„ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა“
საზოგადოება

„ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა“

„ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა“
მარიამ თოდაძე

2018-06-12 12:00:24

10 ივნისის არცთუ ხალხმრავალი აქციის შემდეგ ნაციონალები და მათი იდეოლოგიური ძმები, როგორც ჩანს, პროვოკაციებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას - შედეგად, გუშინ დილიდან მოყოლებული, საპატრულო პოლიცია სამართალდამრღვევთა განეიტრალებით არის დაკავებული.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელია და „ახალი საქართველოს“ წევრი გიორგი ხაბურძანია დააკავეს მათი დაკავება რუსთაველის გამზირზე მცირე დაპირისპირებას მოჰყვა. არეულობა მოხდა ქაშუეთის ეკლესიასთან, მას შემდეგ, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს სამართალდამცველების მანქანებში დაეძებდა.

სამართალდამცველებმა პარტიის წევრებს რამდენიმე გაფრთხილება მისცეს, მოცილებულოდნენ ავტომობილებს, თუმცა პარტიის წევრებმა სამართალდამცველების გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთი, ხორავას ქუჩის საქმის აქციების ორგანიზატორი, ზვიად კუპრავაა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ზვიად კუპრავამ სასამართლო პროცესზე მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

„დილით დაიწყო ტერიტორიის ჯებირებით შემოფარგვლა და გარშემო დადგნენ პოლიციელები. გავუშვით ორი პირი, ისინი უკან მობრუნდნენ შეუფერხებლად. ამის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები გავედით ბიოტუალეტებში. ტუალეტთან მოვიდა 70-მდე პოლიციელი და დამაკავეს. არანაირი სამართლებრივი საკითხი არ დგას, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება პირადად შს მინისტრის, რაც მიზნად ისახავს ჩემ განეიტრალებას იმ პროცესებიდან, რომელიც ახლა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. ეპოტინებიან ადმინისტრაციულ მუხლებს, რაც სრული აბსურდია“, - განაცხადა კუპრავამ.

სასამართლო პროცესზე ინციდენტიც მოხდა - სასამართლოზე შესვენება გამოცხადდა -მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ დრო მხარეებისთვის საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაცნობად მოითხოვა.

შესვენებისას, კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სასადილოში იმყოფებოდა. მას სამართალდამცველებმა მოუწოდეს, რომ სხდომათა დარბაზში შესულიყო, რაზეც კუპრავამ წინააღმდეგობა გაუწია და მოსამართლე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

„*** მკიდია მოსამართლე“,- ასე უპასუხა კუპრავამ პოლიციელს - შემდეგ დაამატა, რომ სადილობას დაასრულებდა და დარბაზში მერე ავიდოდა. თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს - შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

მოგვიანებით, ზვიად კუპრავამ და სხვა დაკავებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც კუპრავამ განაცხადა, სასამართლო არის მართული ხელისუფლების მიერ და დღევანდელი პროცესიც არის ფარსი, რადგან მოსამართლე მას მაინც ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯის.

მან მოსამართლეს ზონდერმოსამართლეც უწოდა - კუპრავას და სხვა დაკავებულების ადვოკატებს მოსამართლემ მოწმეების დაკითხვის გარდა არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ბოლოს ზვიად კუპრავამ მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც უარი მიიღო. სასამართლომ კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ პირებს 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებული რამდენიმე პირიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.

„ი.ა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა, გ.ა. კი 2016 წელს ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ჩანს, სიტუაციის განმუხტვის მიზნით სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან გაშლილი კარვები აიღეს.

რაც მთავარია, ნაციონალები და მათი იდეოლოგიური ძმები ცდილობენ, თავი ჩაგრულებად წარმოაჩინონ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, თბილისის ყოფილი მერი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, სოციაურ ქსელში ეხმაურება.

„ის რასაც მთავრობა ახლა პოლიციას აკეთებინებს არის მარაზმი და უტვინობა. სარალიძის ტკივილს ამით ვერ ჩაახშობ. ხალხს ამით უფრო გააბრაზებ - 7 ნოემბრის დილაც ეგრე დაიწყო“, - წერს უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა კი განაცხადა, რომ დაკავებული არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და მათი ათობით თანამებრძოლი. უდუმაშვილის თქმით, ერთ-ერთ მანქანაში სავარაუდოდ, ისხდნენ სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნები და მათგან პასუხის მოსმენა სურდათ, რასაც მოჰყვა დაძაბულობა.

