„აქციაზე ნასვამი ადამიანები კარვებში ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე უპირისპირდებიან“
საზოგადოება

„აქციაზე ნასვამი ადამიანები კარვებში ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე უპირისპირდებიან“

„აქციაზე ნასვამი ადამიანები კარვებში ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე უპირისპირდებიან“
მარიამ თოდაძე

2018-06-11 15:27:49

რუსთაველის გამზირზე 14:00 სათზე დაგეგმილი აქცია 18:00 საათისთვის გადაიდო, თუმცა, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან. დღეს რუსთაველის გამზირზე ინციდენტი მოხდა, რის გამოც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზიდან კარვები ისევ პარლამენტის შენობის წინ დააბრუნეს.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, კარვების გადატანის მიზეზია ის, რომ ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი“ და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.

კუპატაძის თქმით, აქციაზე არიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე.

რაც შეეხება რამდენიმე პირის დაკავებას, თეიმურაზ კუპატაძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევიდა კარვებში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს.

„ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება“, - განმარტა კუპატაძემ.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში მომხდარს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გასაგებია, პიროვნული მღელვარება და ბრაზი, რომელიც ზაზა სარალიძეს ან აქციაზე შეკრებილ ნებისმიერ პირს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი.

როგორც ლომჯარია აცხადებს, სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც ასევე სოლიდარულია ზაზა სარალიძის მიმართ.

„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

საქართველოს მთავრობას ან თვითმმართველობის ორგანოს აქვს უფლება შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით“, - აღნიშნავს ლომჯარია.

რაც შეეხება აქციის მთავარ მიზეზს, ხორავას ქუჩაზე გადაცვლილი მოზარდის მამა აცხადებს, რომ შს მინისტრი შეუსაბამოა თანამდებობისთვის და გიორგი გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მოთხოვნები აბსოლუტურად იგივე რჩება - მკვლელები, ხელის დამფარებლები უნდა დაისაჯონ. გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში და მოვიდეს კომპეტენტური მინისტრი, ვინც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს. სარალიძის თქმით, გიორგი გახარიას საქმე არ დაუძრავს.

„ვიღაც მორჩაძე რომ დააკავეს, ამით ცდილობენ მიხეილ კალანდიას ჩვენება „გააპრავონ“, თითქოს მიხეილ კალანდიამ ზეწოლის ქვეშ მისცა ის ცრუ ჩვენებები სასამართლოზე, რომ საფუძველი აღარ ჰქონდეთ კალანდიას დაკავების.

ვითხოვ ასევე თეა წულუკიანის გადადგომას იქიდან გამომდინარე, რომ შოთაძე გაუშვა ტაშფანდურით, ტაში დაუკრა, მაგარი კაცი ყოფილაო. გუშინ კომენტარიც წავიკითხე, არ უნდა გადამდგარიყოო. ვინმეს სჯერა, რომ შოთაძემ არ იცოდა ამბავი და ეს საქმე როგორ იკერებოდა“? - განაცხადა სარალიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მოთხოვნები პროცესს ჩიხში შეიყვანს და დაგვაკარგვინებს მთავარ მიზანს - მართლმსაჯულების აღსრულებას. დეპუტატი არარელევანტურად მიიჩნევს აქციის მონაწილეთა მოთხოვნას იუსტიციის და შს მინისტრების გადადგომის თაობაზე.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, საკითხი არ გადავიდეს ისეთ სივრცეში, რომელიც საერთოდ დაგვაკარგვინებს იმის შესაძლებლობას, რომ მიზანი იყოს მიღწეული. მიზანი არის მართლმსაჯულების აღსრულება და საქმეზე სამართლიანობის დადგენა, ამიტომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ამ პროცესის პოლიტიზირებას გამოიწვევს და დაშორდება თვითონ ამ მიზანს, პირიქით, ხელს შეუწყობს საზოგადოების გაუცხოებას ამ პრობლემასთან მიმართებაში“, - აღნიშნავს ფოფხაძე.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ესმის, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში არსებობს ეჭვები და ყველას მიმართ შეიძლება პრეტენზია დავაყენოთ, რომ თუ შოთაძე გადადგა, ყველა რატომ არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ არის რეალობა, ქვეყანას სჭირდება სამართლებრივი განვითარება.

