„ოცნებას“ უწევს იმის მტკიცება, რომ „ნაცმოძრაობას“ ჯობია, იმიტომ, რომ ის მასზე უარესია“
საზოგადოება

„ოცნებას“ უწევს იმის მტკიცება, რომ „ნაცმოძრაობას“ ჯობია, იმიტომ, რომ ის მასზე უარესია“

 „ოცნებას“ უწევს იმის მტკიცება, რომ „ნაცმოძრაობას“ ჯობია, იმიტომ, რომ ის მასზე უარესია“
თამთა ქარჩავა

2018-07-09 11:30:17

დავით ზარდიაშვილის განცხადებით, კვირიკაშვილი–უსუფაშვილი და პლუს მარგველაშვილი, საინტერესო სამეულია, მათ მეტ–ნაკლებად იცნობს საზოგადოება, მაგრამ უცნობია როგორი იქნება მათი მთავრობა. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, თუ დათო უსუფაშვილი ცდილობს, რომ ოპოზიციური ძალების გარკვეული კონსოლიდირება მოახდინოს, ეს კონსოლიდირება უნდა მოხდეს პროგრამისა და ჩრდილოვანი კაბინეტის გარშემო.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

ვითარება რთულია, ქვეყანა თავზე გვექცევა, გამოსავალი არსებობს თუ გარკვეული წრე ერთად ავიღებთ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას. ახლაგაზრდა ქართულ სახელმწიფოსოცნება“ ვერ პატრონობს, ნაცმოძრაობა არყევს და რუსეთი ანგრევს“, – ასეთია დავით უსუფაშვილის ღია წერილი, რომლითაც პრეზიდენტს გაერთიანებისკენ მოუწოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანია უსუფაშვილის ასეთი შეფასება და რამდენად მოსალოდნელია ასეთი გაერთიანება?

დავით ზარდიაშვილი: ძალიან დამძიმებული სურათი წარმოადგინა დავით უსუფაშვილმა. გასაგებია, რომ ის ოპოზიცია არის, იბრძვის ხელისუფლებისთვის და გასაგებია მისი პოზიცია.

თუმცა, უსუფაშვილის შემთხვევაში ანალიტიკოსები ხაზს უსვამთ მის კონსტრუქციულ ოპონირებას ხელისუფლებასთან...

– რასაკვირველია, ასეა. ნაციონალებს და სხვებს არც შევადარებთ. კარგი იქნება თუკი უსუფაშვილი დაიკავებს იმ ადგილს, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავაია და გახდება მთავარი ოპოზიციური ძალა, ამას მივესალმები.

როგორ ფიქრობთ, უსუფაშვილის ამ განცხადების მოტივი იყო კვირიკაშვილი და ის ინფორმაცია, რომელიც მის გარშემო ვრცელდება? არსებული ინფორმაციით, კვირიკაშვილი არაოფიციალურ გარემოში შეხვდა სტუდენტებს და ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ანალოგიურ ფორმატში გეგმავს ექსპერტებთან შეხვედრას...

– კარგი იქნება ასეთი კომუნიკაცია. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, თუ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი იქნება და დაიწყება ოპოზიციური ფლანგის კონსოლიდირება, ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოადგება ქვეყანას. „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ოპოზიცია, რომელიც უკვე დისკრედიტირებულია, მათგან არაფერი სახეირო არ გამოვა და არასოდეს არ განიხილება ხელისუფლების ალტერნატივად. ამიტომ, თუ ჩანაცვლდება ასეთი ძალით, მისასალმებელი იქნება. თუმცა, ჯერ მათ ძალიან ბევრი რამ ექნებათ გასაკეთებელი. ცალკე უსუფაშვილს მაინცდამაინც დიდი რეიტინგი არ აქვს, ეს ბოლო არჩევნებმაც აჩვენა. ასევე, არა მგონია, რომ მარტო დამოუკიდებლად კვირიკაშვილს დიდი რეიტინგი ჰქონდეს. კვირიკაშვილის უკან ივანიშვილი მოიაზრებოდა და აქიდან გამომდინარე ჰქონდა ნდობა და მხარდაჭერა უმრავლესობაში.

როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება კვირიკაშვილი ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი უსუფაშვილთან ერთად?

