აკადემიკოს ივანე კიღურაძის გამოსვლა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებაზე

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

აკადემიკოს ივანე კიღურაძის გამოსვლა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებაზე

აკადემიკოს ივანე კიღურაძის გამოსვლა  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  საერთო კრებაზე

2018-06-08 16:15:18

პატივცემულო კოლეგებო,

დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა და აკადემიის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული მოსაზრებების საჯაროდ დაფიქსირება ჩემს ზნეობრივ ვალად მიმაჩნია. უმორჩილესად გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ.

მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი აკადემიის 17 აკადემიკოსის სარჩელი და გააუქმა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც კრძალავდა აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე 70 წელზე მეტი ასაკის მქონე პირთა არჩევას. ალბათ, ისიც კარგად გახსოვთ, რომ აღნიშნული მუხლის კანონში შეტანის ინიციატორი მე გახლდით და, კაცმა რომ თქვას, არცთუ რაიმე არსებითი ხასიათის სიახლე შემომიტანია, რადგან მსგავსი შეზღუდვები უცხო არ არის როგორც ქართული ისე დასავლური კანონმდებლობისთვის. მაგალითად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად დაუშვებელია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორად, ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად 65 წელზე მეტი ასაკის პირის არჩევა.

ასეთ ფონზე აბსურდულია მოსარჩელეთა მსჯელობა სადავო ნორმის დისკრიმინაციულობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან უთავსებადობის შესახებ. დირექტორობა, რექტორობა ან პრეზიდენტობა მეცნიერისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია და ხანდაზმული, ღვაწლმოსილი პიროვნების ამ ტვრითის ტარებისგან გათავისუფლება, რათა მთელი თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობები საკუთარ პროფესიას მოახმაროს, მისი ინტერესების დაცვაა და არა უფლებების შელახვა. მეორე მხრივ, კანონით დადგენილი ასაკობრივი ცენზი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც ამბობს: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა…“ ასე რომ, თუ სადმე სამართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი არა თუ არ უნდა დაეკმაყოფილებინა, არამედ განსახილველადაც კი არ უნდა მიეღო.

უფრო მეტიც, აკადემიას რამდენადმე მაინც რომ ჰქონდეს შენარჩუნებული ჩვენი საზოგადოების ზნეობრივი ორიენტირის ფუნქცია, სარჩელი ვერც უნდა აღძრულიყო, რადგან აკადემიკოსებს ხელი არ უნდა მოეწერათ დოკუმენტზე, რომელიც არა მარტო იურიდიულად გაუმართავია, არამედ ტყუილებითაა გაჯერებული.

მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს. სარჩელის მე-8 გვერდზე ნათქვამია: „აკადემიის ხელმძღვანელობას დღიდან დაარსებისა ახორციელებდნენ ისეთი პირები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატებოდა“ (სინამდვილეში აკადემიის პრეზიდენტად პირველად ნიკო მუსხელიშვილი 50 წლის ასაკში აირჩიეს, ილია ვეკუა – 65 წლის ასაკში, ალბერტ თავხელიძე კი – 56 წლის ასაკში).

არ დავიზარე და Scopus-ის ბაზაში მოვიძიე მოსარჩელე აკადემიკოსების რეიტინგები. შედეგი ასეთია:

ეთერ ქემერტელიძე 739(15) (ე. ი. ციტირების ინდექსია 739, h ინდექსი კი – 15),

ლაურ მანაგაძე – 256(8),

მიხეილ ხანანაშვილი – 129(6),

ნოდარ მითაგვარია – 54(3),

გუჩა კვარაცხელია – 0(0),

გივი ცინცაძე – 31(3),

გიორგი თავაძე – 25(3),

ელიზბარ ჯაველიძე – 0(0),

ელგუჯა მეძმარიაშვილი – 15(2),

თენგიზ ურუშაძე – 20(3),

მინდია სალუქვაძე – 66(4),

ნანა ხაზარაძე – 0(0),

ოთარ ნათიშვილი – 1(1),

შოთა სამსონია – 3(1).

