაგიტოვებ
ველოსაპედთან რომ დაგიტოვო გაწყოობს??

natali

2018-06-05 00:16:49



რეები ილაპარაკა დღეს ხუხაშვილმა. კვირიკაშვილი აქციაზე რომ მივიდა და მერე კუდამოძუებელი რომ გაიქცა ეს რა იყოო, ან რას მიდიოდა ან რას გარბოდა კუდამოძუებულიო(!). ე.ი. უნდა შეეშვირა ბოთლებისთვის თავი რომ მერე პოლიციას დაერბია არა?? ეს უნდოდა? თუმცა რა ვიცი, ეგებ ესეც უნდოდათ...მშვიდობიანად რომ გაერიდათ არ მოეწონათ ხო???

კატრინა

2018-06-05 10:05:52

ისე,ნაცების გასაგდები კაცია კვირიკაშვილი? ყველაფრის მკადრებელი ხალხია! მობრუნება ნანდობლარიენ!

DDDzia

2018-06-05 10:35:23

გამოუქვეყნაო!?!?!?
გამოუქვეყნა თორე გადაირია ქვეყანა იმხელა ხელფასი ქონიათ!
თავისი სეხელფასო ბადეც გამოაქვეყნაოს და მერიის თანამშრომლებისაც, შესადარებლად.
მერე შევადაროთ ვინ რას ხარჯავს ამ ხელფასის გამოსამუშავებლად.
ხალხი, რომლებიც ყოველდღიურად 8 საათი მიწისქვეშაა, რომელიც მუშაობს 90-100 დბ ხმაურის გარემოში, იმათთვის ხელფასია დასანანი?
ეს ხალხი ფულს შოულობს, ანუ გამოიმუშავებს და მერე ამათ მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებენ მერიის თანამშრომლები ჯერადად მეტ ხელფასებს.
ან ეს სასამართლო ვისთვის მუშაობს?
ხალხისთვის, თუ მთავრობისთვის?
კანონმდებლობაა შესაცვლელი - შრომის კოდექსში უნდა გაიწეროს მინიმალური ანაზღაურება, სამუშაო პირობების შეფასების აუცილებლობა და კომპენსაციების გადახდის ვალდებულება.
თუ კომპენსაცია მხოლოდ მერიას და სამინისტროებს ეკუთვნით?

natali

2018-06-05 11:42:40

ვლადიმერ პუტინი - არ გვსურს კიდევ ერთი სააკაშვილი „შემოგვტენონ“ - რუსულ პოლიტიკას ასეთი ჯამბაზები არ სჭირდება
--------------------

შე დამპალო! ჩვენ ხომ კარგად შემოგვტენე! ამას დებილები ვგონივართ?

აი ახლა რატომ აკეთებს ამ განცხადებას თუ მიხვდით? რატომ და ამ განცხადებითაც ეხმარება სააკაშვილს დაბრუნებაში. ვერ ეღირსებით!

020759

2018-06-05 11:56:37

თუ რომ ვართ შეკრებილები
უსამართლობის განცდითა,
მარქვით,ჭორვირელ გობსეკებს
კიდევ რამდენ ხანს აცლითა?

antoni

2018-06-05 12:18:08

შეკითხვა მაქვს: ხელფასის მომატების მოთხოვნით გაფიცული რომელიმე მემანქანის სახლს ცეცხლი რომ წაეკიდოს და ასევე ხელფასის მომატების მოსურნე მათზე ნაკლები ხელფასის მქონე მეხანძრემ არ ჩააქროს, როგორი იქნება მემანქანის კომენტარი?

