„გატიალდა სოფლები, ადამიანი რომ ბრუნდება საკუთარ სახლში, ხან დათვი ხვდება და ხან მგელი“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

„გატიალდა სოფლები, ადამიანი რომ ბრუნდება საკუთარ სახლში, ხან დათვი ხვდება და ხან მგელი“

„გატიალდა სოფლები, ადამიანი რომ ბრუნდება საკუთარ სახლში, ხან დათვი ხვდება და ხან მგელი“
მანანა ნოზაძე

2018-07-02 22:00:24

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უმრავი მიწა მოიხნა, მაგრამ, როგორც შედეგმა აჩვენა, უფასო ხვნა-თესვა გამოსავალი არ ყოფილა. ჩამბარებელი პუნქტების, საწარმოების, პროდუქციის გასაღების გარეშე გლეხის შრომა აზრს კარგავს.

რას გააკეთებს ახალი პრემიერი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის და რა გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება, ამის შესახებ For.ge-ს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერტიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი ესაუბრა.

უცხოეთიდან შემოსული უხარისხო პროდუქცია, არასამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება, ქართული ნატურალური პროდუქციის იგნორირება, - ეს ყველაფერი მამუკა ბახტაძის თვალსაწიერის მიღმა აღმოჩნდა. თუმცა გამოცანად რჩება, როგორ უნდა მოხერხდეს ჩვენი სოფელი მეურნეობის სექტორის ამოქაჩვა იმპორტირებული წამლეკავი პროდუქციის ფონზე?

- სოფლის მეურნეობის პროდუქტების 70% საქართველოში შემოდის საზღვარგარეთიდან, ძირითადად, თურქეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. წარმოიდგინეთ, რომ პოლონეთიდან შემოდის ვაშლი, ამ დროს კი საქართველო ცნობილი იყო, როგორც მეხილეობის ქვეყანა. მამუკა ბახტაძის ხედვას სოფლის მეურნეობასთან მიმართებით მივესალმები. თუმცა ახალმა პრემიერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პროდუქცია შემოდის დემპინგური ფასებით. ამ დროს ჩვენი გლეხი აწარმოებს პროდუქციას და ვერ ყიდის. რა ხდება თუნდაც ატამთან მიმართებით? უამრავი ატამია, მაგრამ მისი რეალიზაცია ჭირს. წარმოიდგინეთ, ატმის მოყვანა რა უჯდება გლეხს, სულ ახლახანს კი ფასდაკლება იყო სუპერმარკეტში და 90 თეთრი ღირდა ატამი, მაგრამ მაინც ვერ გაიყიდა, რადგან საზღვარგარეთიდან შემოდის უამრავი ხილი, ბოსტნეული, კარტოფილი, კიტრი და ყველაფერი. სწორია, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები არიან წვრილი ფერმერები. თითოეულ ფერმერს 1 ჰექტრიდან 5 ჰექტრამდე მიწა აქვს, მეტი მიწა არ გააჩნია. ხოლო მსხვილი ფერმერები, რომელთაც 100-200-ჰექტრიანი მიწები აქვთ, თითზე ჩამოსათვლელია. 500-1000-ჰექტრიანი მიწის ფართობები კი მხოლოდ ერთეულებს აქვთ. სწორედ ამით აიხსნება, რომ მოწეული პროდუქციით გლეხი იკმაყოფილებს მხოლოდ საკუთარ მოთხოვნებს და ეს პროდუქცია ბაზარზე ვერ გააქვს. თუ სოფლის მეურნეობაში 46%-ია დასაქმებული, აქედან მხოლოდ 10%-ს შეუძლია, გაიტანოს თავისი პროდუქცია გასაყიდად, ანუ დანარჩენი მხოლოდ საკუთარ თავს იკმაყოფილებს. ამიტომაცაა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი ჩვენს ეკონომიკაში 10%-ზე მეტი არ არის.

