ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
საზოგადოება

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თამთა ქარჩავა

2018-06-13 23:53:41

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მთავარმა პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

საქმე ეხება სტუდია „მონიტორის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა და აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

გამოძიებით დგინდება, რომ იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რაგიმ ასკეროვის მოთხოვნით შეხვედრა პარტიის მარნეულის ოფისში შედგა, სადაც იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამის შემდეგ, ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. „ჟეჟებეს“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.

მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

პროკურატურამ უკვე დააკავა მარნეულის მერი, რაც შეეხება დეპუტატ სულეიმანოვს, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ვასაძემ პარლამენტს წერილობით გააცნო დეპუტატის ბრალდების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპუტატს პარლამენტმა უფლებამოსილება უნდა შეუჩეროს.

პროკურატურის ბრალდება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კოლეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააცნო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი მოჰყვა.

რომან გოცირიძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ მათი მიზანია შეთხზან ისტორიები და საზოგადოებას აჩვენონ, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცაზე ძალადობს.

„ახლა ვესაუბრე აზერ სულეიმანოვს და მითხრა, რომ არ იცის რა ხდება, რომ დეპუტატის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ეს ბიჭი 6 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლი იყო. საუბრისას მასთან დასმული ერთადერთი კითხვა იყო შემდეგი - რატომ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და რატომ აკეთებდა განცხადებებს. თქვენ კი მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებთ, რომ აზერ სულეიმანოვი არის ბრალდებული.

დიახ, უნდა გამოიძიოთ ყველაფერი - რა მოხდა, რა შუაშია აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ჰქვია ვითარების და იმის გარკვევა, იყო თუ არა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია. გინდათ ახლა ისტორიები შეთხზათ და საზოგადოებას აჩვენოთ, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცაზე ძალადობს“, - მიმართა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ გოცირიძეს უპასუხა, რომ მისი ვალდებულება იყო აღნიშნული წერილი კოლეგებისთვის გაეცნო.

„ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება და მით უმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება. როგორც უკვე მოგახსენეთ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის პარლამენტის წევრის მიმართ. კანონმდებლობის თანახმად, მთავარი პროკურორი შესაბამისი წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტს იმისათვის, რომ გააცნოს საქმის არსი. მე ვალდებული ვარ, კანონმდებლობის თანახმად, ეს წერილი გაგაცნოთ თქვენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის ინფორმაცია, რომლის განცხადებით, დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მონაწილეობდა შეხვედრაში, სადაც მიმდინარეობდა დაძაბული ვითარების გარკვევა.

„ჩვენ ვესაუბრეთ აზერ სულეიმანოვს, მან განგვიმარტა, რომ მონაწილეობდა რაღაც შეხვედრაში, სადაც ხდებოდა ამ დაძაბული ვითარების გარკვევა ადგილობრივი სასულიერო პირების თანამონაწილეობით. ჩვენ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს და არ გამოვრიცხავთ და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს რაღაც პროვოკაციასთან, პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასთან. უახლოეს მომავალში გამოჩნდება დეტალები, სხვას ვერაფერს ვიტყვით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ბრალდებას უარყოფს „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი და ამბობს, რომ მას ელჩინ ალახვერდიევისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„უსინდისობაა, უნამუსობაა, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და „ოცნების“ წევრს და აბრალებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ამაში რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს. ეს ბიჭი იყო ჩემთან ოფისში, მე ვუთხარი რატომ ლაპარაკობ ჩვენი პარტიის სახელით, შენ არ ხარ ჩვენი პარტიის წევრი და რატომ ლაპარაკობ ჩვენი სახელით. ეს არის უნამუსობა და ეს ბიჭი წავიდა. მერე რა მოხდა, როგორ მოხდა არ ვიცი. ოფისში იყვნენ დეპუტატები, „ქართული ოცნების“ წევრები“, - აცხადებს აზერ სულეიმანოვი.

მარნეული მერის დაკავებას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, ქალაქის მერს შესაბამისი მოთმინება უნდა ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს.

