ეკონომიკა იზრდება მოსახლეობა ღარიბდება
ეკონომიკა

ეკონომიკა იზრდება მოსახლეობა ღარიბდება

ეკონომიკა იზრდება მოსახლეობა ღარიბდება
ბექა დანელია

2018-06-06 22:00:03

სხვადასხვა დამოუკიდებელი კვლევითა, გამოკითხვით და ემპირიული დაკვირვებით დასტურდება, რომ სოციალური ფონი ქვეყანაში გაუარესებულია და ეს ოჯახების მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახება. პარადოქსი ისაა, რომ ეკონომიკა იზრდება და თანაც დაგეგმილზე მეტად, მაგრამ ცხოვრების დონე ეცემა, ხოლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უარესდება. სამწუხაროდ, იზრდება უთანასწორობის მაჩვენებელიც.

2018 წლის აპრილის მდგომარეობით ეკონომიკურმა ზრდამ 6,5%-იც კი შეადგინა, თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია ხელმოკლე ფენისთვის, რომელიც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენს.

„საქართველოში ეკონომიკა იზრდება, თუმცა ეს მოსახლეობაზე თანაბრად არ აისახება ყველა ფენაზე. მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის მდგომარეობა უმჯობესდება, გარკვეული ჯგუფებისთვის კი იგივე რჩება ან უარესდება. შესაბამისად, მშპ-ს ზრდა მოსახლეობის ყველა ფენის კეთილდღეობის ზრდას არ ნიშნავს“, - აცხადებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები აბსოლუტურად არაერთგვაროვანია, ზოგ დარგში მოხდა ზრდა, ზოგან კი, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, შემცირდა.

„იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ამ დარგში შექმნილი დამატებითი ღირებულების შემცირება პირდაპირ აისახება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებსა და კეთილდღეობაზე. ანუ, იმ ადამიანებზე ვისი შემოსავლების დიდი ნაწილიც აგრაგული სექტორიდან, კერძოდ, სოფლის მეურნეობით ყალიბდება“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

მისივე თქმით, საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია:

„იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალური სტაბილურობა გვქონდეს, ანუ შემოსავლების მხრივ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ამხელა განსხვავება არ იყოს, ჯინის კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს, 28-32-ს“, - აცხადებს „ბიპიენთან“ სტატისტიკოსი.

2017 წელს ჯინის კოეფიციენტი 0,1-ით გაიზარდა და 41-ის ნიშნულს მიაღწია. ამ კოეფიციენტის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა გაზრდილია.

ღარიბთა რაოდენობის ზრდას ადასტურებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძეც. მისი ვარაუდით ყველაზე მოწყვლად ფენას მოსახლეობის კიდევ 5% შეემატა. ეს დამატებით პრობლემას უქმნის ქვეყანას.

„5 წლის განმავლობაში მოსახლეობის ძირითადი მასის შემოსავალი მოცულობაში არ შემცირებულა, მაგრამ სავალუტო რყევების გამო მისი მსყიდველუნარიანობა შესუსტდა. აქედან გამომდინარე, გარკვეული კატეგორიისთვის მატერიალური მდგომარეობა გაუარესებულია. დასაქმების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს არა საჯარო სექტორში, არამედ ბიზნესის დარგში, რაც გააუმჯობესებს ვითარებას. სხვა გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

სავარაუდოდ, 5%-ის ფარგლებშია იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც ღარიბ-ღატაკთა ფენაში გადავიდნენ. ძალიან დიდი მცდელობა გვინდა, რომ ვითარება გამოსწორდეს. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმება და იმავდროულად ლარის გამყარება, რისი გამოკვეთილი ნიშნები ჯერჯერობით არ გვაქვს. ამდენად, სარისკოა თქმა, რომ ვითარება უახლოეს პერიოდში გამოსწორდება, საკმაოდ რთული მდგომარეობაა“, - აღნიშნა ავთო სილაგაძემ.

ნანახია - 595

mikluxo

2018-06-06 23:02:27

ლადო პაპავა - მიმდინარე მოვლენები და 10 ივნისს დაგეგმილი აქცია რეპეტიციაა შემოდგომისთვის
22:09 06-06-2018
ლადო პაპავა - მიმდინარე მოვლენები და 10 ივნისს დაგეგმილი აქცია რეპეტიციაა შემოდგომისთვის ექსპერტ ლადო პაპავას შეფასებით, თბილისში მიმდინარე მოვლენები და 10 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილი აქცია რეპეტიციაა შემოდგომისთვის.
როგორც ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, 10 ივნისის აქციაზე მთელი ერი არ მივა და იქ მხოლოდ ორგანიზატორი პარტიების მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

