ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეიძლება საერთოდ შეწყდეს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეიძლება საერთოდ შეწყდეს

ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეიძლება საერთოდ შეწყდეს
ბექა დანელია

2018-06-13 19:30:50

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომლის თანამფლობელობაშიცაა ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირი“, ბაზრის დატოვებას არ გამორიცხავს. როგორც ირკვევა, პროექტი წამგებიანია და საწარმო ზარალობს.

2008 წლის შემდეგ, რაც კომპანიამ ტყიბულში დაიწყო საქმიანობა, თავი არაერთმა სირთულემ იჩინა. პრობლემის მოგვარება კი ხშირად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს „ინდუსტრიული ჯგუფი“ გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და დარწმუნებული აღარ არის, რომ ტყიბულში საქმიანობის გაგრძელება კვლავ სურს.

„იმ შემთხვევაში თუ „საქნახშირი“ გაჩერდება, სახელმწიფოს მოუწევს პროდუქტის სრულად იმპორტით ჩანაცვლება. ჩვენი რეალიზაცია წლის განმავლობაში დაახლეობით 200-250 ათას ტონას შეადგენს და თითქმის 40 მლნ ლარის ოდენობას გულისხმობს. ჩადებული ინვესტიცია და მოგება სრულად შეუსაბამოა და პირველი შეცდომაც კომპანიამ ალბათ მაშინ დაუშვა, როცა აღნიშნული საქმიანობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ის კაპიტალდაბადება, რაც იყო გაწეული, ვერასდროს მოიტანს იმ უკუგებას, რაც თავიდანვე ჩადებული იყო ამ ბიზნესპროექტში. თუ გავედით ბაზრიდან, საუბარი იქნება 80-90 მლნ ლარის ზარალზე“, - განუცხადა „კომერსანტს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.

პირველი პრობლემა ის არის, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს, შესაბამისად, ვერ ნახულობს მოგებას. მეორეა - აღებული სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც რისკების მინიმიზაციის მიუხედავად, მაინც მკვეთრად მაღალია. მესამე პრობლემაა ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაურესდა კონიუნქტურა და ფასმაც დაიწია. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე რეალური და შესაბამისი მხარდაჭერა არ არის, კომპანიას კი სჭირდება მეტი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მექანიზაცია, რაც დამატებით თანხებს უკავშირდება. ცალკე საკითხია, რომ ტყიბულის ნახშირი საერთაშორისო ბაზრისთვის არაკონკურენტულია და ერთ-ერთი დიდი ბარიერია ლოგისტიკა - საკმაოდ რთულია ტყიბულიდან ფოთში ტრანსპორტირების საკითხი.

განსაკუთრებით დიდი პრობლემაა შრომის უსაფრთხოება. წლების განმავლობაში ტყიბულის შახტებში ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ბოლო ორი შემთხვევა ივნისში და აპრილში მოხდა, როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად, შესაბამისად, 2 და 6 ადამიანი გარდაიცვალა. შახტებში რისკების მინიმალურ დონეზე დაყვანაც კი ვერ ხერხდება, საუბარი არ არის უბედური შემთხვევების გამორიცხვასა და თავიდან აცილებაზე.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები „ინდუსტრიულ ჯგუფს“ შესაბამისი გადაწყვეტილებისაკენ უბიძგებს, რომელიც შეიძლება შახტებში მუშაობის შეწყვეტით დასრულდეს. საქართველოს ბაზრიდან კომპანია „საქნახშირის“ შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარე რომან კაკულია გამოეხმაურა.

„საქნახშირთან“ დაკავშირებით ოქროს შუალედი ძნელი საპოვნელია, ჩვენ უნდა შევხედოთ რა უფრო პრიორიტეტულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან დიდი პრობლემაა უმშევრობა და თუ რა დაუჯდება ეს ადამიანებს. ამიტომ, აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, ასეთია ჩემი რეკომენდაცია და ჩემი მოტივაციაც ამ საქმეში ასეთი იქნება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

რა გადაწვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ან თუნდაც კომპანია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ნანახია - 336

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80