„კვირიკაშვილმა აუდიტორიას მიანიშნა, რეალურად რა იდგა მისი თანამდებობიდან გადადგომის უკან“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„კვირიკაშვილმა აუდიტორიას მიანიშნა, რეალურად რა იდგა მისი თანამდებობიდან გადადგომის უკან“

„კვირიკაშვილმა აუდიტორიას მიანიშნა, რეალურად რა იდგა მისი თანამდებობიდან გადადგომის უკან“
თამთა ქარჩავა

2018-06-14 08:30:35

„დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი იმ შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა, სადაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ყოფილმა პრემიერმა განმარტა, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. ასევე, ბოლო თვეების განმავლობაში განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან.

„გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო და ამბობს, რომ ჰქონდა მოლოდინი, რომ კვირიკაშვილი ასეთ განცხადებას გააკეთებდა. ხუხაშვილი თვლის, რომ სასურველია, მომავალმა მთავრობის მეთაურმა მართვის ალგორითმი შეცვალოს.

„გამიკვირდა, რომ გუშინ იყო გადადგომის მოლოდინი, რადგანაც ასეთი სხდომის შემდეგ კვირიკაშვილს უნდა ჰქონოდა კომფორტი, რათა ეს განცხადება გაეკეთებინა. საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან „ქართულ ოცნებას“ სათადარიგოთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა იქნება არა კარგად დავარცხნილი, არამედ ფუნქციონალური“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი ვითარდებოდა, რაც ძალიან საშიშ ზღვარს მიუახლოვდა. როგორც ექსპერტი ამბობს, სერიოზული რეფორმაა მთლიანად ჩასატარებელი აღმასრულებელი ხელისუფლების.

„არ ვგულისხმობ მხოლოდ პროფესიონალურ საკითხს, არამედ მართვის ალგორითმია შესაცვლელი ეფექტურობის შესაძენად და ერთიანი გეგმის გასაწერად. ასე რომ, თვითონ სისტემის რეფორმირება, მართვის ალგორითმის ცვლილება არის ობიექტურად აუცილებელი. მიუხედავად იმისა, ჩვენ რას ვფიქრობთ კვირიკაშვილზე, კარგია, ცუდია, თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან.

ფაქტია, რომ როდესაც შენ სისტემის რეფორმირებას იწყებ, ბუნებრივია, ეს პერსონებსაც ეხება. ახალმა ხალხმა უნდა აკრიფოს ის დინამიკა, რაც ქვეყანას სჭირდება. სხვანაირად ეს არ გამოვა. კანონზომიერ პროცესში ვართ. მე ვფიქრობ, ეს იყო სრულიად აუცილებელი ნაბიჯი. რამდენად წარმატებული იქნება შემდგომი ნაბიჯები, ამას უკვე შემდეგი მოქმედებები გვაჩვენებს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ანალისტიკოსებს უჭირთ იმის შეფასება, დაიბრუნებს თუ არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს შესაძლობა თავის დროზე არ გამორიცხა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა ცოტა არ იყოს, რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებას გამორიცხავს.

„კვირიკაშვილის განცხადებები და მინიმუ ორჯერ ხაზგასმა იმისა, რომ მას ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებები ბიძინა ივანიშვილთან, ადრე ამაზე ასე ღიად არ საუბრობდა. რატომ ისაუბრა ამაზე სწორედ იმ დღეს, როდესაც თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა!? ეს იმის მანიშნებელია, რომ მასსა და ივანიშვილს შორის, როგორც ჩანს, სერიოზულად გაირბინა შავმა კატამ. შესაძლოა, კვირიკაშვილმა ამით მიანიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება დაეტოვებინა თანამდებობა, გარკვეულწილად ივანიშვილის ფაქტორის ზემოქმედებით მოხდა.

ხაზგასმით მინიშნება, რომ მას გარკვეული უთანხმოება ჰქონდა ივანიშვილთან, იყო საკმაოდ ნიშანდობლივი და ამით აუდიტორიას მიანიშნა, რეალურად რა იდგა მისი თანამდებობიდან გადადგომის უკან. ის, რომ პარტიის თავმჯდომარეს მისცეს გუნდის ჩამოყალიბების საშუალება, ის, რომ პარტიაში არსებობდა უთანხმებები და შიდა დაპირისპირებები, ამის ერთ-ერთი გამოძახილია კვირიკაშვილის გადადგომა“, - აცხადებს ზაალა ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ივანიშვილი არის პარტიის თამჯდომარე, მაგრამ ლეგიტიმური უფლება და ერთადერთი ვისაც შეუძლია მთავრობის ფორმირება, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობა.

„მთავარი სუბიექტი, ვისი ნდობაც უნდა მოიპოვოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობა. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს ეს არ გაუჭირდება. ვნახოთ რა იქნება, წინასწარ ძალიან ძნელია რამეზე ლაპარაკი. ახლა ბურთი და მოედანი არის საპარლამენტო უმრავლესობის ხელში. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ოფიციალურად სახელმწიფო თანამდებობა არ აქვს, არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინას ნდობა კი არ უნდა ჰქონდეს მთავრობას ფორმალურად, არამედ პარლამენტის“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, მას მომავალ გეგმებზე არ უსაუბრია, თუმცა, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია კვირიკაშვილის ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსების შეფასებით, კვირიკაშვილს ოპოზიციაში გადასვლის შანსები აქვს, მით უმეტეს, რომ არსებული ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის სახით მის უკან არსებობს ფინანსური რესურსი. ასევე, როგორც გამოკვეთილი პროამერიკელი პოლიტიკოსი, კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო 2021 წელს შევა ნატოში.

ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ სერიოზული სტრატეგიული შეცდომა დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც ასე სამარცხვინოდ მოხდა პრემიერის გადაყენება. მისი თქმით, საინტერესოა პარტიის რეიტინგზე როგორ იმოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მით უმეტეს გუშინდელი განცხადებების ფონზე, რომ პარტიის სხდომაზე მთავრობის გადაყენების საკითხი არ განხილულა.

„რაც შეეხება მის ოპოზიციაში წასვლას, ვერ ვხედავ ამის პერსპექტივას, რადგან მის უკან ვერ ვხედავ გავლენიან პოლიტიკურ ძალას. შეიძლება პარლამენტში იყოს მის მიერ შემოყვანილი რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მისი სიით შემოვიდა, მაგრამ არა მგონია, რომ მათ ამ შექმნილ სიტუაციაში ასეთი ნაბიჯი გადადგან და კვირიკაშვილის ირგვლივ პოლიტიკური წრე შეკრან. კვირიკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის ირგვლივაც შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების კონსოლიდაცია. ის არ ის პოლიტიკური ლიდერი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

დავით ზარდიაშვილი არ გამორიცხავს კვირიკაშვილის სახით ქართულ პოლიტიკურ ველზე შემოვიდეს ახალი ოპოზიციური ძალა.

„ეს საინტერესო აზრია, იმიტომ, რომ რამდენჯერაც ჩვენ ოპოზიცია ვნახეთ, ეს ყოველთვის იყო მმართველი გუნდის პარტიაში შექმნილი გუნდი და იქიდან იწყებოდა სერიოზული ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბება. ერთადერთი გამონაკლისი იყო „ნაციონალური მოძრაობა“. ვნახოთ რა იქნება ამ შემთხვევაში. ვიმეორებ, ეს სწორი საინტერესო აზრია. თუ კვირიკაშვილი გადაწყვეს ოპოზიციაში წასვლას, ასეთ შემთხვევაში მას თავისი მომხრეები უნდა ჰყავდეს პარლამენტში, სადაც შექმნიდა ახალ პარტიას, ან ფრაქციას. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია, არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ეყოლება თუ არა კვირიკაშვილს მხარდამჭერები პარლამენტში, ძნელი სათქმელია. ამ ეტაპზე, ერთადერთი დეპუტატი, რომლმაც უკვე ყოფილი პრემიერი არ გააკიტიკა, ეს არის „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან კობერიძე, რომელმაც გიორგი კვირიკაშვილს მადლობა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა.

„გიორგი კვირიკაშვილი არის ერთერთი საუკეთესო ქმედითი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყოლია საქართველოს!!! ღირსეული პიროვნება!!! რომელსაც უყვარს სამშობლო და საქართველოს თოთოეული მოქალაქე!!! ქვეყნის სამსახური არის მძიმე ტვირთი, ისტორიის ნაწილი, ხშირად დრო ჭირდება იმას, რომ გამოჩნდეს ქვეყნის პირველი პირის დამსახურება და დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ იქნება გადააზრებული... მე მოვედი და ვარ აქტიურ პოლიტიკაში, რადგან მჯეროდა და მჯერა ჩვენი გუნდის და გიორგი კვირიკაშილის პირადად!!! მადლობა გიორგი!!!“, - წერს ლევან კობერიძე.

ნანახია - 1524

პლატონი

2018-06-14 09:10:05

მახინჯი კონსტიტუცია გვაქვს რადგან პარლამენტმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თუ მთავრობის საქმიანობა წლებია იყო ჩავარდნილი, მან დაამტკიცა ეს მთავრობა და ის იყო ზედამხედველობისათვის პასუხისმგებელი, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები. რა გამოდის თუ საქმე წინ არ მიდის და სიღარიბე მატულობს და ხან ერთი პრემიერი გადადგება და ხან მეორე, მაშინ პიროვნებები კი არ არის შესაცვლელი, არამედ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც იწვევს სიღარიბეს: ეს არის იმპორტზე ჩამოკიდებული ეკონომიკა და მონოპოლიზებული ბიზნეს გარემო, მცირე და საშუალო ბიზნესის განუვუითარებლობა. გადით ელიავას ბაზრობაზე ჩვენი გამოშვებულ პროდუქციას ერთსაც ვერ ნახავთ.

papa

2018-06-14 10:41:04

მიანიშნა....
რომ არ მიენიშნებინა,.... ისე რა მაგის წასვლა, გამოცანა იყოოოო??
...თუ ეგ მართლა წასული გეგონათ??

papa

2018-06-14 10:41:52

თუ ის მართლა წასული გეგონათ??

slava

2018-06-14 11:32:11

პრემიერად "ანაკონდა" მომავალ სასიძოს აირჩევს. მომავალში კი, საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებს მას!

Maverick

2018-06-14 18:15:15

რას მისტირიხართ კვირიკაშვილს?!

კაცმა სახელმწიფო მმართველის ვერც უნარი და ვერც ნება გამოიჩინა!

ხათრიანს და უნებისყოფოს ასე მოსდის!

მმართველებად და ხელისუფლებად იბადებიან, ხელოვნურად მათ ვერ გამოიყვან!

ხათრი და რიდი ადამიანს ყველას მიმართ აუცილებლად უნდა ქონდეს, ეს ძლიერი ბუნების ადამიამს შეუძლია, მაგრამ საქმე მტკიცე ნებით, ენერგიულად, უშიშრად უნდა აკეთო, მოვლენებს კი არ უნდა ელოდო, იგი უნდა გამოიცნო და მისი გადაწყვეტა კანონის უზენაესობით შეძლო!...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80