სოფლის მეურნეობის სექტორში უამრავი პრობლემაა. წარმოიდგინეთ, თურქეთიდან შემოტანილ სასუქს ჩვენი გლეხი ყიდულობს 50 ლარად და ორჯერ მეტი უჯდება კარტოფილისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების წარმოება, ვიდრე თურქ ფერმერს. ამიტომ თურქ ფერმერს იაფად შემოაქვს პროდუქცია, მისი პროდუქცია ჩვენთან იყიდება. ვიძახოთ, თურქული პროდუქცია არ ვარგა და ჩვენი კარგიაო, ეს არ უშველის საქმეს. გაჭირვებული ადამიანი რომ მიდის ბაზარში და დაინახავს კარტოფილს, რომელიც უფრო იაფია, იმას ყიდულობს. გამყიდველი არც ეუბნება, რომ კარტოფილი თურქულია, პირიქით, არწმუნებს, ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის კარტოფილიაო, ანუ საუბარია იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე კარგი კარტოფილი მოდის.

რაიმე განმასხვავებელი ნიშნები თუ აქვს თურქულ და ახალციხის კარტოფილს?

- კარგი ექსპერტებიც ვერ განასხვავებენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე რა უნდა ვთქვათ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი მიწა მოიხნა. როგორ ჩანს, უფასო ხვნა-თესვა გამოსავალი არ არის, თუ არ შეიქმება ჩამბარებელი პუნქტები, საწარმოები. ამ დროს კი საწარმოების ნაწილი დახურულია.

- მართალი ბრძანდებით, რა თანხებიც გაიცა უფასო ხვნისთვის, ეს იყო წყალში გადაყრილი ფული. იმას მერე დათესვა, მოყვანა, მოვლა, სასუქის შეტანა, მექანიზაცია, აღება, დადება და რეალიზაცია უნდა. დღესაც უმჯობესია, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო საწვავის ფასი სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს და გლეხს ნაკლებ თანხად მიჰყიდოს საწვავი, მაგრამ ეგაა უბედურება, საწვავი სოფლად დასაქმებულ ხალხს რომ მიჰყიდო, მერე ისარგებლებენ და წავა იქ კორუფცია. ჩვენ ხომ ყველა კარგი წამოწყება უნდა გავაფუჭოთ, თორემ საწვავის გაიაფება უშველის სოფლის მეურნეობას. გლეხმა იაფად უნდა იყიდოს საწვავი, სასუქი. სიმართლე ითქვას, ბოლო ხანებში ბევრი საწარმო ამუშავდა, სათბურები გაკეთდა, ხეხილის ბაღები გაშენდა, უეკლო მაყვალი, მოცვი, ჟოლო, მარწყვის მოყვანა განვითარდა. ზემოთჩამოთვლილი კენკრა ჩვენთან ამდენი რაოდენობით არასოდეს იწარმოებოდა და საზღვარგარეთიდან შემოდიოდა. ამ მხრივ უკეთესობაა, რომ საზღვარგარეთაც გადის ჩვენი ეს პროდუქტები.

კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქალაქში გამოქცეული, უკვე მოვაჭრედ გადაქცეული გლეხები დაუბრუნდნენ სოფელს?

- როგორ უნდა დაუბრუნდნენ, როცა ქართული სოფლები აღარ არსებობს? ხალხი ზაფხულში რომ მიდიოდა სოფლად, ახლა ზაფხულობითიც აღარ მიდის. გატიალდა სოფლები, ქვეწარმავლებმა დაიკავეს ტერიტორიები, ადამიანი რომ ბრუნდება საკუთარ სახლში, ხანდახან დათვი ხვდება სახლში და მგელი. სოფელი რომ აღორძინდეს, მას უნდა ჰქონდეს გზა, შუქი, გაზი, გაფილტრული წყალი, ერთი საწარმო მაინც, კლუბი. თუ გაზი, შუქი, ამბულატორია არ აქვს, ისე ვინ წავა სოფელში? აგერ, რიკოთის უღელტეხილზე ხარჯავენ 2 მილიარდს, რომ 15 წუთით ადრე შავი ჯიპებით ქუთაისის პარლამენტში მივიდნენ. ეს 2 მილიარდი დოლარი დახარჯონ სოფლების კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურაზე, საქართველოს ამით ეშველება. განა არ შეიძლება, 3-4 წლის შემდეგ დაიწყონ რიკოთის უღელტეხილის გზის რეკონსტრუქცია? ეს უშველის ჩვენს სოფელს. 2 მილიარდი კი არა, კიდევ ახლა დაუმატეს 300 მილიონი ევრო რიკოთის გზის პროექტირებისთვის. ქალაქებს არ აქვთ წყალი, რუსთავს წყალი არ აქვს, ქუთაისს წყალი არ აქვს, საკურორტო ზონას-ბორჯომს მხოლოდ ახლა გაუყვანეს წყალი, წაღვერის კურორტს, ამ რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტს, წყალი არ აქვს. აღარაფერს ვამბობ დიდ და მაღალმთიან სოფლებზე.

