ბედის ირონია, ანუ - „ნუ მომკლავ“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

ბედის ირონია, ანუ - „ნუ მომკლავ“

ბედის ირონია, ანუ - „ნუ მომკლავ“
თამთა ქარჩავა

2018-06-11 09:00:55

„ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგის ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ. ნაციონალებს ამ განზრახვაში მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიცია და ერთობლივად მოითხოვენ ხელისუფლებისგან მკვლელების დასჯას, ამავე ხელისუფლებას მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებენ და ამ მოტივით ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, მკვლელების ხელისუფლებას არ აქვს უფლება მართოს სახელმწიფო.

ბრალდების ავტორი იმ ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რომელთა რეჟიმს არაერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. „ნაცონალურმა მოძრაობამ“ საზარელი მკვლელობა ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან“ ერთი წლის თავზე დაიწყო.



რეჟიმის პირველი მსხვერპლი ამირან (ბუტა) რობაქიძე გახდა. შემთხვევა 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან რობაქიძე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება დააკავეს.

მომხდარიდან მეორე დღეს, შსს-ს პრესამსახურის მიერ მომზადებულმა გადაცემა „პატრულმა“ საზოგადოებას ამცნო, რომ რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს. რობაქიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, პატრულმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი თავდაცვის მიზნით საპასუხოდ გაისროლა. რობაქიძე ადგილზე გარდაიცვალა.

2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონში, სოფელ ეცერში სპეცოპერაცია ჩატარდა –სპეცოპერაციას შს მინისტრი გია ბარამიძე, უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. მასში ჩართული იყო გულუას სახელობის სპეცრაზმი, უშიშროების ანტიტერორისტული ცენტრის ქვედანაყოფი და ათამდე ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ გახმაურებული სპეცოპერაციის შედეგად დახვრიტეს მამა–შვილი ომეხ და ევგენი აფრასიძეები; დაჭრილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს.

„ვარდების რევოლუციიდან“ 2 წლის თავზე 2005 წლის 3 თებერვალს დღემდე გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით) გარდაცვლილი იპოვეს ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორი რაულ უსუპოვი. ნაციონალურმა ხელისუფლებამ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო მოიწვია, თუმცა ბიუროს დასკვნის გამოუქვეყნებლობის მიზეზად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა – „ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანის ბევრ ძალიან ღრმა და ისეთ დეტალს… ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათა წმინდა. თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის ვინმე ოჯახის წევრისთვის, ეს მათ სინდისზე იყოს“, – აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი.

2006 წლის 28 იანვარს შსს–ს კონსტიტუციური დეპარატამენტის თავმჯდომარის, დათა ახალაიას, კუდ–ის გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის და შსს–ს პრეს–სამსახურის უფროსის გურამ დონაძის ბრძანებით, კუდ–ის მაღალჩინოსნებმა ოქროყანის სასაფლაოზე აწამეს და შემდეგ მოკლეს სანდრო გირგვლიანი. ამ საზარელ მკვლელობაში ფიგურირებდა შს მინისტრსი ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია.

2006 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა – დავით ახალაიამ, გიორგი მაზმიშვილმა, ლევან ქარდავამ, გიორგი დგებუაძემ და შალვა თათუხაშვილმა ავტომატებიდან ერთდროულად დამიზნებით განახორციელეს გასროლა ახალგაზრდების მიმართულებით. სამივე ახალგაზრდა – 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელიძე ჩაცხრილეს. მაშინ ხელისუფლებამ „ეფექტური“ სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზად დაასახელა, რომ რუსთავის ციხეზე შეიარაღებული თავდასხმა და პატიმრების მასობრივი გაქცევა ჩაშალა.

2006 წლის 2 მაისს ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ე.წ. სპეცოპერაციის დროს მანქანას 97 ტყვია მოხვდა, ხოლო ზურაბ ვაზაგაშვილს 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა და ალექსანდრე ხუბულოვს 9 ცეცხსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა სხეულზე. გახმაურებულ სპეცოპერაციაში ჩართული იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნები – შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, საკონტროლო გასროლები განახორციელა.

2007 წლის 20 მაისს თბილისის ცენტრში მოკლეს აკადემიკოსი გურამ შარაძე. მას ქვეითად მიმავალს ესროლეს. ეჭვმიტანილი მკვლელობიდან დაახლოებით ნახევარ საათში დააკავეს. 29 წლის გიორგი ბარათელმა დანაშაული აღიარა. თუმცა, გამოძიების ამ ვერსიას ამ დრომდე არ იზიარებს აკადემიკოსის ოჯახი. შეგახსენებთ, რომ 2004 და 2006 წლებში „ვარდების“ ხელისფლებამ გურამ შარაძე „ხულიგნობისთვის“ ორჯერ დააპატიმრა.

2008 წლის 11 ივნისს, მოსკოვის პროსპექტზე მომხდარი დღემდე გაუხმაურებელი ინცინდენტის მსხვერპლის – 30 წლის ვასილ ამონიშვილის დედა აცხადებდა, რომ მისი შვილი ძმებმა ბერძენიშვილებმა მოკლეს, რომელთაგან მისივე განმარტებით, ერთი მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრია, ხოლო მეორე – პოლიციელი, ისან-სამგორის მთავარი სამმართველოს პირველი ქვეგანყოფილების თანამშრომელი.

