სახალხო პარტია: „ეს სისტემა ქართული ოცნებასაც შეჭამს“
პოლიტიკა

სახალხო პარტია: „ეს სისტემა ქართული ოცნებასაც შეჭამს“

სახალხო პარტია: „ეს სისტემა ქართული ოცნებასაც შეჭამს“
სახალხო პარტია

2018-06-10 01:40:23

ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ, ისე არ დაცემულა, რომ უსამართლოდ დაჩაგრული შვილმკვდარი მამის თანაგრძნობის სურვილი არ შერჩენოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ მისი ავტორიტეტი არც ისე მაღალია, რომ მისი შიშით სახელმწიფო ინსტიტუტები თავს ვალდებულად თვლიდნენ უზრუნველყონ სამართლიანობა და არ განახორციელონ სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები.

ეს ფაქტიური გარემოება კი ნოყიერი ნიადაგია იმისათვის, რომ ა) პროკურატურამ ისე წარმართოს საქვეყნოდ გახმაურებული საქმეების გამოძიება, როგორც მის ხელმძღვანელთა (მთლიანად ხელისუფლების) ახლობლებს სურთ, და, ბ) ხელისუფლებამ, პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზების პირობებში, სამართლიანობის დაცვის ინიციატივა ხელში ჩაუგდოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში დისკრედიტირებულ და დამნაშავედ მიჩნეულ პოლიტიკურ ჯგუფს.

მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ

• სახეზეა სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების სრული კრახი და ოპერატიული ინფორმაციის გამოყენება პირადი და კლანური ინტერესებისთვის;

• ხელისუფლებას არ აინტერესებს მოქალაქე და მისი ტრგედია, მისთვის ხალხი მხოლოდ საშუალებაა საკუთარი მიზნების მისაღწევად;

• ხელისუფლება კომფორტულად გრძნობს თავს, კოჰაბიტაციის ანუ, „შუა გაკრეფილ“ სივრცეში, როცა სახელმწიფოსგან დაუცველ ადამიანებს „ნაციონალური მოძრაობა“, მისი განაყოფები და სატელიტები იცავენ;

• ამ უკანასკნელთა მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე, ხელოვნურად ხდება, სიძულვილის გაღვივება ღირებულებით პრინციპებზე დაფუძნებული პარტიული (პოლიტიკური) ინფრასტრუქტურის მიმართ, რაც ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობის აუცილებელი პირობაა. სანაცვლოდ კი ხდება ძველი პიროვნულ-კლანური კორუფციული სისტემის გაძლიერება;

• დიდი ადამიანური ტრაგედია გამოყენებულია, როგორც ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევების გადასაფარად, ისე, ხელისუფლების შიგნით არსებული შიდა დაპირისპირებებში წარმატების მისაღწევად;

• ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული სხვა მრავალი სიმახინჯეც სწორედ ამ დრომოჭმული სისტემის პირმშოა.

სახალხო პარტია გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ხელისუფლების უსამართლობით გამწარებულ ოჯახებს და თანადგომას აღუთქვამს მათ სამართლიან ბრძოლაში.

ასევე, ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის დამღუპველი პოლიტიკის გაგრძელებას.

მიგვაჩნია, რომ საჭიროა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა. რისთვისაც, მინიმუმ საჭიროა მოხდეს კონკრეტული პირების (უპირველეს ყოვლისა იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა, თუ მთელი მთავრობის არა) პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

იუსტიცის საბჭოს რეორგანიზაცია, განათლების სისტემის რეფორმა, ყველა სფეროში ანტიმონოპლიური კანონმდებლობის შემოღება (პრაქტიკაში დამკვიდრება) და საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღების სხვა ნაბიჯების გადადგმა.

ჩვენთვის მიუღებელია „ძირგამომპალი უსამართლო სისტემის“ დანგრევის მოწოდების ქვეშ მხოლოდ პერსონალიების ცვლა. დანაშაულებრივი სისტემის ცვლილება პირადი პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დაწესებასა და პოლიტიკური მონოპოლიის დანგრევას გულისხმობს, რაშიც, სამწუხაროდ, არც ხელისუფლებისა და არც მიმდინარე სხვადასხვა აქციის წარმომადგენლები აქამდე შემჩნეული არ ყოფილან.

