მომავალი მძღოლებს მართვის მოწმობის მისაღებად 3 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
ეკონომიკა

მომავალი მძღოლებს მართვის მოწმობის მისაღებად 3 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

მომავალი მძღოლებს მართვის მოწმობის მისაღებად 3 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
ბექა დანელია

2018-06-30 18:30:49

მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქის ქუჩებში გადატანა, როგორც მოსალოდნელი იყო, ივლისისთვის ვერ მოესწრო. იგი მხოლოდ 2019 წლიდან ამოქმედდება, თუმცა შეცვლილი და გართულებული ფორმატით. მომავალ მძღოლებს 1 თეორიული და 2 პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

„მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა. ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„მართვის მოწმობის მისაღებად, კანდიდატს თეორიული და განახლებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. კანდიდატები პირველ რიგში გამოცდას დახურულ მოედანზე, არსებული ბარიერების გადალახვის შემდეგ შეძლებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავა პოტენციური მძღოლი, გამოცდის მეორე, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე“, - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

მათივე განმარტებით, ძალაში რჩება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდისას ამ დროისთვის არსებული ყველა - ექვსივე კომპონენტი, რომელთა გავლაც მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ამჟამად უწევთ.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით, საწყის ეტაპზე, ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება, ვინაიდან ამ ორ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა, მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება.

ასე რომ, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 9 ქალაქში შეძლებენ: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. ყველა ქალაქში ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუკი მოხდება შეცდომის დაშვება რეალურ სივცეში და გამოცდაზე გასული ადამიანი ვერ შეძლებს ჩააბაროს გამოცდა, მას უნდა მიეცეს ვადა, დაახლოებით, 1 თვე მაინც, რომ ქალაქში მოძრაობის უნარ-ჩვევები შეიძინოს და ხელახლა გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე.

ავტოსკოლებში კი მიაჩნიათ, რომ ვიდრე მომავალი მძღოლი ქალაქში დამოუკიდებლად დაიწყებს გადაადგილებას, მანამდე გარკვეული პერიოდი ინსტრუქტორებთან ერთად უნდა იაროს.

ავტოსკოლა „რალის“ წარმომადგენელი ნინო რევაზიშვილი ადასტურებს, რომ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შემდეგ მძღოლი არ არის მზად ქალაქში სამოძრაოდ. ამიტომ, მისი აზრით, სამომავლოდ უფრო მეტი დრო, მონდომება და ყურადღება დასჭირდებათ მომავალ მძღოლებს მართვის მოწმობის მისაღებად.

ნანახია - 744

arichopra 2

2018-07-01 20:33:30

ერთი -ორი კიდევ უნდა დაამატონ. 5 გამოცდა უნდა იყოს. ბოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერა-ზეპირი!

მოურავი

2018-07-01 21:45:49

კანადაში რომ პრაქტიკული გამოცდა ტარდება, ისეთი შემოიღონ და ყველაფერი რიგზე იქნება
https://www.palitravideo.ge/yvela-video/skhvadaskhva/96607-marthvis-motsmobis-gamocda-romelsac-saqarthveloshi-veravin-ver-chaabarebs.html

ფარაონი

2018-07-02 00:28:32

კვირაობით დასვენებააო, რავა ებრაელები ხართ, შაბათს ინახავთ თუ კონტრაქტში გიწერიათ კვირას დაასვენება?
.
ვინც მე მაგინებდა და ვისი კარნახითაც მაგინა იმათ დ,ე,,დ,ე,ბს შეთხარა კახელმა მუტრუკმა. ნაბ.ო,ზ.ვ.რე.ბო. აი ეს მინდა, სხვა არაფერი. თქვენ დ/ე/დ/ებს რომ შე,ვ.ეც,ი.

DDDD

2018-07-02 12:46:17

arichopra 2
უნარ-ჩვევები გამოგრჩა

ბუმერანგი

2018-07-02 14:35:00

რაო? ქართულ ენასა და ლიტერატურაში?

თქვენ თვითონ არ გეცინებათ ამ განცხადებაზე? და ვინ უნდა გააკეთოს ეს? ის ვინც სტომაქს გადამთიელის "ფოხ"-ით იძღებს და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ქართული ენაც, ლიტერატურაც, წინაპრებიც, ჩვენი დადაც და საკუთარიც? წერა-კითხვა საერთოდ აინტერესებს რო? დოქსოპულო არ გახსენდებათ? "მე რომ წერა-კითხვა არ ვიცი და დედა არ მყავს?". აი ზუსტად ასეთი დოქსოპულოების ხელშია დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და თანამდებობებიც. შესაბამისადაც ყველა "დარბაისელი" ქვეყნის მტერია უკვე და მათი დოქსოპულოებთან მიახლოებაც კი პრაქტიკულად "დარბაისელი" სრული განადგურებით მთავრდება.და ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან წერა-კითხვის მცოდნე და განათლებული უცოდინარისთვის ყოველთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ანუ მცოდნე აღიქმება უკვე როგორც მტერი და უნდა განადგურდეს როგორც კლასი. შესაბამისად განათლება "მოდიდან" გადადის და უფრო მეტიც-არსებობისთვის მეტად სახიფათოც კი ხდება.

"შოფრის" გამოცდაზე კი არა, აგერ ცოტა ხანში ილიას, აკაკის და ვაჟას ამოიღებენ სკოლის სახელმძღვანელოებიდან და ახლა ხომ არის და მერე ნახეთ თქვენ მომავალი თაობა...

ე, მანდ აქეთ არ ჩაგვაბარებინონ გამოცდები თურქულ/სპარსულ/არაბულ დისციპლინებში, თორემ სხვას ვინღა ჩივის.არა და ასე თუ გაგრძელდა ერთ 30-50 წელიწადში ესეც იქნება.

და ეს ხუმრობა არ არის. ზუსტად ასე გადაშენდა თავის დროზე უამრავი ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი ცივილიზაცია, ძველი ეგვიპტის თამადობით. ნებისმიერ ეგვიპტელს დღეს მუსულმან არაბად რომ აღიქვამს მთელი მსოფლიო - ეგაა შედეგი ზუსტად. თორემ სად ფარაონების ეგვიპტე სად არაბი მუსლიმანები?

შეუჩნდი, ესტუმრე, შეაცოდე, შეესიე, შეაჩვიე, სთხოვე, მოითხოვე, დააკანონე, დაიკანონე, იმბრძანებლე - ესეთია ერის განადგურების მარტივი ფორმულა...

ფარაონი

2018-07-02 22:09:22

დე.დის ტყვნა ამ საიტის ბულდოგებს და მონებს, მთავარი ვინცაა იაკობაშვილია თუ დედამ.ოტყ.ნულიშვილი იმისგან დავიწყებ.
როგორ გამამწარეთ ტქვენი დედ/..ებს შევთხარე და იქ ბიძინას კიდევ თქვენი ვაზელინიანი დე,,დებს შევ/ეცი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80