2008 წლის 16 აგვისტოს აწამეს და შემდეგ აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან კომანდოს ბატალიონის სერჟანტი როინ შავაძე მოკლეს. მოკლულს გულმკერდის არეში 22 ტყვია ჰქონდა ნასროლი. ჯარისკაცის მკვლელობის შემდეგ ძიება ორი მუხლით დაიწყო - ნარკოტიკის უკანონო შენახვა (რაშიც როინ შავაძე დღემდე ეჭვმიტანილად ითვლება) და განზრახ მკვლელობა.

მაშინდელმა ხელისუფლებამ შავაძის მკვლელობისთანავე გაავრცელა ცნობები, რომელთა თანახმად შავაძე მოღალატე იყო და ასე სასტიკად ამიტომ გაუსწორდნენ. სანამ მოკლავდნენ, სერჟანტი შავაძე 20-მდე სპეცრაზმელმა ცემით გამოიყვანა სახლიდან. მეზობლების გამოქომაგებაზე, თუ რას ერჩიან თავდადებულ ჯარისკაცს, ნიღბიანები იძახდნენ – ეგ მოღალატეა.

2008 წლის 16 აგვისტოს კუდი–ის მაღალჩინოსნებმა დააკავეს სამეგრელო–ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომელი დათო ცინდელიანი. ცინდელიანი ბათუმში კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას გადასცეს. შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა.

შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ა–რ კუდ–ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.

2008 წლის 27 აგვისტოს, ქ. ზუგდიდში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დაზვერვის თანამშრომელი პაატა ქარდავას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხელბორკილდადებული და თვალებახვეული ქარდავა გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში, სადაც გადასცეს რომან შამათავას და მის თანამზრახველებს. შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა გადაიყვანეს ქ. ბათუმში და მიიყვანეს შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რომელიც თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფდა აღნიშნულს.

შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა ა–რ კუდ–ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, ბორკილდადებული და თვალებახვეული ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, რომან შამათავამ მას ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.

2011 წლის 25 სექტემბერს „ჯაშუშობაში“ ეჭვმიტანილი თადარიგის ოფიცრი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში წამებით მოკლეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ყოფილი ხელისუფლები პირობებში გულის შეტევა დასახელდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა.

2008 წლის 8 მაისს თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა 31 წლის გიორგი გამცემლიძე მოკლა. გამცემლიძის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მან საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. ოფიციალური ვერსიით, გამცემლიძე შეიარაღებული იყო და პოლიციელების ბრძანებას, გაჩერებულიყო, არ დაემორჩილა და პოლიციის თანამშრომელმაც სწორედ იმიტომ ესროლა მას, რომ მასში საფრთხე დაინახა. მანქანიდან გადმოსული გამცემლიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს. გამოძიების მსვლელობისას იარაღიც „ამოიღეს“, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ამ იარაღზე გიორგი გამცემლიძის თითის ანაბეჭდები არ იყო.



ბედის ირონიით, ამ შემზარავი მკვლელობების შემოქმედი პოლიტიკური ძალა დღეს, აქციის - „ნუ მომკლავ“ ორგანიზატორია.

ნანახია - 1997

020759

2018-06-11 11:38:29

„ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგის ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან,
----------------

წერს გამოშტერებული ქარჩავა.
დავუსვათ ასეა,მაგრამ მკვლელები ვინ არიან?
ჯერ ეს თქვით და მერე ბლაბლა.
ნუ, რამხელა სულით მათხოვარი უნდა იყო პირველი რომ გაატარო ,მეორეზე აგიტყდეს ფაღარათი.
მაიმუნი და ნაძირალა ხარ ქარჩავა.
გახსოვდეს უბედურება ის აქლემია ,რაც ყველასთან ჩაიჩოქებს და მერე არ ატეხო რატო მეო?
საზიზღარი და გულისამრევი ხარ.
ჯერ ის იკითხე, ვინ მოკლა ,ხელი ვინ დააფარა
ეს რომ არ მომხდარიყო არ იქნებოდა ეს კაცი ქუჩაში
შენ რომ შვილები დაგიხოცონ, ეშმაკს დაიყენებ გვერდით თუ ანგელოზებმა უარი გითხრეს სამართალზე.
უნამუსო და სინდისგარეცხილი ხარ.,

020759

2018-06-11 11:49:23

'მკვლელობის საქმეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ. ნაციონალებს ამ განზრახვაში მხარს უჭერს არასაპ"
---------------
-აგრძელებს უნამოუსო ჯურნალისტი და ამ დროს ავიწყდება, რომ ეს მთავრობა ის მთავრობაა, ვინც ძუძუმწოვარა ჩვილის ჩახრჩობით მოვიდა და ვინც ბავშვის მკვლელობას აპრავებს,უფრო მეტიც, ანგელოზს და მკვდარ მზეჭაბუკს ცილს წამებს ღირსი იყოო.
ან დედა არ ხარ ?
ან ქალი არ ხარ?
ან ადამიანი არ ხარ,შე ბიძინას მონავ ,რამდენი წელს აპირებ სიცოცხლეს, რომ ამ ბავშვის ცოდვა ჩამოიბანო?


მე მესმის სუბელიანის.
მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. შვილის მაგივრად ჩავჯდებოდი და ყველაფერზე მოვაწერდი ხელს.

ნუ სამწუხაროდ შვილები გვხდიან სუსტს. ისინი გვასუსტებენ. როცა მართლები არ არიან .მათი უმსგავსო საქციელი ჩვენ გვხდის უსამართლოს და ძალიან სუსტს.
მაგრამ სამართალი მაინც უნდა მუშაობდეს რაღაცნაირი ფორმით მაინც, ისე რომ შვილმკვდარი მამა არ დაიჩაგროს და მოკლული ანგელოზი არ შეურაცხჰყონ.

