რა შეზღუდვებია მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექდათვალიერებისას
ეკონომიკა

რა შეზღუდვებია მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექდათვალიერებისას

რა შეზღუდვებია მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექდათვალიერებისას
ბექა დანელია

2018-06-28 18:00:04

მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ ავტომობილებთან დაკავშირებით ტექდათვალიერების პროცედურა საბოლოოდ გაირკვა. გარკვეული შეზღუდვა არის საჭის გადატანის შემთხვევაში, ხოლო მარჯვენასაჭიანები ამჯერად სავალდებულო ინსპექტირებას ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიით გაივლიან.

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე გზებზე გადაადგილება 800 ავტომანქანას აეკრძალა. როგორც სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა განაცხადა, აღნიშნულმა ავტომობილებმა განმეორებით ტესტირებაზეც ვერ აჩვენეს დადებითი შედეგი, ამიტომ მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები საპატრულო პოლიციას გადაეცა და გზებზე რომელიმე მათგანის გამოჩენის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სანქციები გატარდება.

სააგენტოს მონაცემებით, ჯამში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 1-ლი იანვრიდან დღემდე 36 000-მა მანქანამ გაიარა, საიდანაც 75%-მა დადებითი შედეგი აჩვენა.

სავალდებულო ინსპექტირება კი ახალ ეტაპზე გადადის. წლის ბოლომდე 6 თვეა დარჩენილი. სწორედ 2019 წლის 1-ლი აინვრიდან უნდა გაიროს ძირითადმა ავტოპარკმა ტექდათვალიერება, მათ შორის მარჯვენასაჭიანებმა და საჭეგადატანილებმა, რომელთა მიმართ ყველაზე მეტი კითხვა არსებობს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების (საჭის გადატანის) შეტანის შემთხვევაში.

ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები კი, რომლებმაც გაიარეს პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, ვერ გაივლიან შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მისი მდებარეობის შემდგომი ცვლილების (საჭის გადატანის) შემთხვევაში.

რაც შეეხება სხვა მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, ისინი ტექდათვალიერებას ისევე გაივლიან, როგორც სხვა ტიპის მანქანები. მათ მფლობელებს დამატებითი სირთულე აღნიშნული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინვესტირებისას არ შეექმნებათ. საჭიროა მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების კორექტირება, სხვა კრიტერიუმები ყველასთვის ერთნაირია - მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

გარდა ამისა, არსებობს სატრანსპორტო საშუალებების კატეგორია, რომლებსაც საერთოდ არ ეხება სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. მათი მფლობელები ახლაც და მომავალში გათავისუფლებული იქნებიან ტექდათვალიერების პროცედურისაგან. ეს ავტომობილებია:

- ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები;

- 1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები;

- ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებები (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება);

- ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;

- სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.

ნანახი?- 694

პლატონი

2018-06-28 19:49:30

უნდა აკრძალულიყო თავის დროზე საჭის გადატანა

ფარაონი

2018-06-28 22:14:46

საჭის გადატანით, ტ.რ.ა.კ.ი.ს. გადატანის კუთხე იცვლება და ეს იწვევს უბედურ ავარიებს. ვოტ ტაკ!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80