თუ არ ჩავთვლით ორი ცნობილი მეცნიერის (ქალბატონ ეთერ ქემერტელიძის და ბატონ ლაურ მანაგაძის) მონაცემებს, საერთო სურათი იმდენად მძიმეა, რომ, როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია.

რაიმე კომენტარის გაკეთებას არც მე ვაპირებ, თუმცა გული მწყდება, რომ პატივცემულმა აკადემიკოსებმა სამეცნიერო ნაშრომის დასაწერად განკუთვნილი დრო ისეთი სარჩელის მომზადებას დაუთმეს, რაც ჩვენს აკადემიას გაჯანსაღების უკანასკნელ შანსს აცლის და მწვანე შუქს უნთებს ყოფილ კომუნისტ მაღალჩინოსნებს ხელმძღვანელი თანამდებობების ახალი ვადით დასაკავებლად (სხვათა შორის, დღევანდელ საერთო კრებაზე კომუნისტების შემოსევაა: თანაპარტიელთა მხარდასაჭერად თვით ბატონი გრიშა ონიანიცაა მობრძანებული).

კოლეგებო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თქვენ უკვე უფლებას გაძლევთ აკადემიის პრეზიდენტად კვლავ აირჩიოთ 76 წელს გადაცილებული აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. მინდა მთელი ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებრიობის გასაგონად მოგიწოდოთ, რომ ნუ გამოიყენებთ ბოროტად ამ უფლებას და ჩვენი მეცნიერების მესაჭეობას ნუ დააკისრებთ კაცს, რომელმაც ჩაიდინა სამოხელეო დანაშაული და საქვეყნოდ შეარცხვინა აკადემია.

მოგაგონებთ, რომ 2015 წლის 3 ივლისს თურქმენეთის პრეზიდენტს, ბატონ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი კვესიტაძემ, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში გამართულ შეკრებაზე გადასცა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსის დიპლომი, თანაც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ „პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვის საპატიო აკადემიკოსად არჩევა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ერთსულოვნად გადაწყვიტაო“. სინამდვილეში ჩვენ ბატონი ბერდიმუჰამედოვი საპატიო აკადემიკოსად არ აგვირჩევია და ვერც ავირჩევდით, რადგან „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად საპატიო აკადემიკოსად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. უფრო მეტიც, პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვის საპატიო აკადემიკოსად არჩევის საკითხი აკადემიურ საბჭოსა და აკადემიის საერთო კრებაზე განხილულიც კი არ ყოფილა. ამრიგად, უხეშად დაირღვა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-10, მე-11 მუხლები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდება და გაიცა იურიდიული ძალის არმქონე დიპლომი. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დამთავრებულა მხოლოდ დიპლომის გაცემით. რამდენიმე დღის შემდეგ შეცდომაში შეიყვანეს აკადემიკოსები და ხელი მოაწერინეს პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვის საპატიო ააკადემიკოსად არჩევის მხარდასაჭერ დოკუმენტზე. მსგავს სამარცხვინო პრეცედენტს მსოფლიოს მეცნიერების ისტორია არ იცნობს.

კარგად მაქვს რა გაცნობიერებული, რომ დანაშაულის დაფარვა მასში მონაწილეობის ტოლფასია, მე მაშინვე კატეგორიულად გავემიჯნე აღნიშნულ ქმედებას და ჩემი მოსაზრებები წერილობით შევატყობინე როგორც აკადემიის ხელმძღვანელობას, ისე განათლებისა და მეცნიერების მაშინდელ მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს, საქართველოს პრემიერს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, და ქვეყნის მაშინდელ მთავარ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს. რადგან ჩემ წერილებს სათანადო რეაგირება არ მოჰყვა, იძულებული ვარ კიდევ ერთხელ მოვაგონო აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, რომ საქართველოს კანონების იგნორირება და დანაშაულის დაფარვა ზნეობრივად და სამართლებრივადაც აბსოლუტურად გაუმართლებელია.