020759

2018-06-11 11:50:26

ტ რამდენიც გინეხლა ილანძღედათ და ვინც ჯერ იმას არ მოითხოვს რომ მკვლელი უნდა დასახელდეს პირველ რიგსი და დანარჩენი მერე,გაეზიარებინოს სარალიძის ბედი

020759

2018-06-11 12:06:11

გამოთრეულიყო ვინმე თქვენთაგანი და ენუგეშებინა ეს კაცი.იმის ილუზია მაინც შეექმნათ რომ თითქოს აწუხებს ამ კაცის ბედი .
არადა რა ქენით?ბავშვი ლანძღეთ და ათაასი უბედურება დაწამეთ.
გამოგეძიათ სიმართლე და ვინ მამაძაღლი გამოვიდოდა ქუჩაში?
ყველა მაიმუნობაზე ერთი იმუნიტეტი გაქვთ"შენ რომ აწვალებდი ზანგებს"რეჟიმში.
ანუ ყველა ცოდვას სააკაშვილი ჩამოგაწერთ
სააკაშვილი მოიშორა საზოგადოებაბ და თქვენც მიგაყოლებთ.
ერთხელ მაინც აგეთ პასუხი საკუთარ კადრებზედ,უპასუხისმგებლობაზედ და უკანონობაზედონობაზედ ბოლოსდაბოლოს.
ვინა ხართ ასეთუ უგულო,უსულო და უშვილძვირო?
არაფრის არ გეშინიათ?

020759

2018-06-11 12:08:18

გამიგია დედის წყევლა საშინელებააო
არადა ,მგონია რომ მამის დაწყევლილზე არ ამოვა ბალახი.
არ გეშინიათ სარალიძემ რომ დაგიწყევლოთ შვილები დაქ შთამომავლობა ,ვინც მის შვილს ლანძღავთ?

020759

2018-06-11 12:12:04

წულუკიანის სამართალის მიხედვით,დათუნა ცოცხალია,რამეთუ მკვლელები აპრიორში არ არსებობენ ბუნებაში.
ისე იცოცხლოს ყველა დათუნას მაგინებლის ნაგრამმა.

020759

2018-06-11 12:13:01

გამოდით ახლა და მლანძღეთ რეჟიმში, რომ მე სააკაშვილის დესანტი ვარ,რამეთუ ეს ყველაფრის პასუხია თქვენთვის.
გრცხვენოდეთ უბრალოდ.

020759

2018-06-11 12:19:24

უფალი ამბობს :"ვინც ბავშვს აწყენინა, მე მაწყენინაო"
უფრო მეტიც, მაფიოზა ბანდიტიც (ლიონ)ამბობს-"ბავშვების და ქალების გარდაო"(გაიხსენეთ სერჟ ლიონის ფილმი)..

ანუ პროფესიონალ ქილერსაც კი აქვს პრინციპები და ის ბავშვს არ კლავს.
თქვენ ვინა ხართ, ასეთი უპრინციპო და უცხვირპირო არც ღმერთთან რომ არ ხართ და არც ეშმაკთან.
ნუთუ გგონიატ არ მოგეკითხებათ?
არც ეშმაკს ევასება თქვენისთანა მათხოვრები და ფულის მონები-გამოიყენებს და მოიქნევს, როგორც ერთჯერად კანტრაცეპტივს.

020759

2018-06-11 12:46:31

ანაზდეულად მახსენდება მარკ ზახაროვის ფილმი " Убить дракона" სადაც გენიალური მსახიობი ოლეგ იანკოვსკი თამაშობს დრაკონის როლს და ლანცელოტისას ალექსანდრე აბდულოვი.
ნუ ჩვენც მოვკალით რაღა დრაკონი,წავაცალეთ თავი.
ოღონდ რა?
მის ადგილას უთავო, უგულო,უსულო დრაკონი ავირჩიეთ,რომელსაც მხოლოდ ჯიბეები აქვს და ძალიან ფართო და მთელი საქართველო ჩაისვა ამ ჯიბეში.

ერთ დროს ვწერდი რომა


ო,ღმერთო ჩემო,
ამაოდ ვეძებ...
ოღონდ ეს არის
ზოგი მეტი ღირს
და ნაკლებად არ იყიდება.
-

arichopra 2

2018-06-11 12:47:32

ნამდვილად იცი რომ ის პატარა ქვევრში ვიღაცა არაადამიანმა ჩაახრჩო? ისიც იცი ვინ არის მკვლელი?

020759

2018-06-11 12:52:54

არიჩოპრა არ ვიცი.
ოღონდ გამოშირებული ბერიკაშვილი ,ქეთი დოლიძე და ბევრი ოცნებისტი გაჰყვიროდა,ეს ნაციონალებმა ქნესო.
კრიმინალისტიკაში კი წერია ,,ეძებე ვისაც ეს აწყობსო.
ჰოდა, ვინ ააგორა ეს თემა და ვინ გამოიყენა,ვინ მოიგო არჩევნები?

020759

2018-06-11 12:53:49




კი ბატონო,გეთანხმებით,რომ ახლა ნაცები აგორებენ ამ თემას,მერედა თქვე კაი დედმამისშვილებო,რატომ მიეცით ამის საშუალება,რად გაამწარეთ კაცი?