„ნიკა მელია დაკავებულია და წაყვანილია. ჩვენს თვალწინ ჩატენეს მანქანაში და ისე წაიყვანეს. თქვენ ნახავთ, რა მეთოდებით წაიყვანეს საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, დაკავებულია ლევან ხაბეიშვილი და კიდევ ჩვენი ათეულობით თანამებრძოლი. ყველას სახელი და გვარი არ ვიცით, რადგან უცებ გავნახევრდით. დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ხელისუფლებას კონსტიტუციის დაცვისა და ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„უკანონოდ კონსტიტუციის უხეში დარღვევით, ფაქტობრივად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს პარტიის ლიდერი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი, კონსტიტუციური იმუნიტეტის მქონე პიროვნება, ნიკა მელია. ეს არის წარმოუდგენელი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში. არავის აქვს უფლება დააკავოს დეპუტატი, პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე. დეპუტატი არის ხელშეუხებელი პიროვნება“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

შს სამინისტროში აცხცადებენ, რომ ნიკა მელია დაკავებული არ არის. იგივეს ადასტურებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

„როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, მე, რა თქმა უნდა, დავინტერესდი აღნიშნულით და მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებასთან, შემიძლია გითხრათ, რომ ნიკა მელია დაკავებული არ არის“,- აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, ნიკა მელიას მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას და აქედან გამომდინარე განარიდეს და იგი, როგორც პარლამენტარი დაცულია იმუნიტეტით.

უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა კი აღნიშნა, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ნიკა მელია დაკავებულია.

„ეს პიროვნება დაკავებული არ არის და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მისი დაკავება რომ მოხდარიყო, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, რომ პირველ რიგში, დაუყოვნებლივ აცნობონ პარლამენტს და ეს ჩემთვის გახდებოდა ცნობილი. რაც ვნახე კადრები, ნიკა მელია განარიდეს იმ სიტუაციას, იმის გამო, რომ ალბათ, რაღაც პროვოკაციის მოწყობაზე იყო საუბარი. „ნაციონალური მოძრაობა“ იქ მივიდოდა დამატებითი პროვოკაციებისათვის“ -განაცხადა გიორგი კახიანმა მედიასთან საუბრისას.

ენმ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეკრიბოს ბიუროს სხდომა, რათა დეპუტატის დაკავებაზე იმსჯელონ.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარტია ასევე ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.

„ივანიშვილის მთავრობა ამ ქვეყნის მართვის კონსტიტუციური ველიდან გავიდა, რაზეც ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ხვალ პარლამენტში მოწვეული არიან დიპლომატები და მათ ჩვენ ვაცნობებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ყველა ოპოზიციურ პარტიას დღეს, 18:00 საათზე, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

რაც მთავარია, იდეოლოგიურ ძმებს გულს უმაგრებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს - გახარიას და სუს-ის 100 კაცს, რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს. ნუ შეგეშინდებათ მათი! მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა! მათი აღსასრული ძალიან ახლოა!“ - წერს სააკაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციაზე მიდის. როგორც უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ყველა რესურსს გამოიყენებენ, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს, დანარჩენ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა.

 

 

ნანახია - 1698

კატრინაა

2018-06-12 12:30:43

სერაპინა!მადლობა!გაიხარეთ

antoni

2018-06-12 12:44:08

ქ/ოცნემა კი არა ყველა დროის ყველაზე მაგარი ხელისუფლებაც რომ იყო, როცა მაჭუტაძე, დავითაია, ბურჭულაძე/ნემოს ძე/ პადოშა, ხარატიშვილი, მელია, კუპონა, ჭუპრავა, შუბლაძე გაწვებიან ვერ გაძლებ - ამოყირავდები

klemanso

2018-06-12 12:59:00

ნაციონალურ მოძრაობას მოვუხან ყველა წევრი. მაგენმა მე ცხოვრება დამინგრიეს. ზვიად კუპრავას მოვუხან კუპრავების გვარში ვინც კი ყავს 16 წელს მიღწეული ქალი და ასევე დედის გვერში ვინც კი ჰყავს 16 წელს მიღწეული ქალი. იგივე შემიძლია ვთქვა მელიაზე.

serapina

2018-06-12 13:09:55

კატრინაა,
სამადლობელი, არაფერი გამიკეთებია... ვერ მივხვდი...
შენც გაიხარე!

