საბაზისო საფეხური სკოლებში 9-წლიანის ნაცვლად შეიძლება 10-წლიანი გახდეს
საზოგადოება

საბაზისო საფეხური სკოლებში 9-წლიანის ნაცვლად შეიძლება 10-წლიანი გახდეს

საბაზისო საფეხური სკოლებში 9-წლიანის ნაცვლად შეიძლება 10-წლიანი გახდეს
მანანა ნოზაძე

2018-07-07 23:28:24

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის აზრით, უმჯობესია, საბაზისო განათლება სკოლებში 9 წლის ნაცვლად 10 წლით (10 კლასით) განისაზღვროს. ასევე, გაცილებით ლოგიკური იქნება გამოსაშვები გამოცდების აღნიშნულ საფეხურზე გადატანა.

ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის მინისტრობისას აპირებდნენ აღნიშნულ ბრიტანულ მოდელზე გადასვლას, რაც სავალდებულო საშუალო განათლების 10-კლასიან სისტემას გულისხობდა, ხოლო შემდგომი ორი წელი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტისთვის მოსამზადებლად. იმდროინდელი მოდელით, მოსწავლეს შეეძლო 10 კლასის შემდეგ მუშაობა დაეწყო, ან პროფესიულ სასწავლებელში გაეგრძელებინა სწავლა.

განათლების სფეროს მესვეურები იმთავითვე აცხადებდნენ, რომ სავალდებულო 9-წლიანი სწავლების 10-წლიანით ჩანაცვლება საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რჩევა იყო.

დღეს რა პერსპექტივა აქვს 10-წლიანი საბაზისო სწავლების შემოღებას?!

კოალიცია „განათლება ყველასათვის“ თავმჯდომარე ირინე ხანთაძე For.ge-სთან საუბარში 10-წლიან საბაზისო სწავლებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ განათლების საფეხურის ათ წლამდე აწევა გონივრული გადაწყვეტილება იქნება.

ირინე ხანთაძის აზრით, მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროისთვის, ანუ მე-10 კლასისთვის მოსწავლე უკვე ქმედუნარიანია, ამ პერიოდში მისი მზაობა გაცილებით უფრო მაღალია და, თუკი მას არ სურს საშუალო განათლების მიღება, თავადვე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

„მოსწავლეს დამოუკიდებლად შეუძლია აირჩიოს ან შრომით ბაზარზე გასვლა, ან პროფესიული განათლების მიღება. ეს 10-წლიანი სწავლების სასარგებლოდ ერთი არგუმენტია, ხოლო მეორე არგუმენტია, რომ კურიკულუმის (საგანმანათლებლო პროგრამის) გათვალისწინებით, ბევრად უფრო გონივრულია, რომ საბაზისო საფეხური 10-წლიანი იყოს. ზოგადად, ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა მსოფლიო მასშტაბით და საბაზისო საფეხური სწორედ ამ წლების მოცულობითაა განსაზღვრული ყველგან, ანუ სწავლება 10-კლასიანია. სხვათა შორის, ამის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ განათლების სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები. სამინისტროს შიგნითაც იმსჯელეს ამაზე და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესების დროს ეს საკითხი არაერთგზის წამოჭრეს. ასე რომ, მაია მიმინოშვილის განცხადება სულაც არ არის მოულოდნელი. უბრალოდ, გონივრული იქნება, თუკი ამაზე დისკუსია გაიმართება. შესაბამისად, გადაეწყობა ეროვნული სასწავლო გეგმაც, რაც უკვე შემდგომი ეტაპი იქნება“, - აცხადებს ირინე ხანთაძე.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მათი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ საბაზისო საფეხური 10-წლიანი გამხდარიყო, რაც საშუალებას მოგვცემდა, საბაზისო განათლების საფეხურზე გაცილებით უფრო მეტი დრო დაგვეთმო მოსწავლეებისთვის. შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდების ბევრად უფრო მეტი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში გაივლის სასწავლო კურსს და მეტი დრო ექნება საბაზისო დონის ასათვისებლად.

„რაც შეეხება სასკოლო გამოცდებს, ჩემი აზრით, სასკოლო გამოცდებზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია ეროვნული შეფასებების შემოტანა, რასაც პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ეროვნული შეფასებები გაცილებით უფრო სიღრმისეული უნდა იყოს, ვიდრე ეს არის CAT-ის გამოსაშვები გამოცდები. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე შეფასებები დროულად უნდა აწარმოონ და, ასევე, სახელმწიფომ შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. ეს უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც განათლების სხვადასხვა საფეხურზე შეიძლება არსებობდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, შევძლოთ პრობლემების იდენტიფიცირება იმ დროს, როცა მათი გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება და არა 12 წლის გასვლის შემდეგ“, - მიიჩნევს რევაზ აფხაზავა.

