აეროპორტში ვითარება საპროტესტო აქციებამდე მივიდა
ეკონომიკა

აეროპორტში ვითარება საპროტესტო აქციებამდე მივიდა

აეროპორტში ვითარება საპროტესტო აქციებამდე მივიდა
ბექა დანელია

2018-06-06 16:00:04

აეროპორტის მმართველ კომპანიასა და ავიაგადამზიდავებს შორის ვითარება ძალიან იძაბება. „ჯორჯიან ეარვეისმა“ „ტავ ურბან ჯორჯიას“ საქართველოდან გასვლის მოთხოვნით მოსალოდნელი აქციაც დააანონსა. ავიაკომპანიამ გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას თანადგომისკენ მოუწოდა. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი პროტესტის მიზეზი ავიაბილეთების ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ უშედეგო მოლაპარაკებები გახდა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ მოლაპარაკებას ავიაბილეთების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც შედეგი არ გამოიღო. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა, რომ ვაიძულოთ „ტავ ჯორჯია“ გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლება უძლურია, ამიტომ ძვირადღირებული ბილეთების წინააღმდეგ ბრძოლა მომხრეებთან ერთად მოუწევს. მათი აზრით, „ტავის“ მომსახურებით, ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი, თავად კლიენტებს კარგავს, ხალხი კი ორმაგ ფასს იხდის.

აეროპორტის თურქული ოპერატორი სწრაფადვე გამოეხმაურა „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებას და აღნიშნა, რომ ავიაკომპანია კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

„2017 წლის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ეკონომიკური განვითარების ანგარიშის მიხედვით ბილეთის ღირებულებაში აეროპორტის სერვისების (უსაფრთხოება, სახმელეთო მომსახურება, აეროდრომისა და აფრენა-დაფრენის სერვისები) ხარჯის მხოლოდ 25%-ია წარმოადგენილი, (აქედან სერვისის დიდ ნაწილს ავიაკომპანია თავად უზრუნველყოფს) დანარჩენი 75% კი ავიაკომპანიის ძირითადი ხარჯებია.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რამოდენიმე მიმართულება, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯორჯიან ეარვეისთან ერთად სხვა უცხოური ავიაკომპანიებიც ასრულებენ. მოსკოვისა და კიევის მიმართულებით „ჯორჯიან ეარვეისის“ ბილეთის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე „აეროფლოტის“, „პობედას“ და „უკრაინის ავიახაზების“ შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი უცხოური ავიაკომპანიები არ სარგებლობენ ანალოგიური სპეციალური ფასდაკლებებით, მეტიც „ჯორჯიან ეარვეისისგან“ განსხვავებით მათ ყველა სახმელეთო მომსახურებას „ტავ ჯორჯია“ უწევს.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ შემთხვევაში ორმხრივი (გაფრენა-მოფრენა) ბილეთის ღირებულებიდან „ტავის“ წილი, საშუალოდ, 33 დოლარს შეადგენს. ეს ყოველივე ნათლად ასახავს, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და „ტავ ჯორჯიას“ დისკრედიტაციას“, - აცხადებს აეროპორტის ოპერატორი.

ავიაკომპანიების წარმომადგენელთა შეფასებით კი, მაღალი სატარიფო პოლიტიკის გამო თბილისის აეროპორტის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ავიაკომპანია „ეარ კავკასუსის“ პრეზიდენტი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ „ტავ ჯორჯიას“ მენეჯმენტის პირობებში დღეს მარტო თბილისის აეროპორტი წელიწადში 3 მლნ მგზავრს ემსახურება და რომ არა „ტავ ჯორჯია“, 10 მლნ მგზავრი ეყოლებოდა.

„სატარიფო პოლიტიკა, რომელიც აეროპორტს აქვს, არის ზემაღალი. გამორიცხულია ჩვენი ასე განვითარება, რადგან ხდება ფასების ფილტრაცია. ავიაკომპანიები როცა ეძებენ აეროპორტს, სადაც ოპერირების სურვილ აქვთ, თბილისს გვერდს უქცევენ სწორედ მაღალი სატარიფო პოლიტიკის მომიზეზებით.

ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია იაფი ფრენა, რაც „ტავ ჯორჯიას“ პირობებში შეუძლებელია, რადგან აეროპორტიდან უნდა სრულდებოდეს პირდაპირი რეისები და მოქმედებდეს იაფი ტარიფი“, - აღნიშნა გიორგი კოდუამ.

ნანახია - 790

serapina

2018-06-06 17:01:54

ყოჩაღ დღევანდელ მთავრობას!
აბა, სხვას ვის შეეძლო სააკაშვილისნაირი მშიშარასათვის,ასე გაეთქვა სახელი?!

მოკლედ, იმის თქმა გინდათ რომ მიშას შიშით, მიწის ქვეშ მეტ/როს ვერ გაუჭაჭანებია და ცაში თვითმფრინავს,არა?!