„ასეთი უშვერი გინება და უშვერი სიტყვები ქუჩაზე, მიტინგზე არასოდეს არ გამიგია და აქციის ორგანიზატორებს ასეთი გამოხტომა უნდა აღეკვეთათ. თუმცა, ქალაქის მერი იმიტომ არსებობს და თანამდებობა იმიტომ აქვს, რომ შესაბამისი მოთმინება ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში განუკითხაობა იქნება. მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი სწორედ ეს არის. თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და დასკვნები აქედან გამოვიტანოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნანახია - 1408

ფხიზელი

2018-06-14 02:03:26

ძალიანაც კარგი!..
მოგეხსენებათ, იყო დრო, ცოლის შეურაცხყოფისათვის დუელში იწვევდნენ. სადაც ეს პრაქტიკა არ არსებობდა - მისიკვდილებამდე სცემდნენ (რაღაც ხომ არ გახსენდებათ ახლო წარსულიდან?) ან, უბრალოდ, კლავდნენ...
ახლა რა უნდა ქნას ვაჟკაცმა კაცმა, ვოლსკის ჭკუით, რა "სამართლებრივ გზას" მიმართოს, პოლიციაში იჩივლოს - ჩემს ცოლს საქვეყნოდ მიაყენა შეურაცხყოფა მავანმა და "მორალური ზიანისა და ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის" ფული გადამიხადოსო?!
ეს იქნება ადეკვატური საქციელი?

020759

2018-06-14 12:22:37

ორმაგი სტანდარტები,ანუ,что такое хорошо и что такое плохоვს
არ მაქვს მერის მიმართ ცალმხრივი დამოკიდებულება.
როცა კაცს, ასე ბინძურად ცოლს უგინებ,ალბათ კაცის მხრიდან ამას რაიმე რეაგირება უნდა მოჰყვეს აუცილებლად(ნუ, თუ თავზე ქუდი ახურავს).
ოღონდ ,ოღონდ ,ოღონდ....ანუ უკრაინულად ალე,ალე,ალე....
მრათლაც,საეჭვო პარალელები მაინც ამოტივტივდება ხოლმე.
ახლა ზოგი ამბობს რომაო, ღირსება არ უნდა შეელახა ,ამას ხომ სიკვდილი სჯობდაო,ანუ სჯობდა რომ მოეკლაო,და უცებ თითქოს მართლდება გვირგვლიანის მოკვდინება ვიღაცის ცოლის გამო.
ანუ ჩვენ შარდი კი არ ვასვით და უბრალოდ მოვკალითო.

ქოცებს კი ავიწყდებათ, რიგორ კინაღამ საქართველო გადააყოლეს გვირგვილიანს(ახლა რომ ღირსებაზე ლაპარაკობენ და მაშინ რომ სხვისი ღირსების გათელვაზე გაისუსნენ)
ესე იგი, მერს რომ მოეკლა ეს ცოლისმაგინებელი აზერი მაშინ ჟAნრის წესებით მათ უნდა მოეთხოვათ მთავრობის გადაყენება,გაშარდვაზე აცილება არც არავის არა აქვს.
მაგრამ იქ ცოლის გინება მოსულა(ანუ ნაცების ცოლი უნდა აგინო აპრიორში, ხოლო ქოცის და ქოცთუხუცესის ცოლის გინება ვაშინერსია)
მე კი მესამე პოზიციაზე ვდგავარ
როცა ქალის საშოდან(საიდანაც წარმოიქმნა სიტყვა სა(მ)შობლო გაჩენილი კაცები ქალს(ვინც არ უნდა იყოს)აგინებს და ასე ბინძურად მოიხსენიებს,,ძნელია რეაგირება არ მოახდინო,
მე ორ ადამიანს მაინც ვიცნობ,ვისაც ამის გამო შეუძლია ადამიანი მოჰკლას.
ცუდია?
ძალიან.
მაგრამ თქვე დედის საშოდან გაჩენილებო, ნუ იგინებით ,ნუ აგინებთ სხვის დედას და მით უმეტეს საკუთარს,ამას დიდი ნანა არ გაპატიებთ.
ამას გათუმდუგი ანუ დედათა დედა მამეთუ არ გაპატიებთ და უკაცრავად კალამბურისთვის და დედას გიტირებთ და გადაგთელავთ.