leviko

2018-06-05 14:36:29

მემანქანეები ეხლა ებრძვიან უბრალო ხალხს და არა პარლამენტარებს და თავის უფროსებს, დისკომფორტს მხოლოდ ხალხი განიცდის, მეტროთი მხოლოდ უბრალო ხალხი დადის რომლებსაც ისედაც დაბალი ხეფასი აქვს, სხვა მეთოდით არის უფრო მიღებული ამ უასამართლობასთან ბრძოლის მექანიზმი, სამარცხვინოა

leviko

2018-06-05 14:38:07

ვინც ვერ ჩაეტევა ავტობისში რა ტქმა უნდა მოუწევს მარშუტკით წასვლა და გამოვიდა რომ მათ საზიანოდ კი არა მათ საკეთილდრეოდ უფრო მოიქცნენ ეს ჭკვიანები, სა 1 ლარი მეტრო და ავტობუსი და სად 1,45 ან მეტიც მარშუტკა

arichopra 2

2018-06-05 15:24:14

020759 - ანტიბიოტიკი ხარ? საწაულ ლირიკულ ლექსებს რომ აქვეყნებდი?
მეგობარო, გობსეკი იცი ვინ იყო? რომელი ნაწარმოებია, ვინ არის ავტორი, იცი თუ დაგუგლავ?!

natali

2018-06-05 16:34:49

მეტროს უფროსობას რამდენი აქვთ ხელფასი?

natali

2018-06-05 19:11:03

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს და ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„მოგეხსენებათ რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით,რამაც,შედეგი არ გამოიღო.
სამწუხაროდ,სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა რომ ვაიძულოთ "ტავ ურბან ჯორჯია" გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ.
-----------------
1. სააკაშვილს გაუხმეს თავი აეროპორტის თურქების ხელში ჩაგდებისთვის.

2. სანამ თურქბის ხელში გადავიდოდა, მანამდე იაფი ღირდა ბილეთები?

3. ზუსტად ახლა მოუნდათ პროტესტი? კვირის ბოლოს, 10-ში ხომ? სარალიძემაც 10-მდე მისცათ ვადა....
--------------------------
ახლა ეს ინფორმაცია წაიკითხეთ-


"ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) ექსპლუატაციაში გაშვების საზეიმო ცერემონიის თარიღი შეიცვალა და 12 ივნისს გაიმართება".


რუსებმა გამოაცხადეს ეს ზურგში ხანჯალია თურქების და აზერების მხრიდანო.



არ უნდა ახლა ამას უნარებში მომზადება რომ მიხვდეს ადამიანი რა ხდება.

რუსები ყველაფერს გააკეთებენ თურქებს და ჩვენს შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად.

ასე რომ ახლა ყველა დაწყნარდით და მშვიდად იყავით. პროტესტების დროც მოვა და მაშინ აპროტესტეთ რაც გინდათ.

კატრინა

2018-06-05 22:12:58

მთავრობა იმაშია დამნაშავე,რომ ამდენი პრობლემა დააგროვა და თავის დროზე არ მიხედა ამ ხალხს! ის თუ ვერ გათვალა,რომ ამდენ უკმაყოფილო ადამიანს ნაცები გამოიყენებდნენ სათავისოდ,ააგორებდნენ საპროტესტო ტალღას,ძალიან ცუდი მათთვის და ჩვენთვისაც! სიტუაცია ვერ დაალაგეს ამდენი ხნის განმავლობაში! რაზეა ლაპარაკი!

mikluxo

2018-06-05 23:40:08

სკანდალი

ლალი მოროშკინა: მოემზადეთ მძიმე სიმართლის მოსასმენად!
ივნ 5, 201826376
Facebook Twitter Google ლალი მოროშკინა: მოემზადეთ მძიმე სიმართლის მოსასმენად!
ლალი მოროშკინა (სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე):