ჩემთვის ცალსახად მიუღებელია ბატონი გიორგი კვესიტაძის დამოკიდებულება ისეთი უაღრესად ფაქიზი და აკადემიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრობლემისადმი, როგორიცაა აკადემიის წევრად არჩევა. კანონის თანახმად, აკადემიის ნამდვილ წევრად შეიძლება აირჩეს „საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერებაში“. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, აკადემიკოსის ვაკანსიები არ გამოცხადდეს მეცნიერების იმ დარგებში, სადაც ასეთი დონის სპეციალისტები არ გვყავს.

ათეული წლების მანძილზე აკადემიაში დამკვიდრებული ეს ტრადიცია უხეშად დაირღვა 2015 წელს. მე მაშინ გავუგზავნე ღია წერილი აკადემიური საბჭოს წევრებს, რომელშიც ნათქვამი იყო: „უმორჩილესად გთხოვთ:

1. ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ უარი სპეციალობათა სახელწოდებების ცალკეულ პირებზე მორგების სამარცხვინო პრაქტიკაზე;

2. გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს აკადემიის წესდებაში არსებული ჩანაწერი „მეცნიერების განვითარებაში საერთაშორისოდ აღიარებული წვლილის შეტანა“ და სასწრაფოდ შევიმუშავოთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული და რეალურად შემოწმებადი მოთხოვნები, რასაც აკადემიკოსობის ყოველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს;

3. აკადემიაში ასარჩევად გზა გავუხსნათ მხოლოდ სამეცნიერო სამყაროში აღიარებულ მაღალი კლასის პროფესიონალებს, რომლებიც ღვთის მადლით გვყავს“.

სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად აკადემიის ხელმძღვანელობას არაფერი გაუკეთებია. უფრო მეტიც, ბატონმა კვესიტაძემ ხელისუფლების წინაშე აღძრა შუამდგომლობა აკადემიკოსების არჩევისას რეგიონული პრინციპის გამოყენების შესახებ. სახელდობრ, მოითხოვა აჭარისთვის აკადემიკოსის ერთი და წევრ-კორესპონდენტის ორი ადგილის გამოყოფა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მანვე აკადემიის ე. წ. მცირე პრეზიდიუმის ერთ-ერთ სხდომაზე დასვა საკითხი წევრ-კორესპონდენტების აკადემიკოსებად აურჩევლად გადაყვანის თაობაზე.

ბატონებო, ასეთი მიდგომა საბოლოოდ დააკნინებს და სახელს გაუტეხს ჩვენს აკადემიას.

ჩვენ ვალდებულნი ვართ თვალები გავუსწოროთ სინადვილეს და ვაღიაროთ, რომ მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა დღეისათვის აკადემიის რეიტინგი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა.

მე მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. ჩვენი აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება სამ აკადემიკოსსა და ორ წევრ-კორესპონდენტს აერთიანებს. წევ-კორესპონდენტებს, როგორც იტყვიან, პულსი არ ესინჯებათ. სამი აკადემიკოსის ჯამური ციტირების ინდექსი კი 34-ის, ხოლო h ინდექსი 3-ის ტოლია. გეკითხებით, რა ვქნათ – შევეგუოთ ასეთ მდგომარეობას, თუ პატიოსნად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და ვიზრუნოთ აკადემიაში მაღალი კლასის პროფესიონალთა მოსაზიდად.

ვიმედოვნებ დამეთანხმებით, რომ სათანადოდ ვერ ვზრუნავთ იმ გამორჩეულ მეცნიერებზე, რომლებიც საქართველოს სასწავლო, თუ სამეცნიერო დაწესებულებებში მოღვაწეობენ.