020759

2018-06-11 13:03:09

გავაგრძელო არიჩოპრა?
ბავშვი ქვევრში ჩაახრჩეს და უცებ ბუჩქებში ჩამალული როიალივით გამოძვრნენ იქვე, შემთხვევის ადგილზე რეპორტიორები,ჟურნალისტები,ოცნებისტები და "დამნაშავეც "უცებ დაასახელეს-ღვინიაშვილი.
ნუ ბრმა უნდა იყო რომ ეს ვერ დაინახო და უჭკუო, რომ ვერ დაალაგო თანმიმდევრობით.

ამის შემდეგ უტვინო ,მახინჯი და უნიჭო ბერიკაშვილი ,რომლის ერთადერთი დამსახურება ისაა, რომ ცნობადი სახის შვილია , სკამს მოაჯდა ,ანუ მაგრა ისარგებლა ამ ყველაფრით როგორც ერტერთმა ცილიმწამებელმა და მთელი ოცნება კი მთელ საქართველოს მოაჯდა,ვითარცა კოლექტიური მკვლელი

020759

2018-06-11 13:05:45

ნუ,კარგი,მაშინეს მათ არ "უკადრებიათ"ოღონდ სახალხოდ ხომ დაიფიცეს რომ მკვლელ ნაცებს იპოვიდნენ და გაასამართლებდნენ.
დღეს"ნა ვიხოდე"რა გვაქვს?
თურმე ანგელოზმა ბავშვმა თავი თავად მოიკლა?
კი ბატონო ,მაშინ გაჟღერდეს სიმართლე,ისEტი როგორიც იყო.

arichopra 2

2018-06-11 13:06:03

რაიმე მიზნებით, პოლიტიკური თუ სხვა, შენ ხარ მაგის გამკეთებელი?! საახლობლოში, სამეზობლოში... იცნობ ვინმეს მაგაზე, ჩვილის ქვევრში ჩახრჩობაზე" "სპასობნი" რომ იქნება?!

020759

2018-06-11 13:14:42

ხოლო სუბელიანის მესმის მეთქი რომ ვამბობ,ჩემი სისუსტე მახსენდება.რამდეენჯერაც გამომიძახებდნენ სკოლაში, იმდენჯერ ,მიუხედავად იმისა მტყუანი იყო თუ მართალი, მის გვერდით ვიყავი,და მის გამართლებას ვიწყებდი,რასაც პრინციპში შვილის ყოლამდე არ ვკადრულობდი.
ასეა,ძალიან გვიყვარს და ვცოდავთ ამ სიყვარულით ბევრს.
ერთხელ მართლა რომ ძალიან შეტოპა,და მისმა ნაცემმა გრძნობა დაჰკარგა(ყოველთვის შეიძლება მათი ბაქიაობა ეს დავიცავი,ის დავიცავიო) არაფერი მითქვამს ,ავტირდი და უაკან წამოვედი.
მან კი ასეთი სუსტი რომ დამინახა (არადა მანამ ჩემი ცრემლი არასოდეს უნახავს),რაღაც გარდატეხა მოხდა მასში.
რაც სიტყვით ვერ შევაგნებინე,ცრემლმა დაანახა.

020759

2018-06-11 13:17:28

arichopra 22018-06-11 13:06:03
რაიმე მიზნებით, პოლიტიკური თუ სხვა, შენ ხარ მაგის გამკეთებელი?! საახლობლოში, სამეზობლოში... იცნობ ვინმეს მაგაზე, ჩვილის ქვევრში ჩახრჩობაზე" "სპასობნი" რომ იქნება?!
---------------
ამის გამკეთებელი ისაა ,ვინც ამის გაკეთებაში ღვინიაშვილს დაადო ხელი. ღვინიაშვილს სულ არ ვიცნობ მაგრამ უსამართლობაა იყო იმ კაცისთვი ამხელა ცოდვის აკიდება.
ინფაქტი რომ დამართოდა?
მოუხადა ვინმემ ბოდიში?

020759

2018-06-11 13:31:49

ჰოდა ჩემი არიჩოპრა
რა მაგის პასუხია და ერთი მწერლის სიტყვები მახსენდება"კი მაგრამ საქართველოში,ნეტა რა სიმპატიების ხარჯზე არქმევენ ბავშვებს თემურისო"?
ხოდა, მეც გეკითხებით,თუ არა "პირადი დამსახურება,"პარტიის წინაშე,რა სიმპატიების ხარჯზე წამოქაჩეთ ეს ბერიკაშვილი "ვპერედი პარავოზა"?
ძაან ლამაზია თუ ნამეტანი ნიჭიერი?

serapina

2018-06-11 13:44:59




020759
ძაან ლამაზზე და ნამეტან ნიჭიერზე გამახსენდა...
ბაჩო ახალაია რომ დაწინაურდა და დედა-ბუდიანად წამოიქაჩნენ...
...და თავიანთი მაყუთისათვის, მთელი სამეგრელოს სახელი შეარცხვინეს,ამაზე არაფერი იცი ხომ?

შარაძე რატომ მოკლეს და არ გამოიძიეს?(დაწერე თორემ...
შენი პალატის ნომერსაც დავწერ და რამდენ ქვეყანაში ხარ ნაწანწალები იმასაც....ბოროტმა ბიძინამ გამომაგდოო,რომ კრუსუნებდით,შენ და შენისთანა პირაქაფებული მიშარასტები).
პასუხი გამეცი,რატომ მოკლეს შარაძე და არა მარტო ის. ოჯახი რატომ ამოწყვიტეს შარაძეების?