მაშინ რატომ ამბობენ, რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწები არ უნდა არსებობდეს. თუ მე ვერ მივდივარ სოფელში, არც გზა არის, არც წყალი, დენი და გაზი, სახლიც არ მაქვს, როგორ დავამუშავებ მიწას? ვის დავუტოვო მოსავალი? ქურდებს?

- თბილისიდან სოფლად მიწა რომ დაამუშავო, ეგ ზღაპარია. თბილისში ცხოვრობდე და სოფლად დროებით სამუშაოდ ჩახვიდე, მოგპარავენ მოსავალს კი არა, არაფერს დაგიტოვებენ. მთავარია, სოფელში ადამიანები დაბრუნდნენ, ახალგაზრდობა დავაინტერესოთ, არ წავიდნენ თურქეთში ჩაის საკრეფად.

თუკი სოფლის მეურნეობის წილი ჩვენს ეკონომიკაში 10%-იც არაა, საქართველო რომ გადარჩეს, 40-50%-მდე მაინც უნდა ავიდეს ეს წილი?

- ეს რომ გაკეთდეს და 10%-იანი წილი 40%-იანად იქცეს, უნდა მოხდეს მიწების კონსოლიდაცია. 1 ჰექტრის მქონე ფერმერი ვერაფერს მოიწევს. უნდა ჩამოყალიბდეს კოოპერატივები, გაერთიანებები უნდა მოხდეს, სოფლებში კარგ საწარმოებს რომ გავხსნით და დავასაქმებთ ხალხს, იყიდის მიწებს გლეხი და მიწებიც გაერთიანდება. წარმოიდგინეთ, დედოფლისწყაროში, რომელიც ხორბლის ბეღელი იყო, 46 ათასი ჰექტარი სახნავი მიწა 500 ნაკვეთად იყო დაყოფილი, ახლა ეს 46 ათასი ჰექტარი სახნავი მიწა დაყოფილია 26 ათას ნაკვეთად. ცხადია, ახლა იქ არც შრომის ნაყოფიერება იქნება, არც სასუქს გამოიყენებენ, მექანიზაციის გამოყენებაც ნულამდეა. მიწების კონსოლიდაციის გარეშე სოფლის მეურნეობას არაფერი ეშველება.

მართალია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემისას დაწესებული მაღალი გადასახადები აბრკოლებს ამ სექტორის განვითარებას?

- ცხადია, მე რომ სახელმწიფოსგან მიწა იჯარით ავიღო, სახელმწიფო მახდევინებს ორი სახის გადასახადს - მიწის გადასახადსაც და საიჯარო ქირასაც, რაც დიდი თანხა გამოდის და რა პროდუქციასაც ვაწარმოებ, მისი გაყიდვით დანახარჯს ვერ ამოვიღებ. ეს დანაშაულია. ამ დროს კი მიწის მესაკუთრე იხდის მხოლოდ მიწის გადასახადს. ანუ კერძო მესაკუთრეს უპირატესობა აქვს, რადგან მარტო მიწის გადასახადს იხდის, განსხვავებით მოიჯარისგან.

საიჯარო გადასახადის ოდენობა მაღალია?

- საიჯარო გადასახადის ოდენობის დასადგენად რაიონები უგზავნიან მოთხოვნას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ისინიც ადგენენ კატასტროფულ თანხებს. ეს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს.

ახალი პრემიერი ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლებას აპირებს. ამით ამოისუნთქავს გლეხი და მეტ შემოსავალს მიიღებს?

