რაზეა დამოკიდებული ადამიანის კანის ჯანმრთელობა
სხვადასხვა

რაზეა დამოკიდებული ადამიანის კანის ჯანმრთელობა

რაზეა დამოკიდებული ადამიანის კანის ჯანმრთელობა
for.ge

2018-06-11 13:02:36

"Oman Observer"-ის ცნობით, ლამაზი კანი რეალობად იქცევა, როგორც კი მკვეთრად შეამცირებთ შაქრის მიღებას და მას ჩაანაცვლებთ ზეთისხილისა და ავოკადოს ზეთით.

დოქტორ სტეფანი უილიამსის განცხადებით, რაციონის შეცვლა სილამაზით დასაჩუქრდება. მისივე თქმით, თაფლსა და აგავას სიროფში დიდი რაოდენობით ფრუქტოზაა, ამიტომ აუცილებელია ამ პროდუქტებს თავი ავარიდოთ. იგივე ეხება ხილს, ხილის წვენებს და ჩირს. ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი კი საერთოდ უნდა აიკრძალოს. უილიამსის განცხადებით, კენკროვანები ხილს კარგად ჩაანაცვლებს, რადგან მათში შაქრის შემცველობა ნაკლებია.

ექსპერტი, შაქრის გარდა გვირჩევს იმ პროდუქტების მოხმარების შემცირებას, რომლებიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავენ. პირველ რიგში, საუბარია მარცვლოვანებსა და კრახმალზე. ეს პროდუქტები სისხლში შაქრის შემცველობას ზრდიან.

სტეფანი უილიამსის თქმით, ყოველდღიურად უნდა მივიღოთ ცილები, რადგან ორგანიზმი ამ საკვებს მარაგის სახით კანკვეშა ცხიმებად ვერ გარდაქმნის, ხოლო სუნელები ცილოვან პროდუქტებს უფრო მიმზიდველს გახდიან.

ამავე დროს, მონონაჯერი ცხიმები აუცილებელია კანის ახალგაზრდობის და ელასტიურობის შესანარჩუნებლად.

მონონაჯერი ცხიმები მცენარეული ცხიმებია: არაქისის კარაქი, ზეითუნის ზეთი, ავოკადოს, თხილეულის, ასევე, გოგრის თესლისა და სეზამის ზეთი.

 

ნანახი?- 158

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80