020759

2018-06-11 13:48:57

სერაპინა
მე პასუხს მხოლოდ ღირსეულ ოპონენტს ვაძლევ
შენ არ ხარ მათ შორის.

serapina

2018-06-11 13:54:35

020759,
მერე ის დაწერე კიდევ, ელენე ხოშტარია რომ ირინა ენუქიძის(გირგვლიანის დედის) აქციებზე დადიოდა და "სამართალს ითხოვდა", მერე ოთო კახიძის თანამებრძოლი როგორ გახდა? რომლის სილამაზემ და ნიჭიერებამ დადო,ასეთი შედეგი?

ფულის სიყვარულით, იმდენი გაქვთ ჩამჩებით ნაჭამი...
ახლა,რომ ვერ ჭამ,ამას ნერვიულობ შენ,სხვას არაფერს.
ბევრი წაგართვეს ივანიშვილი რომ ხელისუფლებაში მოვიდა? მაგისთვის კნავიხარ,აბა სამართალი და ადამიანები სულ არ გაინტერესებს!
შენ,მარტო "შენ სამართალს" ეძებ.
მიშა,არ დაბრუნდაბა!
მიშა კაპუტ!

arichopra 2

2018-06-11 14:04:48

მე არ წამომიქაჩავს, არც ნაცების წევრი ვარ, არც სხვა პარტიის ვყოფილვარ მანამდე, არც კომუნისტურის მათ შორის. არც სადმე ვმუშაობ, არც მიმუშავია სახელმწიფო სამსახურში 1988 წელს მერე. ასე რომ ნუ მიმათვალე ნაცების რიგებში. ბიძინას გულშემატკივარი კი ვარ, მისი გაკეთებული საქმეების გამო, მაგრამ სახლიდან, სადმე საჯაროდ არაფერი მითქვამს არც კარგი არც ცუდი. ჰოდა იმ ღვინიშვილს ვინც ტყუილად დააბრალა ეს გაუგონარი უბედურება, მერე სხვამ გაიმეორა და აიტაცა იმათ ... იმათ რა? აქეთ არაკაცის ტიტული აქვთ იქეთ კუპრში მიელის ქშენანი.

arichopra 2

2018-06-11 14:07:23

რაის ფულის სიყვარული აქვს ანტიბიოტიკს სერფინა?! ნუ გამაცინე?!

arichopra 2

2018-06-11 14:11:18

ასევე ძალიან მტკივა გული, როცა საქართველოსათვის, ქართველებისათვის ამდენად ამაგდარ ბიძინას ამდენი სრულიად უსამართლო ლანძვა წყევლა ატყდება თავს.

020759

2018-06-11 14:23:07

არიჩოპრა
ჰოდა იმას გეუბნებოდი ღვინიაშვილისკენ ხელის გაშვერის არ იყოს
.იგივე ცილისწამებას არ კადრულობს ე.წ სერაპინა ,გეკითხები შენ


"ფულის სიყვარულით, იმდენი გაქვთ ჩამჩებით ნაჭამი...
ახლა,რომ ვერ ჭამ,ამას ნერვიულობ შენ,სხვას არაფერს.
ბევრი წაგართვეს ივანიშვილი რომ ხელისუფლებაში მოვიდა? მაგისთვის კნავიხარ,აბა სამართალი და ადამიანები სულ არ გაინტერესებს!"


ამას რომ კაცი დამიწერს და ამ დროს არცერთი არგუმენტი არა აქვს ხელთ,რა უნდა უპასუხო.

მგონი შილერს აქვს ნათქვამი რომ იგი ვერავინ გაქურდა,რადგან არაფერი ებადაო.
ერთი ბავშვის ნაწერი გამახსენდა"როგორ გავატარე არდადეგები"
"ზაბორს გადავახტით,ყველას გაეხა გაეხა ტანსაცმელი ჩემს გარდა,რადგან მე არაფერი მეცვაო"

მერე მაშანტაჟEბს
შენი პალატის ნომერსაც დავწერ და რამდენ ქვეყანაში ხარ ნაწანწალები იმასაც....ბოროტმა ბიძინამ გამომაგდოო,რომ კრუსუნებდით,შენ და შენისთანა პირაქაფებული მიშარასტები).


როგორც იტყვიან" ვრი და ზნაი მერუ"

020759

2018-06-11 14:26:46

გავდივარ დროებით

tngh

2018-06-11 15:55:51

პატვცემულო ნომრიანო "ნაცო"!!! ნუ დემაგოგობ!!! ეს ხელესუფლება არჩევნების გზით მოვიდა და არა შენს მიერ შეთხზული ვერსიებით. და მე მგონი დროა, უკვე შეწყდეს ყველა მხრიდან ბავშვის დაღუპვით სპეკულირება. ის იყო უბედური შემთვევა ოჯახის წევრთა უყურადღებობით გამოწვეული...

ცუგო

2018-06-11 16:08:23

serapina -
სამწუხაროდ, ძალიან დიდია ეგ პალატა და სექტა-სანაცეთი ქვია...

ცუგო

2018-06-11 16:23:59

ისე, რა საინტერესოდ დაიშალნენ და გადანაწილდენენ პალატების მიხედვით:))) შუაგულში, "სექტა-სანაცეთი":დორბლიანი მიშა, ბადრი შუბლაძე, ზვიადი კუპრავა, აგერ ჩვენი 020759 და მრავალი მსგავსნი... დანარჩენმა განაყრებმა ფანჯარასთან და კარის ღრიჭოსთან დაიკავეს ადგილები...