- ეს ძალიან კარგია და მეცხოველეობის განვითარებას ხელს შეუწყობს, მაგრამ მარტო რძე კი არ უნდა გავათავისუფლოთ დღგ-სგან, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზეც გავრცელდეს იგივე. გლეხს მოჰყავს ყურძენი და ქარხნები იბარებენ 30 თეთრად, 70 თეთრად ჩაბარება ეს არის გლეხის ოცნება, მხოლოდ ახლა ავიდა 70 თეთრამდე ყურძნის ფასი, ამ დროს კი ერთ ლიტრ ღვინოს ქარხნები ყიდიან 20-25 ლარად, საზღვარგარეთ 40-50 ლარად გააქვთ. ამით საწყალი გლეხი იჩაგრება, ანუ მრეწველობა ჩაგრავს გლეხს.

ჩვენ ვიცით, რომ ქართველი გლეხი ან დედაქალაქში ვაჭრობს, ან უცხოეთშია გაქცეული. ამდენად, მამუკა ბახტაძის სურვილი ცოტა იდეალისტური ხომ არ არის, რადგან ვინ დაბრუნდება სოფლად საკუთარი მიწის ყივილის გამო?

- რამდენიმე ადამიანი დაბრუნდა სოფლად, მათ ხშირად აჩვენებენ ტელევიზიითაც, მაგრამ ამას სჭირდება დაინტერესება, შეღავათის მიცემა, 10-წლიანი უპროცენტო კრედიტის გაცემა. კაცი ორი წელია იხვეწება, რაჭაში მომეცით მიწა იჯარით, რომ მოვიყვანო უეკლო მაყვალიო, მაგრამ რაჭის გუბერნატორმა მიწა არ მისცა, ვერ მოუნახეს მიწა. რაღაც მიზეზები მოიგონეს, კაცი გაბრაზდა და დაანება თავი. ის გუბერნატორი კი მოხსნეს, მაგრამ ამ კაცს მაინც არაფერი ეშველა.

ნანახია - 760

ფარაონი

2018-07-02 22:28:22

ბიძინამ ოღონდ „ვლასტი“ არ დაკარგოს და სულ ფათახზე კიდია წაღვერი და რუსთავი, მის მხარდამჭერები კი მხოლოდ მწვანე ფერს ხედავენ მაგათ დედ.ებ.ს რომ შ.ევ.თხ.არე და ვინ გააკეთებს საქმეს?

serapina

2018-07-03 00:03:12

ვახ,ამას ჭირს ბიძინაგაჭედოლობა!

ჩემზე მეტს აქ ივანიშვილს აკრიტიკებს ვინმე?
...მაგრამ ხომ არ შეიძლება, ბაღში,ბოსტანში,სამზარეულოში და აბაზანაში(დაჟე სარკეში)ბიძინა გელანდებოდეს?!
ექიმი უნდა ამას,ექიმი!

სააკაშვილის არ იყოს,თუ რამე პირადულს ვერ ინელებთ, ჩვენ ამასთან არაფერი გვესაქმება.
თუ რამე გასაკრიტიკებელია,არც ამას გვიშლის ვინმე,ზრდილობიან ფორმებში...

...ოღონდ,უნიფხვოდ ნუ იტანტალებთ,ფლიზ!

ნორმალური ხალხიც კითხულობს,სტატიებსაც და პოსტებსაც და უმრავლესობის პატივისცემაც,ფრიად მნიშვნელოვანი მგონია!

ფარაონი

2018-07-03 02:13:56

რა უბედურებაა სოფლის მეურნეობის წილი 40 %
სოფლის მეურნეობის წილი უნდა იყოს 3=4 %, ხოლო დასაქმებული უნდა იყოს მოსახლეობის 5%-7% და მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა მუშაობს.
და მეორე, თუ არ ამუშავდა გადასამუშავებელი ქარხნები, გლეხმა თუ არ იცის შემოდგომით მოწეულ მოსავალს რა ფასად ჩაიბარებს საწარმო, ვერც ვერაფერს დაგეგმავს და ვერც ვერანაირ მოგებას ვერ ნახავს, როგორ შეიძლება ყურძენი 50 თეთრი ღირდეს და ღვინო 20 ლარი?
ავიღოთ თუნდაც წყალი ჩემო ბატონო, აზია და ჩინეთი იმდენ წყალს იყიდის, რომ შეიძლება ჩვენ არ დაგვრჩეს დასალევად.
ამ საქმეს სჭირდება სწორი მენეჯმენტი და დაბეგვრის მარტივი და შერავათიანი კანონი. რად უნდა ველოსიპედს თავიდან გამოგონება, როდესაც ყველაფერი ხელისგულზე დევს, მთავარია მონდომება და საქმის გულთან მიტანა.
ასი საწარმო ქუხს და გუგუნებს, გლეხი კი ქალაქში გარბის ასფალტის მტვერის სასუნთქად, ტრუბაში სადღაც გაჭედილია და სად? ეს უკვე მთავრობამ უნდა დაინახოს. ვერ დაინახავს და ჩვენი, ანუ ქვეყნის საშცელი არ იქნება.