– ამას მომავალი გვაჩვენებს. თუმცა, სურვილი, რომ შეძლოს, ამ ოპოზიციური ფლანგის დაკავება და ოპოზიციური ძალების კონსოლიდირება, სწორია, ისევე, როგორც სწორია უსუფაშვილის განცხადება, როდესაც აცხადებს, რომ უნდა გაერთიანდეს ყველა ის ძალა, რომელიც არ არის „ოცნებასთან“, მაგრამ არც „ნაციონალებთან“. თუკი მოხერხდება ასეთი გაერთიანების შექმნა, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. იმედი მაქვს, რომ 2020 წლამდე მოხერხდება გარკვეული დოზით მაინც და კარგი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტში მოხვდებიან და, რასაკვირველია, უკეთესი იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს დაიკავებენ.

ძალიან ბევრს საუბრობენ კონსტრუქციული ოპოზიციის დეფიციტზე, რაც დისკომფორტია ქვეყნისთვის, მაგრამ კომფორტულ ვითარებაში აყენებს მმართველ უმრავლესობას. თქვენ საუბრობთ, რომ დემოკრატიული მმართველობისთვის აუცილებელია კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა, თუნდაც, უსუფაშვილიკვირიკაშვილის ერთობა არის ის ჯგუფი, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე აუცილებელია როგორც პროდასავლური ფლანგი?

– რა თქმა უნდა. არსებობს თამაშის ფუნდამენტალური თვისებები და იმას უნდა მივდიოთ. როცა ლაპარაკია საპარლამენტო რესპუბლიკაზე და კონსტრუქციულ ოპოზიციაზე, პირველ რიგში, მე უნდა ვიცოდე მათი სამოქმედო პროგრამა, რა მიმართულებით აპირებენ საქმიანობას, რა პოლიტიკური პლატფორმა აქვთ და გარდა ამისა, უნდა ვიცოდე მათი ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი. თუკი მათ მივცემ ხმას, მათ უნდა მომცენ ხედვა იმისა, ვის ვაბარებ ქვეყანას და როგორი მთავრობა მოვა. აი, ეს არის კონსტრუქციული ოპოზიცია და არა ის, რასაც ახლა ვუყურებთ.

იქნება ასეთი კონსტრუქციული ოპოზიცია კვირიკაშვილიუსუფაშვილი და პლუს მარგველაშვილი?

– საინტერესო სამეულია, მათ მეტ–ნაკლებად ვიცნობ, მაგრამ მე არ ვიცი როგორი იქნება მათი მთავრობა. ჩვენი პოლიტკური ვითარების მთელი უბედურება ის არის, რომ უაღრესად პერსონიფიცირებულია ეს ფრთა და ერთ ლიდერზე დადის ყველაფერი – ივანიშვილი, სააკაშვილი. თუ დათო უსუფაშვილი ცდილობს, რომ ოპოზიციური ძალების გარკვეული კონსოლიდირება მოახდინოს, ეს კონსოლიდირება უნდა ხდებოდეს პროგრამისა და ჩრდილოვანი კაბინეტის გარშემო.

თუ მოახერხებენ საკუთარი სიტყვის თქმას და ამ პროგრამას მიიტანენ მოსახლეობამდე, მათ ექნებათ გარკვეული მხარდაჭერა და არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლისთვის მათ მოახერხონ და უკან გაწიონ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ადგილი დაიკავონ, რაც ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის. ოდესმე, არც თუ ისე შორეულ მომავალში, მათ შეეძლებათ მთავრობა შექმნან.

ასეთი კონფიგურაციის ოპოზიციური ძალის მოთხოვნილება რამდენად არის საზოგადოებაში?

– არის, რასაკვირველია. დღეს ისეთი ვითარებაა, რომ „ოცნება“ და „ნაცები“ ერთმანეთს ეჯიბრებიან ცუდის კეთებაში, აბა უარესს ვინ იზამს. „ოცნება“ იგებდა იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობა“ უარესს აკეთებს, რისი მოთხოვნა საზოგადოებაში აღარ არის. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ საქმის უკეთესად კეთებაში, ვინ უკეთესად მართავს ქვეყანას, ვის უკეთესი პროგრამა ექნება, ვის აქვს მეტი რესურსი, რომ ეს პროგრამა უფრო ეფექტიანად განახორციელოს და ა.შ. ეს არის კონსტრუქციულობა და სწორი პოლიტიკა.