Munji

2018-06-11 16:52:15

აღარ დამთავრდა ამ რაფალიანცის ბავშვით ქოცების დამუნათება!
თითქოს ნაცები არ ყოფილიყვნენ იმ დროს ხელისუფლებაში!
რა, არჩევნების მეორე დღეს გადააბარეს ხელისუფლება ქოცებს? კიდევ რამდენი ხანი იყო ყველა ბერკეტი მათ ხელში - რატომ არ გამოიძიეს?
მაშინ, ცხელ კვალზე, უფრო ადვილი არ იყო ამის გამოძიება?
კარგი, ბერიკაშვილის ქალმა დაგაბრალა - შენ რა გააკეთე ამ ცილისწამების ჩამოსარეცხად?
ეს ერთი.
ახლა მეორე: მთავარი ის ხომ არ არის, ვინ ვის რა დააბრალა! მთავარია რამდენად დამაჯერებელია ეს ბრალდება!
და ვინ დაიჯერა ეს იდიოტობა, რომ ნაცებმა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვევრში ჩაახრჩვეს ბავშვი? - მერე რა, რომ ვიღაც ბრიყვმა დააბრახა!
ესე იგი ამ ტრაგედიის ეფექტი და გავლენა არჩევნების შედეგზე არის ნული!
მაგრამ ნაცებს სჯერათ, რომ პირიქით, ქოცებმა დაახრჩვეს!
იდიოტიზმის მეორე ბოლო!
რატომ უნდა დაეხრჩო ან ერთ ან მეორე პოლიტიკურ ძალას, რა დივიდენდები უნდა მოეტანა ამ უბედურებას და რა ლოგიკიდან, რა გათვლებიდან გამომდინარე?
ამას რომ სერიოზულად ამტკიცებდე, ან გონებაჩლუნგი უნდა იყო ადამიანი ან გარეწარი!
მესამე ახსნა არა აქვს!

ფხიზელი

2018-06-11 17:23:05

თამთა ქარჩავა,
კარგი წერილია! ნაცებისა და მათი მხარდამჭერების რეაქცია გასაგებია: საკუთარი სახე არ მოეწონათ და სარკეს აფურთხებენ.
არ იდარდო!:)
მათი ქება რომ დაგემსახურებინა, ეს იქნებოდა ცუდი.

serapina

2018-06-11 17:32:22

ახლა, ამ პალატის ამბავი...
როგორც კი, მიშა მაოხრებელმა მიწისძვრა იგრძნო, ასე მოიქცა:
სასწრაფოთ გადააფორმებია, კარგი და სასარგებლო მიწები(ხელის გოგო-ბიჭებს) გულანთებულ ნაცებზე.

serapina

2018-06-11 17:33:31

ჰოდა, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ეს მიწები,წაართვეს ნაცებსა!

serapina

2018-06-11 17:48:46

ამათი ოჯახის წევრები,ხომ კაი ჭამა-სმას იყვნენ ნაჩვევი!
მერე,აღარც სამსახური, აღარც ფული.
მოკლედ,გაწირეს კაცები!(წადი ბებერო,ევროპაში მაინც და საჭმლის ფული გამოგვიგზავნეო... შვილებმა და შვილიშვილებმა). რა ექნათ? (უწიათ იმ ქალების ცოდვამ,თურქეთ- საბერძნეთ-იტალიაში რომ მონურად მუშაობენ).
დაადგენ ევროპის გზასა.

დაიწყეს ევროპის კარზე კვნესა-გნიასი... თუ,როგორ გამოყარა "ბიძინა ბოროტმა" საქართველოდან.. აუწიოკა ოჯახი,წაართვა ბიზნესები და ა.შ.
თან ამ უტვინოებს, იმდენი ჰქონდათ ნაზეპირები, ევროპისაკენ მივდივართო, ადამიანის უფლებებიო...
დაუწყეს "ჩემს ევროპელებს" გაჭიმვები და გაწევ-გამოწევები.
აბა,ამათ ასეთები ისე "მოსწონთ" რომა...
ავადმყოფობის მოგონებამ და "გიჟობანას თამაშმაც"ვერ უშველათ.
მისვეს კუთხეში და თქვენი ხმა არ გავიგონოთო!

ეს ნაცები არიან ახლა,ცალკე ივანიშვილზე გაცოფებული... ცალკე,ეს ევროპა " ვინა ყოფილაო" და ზოგი,მართლა ჰყავთ პალატებში და შესაბამის დაწესებულებებში...

ახლა,მიშას წარუმატებლობა,კიდევ უმძიმებთ მდგომარეობას,ხოლო ოჯახის წევრები, ყველა დარეკვაზე:-ბებერო,ფული სად არისო ეკითხებიან.
გაიგეთ ახლა,ამათ რამდენი მხრიდან ეწვით?!

Maverick

2018-06-11 18:34:20

თამთა შვილო, ბიოტიკს ნაწილობრივ ვეთანხმები და იცი, რატომ?!

ნაცები და ნაცმიდრეკილები ფარვანაბივით არიან, მომავალი არ აქვთ, 1 დღით ცხოვრობენ, თუ ვინმე გამოსადეგს მოკრეს თვალი, ტკიპასავით აეკვრებიან, სად? ყველგან სადაც მიწვდებიან, ოღონდ სისხლი გამოწოვონ, სარგებელი ნახონ, ვნებები დაიკმაყოფილონ; ასეთია მაგათი ვამპირული ბუნება.

ბიძინას იმიტომ ვერ იტანენ, რომ თავის დროზე დაიქნია ესენი, "დიხლოფუსი" ასხურა და ჩამოიფერთხა, მაგრამ სამაგიეროდ შემდეგ დაბრაკულები დაიახლოვა, რისთვისაც მამალი ნაბოზბანდა გაამწარა, თავს დამცირებულად გრძნობენ...