კატრინაა

2018-07-03 07:54:43

ასეთი ექსპერტები დღეს რატომღაც არ სჭირდებათ!კადრების სიმწირეს განვიცდითო,გამუდმებით რომ გაიძახიან,იქ არ ეძებენ,სადაც საჭიროა,თორემ ჭკვიან და გამოცდილ პროფესიონალს ყოველთვის იპოვი,თუ გინდა!

ფარაონი

2018-07-03 08:01:33

რა ვერ გაიგეთ?
დამბლოკეს 2012 წელს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა და ქოცთა ბელადი გახდა იმპერატორი, იქამდე საიტის დირექტორი უცდიდაა ვინ გაიმარჯვებდა ქოცი, თუ ნაცი და მე როგორც ნაცი მათ წარმოდგენაში დამბლოკეს.
რამდენიმე იუზერმა თხოვა კიდევაც ჩემს გამო, მაგრამ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და საიტის ხელახალი დაპროგრამება არის საჭიროვო.
სინამდვილეში კი როგორც მამალი ნაცი, ისე მომიშორეს და თან მლანძღეს, მაგინეს, შვილი და დედა, ენა არ გაუცერებიათ, აი რაზე მტკივა გული, ოჯახს შეეხნენ ძალიან ცუდად, მე დიდხანს ვითმინე მაგრამ როგორც კი აბაროტი„ მივეცი „სრაზუ“ დამბლოკეს.
სხვათაშორის მაშინ, 2012 ამ საიტმა ბიძინას ქება დაიმსახურა, როგორც გამოსწორებული და სამართლიანობის მხარეს დამდგარი საიტი, ფორ,ფემ და პრსა,გემ, ეს ძალიან კარგად მახსოვს. და ეხლა მომეცა საშუალება, როდესაც ვიფი შევიცვალე შემოვსულიყავი ამ საიტზე, ფარაონსაც დაბლოკავენ, ალბათ ცოტა ხანს მაცლიან, მე მიკვირს აქამდე რომ არ დამბლოკეს.
დაბლოკვა კი არ მეწყინა, იქამდე ორი თვით, მერე სამი თვით, მერე მე ვიყავი კამანდიროვკაში ოთხი თვის და ვერ შემოვდიოდი, საშუალება არ მქონდა. საწყენია ჩემი შვილის სახელით გინება, იცოდნენ ჩემი გოგოს სახელი და მაგინეს მისი სახელით, ტელეფონის ნომერიც დავწერე ერთ პოსტში და როდესაც დასჭირდათ დამირეკეს რამდენჯერმე თბილისიდან, შემომთავაზეს რასაც დავწერდი, ჯერ მათთან შემეთანხმებინა, რაზეც უარი უთხარი.
ამ ყველაფერს კი არ ვიგონებ, რაში მჭირდება?
არც არაფერში. ესე იყო ყველაფერისაზიზრარი სიტყვებით მაგინეს, ოჯახს და ცემ პატარა ანგელოზ შეეხნენ, რომელს მოეწონება ესეთი რაღაც?
მტერი არ გააკეთებს, თუ ოდნავ თავმოყვარეა, არ მიაყენებს ისეთ შეურაცყოფას, რაც ბავშვებს ეხება, ამათ იკადრეს, ყველაფერი იკადრეს და ეხლა მე მომეცა საშვალება, ნერვებს ვერ ვთოკავ, ჩამოსვლას ვაპირებდი და დაბრედვას ისე გამამწარეს, მერე მეც ცოტა ხნით დაკავებული ვიყავი, „აპიატ კამანდიროვკა“ მერე ცოტა დრო გავიდა, ნერვებიც ცოტა დალაგდა და ვთქვი, მოვა დრო და მომენტი, და აჰა დადგა დრო და მომენტი, თუ მეღირსა ჩამოსვლა, ჯერ კიდევ უსაბუთოდ ვარ და ვერ ჩამოვდივარ საქართველოში, უკვე 14 წელია, როგორც ჩამოვალ და ფეხს დავადგავ თბილისში, მოვძებნი ვინც იყო, რადაც არ უნდა დამიჯდეს მოვძებნი და მერე საკუთარ თავს დააბრალოს ყველაფერი, ქალი იქნება, თუ კაცი, შეიძლება გარანტირებულ პენსიაზე გავუშვა, „კაკ მინიმუმ“