arichopra 2

2018-06-14 13:16:18

ანტიბიოტიკ, ახლა რომ დადექი ქალის, დედიდ უფლებების მეციხოვნე გუშაგად, აღარ გახსოვს ამ ორიოდე დღის წინ ნატალიმ შენიშვნა რომ მოგცა, წულუკიანი ქალია და ასე აუგად, უცენზუროდ ნუ მოიხსენიებო?! ახლა არ დაიწყო ის ქალი არაა და ა.შ. შენებური ბუჩქთა ჩხრეკა! ხო არაა მედა ჯაფარიძე, მაგრამ ბავშვი გააჩინა და ქართველი დედაა!

020759

2018-06-14 13:27:30

ჯერ ერთი
წულუკიანი ქალი კი არადა ჯოჯოხეთის მაშხალა და ქვაზე დახატული ეშმაკია.
მეორეც,მე დედა არ უგინოთ ადამიანს მეთქი ვთქვი ,თორემ ეშმაკს არ მიაფურთხოთ მეთქი არ მითქვამს

020759

2018-06-14 13:32:46

მესამეც, წულიკიანი ქართველი კი არა რუსი დედაა.სად ნახე რომ მაგი ან ქართველი დედების ან ქართველი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ყოფილიყო.
რისი დედაა,როცა შვილმკვდარ მამას დასცინის?
დედობა ფიზიოლოგია კი არაა მარტო
დედობაა"იქნება ვეფხის დედაი ჩემზედ მწარედა ტირისა"
ასე რომ не путай божий дар с яичницей
წულუკინმა გაატარა ტატუნაშვილის დედის ცრემლები და რისი ქალი და დედაა მაგი,შენ გეკითხები თუ შენ პრინციპში მშობელი ხარ?თუ შენ პრინციპში სხვისი შვილიც გტკივა,მათ სორის სარალიძე და ტატუნაშვილიც.

020759

2018-06-14 13:39:41

მეოთხეც,მე არსად არ მითქვამს რომ წულუკიანი უნდა ვიხმარომეთქი(ამდენს არ ვსვამ,რომ გათხლეშილზე ლამაზი მომეჩვენოს)

arichopra 2

2018-06-14 15:52:42

აი მაგას ქვია ბუჩქთა ჩხრეკა! )))

arichopra 2

2018-06-14 15:54:52

დედობა ფიზიოლოგია კი არაა... და გინება მარტო დედის გინებაა ?! რატომ იჩემემებ ამ შენთვის არასაკადრის ხელობას, მტყუანის და მართალის განსჯას, მაინც ვერ გავიგე?! პოეტი ტრიბუნი ხარ? ))

020759

2018-06-14 16:02:12

arichopra 22018-06-14 15:54:52
დედობა ფიზიოლოგია კი არაა... და გინება მარტო დედის გინებაა ?! რატომ იჩემემებ ამ შენთვის არიშასაკადრის ხელობას, მტყუანის და მართალის განსჯას, მაინც ვერ გავიგე?! პოეტი ტრიბუნი ხარ? ))
-------------------------
კი მარა პოეტი რომ ტრიბუნი იყო ახლა მიხთი?
იი შენი ჯავახაძის ნაჯახირები ნათარგმნი მაიკოვსკიც ტრიბუნი იყო.
თურმე აკაკის უთქვამს რომაო"მე ცა მნიშნავსო"და რეიზაო იცი?
ერს რომ წუუძღვე წინო
ნუ გურამიშვილი გეცოდინება ტრიბუნიც იყო და დიდაქტიკოსი
ცხონებული საბაც,და რუსთაველზე არაფერს ვამბობ.
პირდაპირინ ტრიბუნიდან ჩამოგვძახა ლეკვი ლომისაო და არ დამიწყოთ მერე ძვირია და არ ვიცოდიო.
დიდი ამბავი დემნა ბატონიშვილიც თუ გადაჰყვა ამ "ლეკვი ლომისას"
როგორმე მკვლელობაც რომ გაეპრავებინა პოლიტიკურად,ნესტანის საქმრო დააკლა ტარიელმა თავის ვნებათაღელვებს და ასე შემდეგ
პოეტი ტრიბუნაა დიახ ტრიბუნა.

