„დაზოგილი თანხები არ უნდა მოხმარდეს სხვა სამთავრობო პროექტებს - უნდა მოხდეს მისი ეკონომიკაში ჩატოვება“
ეკონომიკა

„დაზოგილი თანხები არ უნდა მოხმარდეს სხვა სამთავრობო პროექტებს - უნდა მოხდეს მისი ეკონომიკაში ჩატოვება“

„დაზოგილი თანხები არ უნდა მოხმარდეს სხვა სამთავრობო პროექტებს - უნდა მოხდეს მისი ეკონომიკაში ჩატოვება“
ბექა დანელია

2018-06-27 21:41:45

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც 14-დან 10 სამინისტრომდე შემცირებას გულისხმობს. იქმნება ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატიც. პრემიერის განცხადებით, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ ასევე შემცირდება სამთავრობო ხარჯებიც და საბოლოოდ ის 3.9 ნიშნულზე ჩამოვა. ბახტაძის განცხადებით, დაზოგილი სახსრები საზოგადოებას და იმ პრობლემების მოგვარებას მოხმარდება, რომელიც დღის წერიგში დგას.

მართალია მთავრობაში პირდაპირ არ ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უწყებებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება იგეგმება, მაგრამ ეს მათ ირიბ კომენტარებში ისედაც ჩანს. ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მცირე მთავრობის კონცეფცია პირველ რიგში ემსახურება მართვის ოპტიმალურ სისტემებს და არა ხალხის შემცირებას.

„ეს იმისთვის არ კეთდება, რომ შევამციროთ ხალხი, არ არის საუბარი მასობრივ დათხოვნებზე ან შემცირებაზე, არამედ საუბარია, პირველ რიგში, მართვის ოპტიმალურ სისტემაზე. ზოგადად, ბიუროკრატიის ხარჯები უნდა შემცირდეს და უნდა შემცირდეს ეკონომიკის ზრდასთან ერთად და მათი ოდენობა, უნდა იყოს დაფიქსირებული 3.9%-ზე მშპ-სთან მიმართებაში. უნდა იყოს ეფექტური ბიუროკრატია - მთავარი ამოცანა ესაა“, - ამბობს მინისტრი. მისივე თქით, თუ რა რაოდენობით შემცირდება დასაქმებულთა რაოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც უწყებების ერთმანეთთან ინტეგრაცია მოხდება.

რამდენად საკმარისი იქნება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ქვეყანაშია, ახლა რთული სათქმელია.

ბიზნეს სამართლის სპეციალისტის აკაკი ჩარგეიშვილისთვის უცნობია, თუ რომელ კონკრეტულ მუხლებში მოხდება შემცირება და რომელ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება. შესაბამისად, ამაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც იურიდიული დოკუმენტაცია იარსებებს. ეს მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც საქართველოს პარლამენტს წარედგინება აღმასრულებელი მთავრობის სტრუქტურისა და ცვლილებების შესახებ კანონპროექტები.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება თავად ამ განმარტებით ბარათების ნახვა, რადგან პრემიერის განცხადება მხოლოდ ინფორმაციულად გავრცელდა. რეალობაში ეს როგორ იქნება, ბიუჯეტის რომელ კონკრეტულ მუხლებში მოხდება შემცირება და რომელ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეეხება, ამ დროისთვის უცნობია. დეტალურად ეს ნანახი არ გვაქვს. ამიტომ, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ, რაც დოკუმენტი გამოქვეყნდება“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.

EY Georgia-ს მმართველი პარტნიორის რუსლან ხოროშვილის განმარტებით კი, ის თანხები, რაც მთავრობის შეკვეცის შედეგად იქნება დაზოგილი, არ უნდა მოხმარდეს სხვა სამთავრობო პროექტებს, არამედ უნდა მოხდეს ამ თანხის ეკონომიკაში ჩატოვება.