რაც შეეხება შენ მიერ ჩამოთვლილ ნაცმაქციების ჩადენილ დანაშაულებს, გვახსოვს, მაგრამ რატომ გვახსენებ, ჩვენ არ გვავიწყდება, არც ვპატიობთ, მაგრამ შენ რა გგონია ახალს იგონებ?! გამეორება რომ ცოდნის დედაა ყველამ ვიცით, მაგრამ შენგან მაგ გამეორებას გადაფარვა, ანუ ორმაგი სტანდარტი ეწოდება!

როგორ ფიქრობ, რადგან ნაცისტმა მიშამ და მისმა მიმდევრებმა ეგ დანაშაულები ჩაიდინეს, ოცნებისტებისათვის ინდულიგენციაა და მათ დროს ჩადენილი დანაშაულები არ უნდა იქნეს გამოძიებული?! დანაშაულის ჩამდენი, რადგან ჩვენგან დაქირავებული!!! - საჯარო მოხელე-ჩინოვნიკის, დიდი თანამდებობის პირია; ან ბიზნესმენის, ფულის მქონეს ახლობელი, ნაცნობი, ნათესავი, ან ოჯახის წევრი, საქმე უნდა ჩაიფარცხოს და კანონმა არ უნდა იკანონოს?!

აი, რატომ ვეთანხმები ნაწილობრივ.

რაც შეეხება ბიოტიკს, ერთი ნარცისი, თავის თავზე შეყვარებული, მარტოსული ქალია, რომელიც ვაღიარებ, კარგად კი თხზავს, მაგრამ მის შეთხზულს სული არ აქვს, რომ ლაღად ინავარდოს... რადგან შემთხზველი ერთპოლუსიანია და სრულყოფილებამდე სულს, ხორცს, გულს და გონებას სიყვარულის არ უხსნის.

რაც შეეხება ნაცების ოცნებას: ხელისუფლებაში მოსვლას, აუხდებათ, ოღონდ სიზმარში!

სერაფინამ კარგად თქვა, "მიშა კაპუტ"!

Thoma

2018-06-11 20:10:08

ჩვენ რომ ვიცით და გვახსოვს მაგათი დანაშულობანი, ეგ არ ნიშნავს, რომ ყველამ იცის.
მაგალითად ნაცებს და მათ თანამდგომებს, რომლებიც მხოლოდ რუსთავ 2-ს უყურებენ, შეიძლება სადმე მარშრუტკაში ჰქონდეთ ყურმოკრული, რომ ასეთი რამეები მომხდარა და ცხადია არცდაიჯერებდა: აბა ეგეთი რამე რომ მომხდარიყო, ხომ გამოაცხადებდაო “რუსთავი 2” ?
ამიტომ საჭიროა ამ ხალხისთვის შეხსენება, რისი გამკეთებელი და რისი მკადრებელი ადამიანები გამოდიან ლოზუნგით - “ნუ მომკლავ!”
რათა უაზროდ არ გამოაყენებინონ თავი...

kolxi

2018-06-11 21:40:46

ფაქტი ის არის რომ იმ ბავშვის ქვევრში გარდაცვალების გამოძიება მთლიანად ნაცსექტის პოლიციური შემადგენლობის მიერ ჩატარდა!!!
ყველანაირი სამხილები გაანადგურეს და იმის შემდეგ, რაც დარწმუნდნენ რომ ფაქტის დადგენა შეუძლებელი იყო ატეხეს ღავღავი. აი ეს არის ნაცსექტის ნიღაბახდილი ნამდვილი სახე.
რა Yველამ არ ვიცით რისი მკადრებლები არიან ამ ბანდის წევრები?!
თუნდაც ეხლა, ამდენი საშინელებისა და დანაშაულის ჩამდენი ხალხი აქციას ატარებს "ნუ მომკლავ".
გაიგეთ ხალხოოო, ნუ მომკლავო, ეს მაშინ როცა აბსოლუტურად ყველა მათგანს სისხლში აქვს ხელები გასვრილი.
ანუ ჩვენ, ხალხი იმდენად სულელ, შტერ, ფულზე დახარბებულ მათხოვარ ბრბოდ მივაჩნივართ რომ არ გვერიდებიან საჯაროდ მოგვატყუონ, თვალებში ნაცარი შეგვაყარონ და შემდგომ თავიანთ წრეში გულისამრევად იხითხითონ და დაგვცინონ როგორ გავაბრიყვეთო.
არა ბატონებო, არა ვართ ბრიყვები და გაუნათლებლები, ყველაფერს კარგად ვხედავთ და ძალიან, ძალიან ბევრი რამეც ვიცით, მაგრამ... და ეს მაგრამი გვაგდებს იმ დღეში, რა დღეშიც ეხლა ვართ.
ისიც კარგად ვიცით, რა შეუსაბამობებიც ხდება დღესდღეობით და ამას ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე აღმოვფხვრით, მაგრამ თქვენთან ერთად არრა!!!
ჩვენ თვითონ, ჩვენ თვითონ და თქვენს გარეშე!!!

serapina

2018-06-12 00:36:50

"სერაპინა
მე პასუხს მხოლოდ ღირსეულ ოპონენტს ვაძლევ
შენ არ ხარ მათ შორის."

020759,
ვისაც გინდა იმას მიეცი,გინდა პასუხი და გინდა სხვა რამე...