„იმ მინისტრების წასვლით, ვინც ახორციელებდნენ რეფორმებს, მართლა ცდილობდნენ, ქვეყანაში სამართლებრივი გარემო შეეცვალათ და სწორი ნაბიჯებით ქმნიდნენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს, ეს საქმე ვერაფერს მოიგებს. თუ მექნება იმის რწმენა, რომ კონკრეტული საკადრო ცვლილებებით ამ საქმის სასარგებლო შეიძლება რაღაც მოხდეს, შეიძლება ამ მოთხოვნების რელევანტურობაზე მეც ვიფიქრო, მაგრამ არ არის ეს სწორი. უნდა ვიფიქროთ მართლმსაჯულების აღსრულებაზე და არა პოლიტიკურ მოთხოვნებზე, რომელიც ამ პროცესს ჩიხში შეიყვანს და დაგვაკარგვინებს მთავარ მიზანს - მიზანი კი არის მართლმსაჯულების აღსრულება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამასთან, ფოფხაძე სამართლებრივად არასწორად მიიჩნევს რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმას და იხსენებს მის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს, როდესაც მომიტინგეებს გზას არავინ გადააკეტინებდა, თუ მათი რაოდენობა ფიზიკურად არ იყო საკმარისი.

„ვიღაცას შეიძლება გაუხარდეს, რომ ჩვენ კონფლიქტში შევიდეთ საპროტესტო აქციასთან, მაგრამ საზოგადოებას ეს არ სჭირდება. მე მინდა მივმართო აქციის მონაწილეებს - თუ არ გავლენ სამართლებრივ ჭრილში და არ ითანამშრომლებენ სამართალდამცველ სტრუქტურებთან, პროცესი არაჯანსაღ ხასიათს მიიღებს“, - დასძინა გედევან ფოფხაძემ.

ნანახია - 1708

arichopra 2

2018-06-11 15:41:05

https://www.youtube.com/watch?v=kjIc8Cv2zxg წელი -2008 კომენტარს არ ვაკეთებ!

tngh

2018-06-11 15:50:33

ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ იქ შეკრებილი საზოგადოება, " ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე უპირისპირდებიან." იქ, ხომ "რაფინირებული ინტილიგენტები" არიან შეკრებილნი... ამას, როგორ იკადრებენ...

natali

2018-06-11 16:09:56

ეს ის კარვებია უგულავამ მილიონ ლარად რომ შეიძინა და ბაზრობები რომ გაიკეთა თბილისის უბნებში? ეს ის კარვებია თუ ჰგავს?

ganzieli

2018-06-11 16:50:29

ნაც-ცოცხოსნური ოცნება: ძროხამ მუუ-ო, თხამ ჩაიკიკინა, ღორმა ჰოლანდიური ჯობიაო, ყვავმა დაიჩხავლა ... ტურამ არიქა, იქნებ რამეს გავკრა კბილიო

natali

2018-06-11 17:46:41

ქალბატონი ბოკუჩავა ბრძანებს, დეპუტატებს რომ ასე ექცევიან, ჩვეულებრივ მოქალაქეებს რას უზამენო. ე.ი თვლის,რომ თვითონ არაჩვეულებრივი მოქალაქეა? შენ გაიხარე ბოკუჩავა! :)) სულ მიკვირდა რატომ უნდათ პარლამენტარობა, ძლივს არ მივხვდი? თურმე არაჩვეულებრივობა უნდათ და იმიტომ.

natali

2018-06-11 19:17:10

ჰაჰაააააააა:)))))))))

ვაიმეეე...სულ გარეკა ამ ხალხმა:))))))ვიღაც ტიპი აქციაზე აპროტესტებს ჟურნალისტებთან. აგერ ეს კაციო ვიღაცას ეჩატავებოდაო, მოვთხოვე მაჩვენე ჩატიო და არ მაჩვენაო, ხოდა დავატოვებინეთ აქციაო:))))))))) ანუ ვინმე რომ მოგთხოვთ ახლავე სასწრაფოდ ჩამახედეთ თქვენს მობილურშიო, თუ არ ჩაახედეთ, ვაი თქვენი ბრალი:)))