„მცირე მთავრობის მიმართულება არ არის ახალი, მთელი მსოფლიო ცდილობს ამ გზით იაროს და წამყვანი ქვეყნები, ვინც ეკონომიკის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ამას ახერხებენ. ამიტომ ეს ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა მცირე ზომის მთავრობა არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმებულთა რაოდენობას შეკვეცას ან სამინისტროების რაოდენობას შემცირებას. ეს ტერმინი გულისხმობს ეკონომიკურ პროცესებში მთავრობის რაც შეიძლება მცირე ჩარევას.

შესაბამისად, ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაზოგილი თანხები კი არ იყოს გამოყენებული სხვა სახელმწიფო პროექტებისათვის, არამედ ეს თანხები არ უნდა იქნეს ამოღებული ეკონომიკიდან და უნდა მოხდეს გადასახადების შესაბამისი შემცირება“ - განუცხადა „საქმის კურსს“ ხოროშვილმა.

მისივე თქმით, მცირე მთავრობის პროექტის შესრულება მთელ მსოფლიოში უჭირთ მთავრობებს, რადგან ეს ნიშნავს მათი ხარჯებისა და ზეგავლენის შემცირებას და საქართველოშიც ეს ძალიან რთული შესასრულებელი იქნება.

ნანახი?- 607

macro

2018-06-27 23:23:08

თუ რაღაც არ გამოდის, ალბათ უნდა დაფიქრდე რომ შესაძლოა შენი ვარაუდები, მოსაზრებები, ქმედებები არაა სწორი.
ესენი კიდევ სულ ერთი და იგივეს ერეკებიან: მცირე მთავრობა, გადასახადების შემცირება, მოწამლული რძე, ღამის ეკონომიკა,ბლა-ბლა-ბლა.
აღარც ვიცი რაღა უნდა თქვა.

natali

2018-06-27 23:52:14

ახლა კიდევ ნატურალური რძე გავათავისუფლოთ დღგ-საგანო. მერე მეკვერცხეები დაიწყებენ,კვერცხს ვერ ვყიდითო, მერე.....ბოლოს მხოლოდ მე დავრჩები გადამხდელი:)))
ვერ გაიგეს რომ გამონაკლისების დაშვება არ შეიძლება, კანონი ყველასთვის საერთო უნდა იყოს!!!!!!!!
მოკლედ მაგრად მიედ-მოედებიან რააა...

კატრინაა

2018-06-28 00:19:53

ეს დაპირებები კარგია,მაგრამ „ბედის ირონია“მახსენდება. ლუკაშინი ეუბნება დედას:У меня мировая мама! დედა კი პასუხობს:Главное,чтобы ты это помнил после женитьбы! მერე თუ გაახსენდება ეს ტკბილი დაპირებები,ესაა საქმე!

georgia

2018-06-28 00:59:31

გადასახადები ისედაც შემცირებულია, აბა ახლა მთლად არაფერი არ იხადონ ეგრე არ არის,მაგრამ ეს ხოროშვილი კარგად ამბობს. ის გამოთავისუფლებული ფული (თუმცა გაურკვეველია როგორ უნდა გამოთავისუფლდეს,თუ ხალხი არ შემცირდა) მიმართონ მცირე და საშუალო ბიზნესისკენ. გლეხობას კრედიტების პროცენტები რო ადევს ნაჯახივით კისერზე და სხვებიც იმის შემხედვარე დაშინებულები აღარ ამუშავებენ მიწებს,იმათ მიეხმარონ შეუმსუბუქონ ცოტა.
მოკლედ. მე არ მჯერა ამ ბუთქუნა პრემიერ ბიჭუნასი და ვისაც გჯერათ გაგატარებთ.
ორ წელიწადში ახალი თავრობა მოვა,ის კი არ გააგრძელებს... თავიდან დაიწყებს ველოსიპედის გამოგონებას და... ასე ვივლით მოჯადოვებულ წრეზე ნე მენშე ერთი ოცი წელი.