„ეს არ არის სრული ოპოზიცია, ესაა „ნაციონალური“ ოპოზიცია. ესაა ძირითადად ნამსხვრევებად ქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა პარტიები. რა თქმა უნდა, ადვილად გამონახეს საერთო ენა. შემოკედლებულია მცირე პარტიებიც, რომლებსაც პარტიები ჰქვია, რადგან დარეგისტრირებული არიან, თორემ არანაირ პარტიას არ წარმოადგენენ, მაგრამ ეს არაა სრული ოპოზიცია. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის გენერალური რეპეტიცია შემოდგომისთვის, რომ პრაქტიკაში წაივარჯიშონ. არჩევნები რომ გამოცხადდება და დიდი ალბათობით ალბათ ისევ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს და მერე თქვან, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამისთვის ემზადებიან ახლა. ცუდია, რომ ამისთვის იყენებენ მართლა დაზარალებულ ადამიანებს, სარალიძესა და მაჩალიკაშვილს. მათი ტკივილი და ტრაგედია მთელმა ერმა გაიზიარა, მაგრამ მთელი ერი არ მივა 10 ივნისს, იქ მივლენ მხოლოდ ამ პარტიების მხარდამჭერები“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

მეგრელი

2018-06-07 01:02:01

შესაბამისად, მშპ-ს ზრდა მოსახლეობის ყველა ფენის კეთილდღეობის ზრდას არ ნიშნავს“, - აცხადებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.
----------------------------------------------------------------------------

ძალიან ბევრი ჭკვიანური წიგნი თუ მოხსენება გამოვიდა იმ მოსაზრებით , რომ ეს ასე არარის.

http://documents.worldbank.org/curated/en/392071468764106917/pdf/234630Russian0path0poverty.pdf

ანუ წესით კეთლდღეობა უნდა გაზრდილიყო.

კატრინა

2018-06-07 10:09:23

ამათ რომ უსმინო, აყვავებული ქვეყანა გვაქვს და ჩვენ ხომ ყურებიდან გამოგვდის კეთილდღეობა! ნურას უკაცრავად,როგორც ჩვენი მთავარი დარტყმული იტყოდა! უნდა გაზრდილიყოო რომ ამბობთ,ეგ გრამაფონშია! რეალურად ისეთი უმუშევრობაა, როგორ ვარსებობთ ძალიან მიკვირს! ფოკუსნიკების ქვეყანა!

ბაბაია

2018-06-07 16:54:07

<<ზრდის მაჩვენებლები აბსოლუტურად არაერთგვაროვანია, ზოგ დარგში მოხდა ზრდა, ზოგან კი, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, შემცირდა.>> და ეს არის იმ "ინვენსტიციების" შედეგი რაც მეოცნებე მთავრობამ ჩადო ამ დარგში ? ვაუჩერებით ნაყიდმა ბარებმა და ფოცხებმა ვერ გამოიღო შედეგი ? და ეს ყველაფერი რომ დიდი სიცრუეა ძნელი მისახვედრია ვითომ ? რა ქნას მთიან რეგიონებში,მცირემიწიან რეგიონებში გლეხმა , გააგრძელოს "ლაგატკით" სიმინდის თესვა და მერე ვედრება წვიმასა თუ ამინდზე ? რა ქნას სეტყვისაგან, კალიისაგან აოხრებულმა კახეთმა, ქართლმა, ფაროსანას თუ პეპელას შეჭმულმა სამეგრელომ, იმერეთმა, დამეწყრილმა მაღალმთიანმა აჭარამ, ეროზირებულმა, გაჩეხილმა, გადამწვარმა,ლაფანჭამიით გადაჭმულმა ტყეებმა, წყალდიდობით გაველაკებულმა ხევები, დარღვეული ეკოლოგია, განადგურებული ფაუნა და ფლორა ....ვინ არის ამ პრობლემების მომგვარებელი? ეს მემცონარე "დიდი ბატონის" ხელის შემყურე მთავრობა? და თქვენ ეს გჯერათ/

serapina

2018-06-08 01:16:53

ჰო, აი ცხოვრება ის იყო,სააკაშვილმა რომ მოუწყო ქართველ ხალხს!. ...და თურმე, რა ვერ შეგვიშვნია,ჰა!

აბა, ივანიშვილმა რომ ფლორა და ფაუნა გაანადგურა,ისე კი ვერ მივხვდებოდით,საქართველოს ყველა კუთხე რომ არ ჩამოეთვალა ვინმეს ჩვენთვის!

...ნეტა,გადაცმული დარბოდა და ფაროსანას გოდრებით "არიგებდა" კუნჭულ-კუნჭულ, თუ ზებრას და ჟირაფებს იყენებდა დამხმარედ.

ისე,ეს თვითმფრინავითაც იყო შესაძლებელი,თავის შეუწუხებლად და ვერავინ ურჩია?! დაენიშნა ბაბაია მრჩევლად და "დიდი ბატონიც" დაისვენებდა და ბატონობაზე ოცნებაში გამწარებულებიც!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80