ამ ზამთარში დეპორტირებულ დევნილებს მოუწოდებდნენ, მიშას ხელის ბიჭები, აუცილებლად აეროპორტში შიგნით, უნდა გამართოთ აქციებიო.პარალიზება უნდა მოახდინოთ იქაურობისო.
რას უმიზნებდნენ გასაგებია.
ის,არ გამოვიდა!

აჰა, შემდეგი და შედეგი!
რაც ააწყო, იმის დაშლას კი ახერხებს... თანაც,ისე დანაღმა, შიგა და შიგ რომ...
მაგას,ისეთი მასწავლებლები ჰყავს, ერთმორწმუნე სამწზობლოში რომა...
აბა, დანაღმვა გაუჭირდებოდა.

მე კი არაფრის შეცვლას მოველოდი მაგრამ...
ასე, თუ "მოგხედავდათ" ამას მართლა არ ველოდი.

დაახლოებით ისეა, მიშამ რომ შევარდნაძის დრო მოგვანატ/რა...
...ახლა, მიშას დრო ვინატ/როთ?!

რესპექტ!
რა კარგად ივარგეთ!

DDDD

2018-06-06 17:41:48

serapina

100%-იანი ხარ.
დორბლიანის და მაგის შესტიორკების ორგანიზებულია ეს ყველაფერი.
მალადეც ჩვენი მთავრობა - ესეც თქვენი (და თქვენი გამოისობით, ჩვენიც) კოჰაბიტაცია.
თამაზ გაიაშვილი რომ გველი და მაგათი ხელის ბიჭია, ესეც კარგადაა ცნობილი.
მეტის ღირსები ხართ!
მეტის!
მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?


natali

2018-06-06 22:25:55

რა ყველას ერთად მოუნდათ პროტესტი. შეთქმულებაა???

papa

2018-06-06 22:32:08

ნატალი

პუტინმა უთხრათ, პუტინმა და.... ერთბაშად დირიჟორის ჯოხი აუქნია/....
როგორ?.....მეგონა ეგ აქამდეც იცოდი

papa

2018-06-06 22:38:19

საბოტაჟი და შეთქმულებააა... აბა რა ჯანდაბაააა??
დათვს თავში ურტ/ყამდნენ და ის კიდევ.... ეს რა ბრაგი-ბრუგიაო...

ბრაგი-ბრუგი კი არა, ვერა ხედააავ, კოხაბიტირებული ნაცების პარადია,....ნაცების პარადი
შენ კიდევ იძახე ისევ პუტინი....
მგელი,.... მგელიო....... ის პუტინი მართლა რომ სოლოლაკში ტანკებით აჯირითდეს, კაცშვილი აღარ დაგიჯერებთ....იმდენი იძახეთ მგელი, მგელიო....

macro

2018-06-06 22:46:13

ამ საკითხთან დაკავშირებით ერთხელ უკვე დავპოსტე,რათა ამეხსნა რასთან გვაქვს საქმე.
"თურქებმა უკვე ათთმაგად ამოიღეს, რაც ჩადეს იმ სარაის მშენებლობაში, რომელსაც სააკაშვილი უწოდებდა ევროპის საუკეთესო აეროპორტს.გარდა ამისა ქართველები ხარჯავენ წელიწადში 400 მილიონს, როდესაც მგზავრობენ სტამბულით. ამ წლებში ეს გამოდის თითქმის 5 მილიარდი.
ეს არის მხოლოდ ერთი გამოვლინება იმ დამანგრეველი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ჟვანია-სააკაშვილის გუნდი."
ფაქტიურად უცხოური ინვესტიციის საშუალებით ხდება ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის განადგურება. სხვათაშორის ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
თუ ასეთმა ავტორიტეტულმა იუზერებმა ეს ვერ შეამჩნიეს, ეს ნიშნავს რომ ტყუილად ვცდები.

macro

2018-06-06 22:55:04

ნაცებისა და ქოცების ომზე უფრო მნიშვნელოვანია ომი, რომელსაც ბევრი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და რომლის შესახებაც, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქართველები ვერაფერს ხვდებიან.

serapina

2018-06-06 23:04:00

"ფაქტიურად უცხოური ინვესტიციის საშუალებით ხდება ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის განადგურება. სხვათაშორის ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
თუ ასეთმა ავტორიტეტულმა იუზერებმა ეს ვერ შეამჩნიეს, ეს
ნიშნავს რომ ტყუილად ვცდები."
------
macro,
მე,ეკონომიკის არაფერი გამეგება, მაგრამ ამდენი კი ვიცი,ეს გავრცელებული პ/რაქტიკა მარტო კი არა, სტანდარტია, რითაც კაპიტალისტური სამყარო,არაკაპიტალისტურში ოპერირებს.
ამით მდიდრდება უცხოელი შენს მიწაზე, მოაოხრებს ყველაფერს, გააჩანაგებს და წავა,შემდგომ მსხვერპლთან...
ერთადერთი, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია, არის სამუშაო ადგილების შექმნა,მაინც...

