მამაკაცები ძილს ქალებზე ნაკლებ დროს ანდომებენ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სხვადასხვა

მამაკაცები ძილს ქალებზე ნაკლებ დროს ანდომებენ

მამაკაცები ძილს ქალებზე ნაკლებ დროს ანდომებენ
for.ge

2018-06-11 13:00:42

დოქტორმა დიანა ლოდერდეილმა ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან ეპიდემიოლოგიის ამერიკულ ჟურნალში გამოაქვეყნა თავისი შრომის შედეგები.

მასშტაბურ კვლევაში  დღიურების გარდა გამოიყენებოდა სპეციალური მიმღებები. ამ მიმღებებს მაჯაზე იკეთებდნენ ცდის პირები და მათი მეშვეობით ზუსტად აღირიცხებოდა  არა მარტო დაწოლისა და ადგომის დრო, არამედ ფაქტიური ძილის დროც.

38-50 წლის 669 ადამიანის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს გაცილებით ნაკლები დროის მანძილზე სძინავთ, ვიდრე ეს მათ სჭირდეაბთ. მამაკაცები ძილზე ხარჯავენ  ქალებზე ნაკლებ დროს, ხოლო ღარიბები -  მდიდრებზე.

თეთრ ქალებს სძინავთ ყველაზე მეტი - 6,7 საათი, ხოლო თეთრ მამაკაცებს - 6,1 საათი. შავკანიან  ქალებს სძინავთ 5,9 საათი, ხოლო შავკანიან მამაკაცებს - 5,1 საათი.

ამავე დროს გამოირკვა, რომ მაღალანაზღაურებიან ადამიანებს სძინავთ მეტ ხანს, ვიდრე ნაკლებ ანაზღაურებიანებს.

 

 

ნანახია - 57

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80