ყოვლად გაუმართლებელია, რომ ოთხი წლის მანძილზე (2014-2017 წლებში) აკადემიას სახელობითი პრემიები არ გაუცია. საინტერესოა სად წავიდა პრემიებისთვის გამოყოფილი თანხა? ამ ხნის მანძილზე ხომ აკადემიის ბიუჯეტი არ შემცირებულა (პირიქით, გაიზარდა). ვფიქრობ ის, ვისაც აკადემიის სახელმწიფო კონტროლი ევალება, ვალდებულია გაარკვიოს რამდენად მიზნობრივად იხარჯება აკადემიისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.

პატივცემულო კოლეგებო, ამჟამად აკადემიაში 13 თავისუფალი ადგილია, რომელთა დასაკავებლად უამრავი დაპირებაა გაცემული. დიდი ალბათობით შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ, თუ დღეს აკადემიის საერთო კრება თავის სიმაღლეზე არ აღმოჩნდება და დაუშვებს პრეზიდენტად ბატონ კვესიტაძის არჩევას, მაშინ ხსენებულ ადგილებს, ძირითადად, საეჭვო ზნეობის მქონე არაპროფესიონალები დაიკავებენ და ჩვენი უპირველესი სამეცნიერო დაწესებულების გადარჩენა შეუძლებელი გახდება.

5 მაისი 2018 წელი

ნანახია - 2329

sise

2018-06-08 18:16:10

ნაციონალებმა შეჭამეს...აბა თქვენი პარტია ხომ არ იკადრებდა ამას...

1234

2018-06-08 18:42:41

ქართUლი ენის ფილოლოგს და ჰუმანიტარს თუ დაბალი H ინდექსი ექნება გასაგებია, მაგრამ მეცნიერების და ინჟინერიის დარგის აკადემიკოსების ასეთI შედეგები მიუღებელია. 5-ზე დაბალი H ინდექსით ასოცირებული პროფესორიც კი არ უნდა იყოს. თავსაც ირცხვენენ, აკადემიასაც, და ქვეყანასაც. კიდევ ერთხელ, ხელფასები მრუდე მოტივაციას ბადებს. ვინც არიან უკვე წევრები დაუტოვონ. ბევრისთვის ის ხელფასი ალბათ თავის რჩენის ერთადერთI წყაროა. მომავალში ვისაც მიიღებენ, იმათ ხელფასი უკვე აღარ უნდა მიეცეთ. როგორც კიღურაძე ითხოვს განისაზღვროს რას ნიშნავს საერთაშორისო რეპუტაცია თითოეული დარგისთვის. სჯობს ადგილი ცარიელი დარჩეს ვიდრე არადამსახურებულად იქნეს ხალხი მიღებული.