ახლა ცოტა დრო მაქვს,ეს ლინკი ნახეთ... მხოლოდ სარალიძის მკვლელობაზეა აქ საუბარი...
დადუნაშვილს არ ახსენებენ.
გასაგებია,ვისი ინფორმაციაცაა, მაგათი ნახევარი სიმართლე არ გაიშვას. აჰა, ვისგან ისწავლა მიშამ ყველაზე მეტი:https://de.sputniknews.com/amp/politik/20180611321116868-georgien-spezialkraefte-parlament-proteste/

cugo

2018-06-12 13:10:53

გიგი უგულავას
-------------
შედარება 7 ნოემბერთან არასწორია.7 ნოემბერს ქუჩაში იდგნენ უდანაშაულო ადამიანები და აპროტესტებდნენ სასტიკ რეჟიმს,რომელიც ხოცავდა,აწამებდა და აუპატიურებდა უდანაშაულო ადამიანებს.მოცემულ შემთხვევაში ეს მკვლელები,მწამებლები და გამპატიურებლები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ სარალიძის ოჯახის ტრაგედიას და ცდილობენ გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას.ეს შენ ძალიან კარგად იცი მაგრამ არ გინდა ამაზე ილაპარაკო,იმიტომ რომ შენ მიგიძღვის ლომის წილი ამ რეჟიმის გახანგრძლივებაში.ხალხი მკურნალობისათვის და მშობიარობისთვის სესხს იღებდა შენ კი ათეული მილიონობით ფულს იპარავდი ბიუჯეტიდან და არჩევნებს უყალბებდი.უზნეობა იყო შენ რომ კენჭი იყარე შუალედურ არჩევნებზე.შენისთანა კრიმინალი და ბანდიტი რატომ უნდა აერჩია ხონელებს და ვანელებს.რა უნდა ეთქვათ ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში ხაზინის ქურდი და სადისტური რეჟიმის მხარდამჭერიაო.შენ ნუ გგონია პარტიის სახელი რომ გამოიცვალეთ ამით თქვენი წარსული დაავიწყდა ხალხს.ხალხი რომ ითხოვს ნაცმოძრაობის გასამართლებას ეს პირველ რიგში გეხებათ თქვენ.თქვენი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ მაშინ ხელმძღვანელ თანამდებობებზე.ცინიზმია შენ და შენი თანაპარტიელები რომ გამოდიხართ და ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე ლაპარაკობთ.თქვენი ნამოქმედარი არასდროს დაავიწყდება ქართველ ხალხს.თქვენ ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში.უმჯობესია მოშორდეთ პოლიტიკას.

serapina

2018-06-12 13:14:19

საქართველოს ხელისუფლებავ!

შეეშვით კეკლუცს და შეხედეთ გერმანიის მედიას!!!
ქართველები ერთადერთი ერი ვართ ვისაც გერმანულ მედიაში(ბოლოს განსაკუთრებით),სულ ნეგატიურ და კრიმინალურ საკითხებთან მოგვიხსენიებენ.
ასეთი ფორმით,არცერთ ერზე არ საუბრობენ!
ეს, დისკომფორტს არ გიქმნით?!
ამაზე რეაქცია,არ გგონიათ საჭირო???

arichopra 2

2018-06-12 14:09:17

მე გერმანულად ვერ ვკითხულობ! ბოდიში გოეთესთან და შილლერთან! ასევე ჩემს ძვრფას ფრანც კაფკასთან! რაიო სერაფინა, გებელსის ბარტყებმა რა გვინდებლარიენო?!

natali

2018-06-12 14:41:07

arichopra 2

რად გინდა გერმანულის ცოდნა, წაიკითხე გვერდის სახელი--"სპუტნიკნიუსი":))) აბა თუ მიხვდები ვისი იქნება?:))))))))))
მიხედონ გერმანელებმა რუსულ აგენტურას, ის ურჩევნიათ!

serapina

2018-06-12 16:33:19

ასე გაუგებრად ვწერ,თუ...
ახლა,ჩემი პოსტი, ჰგავს გერმანიის ბედ-იღბლით შეწუხებულის ნაწერს?!
...გადახვევას ნაჩვევებისათვის,შეიძლება შემდგომი გადახვევა იყოს...
მიხედავენ გერმანელები,თავიანთ მამიდებს!

Maverick

2018-06-13 00:06:11

antoni,

კიდევ კარგი "ტომ სოიერის" აპოქაში არ ვართ, თორემ მოუწევდათ მაგნებს კუპრში ამოვლება, მერე ქათმის ბუმბულში კოტრიალი და მისისიპზე ტივით ჩამოტარება...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80