„პრემიერ-მინისტრის მხრიდან ვნახეთ კარის გაჯახუნება“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან ვნახეთ კარის გაჯახუნება“

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან ვნახეთ კარის გაჯახუნება“
მარიამ თოდაძე

2018-06-14 11:30:51

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება უკვე გამოსცა და მთავრობის იმავე შემადგენლობას დააკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, კონსულტაციები წარიმართება და დღეს უკვე ცნობილი იქნება პირველი შეფასებები და ვარაუდები, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი.

„კანდიდატზე წინასწარ არ ვართ შეჯერებული, გამომდინარე იქიდან, რომ პირადად ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო პრემიერის ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ზოგადად, არაერთი კანდიდატი შეიძლება განიხილებოდეს ჩვენი რიგებიდან“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ოპოზიცია თვლის, რომ პრემიერის მოულოდნელი გადადგომა არასწორი მართვის შედეგია.

„დღეს მოქმედებაში ვნახეთ ის არასწორი მოდელი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის მიერ ორჯერ არის ნაცადი, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების“ მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერი და მთავრობა ვალდებულია პარლამენტის წინაშე, დღევანდელი საკადრო ცვლილება კი, უსუფაშვილის აზრით, სწორედ მთავრობის მეთაურისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა.

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან ვნახეთ კარის გაჯახუნება, რადგან პარტიის ლიდერთან რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. არადა საქართველოს კონსტიტუცია საუბრობს, რომ პრემიერი და მთავრობა ვალდებულია პარლამენტის წინაშე“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა თვლის, რომ კვირიკაშვილი ცუდად მოიქცა, როდესაც ხალხი ითხოვდა მის გადადგომას და არ დაემორჩილა ხალხის ნებას, მაგრამ დაემორჩილა ივანიშვილის სიტყვებს.

უმრავლესობა ცდილობს, დაბნეულობა არ აჩვენოს - თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ახალი სისხლი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, უფრო ეფექტურები ვიყოთ.

კალაძის თქმით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარემ ის შენიშვნები გამოთქვა, რომელიც მას ჰქონდა და მათ შორის იყო გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია საპარლამენტო გუნდთან.

„გუშინ გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ ვითარებაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში, ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან...“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც ჩანს, უმრავლესობაში დაპირისპირების იმ ნაპრალმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით თითქოს, დაიხურა, კვლავ თავი იჩინა და ამაზე უმრავლესობის დეპუტატების არაერთგვაროვანი განცხადებები მოწმობს, რაც ასევე, აჩენს მოლოდინს, რომ გაგრძელება იქნება.

უმრავლესობის ზოგიერთი წევრი კიდევ უფრო შორს მიდის და ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს - როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ აღნიშნა, პრობლემები და გამოწვევები მართლმსაჯულების ნაწილში გვაქვს.

„და თუ ამ ნაწილში მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ვახერხებთ, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს დავაყენებდი“, - განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, „თუ სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხები არ გაეცემა, სრულიად ლეგიტიმური იქნება მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ“.

„პრემიერმა ქვეყანა ჩაიბარა 2%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და დღეს ეკონომიკური ზრდა არის 6.5%. ეკონომიკურ პარამეტრებში რა თქმა უნდა, სასურველია უფრო მეტი ზრდა და უფრო მეტი სისწრაფე, მაგრამ ვთვლი, არაფერი მიუთითებს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პრემიერის გადადგომის მიზეზი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ჩვენ გვაქვს სამართალიანობის მიმართულებით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

უმრავლესობის წევრი, დავით ჭიჭინაძე კი თლის, რომ თუ ეს შემწყნარებლური პოლიტიკა გაგრძელდა, მაშინ პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს.

„ამ დაპირებებმა და ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ხალხში გაჩნდა უსამართლობის გრძნობა, რომ მათ ვერ აღადგინეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ 2012 წელს. ხალხმა დაიწყო უფრო მეტი ინტენსივობით გაღატაკება და ბანკებმა დაიწყეს გამდიდრება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ნანახია - 1560