papa

2018-06-08 19:31:33

როგორ ყველაფერი თვით დინებაზეა მიშვებული!!
..იმან სუყველაფერი მიხურ--მოხურა--დახურა, ამათ კიდევ რაც დარჩა, ვაააფშე ფეხზე დაიკიდეს.
..საერთოდ არ იციან(არც ამათ, არც იმათ) აკადემიის მნიშვნელობა--დანიშნულება და თავს რაზე შეიწუხებენ?
ესე იცის უტვინობამ, გაუნათლებლობამ და დილეტანტიზმა...
კანეშნა...განათლებული განათლებულთან პოულობს საერთოს, შტერი--შტერტან და ჩათლახი კიდევ ჩათლახთან
განათლება ყველა უტვინოს მტერია...ყველას ეჯავრებათ, თანაც ძალიან !!
კაცო....დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი გასაგებია, მაგრამ..... ასეეეთიიი?? თანაც ყველგან და ყველაფერშიიი??
და რამდენი წელებია ასე გრძელდება??(ფაქტიურად მხედრიონის პერიოდიდან)
მე რომ ეხლა პერეკვალიფიკაცია გავიარო, (ანუ რაღაცა ორთვიანი კურსები)...სტომატოლოგი გავხდებიიი?? (აუუუ.... რას დავაძრობ ზოგზოგებს კბილებს...უუუფ)
..... ჰოოდა ვისაც საქართველოში განათლება--მეცნიერების ეს სავალალო მდგომარეობა ეხება და გამოსასწორებლად არაფერს არ აკეთებს ---სუ ალალი იყოს მათზე სერაფინასგან გინება!!!
ჩემგან კიდევ დესერტად დდდდდპპპპპჭჭჭჭ--ები
აბა აკადემია რომ ასეთ მდგომარეობაში იქნება(დილეტანტიზმი, ბიძაშვილ--მამიდაშვილობა, გოთვერნობა--განუკითხაობა)..სკოლებში რაღა იქნება??----(არის კიდეც შესაბამისად)
აბა ეს ხნიერი და განათლებული ხალხი, გარემოებიდან გამომდინარე, ლუკმაპურის გამო, ვინუჟდენზე საკუთარ ნამუსს რომ უღალატებენ და სიბერეში ცუღლუტობებს დაიწყებენ, უტვინო ახალგაზრდები უფრო არ დაემორჩილებიააან პავლოოვს?
დიდი ოხერი ვინმე იყო (და არის) ის პავლოვი, დიდი ოხერი..თანაც ჩათლახი
იმიტომაც აყენებენ სათავეში განათლებისგან შორს მყოფ ადამიანებს--ანუ შტერებს, რომ ესეთი შედეგი გვქონდეს..
მავანნი ისეთ ,,კულტურას,, თესავენ, როგორი ნაყოფიც უნდათ რომ მიიღონ..
არ მავიწყდება-----მიშას დროს, უნივერსიტეტის ფიზიკა--ქიმიის ლაბორატორიის კაბინეტებიდან, ლაბორატორიის ხელსაწყოებს, დღისით..მზისით, პირდაპირ მეოთხე სართულიდან, ქუჩაში რომ ყრიდნენ. მაშინ ფიზიკა--ქიმია--ბიოლოგიაზე დიდი შეტევა იყო--კაბნეტებსაც კი ართმევდნენ. (,,მავანნი,, უკვე ტურიზმის ქვეყნაად გვამზადებდნენ!--ტურიზმს კიდევ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სულაც არ სჭირდება)
დაბლიდან პროფესორები იხვეწებოდნენ(მაღლა მათ სპეციალურად არ უშვებდნენ!)--ოღონდ ნუ ყრით, იმტვრევა, ჩვენ თვითონ ჩამოვზიდავთო...მაგრამ მიშას პავლიკ მოროზოვები(ანუ მიშას კომსომოლები)ჟინმორეულები, უფრო მეტი ხალისით ისროდნენ ყველაფერს დაბლა---ხელსაწყოებს, რეაქტივებს, მოკლედ რაც ხელში ხვდებოდათ,,გამოუსედაგარს,,ყველაფერს
,,ზოგ-ზოგებმა,, რომ არ მითხრან ტყუილებს იგონებო, მარინა ბერიძის მსგავსად ვიტყვი--მაშინ ,,ამ ამბავს შეესწრო მთელი თბილისი,,გაჩერებააა იქვე..და მეც შემთხვევით ვიყავი იქ