უცხოელები მოდიან, ადგილობრივი ხელისუფლება,ოღონდ ჩვენ გვაჭამე და რაც გინდა ააოხრეო და...

მე, ჰესების მშენებლობაზე მქონდა კამათი ამის გამო.
ასეთი გიგანტური ჰესები, საქართველოსთვის დამღუპველია...
თუ, მათხოვრულ ხელფასს არ დათანხმდა ადგილობრივი, ის ე.წ. ინვესტორი უფრო ღატაკს ჩანოასახლებს რომ ნაკლები ხარჯი გაწიოს თვითონ... მერე,რა მოხდება, არც გარეულს აინტერსსებს და არც,ჯიპოსან ადგილობრივს...

სამუშაი ადგილების არქონება, ერთია... კანონიც არ გვაქვს, ადგილობრივი მუშის დამცველი.
საერთოდ, ხელისუფლება რატომ გვყავს,ისაა საკითხავი.

კი, გონივრული მოლაპარაკებებით(კონტ/რაქტის დეტალურად გაწერით), შეიძლება რაღაც ამუშავდეს... მთვარეზე ვერ გადავსახლდებით მაგრამ...

აი,ხალხს რომ თვალებში ნაცარს აყრი,ეს რომ შეუმჩნეველი არ რჩება, ხომ უნდა მიხვდე,როცა ხელისუფლება გქვია?!

Maverick

2018-06-07 02:22:48

ჩვენ ხელისუფლებას ხელის უფლება კი არა ჯიბისუფლება ქვია!...

zaza192

2018-06-07 03:36:15

ყველგან მიშა, რომ გელანდებათ ეს გაიაშვილი აირზენას ხელმძღვანელი. რომ ქოცია მაგას რა ვუყოთ. კარბელაშვილმა ცემა კიდეც ეგ ქოცი და ეხლა ეგ როგორ გამოდის, ქოცი ქოცებს მიტინგს უწყობს მიშას დავალებით?

serapina

2018-06-07 09:12:36

ჰო აი,თამარა ბრძენმა რომ ჯერ სააკაშვილი დაგმო და ახლა, გვარამიას დაუწყო კორტნა...
პირდაპირ უნდა მოვიწონოთ და გულში ჩავიკრათ. მის ობიექტურობაში, ხომ არაფერია საეჭვო!

ვაშაძესაც რომ ცხვირ-პირს დაუნაყავდეს ოცნება, არ ის ეწყინებათ იმათ,კოვზით რომ ჭამენ მიშასას...

ახლა გნებავთ ქოცები ეძახეთ,გნებავთ ქათმები და კვერცხები...
...ვისაც,ერთხელ მანც ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებისა და მისი მმართველობის სიმპათიები, ("ყველანი ციხეში!"-ო , თქვენი კურდ/ღელი ბელადი რომ ღრიალებდა,გახსოვთ?!) ციხეში უნდა გაემწესებია ივანიშვილს!
მაშინ ვერ ილაპარაკებდა, საქართველოს დანგრევით დაინტერესებული,ამდენი ღამურა.

ვითომ საქართველო გაფიქრებდეთ.
ზიხართ და კბილების კაწკაწით ელოდებით, მიშას შექმნილი ორგანიზაციებიდან ფულს!

თქვენს დავალებებს და ინსტ/რუქციებს მიხედეთ.

ივანიშვილმა, რომც მოინდომოს მიშას დაბრუნება, ხედავთ ხალხს როგორ ეზიზღებით!
ხედავთ, რომ ხალხი არ დაუშვებს,ასეთი უსინდისოების ხელისუფლებაში დაბრუნებას?!

ჰაჰ, ის როგორ იყო, ჯერ "უკრაინაში დაბრუნებას" ჟრიამულობდით,ამ დორბლიანის...
მერე, ერევანში უშვებდით...
ახლა,გეგონათ აგიხდებოდათ ოცნება და არ გამოგივიდათ.

ისე,სადმე აფრიკაში რომ გადასახლდებოდეთ და მიშას,ტახტზე წამოაჯენდეთ... დილა საღამოს ფეხებს დაბანდეთ... გეშველებათ!

...და ქართველი ხალხი, თავის თავს მიხედავს,თქვენისთანა პარაზიტების გარეშე.

Zaza 192,
აი, პირდაპირ რომ გკითხე და ზოგადი პასუხები დაწერე...
კონკრეტულად დაწერე იმ ორგანიზაციის სახელი(და შენი ფუნქცია,მაგ მიშას ორგანიზაციაში) სადაც შენ და საფრანგეთში რომ მეგობრები მყავსო,იმათგან რუსების ერთგული მონა რომ არის... აი, თქვენი საქმიანობა დაწერე აქ.
ისე არა, დოდონას 90 იანებიდან ვიცნობო და ზღაპრები.

დღეს, რომ ორგანიზაციაში ხარ, რას აკეთებ იქ,ის დაწერე!
და ვის რა ელანდება,ამაზე წერა, მერე გააგრძელე.




რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80