cugo

2018-06-14 12:01:02

გიგი უგულავას
------------
უტიფრობაა შენი მხრიდან ასეთ საკითხებზე კომენტარის გაკეთება და პიროვნებების შეფასება.რომელ ხალხის ნებაზე და სურვილზე ლაპარაკობ შე ხაზინის ქურდო,ხალხი სამკურნალოდ სახლებს და ბინებს ყიდდა,ახალშობილის გამოსაყვანად პროცენტიან ფულს სესხულობდა,შენ კი ამ სიტუაციაში ათეული მილიონობით ფულს იპარადი არჩევნების გაყალბებლად და მკვლელების ხელუსუფლებას უხანგრძლივებდი მოღვაწეობას.უმუშავრად დარჩენილ შენ კრიმინალ თანაპარტიელებს ყოველთვიურად სახლში უგზავნიდი თითოეულს 3 ათ.ლარს.მშობლებს თითო ბავშვზე ბაღის ფულს 50 ლარს ახდევინებდი შენ კი ამ დროს სააკაშვილთან ერთად წონაში დასაკლებად ბიუჯეტის ფულით დადიოდი საზღვარგარეთ.ასეთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანმა დეპუტატობა მოინდომე და კენჭი იყარე მაგრამ ხონელებმა და ვანელებმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს.შენისთანა კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანმა რა სამართლებრივ და დემოკრატიულ ფასეულობებზე უნდა ილაპარაკოს პარლამენტში.შენ პარლამენტის წევრობა ,,კმარა,,-ს წევრობა ხომ არ გგონია ქუჩა-ქუჩა რომ დარბოდი და წარწერებს აკეთებდი შენობის კედლებზე და ასფალტზე.სინდისი რომ გქონდეს ქუჩაში არ უნდა გამოდიოდე იმდენი დანაშაული გაქვს ჩადენილი.პარტიის სახელის გამოცვლა ვერ გიშველით.ხალხი ნაციონალური ხელისუფლების გასამართლებას რომ მოითხოვს ეს პირველ რიგში თქვენს თანაპარტიელებს ეხება.თქვენ იყავით ხელმძღვანელ თანამდებობებზე.დაანებეთ თავი სხვების კრიტიკას.თქვენ ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში.მკვლელების და მწამებლების ადგილი ხელისუფლებაში არ არის.

arichopra 2

2018-06-14 12:38:40

სამარცხვინოა ქართული ოცნება, ერთი ადამიანი ყავდათ რომ გამოიჩინებოდა, შიგნით კაცი, გარედან კაცი, განათლებული, ქრისტიანი, ქართული სულის მატარებელი, გაწონასწორებული, ჰუმანური... სუფრაზე რანაირი იყო არ ვიცი, მაგრამ ხმაზე და ანგავანზე ეტყობოდა იქაც არ ჩაიჭრებოდა არაფერში. ვერ შევიღირსეთ! არ გამოდის ამ საქართველოში დემოკრატია, არა!!! არ გვინდა დემოკრატია! სტალინს ვერ გავქაჩავთ, ვინმე ფიდელი ან კადაფი გვჭირდება!

პლატონი

2018-06-14 13:04:49

კვირიკაშვილი მართლაც განათლებული, წარმოსადეგი, მორწმუნე და ღირსეული პიროვნება იყო, რომელიც მართლა შეეფერებოდა თანამდებობას.

ცუგო

2018-06-14 14:42:35

წარმატებებს ვუსურვებ გიორგი კვირიკაშვილს, ნამდვილად მისაბაძი ქართველი კაცია.

kolxi

2018-06-14 17:51:12

დასანანია, ძალიან დასანანიაააა....

კატრინაა

2018-06-15 10:54:23

უგულავა რატომ საუბრობს ასე ტუჩამობრუნებული?იმიტომ,რომ ხახვივით შეარჩინა ბიძომ და ქართულმა ოცნებამ ბიუჯეტიდან მოპარული მილიონები! მე ვფიქრობ,რომ ვიდრე ბიძო იქნება საქართველოს ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი,ნაცებს ვერავინ ვერ შეეხება! რეალობა ასეთია და რა ვქნა,სხვა რა ვიფიქრო?!

serapina

2018-06-15 12:34:48

ვის არ შეარჩინა?!
თანაც, ყველაზე საინტერესო ის იყო, როგორ გამოაცხადა (უსუფაშვილის პირით), რომ არც არავინ აპირებდა ნაციონალების გასამართლებას!

მაშინაც, ვაკვირდებოდი ადამიანების მიამიტობას!(ან უბრალოდ სურვილს,რომ მიშაზე უკეთესი ყოფილიყო ივაბიშვილის მმართველობა...).
დღესაც რომ იხტიბარს არ იტეხენ!
უკეთესობის სურვილი ბუნებრივია და ასეთების მსურველებს რომ იმედები გაუცრუვდათ,ასეთების მესმის.
...აი,"მდიდარი მამულიშვილი" და ეროვნული სახელმწიფოს მშენებელი რომ ჰგონიათ ივანიშვილი,აი იმათ რა ეშველებათ,არ ვიცი.


რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80