ჩვენთან პირიქით ხდება. მოპაექრეც არ ჰყავს ხელისუფლებას. „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგის კეთებაში ვერ შეეჯიბრები, არ გამოვა. როცა შეჯიბრია, ამ თამაშში, ძალაუნებურად, ჩართულია „ოცნება“ და „ქართულ ოცნებას“ უწევს იმის მტკიცება, რომ „ნაცმოძრაობას“ ჯობია, იმიტომ, რომ ის მასზე უარესია. ამიტომ უმარტივდებათ ვითარება. თუ კონსტრუქციული ოპოზიცია შემოვა პოლიტიკურ ველზე, თან რეალური გავლენის მქონება და არა 1%–იანი, ასეთ შემთხვევაში კონსტრუქციულობაზე საუბარი ზედმეტია. როცა 1%–იანი მხარდაჭერა გაქვს, ვერ იქნები კონსტუქციული ძალიან რომ გინდოდეს, ეს გამორიცხულია, არ გამოვა.

რასაკვირველია, უსუფაშვილს აქვს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ბიოგრაფია, დიდი გამოცდილება, მოსახლეობაში წონაც აქვს და გავლენაც, მას აქვს შესაძლებლობა შექმნას კონსტრუქციული ოპოზიციური ფლანგი და მოიპოვოს მხარდაჭერა, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე 1%, 2% ,7% და თუნდაც 10%. მაგრამ ამისთვის მან ბევრი უნდა იმუშაოს და ბევრი რესურსის გაერთიანება დასჭირდება. რასაკვირველია, აქ არის ლაპარაკი კვირიკაშვილი–მარგველაშვილის რესურსის ჩართულობაზე, მაგრამ გარდა ამისა, საჭიროა მატერიალური დასაყრდენი - ფული სჭირდება ამ ყველაფერს. პოლიტიკური პარტიის შექმნა ასეთი მარტივი არ არის და მარტო ენთუზიაზმზე ვერ იქნები.

რაც მთავარია, ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა შეიქმნას მონაწილეობითი პლატფორმის საფუძველზე. ამას რანაირად მოახერხებენ ვერ გეტყვით. ის, რომ ოპოზიციური პარტიის მოთხოვნილება არის, ეს აჩვენა პაატა ბურჭულაძის შემოსვლამ, ასევე თბილისის მერის არჩევენებზე დამოუკიდებელი კანდიდატის გასვლამ. ამის ტენდენცია არის, ამიტომ კვირიკაშვილი–უსუფაშვილი–მარგველაშვილის სამეულს შეუძლია ოპოზიციური ფლანგის კონსოლიდირება. ეს სამეული თუკი ახალ სისხლს შესძენს ქართულ პოლიტიკას, კარგი იქნება „ოცნებისთვის“ და მთლიანად ქვეყნისთვის.

ნანახია - 1288

Maverick

2018-07-09 19:53:01

კახელო, მეგობარო,

მაგ სამეულის მიერ "ხალხისთვის" გაწეული "თავდადებული" "საგმირო" საქმიანობიდან გამომდინარე 2 ჯანმრთელ ბატს ვერ მივაბარებ, არათუ მათ მიერ წარმატებით დაავადებულ, დასნობოვნებულ, დავირუსებულ ქვეყანას!...

tngh

2018-07-09 21:03:40

ქვეყანა თავზე მაშინ დაგვექცა, როდესაც ქვეყნის 22% გავასხვისეთ, ხოლო მთავარსარდალი ფრონტის ხაზიდან ფორთხვით გამოიქცა. ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს, ვერც ვაკადრებ დანარჩენ ორთან შედარებას. უსუფაშვილ-მარგველაშვილის ტანდემს კი, ქვეყანას ვერ ვანდობ... ვისაც საქართველოს გამთლიანებას მისი დარჩენილი ნაწილის "ნატოში" გაწევრიანება ურჩევნიათ, პირადად მე ხმას არასდროს არ მივცემ!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80