მერე ამბობენ.. ..აი ესა გვჭირს.... ისა გვჭიირსო..
მაშ არ გვეჭირებაააა??...ხეს რომ ფესვებს მიზნობრივად გადაუჭრი, გახმება ხე, აბა რა მოუვა??..ესეა ერიც!
ერს რომ განათლებას, ზნეობას, მორალს, წაართმევ ...აბა იმისგან რა გამოვა?? რა გამოვა და ...რაც გვაქს დღეს, ის გამოვა---დაეშვება ადამიანი ცხოველივით ინსტიქტების დონეზე.....
--რყვიდნენ დ ღვრიდნენ... ღვრიდნენ დ რყვნიდნენო.....
ეგრეა ეგრე! რომელი დამპყრობელი იფიქრებს, დაპყრობილი ერის ზნეობა--მორალის გამოჯანსაღებაზე? არც არავინ, პირიქით!! მხოლოდ ერთხელ....(არა ღირს...ცოტა სხვა თემააა)
ტელევიზიაზე ხომ ....ვააააფშემც ...ლაპარაკიც ზედმეტია. ტელევიზია, მომაკვდავ ადამიანზე, კანტროლკის როლს ასრულებს მხოლოდ....განათლებულ ადამიანს ტელევიზიები სათოფეზე არ იკარებენ...სწორედ ამაში უხდიან მაგათ ფულს(რომ არ მიიკარიონ)
განათლება კიდევ ინგლისურის ცოდნა არააა მხოლოდ..
ინგლისურის ცოდნა რომ განათლება იყოს, მაშინ ..აუუუუუუ....მთელი ინგლის-ამერიკა ნობელიანტებით იქნებოდა გადაჭედილი...
რაც შეეხება კიდევ უცხო ენის ცოდნას.... კი, კარგია, მაგრამ ეგ სულაც არააა განათლების მაჩვენებელი..ინგლისურის მცოდნე შტერი უცხოელი არ გინახიააათ? რამდენიც გინადათ.. ოპტომ!..მასე ახალგაზრდობაში ერთი ავლაბრელი ძმაკაცი მყავდა--დედა ბერძენი ჰყავდა,მამა სომ/ე/ხი --შვიდ ენაზე ლაპარაკობდა..მაშინ ის შვიდგზის ნობელის პრემიის ლაურეატი ყოფილა, ესე გამოდის ხომ? არადა წიგნის გაგებაში არ იყო(30 წ-ია.. საბერძნეთში გადასახლდა)
ზუსტად ესეთი განათლებულები გვყვანან მთავრობაშიც..
აბა ის რა იყო, ამასწინად, აქ, საყვარელიძის ინტერვიუში იყო---საპარლამენტო კომიტეტებში დარგობრივი სპეციალისტები არა ჰყაავთო------მაშ არ გადაირევი კაციიი?/
წარმოიდგინეთ,...კომიტეტში მიდის მსჯელობა ქალაქის განაშენიანებაზე და ამ დროს იქ მშენებელი(თუნდაც,,მონათესავე,,ინჟინერი)არა ჰყავთ-----ხომააა ცირკი??..თანაც დიდი ცირკი?!
შტატი არა ააქვთო...როგორ, მამაძაღ/ლი,... რხევა რხევით, ყველას ორ-ორი სეკრეტუტკა დაუდის და მართლა საქმისთვის ერთი სპეციალისტის თანხა არ გამიძებნააა??
ეგ ისეა, აი...კაცი ყანაში სათოხნელად რომ წავიდეს და თან თოხი არ წაიღოს..უნდა იმ კაცს ეხლა ყანაში მუშაობააა? ---- მივა ყანაში და წამოწვება ჩრდილში.
ზუსტად ესეთი ხელისუფლება გვყავდა და გვყავს ისევ ეხლაც--მხოლოდ მარიაჟობა, სახელმწიფოს გაგებაში არ არიან.....არადა მათ ნამოქმედარზე რომ ქვეყანა,ხალხი იტანჯება---სულ ტუფლზე ჰკიდიათ! ესენი იმასაც ვერც ხვდებიან, რომ ქვეყნის მმართველები არიან და ხელისუფლება ჰქვიათ და ხალხის ავ-კარგიც მათზეა დამოკიდებული.
ხალხის სიკეთესი რა მოგახსენოთ, მაგრამ მაგათ კარგები და კეთილებიც.........რომ მოწყობილი აქვთ, ეგ იასნია....