For.ge თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ ელიზბარ ელიზბარაშვილსაც დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ 9-წლიანი, თუ 10-წლიანი სწავლება არაფრის მაჩვენებელი არ არის, მთავარია, კონცეფცია როგორი იქნება.

„პირადად მე მხარს ვუჭერ დიფერენცირებულ სწავლებას, ანუ საბუნებისმეტყველო და არასაბუნებისმეტყველო საგნების შემოღებას. ეს ახლა რამდენ წელში ჩაეტევა და როგორ ჩაეტევა, ცალკე განხილვის საგანია და ასე მარტივი არ არის. თუ აბიტურიენტი საბუნებისმეტყველო საგნებს ირჩევს, მაშინ საბუნებისმეტყველო ძირითადი საგნები უფრო ღრმად უნდა შეისწავლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული საგნები არ გაიაროს. თანაც, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დამამთავრებელ კლასებში“.

ნანახი?- 1450

serapina

2018-07-08 00:19:01

ერთი ამბობდა ბრიტანულიო... მოვიდა შემდგომი და გერმანულიო.
ახლა ისევ ბრიტანულიო...
დიმპიტაუური-დამპიტაური,დამპიტაური-დიმპიტაური.
ახლა კიდევ,დიფერენცირებული სწავლებაო...

აღარ ვზივართ ხალხი ჭურში!
გავიგეთ ბატონო, რას ასწავლიან ინგლისშიც და გერმანიაშიც!
...და ყველა მცდელობა,ახალი ველოსიპედის გამოგონების ამ სფეროში არის საკუთარი თავის მასხრად აგდება!

რას ითხოვთ ბავშვებისაგან,რომლებსაც ამდენ ტ/ყუილში და ფარისევლობაში ზრდით?! კიდევ ძლიერი აღმოვჩნდით,როგორც ჩანს თორემ...
...და რაო, რატომ ნარკომანიაო,რატომ კრიმინალიო?
გაგონილა,სულ ერთსა და იმავე სისულელეს აკეთებდე და განსხვავებულ შედეგს ელოდებოდე?!
აქვეა ერთი საინტერესო მასალა...

serapina

2018-07-08 00:19:15

http://for.ge/view_news.php?news_id=80971&news_cat=0

leviko

2018-07-08 08:20:12

გინდ ბრიტანული შემოგიღიათ და გინდ მარსული, თუ ბავშვს სწავლა არ უნდა არცერთში არ ისწავლის, კერძო სკოლებში მართალია დონე დაბალია მაგრამ რაღაცას მაინც სწავლობენ

natali

2018-07-08 13:33:40

იცით რა? აი ახლა, ნებისმიერი ახალგაზრდა რომ უყურებს, რომ 29 წლის ბიჭი, რომელსაც რა იმისთანა განათლებაა აქვს რომ მთელი რგიონის მთავრობის მეთაურად ნიშნავენ, თქვენი აზრით რას ფიქრობს ის ამის შემხედვარე? თვითონ სწავლობს, მუშაობს, ცდილობს კარიერა გაიკეთოს.....და ამ დროს ვიღაც 29 წლის ბიჭი, აშკარად რაღაცის გამო ამხელა თანამდებობაზე ინიშნება. ეს ხომაა მთელი მომავალი თაობის ფსიქიკის დანგრევა? ხომაა ეს მომვლის განადგურება?
ხოდა ჩემო კარგებო, სულ გავიწყდებათ რომ ნახევრები ვიბადებით, ჩვენი შვილებიც ნახევრები არიან და სად და ვისთან, რომელ ფსიქიკამორყეულთან გადაიკვეთება თქვენი ფესვები არ იცით.ჩვენ ყველას საერთო მომავალი გვაქვს და ამ მომავალს რატომ ანადგურებთ?
რა სკოლა და რა განათლებაზეა ლაპარაკი, თუ ახალგაზრდამ ამის საჭიროება ვერ დაინახა?




natali

2018-07-08 13:36:14

თქვენი არ ვიცი და მე პირადად პოსტების წერის სურვილიც კი გამიქრა. მგონი ვიღაც მაგრად გვამასხარავებს.