020759

2018-06-14 16:04:17

თუმცა ერთიცაა დაანებთ ქალის გინებას კაცებო თავი,.როცა ქალს აგინებთ(როცა პირდაპირ და უხეშად მის საშოს ეხებით) სამყაროს საწყისს აგინებთ

020759

2018-06-14 16:08:40

გთავაზობთ ამასთან დაკავშიერბით ჩემს პატარა ნაწყვეტს ძალიან დიდი პოემიდან




დედა- ენა და
დედ-მამა,
ქალ-ვაჯი,
გინა,ცოლ-შვილი-
ურყევი თანმიმდევრობა,
ათასი წლით ვერ მოშლილი.

გუთნის-დედა და და-ძმანი.
დედა-ადგილის და ზარიც,
დედა-მიწაც და ქალაქიც,
ეკლესიაც და ტაძარიც.

დედა ბოძი და რამდენი...
სიტყვა ქართული სხვა ბევრი,
კაცია მოხუცებული,
ქალი კი-კვლავ დედა-ბერი.

დედა-შვილობა და დედა-
მაწვნის,ყველის,ან ჯინჭრისა.
დედა-კაციც და ქალიცა-
გამღვივებელი ნიჭისა....

რა გავაგრძელო სიტყვითა,
თუმც ერთი მაინც მეთქმისა-
დედაა დამბადებელი
დედა-მიწაზედ ღმერთისა!

დაუღალავი ცხენითა,
გულში იმედის ლხენითა,
ვართ დახუნძლული ენითა,
ვერ დანახული სმენითა.
***



020759

2018-06-14 16:14:21

რა საიდუმლო ყოველი
ამ ენას არს დამარხული,
მდაბალი,დაწუნებული,
ვიხილოთ,ვით არნახული.

რომ დაფარული ენა იგი -
ენა ქართული,
სალაპარაკოდ აღდგეს,ვითარცა
ღმერთთან ჩართული.

ვით დედა-ენა,დედაა
ყოველთა რადგან ენათა,
აღსდგეს,ვითარცა ლაზარე,
ახლიდან მოსასმენადა.

ვით გაზაფხულზე ჯებირს გაამტვრევს
წვიმით მდინარე,
გამოიღვიძებს თმენით დაღლილი
ენა-მძინარე.

სხვაგვარად აგუგუნდება
აი ია და ეს ია,
გავიგებთ,რომ დედა-ენა
ყოველ ენათა ფესვია.

სხვაგვარად წასაკითხია
აი ია და ეს ია.
ბოროტთან მარტო რას ვიზამთ,
თუ არ გამოჩნდა მესია.

სხვაგვარად დაგვირგვინდება
აი ია და ეს ია,
გავიგებთ,იაც რომ ციდან
ჩამოსულ-ია...ღმერთ-ია.

იაში ნანა ვიხილოთ,
ვთქვათ ია-ვ-ნანა,ნანაო,
ბარბოლა ვიცნოთ ნანაში,
მოგვირწყას ანამ ყანაო.

ნანა,ანუნიტ,ინანა-
იავ-ნანა და ნანული,
ერთი იმედის ხიდი და
ათასი ხის სინანული...

ერთზე სამი -ერთში სამანს-
რა დააჭკნობს ია-სამ -ანს?

020759

2018-06-14 16:15:02

კაკ ტო ვოტ ტაკ

კატრინაა

2018-06-15 21:04:30

ბეჩა!ეს კიდევ აქაა?!მაგდენს მართლა ვერ დალევს ადამიანისშვილი,რომ ეს საოცრება წაიკითხო!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80