antoni

2018-06-28 08:55:26

ბახტაძემ და გახარიამ განათლება რუსეთში მიიღეს ე.ი. პუტინის აგენტები არიანო გაჰკივიან მიშას თუ ბოკერიას მეცოცხეები, ზოგი პირდაპირ და ზოგიც ნართაულად. ამნაირ რამეს ამნაირი სულელური "არგუმენტით" რომ გაამაგრებ, ამას ან სხვას ვინ დაგიჯერებს! იმ ცოცხს გაფიცებთ, დორბლიანმა სააკაშვილმა სსრკ-ს დაშლის წინა პერიოდში კიევში რომ "ისწავლა" ეს სულ არ გიჩენთ ეჭვს? მერე/თუ მანამდე/ კგბ-ს ჯარში რომ მსახურობდა და უმცროსი მეთაურის კურსებზეც რომ სწავლობდა, არც ის? ყოველივე ამასთან ერთად 2008-ში კოდორი უომრად რომ ჩააბარა რუსს?
რაც შეეხება ბახტაძეს და გახარიას, მათ აგენტობის ჯერჯერობით არაფერი ეტყობათ და თუ შეეტყოთ, როგორმე მოვიცილებთ

imereli

2018-06-28 18:13:05

ანტონ ! როცა "შეეტყობათ" , გინდა მოიცილე და გინდა არა! ისე კი სულაც არ ვიზიარებ ბოკერიების "გენიალურ" აზრებს. მახსენდება ერთი ცნობილი ქართული მულტფილმის ბოლო ფრაზა: "მაინც ვერ გავიგე, როგორ უნდათ სოფლის აშენება", თუ არც ერთი ჩინოვნიკი არ შეამცირეს, ფული როგორ დაიზოგება ?!!! შეამცირეს 18-დან 14-მდე, მაგრამ დაზოგილი არაფერი მინახავს, პირიქით მეტი დახარჯეს, პატრიარქის "ნაკურთხი" !!!

ფხიზელი

2018-06-28 18:50:29

???

ფხიზელი

2018-06-28 18:55:05

აჰა, მხოლოდ სასვენ ნიშნებზე მაქვს ლიცენზია?

ფხიზელი

2018-06-28 18:58:20

და ისიც რომ დავწერო, რა აქვს დამთავრებული ნაცების პრემიერ-მინისტრს
(2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე)
ზურაბ ნოღაიდელს?

ფხიზელი

2018-06-28 18:59:42

კაი, ბატონო! - დამთავრებული აქვს მოსკოვის, ლომონოსოვის სახ. უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკ.

ფხიზელი

2018-06-28 19:01:19

ელენე ხოშტარიას თუ იცნობენ ესენი?
კი? მაშინ ეცოდინებათ, რომ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი აქვს დმთავრებული.

ფხიზელი

2018-06-28 19:03:14

რა გამოდის, ესენიც პუტინის აგენტები არიან?

ფხიზელი

2018-06-28 19:06:59

ახლა მე სხვა რამე მაინტერესებს:
ეს ყველაფერი რომ ნორმალურად, ლოგიკურად ჩამოვაყალიბე ერთ აბზაცში, ის რატომ დაიბლოკა და ეს დანაწევრებულ-დაჯიჯგნილი რატომ დაემატა წარმატებით?
რა არის ეს, რა იდიოტური ფილტრია ამისთანა?!

serapina

2018-06-28 19:59:46

ჰო,ჭედავს...
შემოსვლას ვერ ვახერხებ,ბრძოლის გარეშე.

ფხიზელი

2018-06-28 20:27:18

არა, როცა რომელიღაც ასოზე აქვს გართულება, გასაგებია და ზეპირად ვიცი, რაზე ეკეტება ტვინი მაგ ოხერ ფილტრს (მეუღ/ლე, სო/მეხი ა.შ.)... მაგრამ როცა ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, უბრალოდ, "გადაფითრდება" მონიტორი (თითქოს გულყრა დაემართაო), ეგ არ ვიცი, რა არის! მერე "დაჯიჯგნილად" რომ მოყვები იმავე შინაარსს - უშვებს, ვითომ არაფერი!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80