arichopra 2

2018-07-08 14:01:35

ვინ ვიღაცა, ჩვენ თითონ ვიმასხარავებთ თავებს! გული იცი რაზე მწყდება, აი ელტონ ჯონი რომ დიდი ზარ ზეიმით მიიღო ქართველმა ერმა და მის კონცერზტზე "მთელი თფილისი" რომ გაექანა ჯიპებზე ამხედრებული... აი ამ ამბის სიმბოლიურ მნიშვნელობას რომ ვერ გებულობენ ამ საიტის იუზერებიც კი! ამასთან შედარებით 29 წლის რიჟამაძის დანიშვნა რა მოსატანია?! 29 წელი ცოტა არ არის... ნიჭიერი კაცისათვის სავსებით საკმარისი ასაკია საქმე აკეთოს! ცუდია გამოცდილება რომ არ უმაგრებს ზურგას, მაგრამრა ვქნათ ახლა, ეტყობა უფრო გამოცდილი და ამავე დროს "აბოიმში" მყოფი არ გვყავს! რაც მთავარია "გალუბოი" არ არის!

natali

2018-07-08 14:38:53

თუ ეგ ცისფერი უფრო კაცი არ იყოს, ვიდრე ზოგიერთი ღიპგადმოგდებული ყანწიანი ფულზე გაყიდული "ვაჟკაცი" კიდე რააა...

კატრინაა

2018-07-08 15:14:23

დარწმუნებული ვარ,დასავლეთის ტრასაზე ერთმანეთს რომ ახტებოდნენ ელტონ ჯონის მოსასმენად,არც ერთს არც ოპერის თეატრის კარი არ ექნება შეღებული და არც ფილარმონიის!

serapina

2018-07-08 15:45:33

იმის ნაცვლად, იმაზე ვიფიქროთ სად წავა ელტონ ჯონი და როგორ დახვდებიან...

იმას შეხედეთ,როგორ ცხოვრობს ქართველი შინ და რა განვითარების გზები აქვს გარეთ!

შერონ სტოუნი რომ საპატ/რიარქოს ესტუმრა,მაშინ მშვიდად იყავით!
თუ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა,გამოდის მთავრობის ხელი ურევია... აბა, მე კატა ვერ ჩამომიყვანია ერთი (თეთრი და ფუმფულა),იმდენი საბუთები მომთხოვეს.მთავრობას მოჰკითხეთ ამაზე პასუხი.

ერმა რომ ზარ-ზეიმით მიიღო კიდევ, ყველა მინისტ/რი კარგი გოგო/ბიჭია-ო (აჰა,მაგათი მართული.ქვეყანა ასეთია)... განათლება რა საჭიროაო და...

ისე, ქვეყანა რომ ნორმალურად იმართებოდეს და ადამიანებს,ხელოვნურად არ ართმევდნენ განვითარების უფლებას... მაშინ, ვიღაცეების დასანახად,არავინ არ ივლიდა არავინ კონცერტებზე!

ფარაონი

2018-07-08 20:31:55

29 წელი ცოტა ნუ გგონიათ, ეს მთელი ეპოქაა და სამართლიანად მეჩვენება მისი მთავრობის მეთაურდ დანიშვნა.
ბიძინა 29 წლის რომ იყო დიდი ცოცხი და უშველებელი ქარხნის ტერიტორია ებარა, აპა! სულ ესე ჩავარდნილი და გაუბედურებული კი არ იყო.
დღეს ცოდნას ფასი არა აქვს არა, დღეს ერთგულება უფრო ფასდება.
აღმაშენებელს რომ შევეშვათ, ჭიპია 15 წლის უკვე ქურდი იყო, ჯბა 19-ის, ხოლო ლავრენტი ბერია 31 წლის იყო და მთელი ამიერ კავკასია ჩააბარა სტალინმა,
29 წელი
29 წელი
ეხ რა დრო იყო, კაცი თურმე პიონერულ ფიცს იძლევა და კომკავშირის ყველა თვის საწევრო ბოლომდე ქონია გადახდილი, ერთგული და დამჯერე ბაღანა ყოფილა, მზად არის ტანკსაც დაუწვეს მკერდით, თუ ზებრა მოსთხოვს ტანკის ქვეშ თავის დადებას, ხოდა რას ერჩით? განა მე, ან თქვენ უფრო ერთგულები იქნებით ზებრასთვის, ვიდრე ეს ბღარი??? რაცხა არა მგონია.
ერთგულება და ცოტს მოპარვა, ნუ გაღორდები თურმე და ეს ორი რამ საკმარისია დღეს კარიერის გასაკეთებლად.
იძო შედი ბუტკაში.

კატრინაა

2018-07-09 09:44:16

ასაკი არ მიმაჩნია დაბრკოლებად. მთავარია თვითონ რას წარმოადგენს და რამდენად შეძლებს მართოს ქვეყანა! ამდენი ექსპერიმენტი,ამდენი არ იქნება,კი იქნება,შეუძლებელია უკვე! ჩვენი თითოეული დღე გადის ამ ჭიდაობაში!ამაშია საქმე!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80