თუ მიშას უნთლებ სანთლებს(ცხადია ასეა), რაც მეტ სისულელეს დაახეთქებ, მით მეტი არგუმენტი დაიდება. გამოდის,საპირისპიროს მიიღებ!
გინება თუ გსიამოვნებს, ერთი ჩახდილის მეტი, ამჟამად აქ არავინ იგინება და რა გინდა, შენი კომენტარებით რომ მიიღო?!
მეტი მიშას ლანძღვა?
იმდენად აღარავის აინტერესებს,არც ამისთვის იწუხებს ვინმე თავს. მე ვწერ უმეტესად, შენი სულიერი ძმების "საგმირო საქმეებზე"!
ისიც იმიტომ,რომ თქვენი ტვინმოღრეცილობა,სულ სააშკარაოზე იყოს!




kolxi

2018-06-12 10:34:40

თამთა კი ერთი შესანიშნავი ჟურნალისტია, ბევრისაგან განსხვავებით, ღმერთმა ხლი მოუმართოს !!!

კატრინა

2018-06-12 11:08:00

ეს ადამიანის მსგავსი ჯეიმს ბონდი ანუ აგენტი 007 არის ტვინნაღრძობი და ძალიან მეცოდება! თუ ძალიან დავაკვირდებით,მივხვდებით,რომ ესენი მარტო ტვინნაღრძობი კი არა, არამედ ავლიპ ზურაბაშვილის პაციენტები არიან! ამიტომაც გაანადგურა მიშა-გარეწარმა ყველა ფსიქიატრიული,იმის შიშით,იქ არ გვიკრან თავიო!

arichopra 2

2018-06-12 11:42:57

გუშინ აქ ფულზე, სიღარიბეზე,კარგად ცხოვრებაზე, ალბათ სიმდიდრეზეც რაღაც საკითხები წამოიჭრა. მეც მაქვს ამ საქმეზე გარკვეული შეხედულებები. როცა სიხარბეზე, გაუმაძღრობაზე, კომფორტზე ადამიანის მისწრაფების დასაგმობი ჩემი აზრი, ჩემივე სიტყვებით გადმოვეცი ერთობ უხეირო შედეგი მივიღე - ზოგმა გამოქბაბულში დაბრუნება გინდაო ისიც კი მითხარით. ახლა ჩემს აზრებს ცხოვრებაზე, ნამდვილ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, სამშობლოს სიყვარულზე, სილამაზეზე, ცხოვრების ნირზე, ჭეშმარიტ ფასეულობებზე გენიოსის სიტყვით გადმოგცემთ. ვინძლო ბევრს შეგიტოკოთ მთავარი ძარღვი.
ვაჟა ფშაველა - https://www.youtube.com/watch?v=oxb4Wj8vMyk

სიმღერა 1896 წელი



არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში - მთა, ბარად - ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას - ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია:
ია, უღრანს ტყეს მოსული,
თალხ-კაბა, ენა-მტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, -
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგავარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.

anri

2018-06-12 16:30:49

020759
შეგახსენებ რომ ბარბარეს სიკვდილის დღეს ნაცები იყვნენ ხელისუფლებაში და ოფიციალურად კიდე 20-21 დღე , ეს საქმე ცხელ კვალზე უნდა გახსნილიყო მაგრამ მიიჩქმალა და სწორედ ნაცებმა მიჩქმალეს . ამას მე გეუბნები- ყოფილი ნაცი.(მხარდამჭერი).
მეორე. ქარჩავას ტყუილად ერჩი, მშვენიერი სრატიაა.
მესამე . ის ფილმი სერჯიო ლიონესი არაა, ლუკ ბესონისაა :) . ეს ისე...

020759

2018-06-12 19:49:16

ანრი
მხოლოდ მესამესი გეთანხმები

რაც შეეხება 21 დღეში უნდა გამოეძიაო,მეც მაგას არ გეუბნებით>?
რატომ ვერ თუ არ გამოიძიეთ მეთქი ნახევარ წელიწადში?
და თუ ეს დრო საკმაო არ იყო რატომ გაანადგურეთ ნივთმტკიცებები ?

020759

2018-06-12 19:53:45

იგივე რაფალიანცი რატომ ვერ გამოიძიეტ 6წელიწადში და რატომ ვერ დადეტ ზუსტი მიზეზი,აკი
1ქვეყანას შეჰპირდით?
აქედან დასკვანა
1-ძალიან დიდი მატყუარები და თაღლითებიხართ
2-როგორ უნდა გამოგეკვლიატ როცა ტავადა ხართ რეჟისორი?
3-არ იცით როგორ გამოიძიოთ,ანუ ნამეტარი შტერები ხართ
სხვა მიზესი არარსებობს
და ნებისმიერ შემთხვევაში გადასაგდები ხართ,როგორც უვიცარი და უსაქმურები.

serapina

2018-06-12 20:30:42

ხომ იცით,როგორ ვაკრიტიკებ ივანიშვილს და რამდენ რამეში ვადანაშაულებ?!
ერთი, კარგი ანეკდოტი მაინც მახსოვს მაგისგან...
......
შედი ქალო ბუტკაში!!!

Munji

2018-06-13 00:26:23

არა, ესტიპი ნაღდად გასულია მომსახურების ზონიდან! :)))
ეუბნებიან, თქვენ იყავით მაშინ ხელისუფლებაში, თქვენ შეგემთხვათ ეს უბედურება (არა თქვენი ბრალით), თქვენ დაგაბრალეს (უსამართლოდ!), თქვენს ინტერესებში უნდა ყოფილიყო სიმართლის დადგენა! - რატომ არ გამოიძიეთ ცხელ კვალზეო და, მეც ამას გეკითხებით, თქვენ რატომ არ გამოიძიეთო? :))))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80