სასიცოცხლოდ აუცილებელია კონკურენტული პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის დაუყონებლივი ფორმირება. ისეთი ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიღება, რომელიც ზუსტად ასახავს საზოგადოების შიგნით არსებულ განწყობებს და იქნება არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუყონებლივ დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მანკიერი სისტემის შესაცვლელად და ვაფრთხილებთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთგან მხარდაჭერილი ძველი სისტემა მათ ხელისუფლებასაც იმავე მდგომარეობაში გადაისვრის, რა მდგომარეობაშიც დღეს „ნაციონალური მოძრაობაა“.

„სახალხო პარტია“ გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე დისკუსიისთვის და იმ საპროტესტო აქციაზე დასადგომად, რომელის დღის წესრიგი იქნება ქართული სახელმწიფოს აშენების და განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა.

„სახალხო პარტია“

ნანახია - 1599

arichopra 2

2018-06-10 09:09:01

პასუხად. მამუკა საქართველოში პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალონ, ან მათ საქმიანობაზე ერთი 25 წლით მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს! პოლიტიკური პარტიების არსებობა ანგრევს საქართველოს ერთიან სხეულს, ქვეყანას არ აძლევს საშუალებას ერთიანი სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნას!

arichopra 2

2018-06-10 09:09:14

„საბჭოთა ეპოქაში გავიზარდეთ, მაგრამ იმ წითელ გარემოშიც კი სკოლა, ოჯახი, ერთადერთი ტელევიზია, საზოგადოება ჩვენში ეროვნულ სულისკვეთებას არ კლავდა. პირიქით, ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და მისთვის თავი უნდა გაგვეწირა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„ცოტნე დადიანი გამოგონილი პერსონაჟი არ გვეგონა. როცა დადიანის გმირობის ამბავს გვიკითხავდნენ, ისე განვიცდიდით, თითქოს მზეზე გახურებული თაფლი გვწვავდა.



ტყუილზე ვწითლდებოდით! ცუდ საქციელზე თუ გვსჯიდნენ, ვხვდებოდით, რატომ გვსჯიან და მშობლებსა და მასწავლებლებს სასამართლოში არ ვუჩიოდით. ჩემს კლასში თითქმის ყველა ბავშვს სამასი არაგველობა უნდოდა.



გასაგებია, რომ შეიცვალა ეპოქა, გლობალიზაციამ, სამეცნიერო ტექნოლოგიების აფეთქებამ „რევოლუციამდელი ბავშვების“ საუკუნეც დაასრულა. ახლა იბადებიან და მეორე დღეს კომპიუტერის კლავიატურას ისე ხმარობენ, თითქოს მუცელში შეითვისეს ინტერნეტტექნოლოგიები... ამ ეპოქაში „შვლის ნუკრის ნაამბობზე“ მასობრივად აღარ ტირიან. ცოცხალი ურთიერთობები და ემოცია სოციალურმა სივრცემ და ვირტუალურმა მეგობრობამ ჩაანაცვლა, მაგრამ სახელმწიფო იმიტომაა სახელმწიფო, რომ მარტო ოთო კახიძის ხუშტურებზე კი არ დახტოდეს, არამედ ფუნდამენტურ საკითხებზე ზრუნავდეს.