Maverick

2018-06-08 21:12:03

ასეა, ასე!

ტ.ყ.უ.ლ.ა.დ კი არ შევარქვი საქართველოს გაერთიანედბული "ნუცას სკოლა"!... DDDDDDDDDDDDDD~~~~~~~~~~~~~~

gio2000

2018-06-10 14:05:42

აკადემიკოსის წოდების მინიჭების ასეთ პირობებში,თუკი იგი რეალურად იქნება დაცული, მაშინ,
მაგალითად, ფიზიკის დარგში- ჩვენში აინშტაინიც რომ გვყოლოდა-შესაძლებელია,რომ ,ისიც კი ვერ მიიღებდა ჩვენი აკადემიკოსის წოდებას.
ყურადღებაა მისაქცევი იმაზე, რომ ყველა დარგს თავისი სპეციფიკა აქვს და არის მეცნიერების ურთულესი დარგები რომელთა ცალკეულ მიმართულებაში მომუშავე ადამიანთა რიცხვი და შესაბამისად ციტირებებიც-შეიძლება ძალიან მცირეც იყოს . ამიტომ,ალბათ მეცნიერებაში ნაშრომის ღირებულება არა ციტირების რაოდენობით, არამედ , ნაშრომისა და დარგის მნიშვნელობით და სირთულით უნდა იყოს განპირობებული-თუმცა,თავისთავად -ნაშრომის მეცნიერული მნიშვნელობის ობიექტური შეფასება- მეტად რთული დასადგენი შეიძლება აღმოჩნდეს !!!
საერთოდ, კი, ასეთი წოდებების მინიჭების ტრადიცია- მგონია, რომ მხოლოდ სამჭოთა კავშირში (და მისი გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნებში) არსებობდა.
არა მგონია, რომ ევროპაში ,ან ამერიკაში - საერთოდ არსებობდეს "მეცნიერებათა აკადემია" და შესაბამისად -აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ან აკადემიკოსის წოდებები ,მარამ მიუხედავად ამისა- იქ მეცნიერების განვითარების დონეს ამით არაფერი დაჰკლებია.
იქნებ დროა, რომ გამოვიდეთ საბჭოური წყობილების თავისებურებით განპირობებული მიდგომებიდან მეცნიერებისადმი.
რაც შეეხება ,კერძოდ, ჩვენს ქვეყანას-
ალბათ, აჯობებდა ისეთი მეცნიერებების განვითარება დაგვეფინანსებინა ,რომლებიც ყველაზე მეტად გამოადგებოდა ჩვენს ქვეყანას (მოცემულ პერიოდში) და რისი დაფინანსების საშუალებაც ექნებოდა ჩვენს ქვეყანას (დროის ამ პერიოდში).
სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს იმისი ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულება დავაფინანსოთ, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა და ამიტომ,ჩვენს ქვეყანაში დასაფინანსებელი დარგები უნდა დადგენილი იყოს მხოლოდ ქვეყნის პრაქტიკული საჭიროების მიხედვით.
, მეცნიერების ყველა დარგის საერთაშორისო დონეზე განვითარება- არათუ ჩვენ, არამედ, თვით უმდიდრეს ქვეყნებსაც არ შეუძლიათ. ამიტომ უფრო აზრიანი იქნება-
განვავითაროთ სამეცნიერო ინფორმაციის საერთაშორისო მოწოდების მაღალი დონე , ხოლო,კერძოდ ჩვენში კი
განვავითაროთ ის მეცნიერებები, რომლებიც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება დღეს და რომელთა დაფინანსებაც- დღეს ასე თუ ისე - შეგვიძლია და ძალგვიძს!!!

gio2000

2018-06-10 14:50:26

ცხადია, ეს სიძნელეები ეხებოდა სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ სამეცნიერო კვლევით (და არა
სასწავლო) დაწესებულებებს და უფრო მეტად-ექსპერიმენტული მიმართულების სამეცნიერო კვლევების სახელმწიფოსაგან დაფინანსებას.
რაც შეეხება კერძო სექტორს-იქ საქმე-ცხადია, არა- ყველაფერში მაგრამ,ძირითადა მაინც დამფინანსებელზე იქნება , დამოკიდებული.
.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80