დიდი აქციის შემდეგ დიდი ავიაციის აქცია გაიმართება
ეკონომიკა

დიდი აქციის შემდეგ დიდი ავიაციის აქცია გაიმართება

დიდი აქციის შემდეგ დიდი ავიაციის აქცია გაიმართება
ბექა დანელია

2018-06-10 01:21:05

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ საპროტესტო აქციას აეროპორტის თუქული ოპერატორის „ტავ ჯორჯიას“ წინააღმდეგ 10 ივნისის შემდეგ გამართავს. როგორ ავიასფეროს ექსპერტები ამბობენ, შეიძლება ქართულ გადამზიდავს სხვა კომპანიების შეუერთდნენ.

ავიაკომპანიის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის ინფორმაციით, პროტესტს უშუალოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გამოხატავენ. აქციის შესახებ ავიაკომპანიამ თავის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა და მისი გამართვა მიმდინარე კვირის ბოლოს დააანონსა, თუმცა პარლამენტის წინ დაგეგმილმა დიდმა პოლიტიკურმა პროტესტმა მათი გეგმები ცოტათი შეცვალა.

„მოგეხსენებათ რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც შედეგი არ გამოიღო.

სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა, რომ ვაიძულოთ „ტავ ურბან ჯორჯია“ გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ. დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, - აღნიშნული იყო განცხადებაში.

ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის დაპირისპირება უკვე წლებია გრძელდება. როგორც ჩანს, საკითხს სიმწვავე ართუ აკლდება, პირიქით, ემატება კიდეც.

ავიაციის სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასთან“ მოქმედი კონტრაქტის პირობები კაბალურია. როგორც ექსპერტი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, „ჯორჯიან ეარვეისის“ პროტესტს რეალური საფუძველი აქვს და მოსალოდნელია, მას სხვა ავიაკომპანიებიც შეუერთდნენ.

„აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომელიც „ჯორჯიან ეარვეისს“ გააჩნია „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ დაკავშირებით. მეტიც, ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ჯორჯიან ეარვეისში“ გახლდით, დავიწყეთ სერიოზულად სიმართლის დამტკიცება თურქული კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც აბსოლუტურად კაბალურად მოქმედებს საქართველოში და ყოველწლიურად ასეულ მილიონობით დოლარს ეზიდება საქართველოდან.

ეს ნიშნავს, რომ მათი სერვისები და მათ მიერ მიღებული შემოსავალი ხარისხობრივადაც კი არ ემთხვევა იმ ვალდებულებებს, რომლებიც კომპანიას ხელშეკრულების მიხედვით აქვს აღებული.

აეროპორტების მოსაკრებელი იმდენად ძვირია საქართველოში, რომ არანაირად არ შეესაბამება რეალობს. ვფიქრობ, ტარიფების გადახედვაზე ცალკეულმა კომპანიებმაც ღიად უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. არ გამოვრიცხავ, სხვა ავიაკომპანიებიც შეუერთდნენ, რადგან მათი ბილეთებიც დამოკიდებულია იმ ტარიფებსა და მოსაკრებელზე, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ იღებს და მოსახლეობას ბეგრავს“, - აცხადებს ზაუტაშვილი.

ნანახია - 841

papa

2018-06-10 08:19:49

,,აბსოლუტურად კაბალურად მოქმედებს საქართველოში და ყოველწლიურად ასეულ მილიონობით დოლარს ეზიდება საქართველოდან,,.


თურქებთან შედარებით, ეს კაცი ერთმნიშვნელოვნად მართალი არის!!!!

ესეც მიშას ნავაჟკაცარია....
აუუუუუ .... იმ მართლა ამაოხრებელს, რამდენი ნაღმი აქვს საქართველოში ჩადებულ--დატოვებული....კომუნისტებსაც კი გადაუჯოკრა
ისე მუქთად არ ექნება ეს ,,საქმე გაკეთებული,,

ხოოო .............. წვიმა კიდევ ჩამოდიიის??

Maverick

2018-06-10 18:18:09

დიდი თურქობაა საქართველოში!

ასე იცის "მუქთმა" ინვესტიციებმა, ნაცბოზურმა წილებში ჯდომამ და პრივილეგიების ხელშეკრულებით დაკანონებამ თანაც ახალი მეწილეების გაჩენამ...

serapina

2018-06-10 19:42:21

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში,14 წლის გოგონა გააუპატიურეს და მოკლეს.
ბოროტმოქმედი,გერმანიაში დევნილის სტატუსით მცხოვრები ერაყელი აღმოჩნდა,რომელსაც გერმანია უკვე დატოვებული ჰქონდა.
გადაფრინდნენ სამართალდამცავები და (ლამის 24 საათში,იდენტიტეტის დადგენიდან)ერაყში და დანაშაულის ჩამდენი, გერმანიაში გადმოაფრინეს. წინასწარი გამოძიების იზოლატორში უკრეს თავი.
აი, ვის ესმის დემოკრატია სწორად!
სირცხვილია, ამათ შემდეგ, რაც საქართველოში ხდება,ისიც დემოკრატია გვეგონოს!

serapina

2018-06-10 19:44:46

Maverik,
რაც ჩვენთან ხდება,მაგას უფრო "ნოვი გრუზინობა" ჰქვია!
აბა, თუ ჯიპით არ გაიარეს,რაა მამული?!

DDDD

2018-06-10 20:32:52

Избиение российского парапланериста в Гудаури попало на видео

https://russian.rt.com/ussr/video/521579-izbienie-paraplanerist-gudauri

papa

2018-06-10 22:04:38

ჩოპრა

არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები და წარადგინონ გენპროკურორის თანამდებობაზე, ვისაც ჩვენ ვენდობით“, - განაცხადა სარალიძემ.


ხომ იძახოდი ბარემ პირდაპირ ასოები დავნიშნოთ დირეხხხხხტორებადო??
ხოოდა, როგორც ჩანს დაგიჯერეს----აგიცხადდა ნატვრა(ნეტა ყველაფერი ასე აგისრულდეს) ...გინდათ თუ არა გენ.პროკურორი ჩვენ უნდა დავნიშნოთო..


ეეეეჰ.....გახვიეს ეს კაცი ნაცებმა შარში, გახვიეს...ამ კაცს აბა ეგენი ხეირს დაააყრიდნენ???
ჩქარა ეს კაცი, ალბათ პუტინის მიერ არჩეული ტრამპის გადაყენებასაც მოითხოვს....იტყვის პუტინის არჩეულიაო.....

რაღაცაშია საქმე, რაღაცაში..... გაირკვეა ალბათ

Maverick

2018-06-10 23:57:56

მაგ კაცი ნაცბოზმაქციებმა, სოროს-ნაცურმა ასოებმა წამოიკიდეს; ნაცსატანამ კი ისე აურია გონება და ისეთი შურისძიებით აღანთო; ვერ ხვდება, რომ თავისი პოლიტიკური განცხადებებით მისი უმანკო შვილის სისხლთან ჩვენი შვილების და შვილიშვილების სისხლის შერევისაკენ უბიძგებენ დაჯურღმულისკენ ექაჩებიან.

მეცოდება, ვუთანაგრძნობ, ვურჩევ გაერიდოს ნაციონალებს და მის სატელიტებს, რადგან მათთან თანამშრომლობამ და შურისძიების წყურვილმა მოსალოდნელია თავად მას ავნოს, ქვეყანა კი უფსკრულში გადაჩეხოს...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80