papa

2018-06-11 19:17:19

სერაფინა

ძაან კარგი მახსოვრობა გაქვს.... არაფერი დაგვიწყნია....
მაგრამ პატარას მე მაინც წაგეხმარები....
გია კრიალაშვილი რომ გლდანში ჩაცხრილეს(ეგ ჩემთვის დღემდე საკითხავია თუ რატომ?--ისე ეგ ამბავი რურუას უკავშირდებოდაო ამბობდნენ მაშინ) მის გვერდზე მყოფი ოთანაშვილის ოჯახს და მის მთლიან სანათესაოს, რა უყვეს, ბარემ ამათ ისიც შეახსენე--მთელი მათი სანათესაო(20კაცამდე) ჩვილბავშვების თამადობით, დედაწულიან,ქალიან--კაციანად, ჯურღმულებში რომ შეჰყარეს ეგეც შეახსენე ამათ...(ანუ ჩვილებიც რომ დაააპატიმრეს)
მერე ოთანაშვილის ბავშვი სკოლიდან რომ გამოაგდეს და კეთროვანივით არც ერთ სკოლაში აღარ იღებდნენ ....
რომელერთი უნდა ჩამოთვლოს კაცმა?
ჰმმ... ადვილად ,,ივიწყებენ,, ეს ნაცები ყველაფერს
მაგათ ჰგონიათ ყველა მათნაირი კლეროზიანია

papa

2018-06-11 22:52:11

რა კავშირი აქვს რუსთაველზე დაკავებულ საერთაშორისო ძებნილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან?
19:12 06-11-20183280
ShareFacebookTwitterGoogle+
image: http://primetime.ge/uploads/news/06-2018/1fac9be64dac4244e44e53de622b91ea_thumb.jpg


რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 9 პირი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი პირიც არის.

"რუსთაველის გამზირზე დაკავებული იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისთვის და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი.

აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციას უერთდებოდა. პიროვნების ინდეტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამო, ის დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მას საერთაშორისო ძებნილის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ის 36 წლის ბესლან ლორსანოვია. მას, როგორც განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეს ინტერპოლი ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეთნიკური ჩეჩენი ბესლან ლორსანოვი აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდა.
-------------------------------------------------------------------------------------


ვააააა.................... ეს რომ მართალი იყოს მერე?

ან პროვოკაციის მიზნით, მანდ რომ ვინმემ უბედურება დაატრიალოს..... მერე??

გამოდის რომ ესენი ჩორტის ჩაგდებასაც არ ერიდებიან.....
ჩემს მერე წყალი და მეწყერიო .... ესე გამოდის

ესენი ვინ არიან?????

ღმერთმა დაგვიფაროს, თორემ...მანდ ამბავი დატრიალდებააააა........აუუუჰ.....მტრისას!!!

კატრინა

2018-06-12 09:29:40

საიტის ადმინისტრაციამ იქნებ ამიხსნას,სხვა ტელეფონიდან როგორ შემოვიდე ფორუმზე? ახალი ტელეფონიდან ვერ შემოვდივარ და როგორ მოვიქცე, არ ვიცი.მადლობა!

xalibi

2018-06-12 12:13:20

პაპა-ს
პაპას გაუმარჯოს:) ეგ საინტერესო რამე გაიხსენე პაპა, მე ის მაინტერესებს, რატომ არავინ აღარ იღებს ხმას არც კრიალაშვილის მკვლელობაზე, არც ოთანაძისა და მისი ოჯახის ტანჯვაზე, არც ამირიძეზე და არც ..... თვითონ რატომ არიან გაჩუმებულები?! ან იქნებ ოცნებამ სრულად გამოიძია, დაზარალებულები კმაყოფილები არიან და ჩვენ იმიტომ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ გვიფრთხილდებიან?!

papa

2018-06-13 00:06:01

ხალიბი გამარჯობა

რომ ქრები, ძაან მწყიინს ხოლმე
არა, რა თქმა უნდა....შეიძლება ყოველთვის აქ არ იყო,მაგრამ ძველების აქ არ ყოფნა, ჩემზე უარყოფითად მოქმედებს ხოლმე
არი ხუთი-ექვსი კაცი რომელთა გარეშე ეს საიტი ფერკმრთალდება..ხოოდა
ესეა რაააა.
ისე მართალია.... ოთანაძე იყო,... ოთანაძე

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80