და ეს გააკეთა პირველ რიგში საიტის „ნაჩალნიკმა“ და მერე მისმა ბულდოგებმა., ისინი გინებისთვის ალბათ დააჯილდოვეს, მე კი ექვსი წელი ამ საიტზე ვეღარ შემოვდიოდი.
ნატალიმ, დხიზელი, ნანამ, ერემია შემოდიოდა კიდევ, ლამე, მარე, ეეეხ რა დრო იყო,
კიიყო ტხოვნა, რამდენიმე იუზერმა თხოვეს საიტის „ნაჩალნიკს“ კომბლეს ახსენით ბლოკიო და რა პასუხი გასცა იცით?
საიტის ხელახალი პროგრამაა საჭირო და დიდი ფული ჯდება მაგის ბლოკის მოხსნასო.
აი ესე იყო ყველაფერი.
და რისთვის?
იმიტომ რომ, ბიძინა ღუპავს ქვეყანას, მისი ხიხო გონება ვერ ქაჩავს ქვეყნის მართვას, რადგან ბევრი ფული აქვს, გონია ჭკუაც ყველაზე ბევრი ექნება, ეშმაკი კი არის, ძალიან მაგარი ეშმაკია, ხიხოსგან ამდენს არ ველოდი, თავიდან მაგარი ბრიყვი მეგონა მარა, მაგარი შებერტყილია, ბიძინას კრიტიკისთვის და მათი წარმოდგენით მე ხაცი ვიყავი, აი ამიტომ/
თუნდაც ეგრე ყოფილიყო, ოჯახი უნდა მაგინონ? დედა და შვილები უნდა შემიგინონ?
ვინ იკადრებს ესეთ რამეს? მხოლოდ ნაბ.ო.ზვარი და პადხალიმი, ნახე როგორი ერთგული მხარდამჭერი ვარი, აი ამიტომ, სხვა არაფერი სარჩული არ ედო ამ ყველაფერს.
ვაზელინი, ვაზელინი და კიდევ ერთხელ ვაზელინით გაქანდნენ ენა გადმოგდებულები და თვალდახუჭულები შეეტენნენ თავით ბიძოს უკანა.ლში
ნაბიჭვრები.

serapina

2018-07-03 10:24:37

როგორ მინიმუმ,ერთი მტკნარი სიცრუეა...
ეგღა მაკლია,ვინმეს(თუნდაც ამ საიტის მფლობელს) შევუთანხმო რას დავწერ აქ!!!!
ასეთი სისულელე,ჯერ არ მომისმენია.
ჩემი ნაწერი,არასოდეს არავისთან შემითანხმებია და შენ რატომ მოგთხოვეს ასეთი???
დანარჩენი, პირადული და ა.შ. არ ვიცი და არც ჩემი საქმეა.



თენგო

2018-07-03 11:24:24

ძმებო ქართველებო!
პარასკევს 6 ივლისს საღამოს 6 საათზე ჩვენი ეკლესიის კურთხევით სპორტის სასახლეში
ტარდება - ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა!
რომლის ძირითადი დევიზია :დავსვათ დიაგნოზი! ერთად დავსახოთ საქართველოს გადარჩენის
სასიცოცხლო გზები!!! არ დაიზაროთ მოსვლა! ღმერთმა გადაარჩინოს და გაამთლიანოს საქართველო!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80