მოემზადეთ მძიმე სიმართლის მოსასმენად! რათ უნდა ამას ამდენი გამოძიება?
რას იდებილებთ თავებს?
ვინ ვერ ხვდება, კიდევ რა მოხდა?
რა შუაში არიან პოლიტიკოსები ამ ამბავთან?
არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან მარაზმისკენ წავიდა სიტუაცია...
მოკლედ,მეც #51 -ელი ვარ.
შესაბამისად, ასმაგად განვიცადე ბიჭების ტრაგედია და როდესაც ბავშვები სისხლით იცლებოდნენ,"ფბ"-ს მეშვეობით მივმართე საზოგადოებას, სისხლი ჩაგვებარებინა "არამიანცის
სისხლის ბანკში" ერთადერთი ნაცნობი, რომელიც იქ მოვიდა ერმილე ნემსაძე გახლდათ...
სამაგიეროდ მრავლად იყვნენ ბიჭების სკოლელები.
იქ მოვისმინეთ სრული სიმართლე მომხდართან დაკავშირებით...
სკოლის მოწაფეებმა პირი შეკრეს სარალიძეს წინააღმდეგ,
რომელიც ფიზკურად ძლიერი იყო და როგორც ბავშები ყვებოდნენ, ზედმეტად მკაცრად ექცეოდა და ჩაგრავდა თანასკოლელებს და მაშინ დანარჩენებმა მიიღეს საშინელი გადაწყვეტილება - შური ეძიათ "კოზა ნოსტრას" პრინციპით! (ნაცმოძრაობაც ამ პრინციპზე იდგა და დგას დღემდე!) უკლებლივ ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა ბიჭის დაჭრაში, რომ შემდგომ, არ გაეთქვათ ერთმანეთი!
უნდოდათ მოეკლათ? - არა მგონია...
ამასობაში გათამაშდა კლასიკური ტრაგედია,
როდესაც მსხვერპლი უდანაშაულოა - დადუნაშვილი, რომელიც
საერთოდ არ წარმოადგენდა მხარეს, საკუთარ წესიერებას შეეწირა, მან ვერ ჩაუარა გულგრილად სისხლიან გარჩევას...
აი, რატომ არის გამოყენებული ამდენი სხვადასხვა ცივი იარაღი,
აი, რატომ არ გაწირეს ბიჭებმა ერთმანეთი და დუმილს ამჯობინებენ!
და მთავარი!
რა უნდა ექნა პროკურატურას?
ყველა ერთად დაეპატიმრებინა ჯგუფური ბრალდებით, განეთავსებინა სამარტოო საკნებში და უახლოეს საათებში ეცოდინებოდა ყველაფერი წვრილ-წვრილად, რადგან ციხე შიგნიდან არც ისე რომანტიულია, როგორც შანსონებში მღერიან!
სულ ეს იყო!!!

პროკურატურის უნიათობამ ან მიზანმიმართულმა საბოტაჟმა ხელ-ფეხი გაუხსნა ნაცზონდერობას, რომლებმაც კარგად იციან კოზა ნოსტრასეული მეთოდები...
ეს თაობაც მათი არასწორი სისხლიანი რეჟიმის პროდუქტია!
ასე იყო ეს და არ უნდა ამ პროცესს მეტი პოლიტიზირება!
მორჩა კინო!
მიუშვით "ღუმელთან" მცოდნე და საღამომდე გეცოდინებათ დამტკიცებული სრული სიმართლე!

serapina

2018-06-06 01:32:30

რამდენიმე თვეა,რაც ძალიან კარგად ჩანს ნაცების გააქტიურება ევროპაში. იანვრიდან განსაკუთრებით...
შექმნეს ასო-ები და დღე და ღამე იმის ახსნაში არიან, როგორ ჭირდება საქართველოს მიშა!

კარგით, ევროპის თავშესაფრებში ვერ მიწვდა ხელისუფლება ამათ.
აი, საქართველოსთან კომუნიკაციას და ზუსტადაც,სახელმწიფო გადატ/რიალების ორგანიზებას, ხომ ჰქონდა ადგილი?!
რას აკეთებდნენ შესაბამისი ორგანოები?!
რატომ ამ ბრალდებით ვერ დაიჭირეს, ვერცერთი ნაცი?!

ორივე მხარეს აწყობდა, რაც მოხდა!
ნაცების მომავალი(რომელიც არ ააქვთ) არც მაინტერესებს, მაგრამ "ოცნებამ",ხომ ხედავთ, ჩვენ თუ არა ესენი მოვლენო...

გახსოვთ, 2008 წლისათვის ნაციონალებს ყველა რესურსი ამოეწურათ და ქვეყანა ომში გაგვხვიეს!
მადლობა "ოცნება", ომს რომ არ იწყებ(განსხვავებას კი ვხვდები) მეტ სამადლობელს,მე ვერ ვხედავ და...
თუ,ვინმეს დაუნახავი ვეგონო, დანახვაში დამეხმაროს!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80