მაგალითად, ზრუნავდეს განათლების თანამედროვე, ხაზგასმით ვამბობ - ეროვნული კონცეფციის შემუშავებაზე. ტყუილად არ ვითხოვდით, რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაეწერათ: სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა მომავალ თაობაში ეროვნული ცნობიერების აღზრდა, რაც სულაც არ ეწინააღმდეგება პოზიციას - ვიყოთ პროგრესულები. ვფიქრობ, საფრანგეთშიც სამარცხვინოა - იყო ფრანგი და არ იცოდე,- ვინაა ჟანა დარკი. ჩვენ ჩვენი თამარ ვაშლოვანელების გაპიარებაზე უნდა ვიზრუნოთ და ეს უნდა გავაკეთოთ თანამედროვედ, შემოქმედებითად, სწორად. ყოველგვარი იდეოლოგიური ტერორის გარეშე! თორემ... თვითონ იცით, საითაც მივდივართ“, - წერს ირმა ინაშვილი.

antoni

2018-06-10 10:19:24

სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა ძირეულად რომ უნდა შეიცვალოს, ეს გარდაუვალია; აქ ხელისუფლებაზე არაა საქმე, საქმე ქვეყანას, სამშობლოს ეხება! პირველ რიგში ნაცმეცოცხეებთან ნამსახური პროკურორები და მოსამართლეებია გასაშვები - "აბა რა ექნათ", "ოჯახი ხომ უნდა ერჩონათ" არგუმენტი არაა! უზნეო მონად ნამყოფი ასეთად რჩება!
უნდა შეიცვალოს სათანადო კანონები; უნდა ინახოს ახალგაზრდა და არცმთლად ახალგაზრდა კვალიფიციური და ზნეკეთილი კადრი; რეფორმა წულუკიანისნაირმა კი არა, არამედ მცოდნე, გამჭრიახმა და გაბედულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. და თუ საზოგადოების მხარდაჭერა იქნება, ეს საქმე 6 თვეში მორჩება
არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგ. თვითმმართველობა; უვიცობას და სიხარბესა აქვს წალეკილი მუნიციპალიტეტები ...
და კიდევ: სასაცილოა რომ ერთი მიკროავტობუსის ვერამვსები ადამიანთა ჯგუფი საკუთარ თავს "სახალხო პარტიას" უწოდებენ. გიორგაძემ და სასტავმა თავის დროზე ჭანტურია დანატოვარი იმხელა პარტია ვერ შეინარჩუნეს და საქვეყნო საქმეს გააკეთებენ? ირონიაა, რომ იმ ედპ-დან ქარდავა, სარიშვილი და გიორგაძე დარჩნენ

arichopra 2

2018-06-10 10:44:59

ანტონი, ეს ბოლო წინადადება ვერ გავიგე - ირონიაა, რომ იმ ედპ-დან ქარდავა, სარიშვილი და გიორგაძე დარჩნენ?! სად დარჩნენ? სხვები პარტიდან წავიდნენ თუ ...?

arichopra 2

2018-06-10 11:00:34

ახლა ცოტა რამრუსეთზე და ჩვენს "მეგობრებზე"...
მაკრონი - По словам французского президента, он хотел бы, чтобы следующий саммит в Биаррице летом 2019 года прошел при участии России в формате G8, но для этого нужно выполнение «Минска-2».
ტერეზა მეი - «Россия перестала входить в G8, G8 превратилась в G7 из-за незаконной аннексии Россией Крыма. И если будет какой-то разговор о будущем РФ в связи с данной группой, то Россия должна изменить свой путь, действия, в которых она участвует», — сказала она.

ჩვენ, საქართველო ყასიდად არც კი გვახსენეს!!! აზრზე უნდა მოვიდეთ.

arichopra 2

2018-06-10 11:13:22

აქვე ლავროვი - „როდესაც გადაწყდა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები „რვიანის“ ფორმატიდან „შვიდიანს“ დაუბრუნდებიან, ჩვენ შევეგუეთ ამ გადაწყვეტილებას და შესანიშნავად ვმუშაობთ სხვა ფორმატებში - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, BRICS-ში და „დიდ ოცეულში“, სადაც ჩვენს მიდგომებს იზიარებენ“, - განაცხადა ლავროვმა.

antoni

2018-06-10 13:22:55

ვინ სხვები? 1995 წლის პარლამენტში ედპ-ს დაახლოებით 30 დეპუტატი ჰყავდა, ახლა 0,2 %-ს ვერ ცდება. ვინ დარჩა და ვინ წავიდა არ ვიცი, მაგრამ შედეგი ესაა

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80