ირაკლი კაკაბაძე გიგა ბოკერიასა და ნიკა რურუას ადანაშაულებს
რეტრომედია

ირაკლი კაკაბაძე გიგა ბოკერიასა და ნიკა რურუას ადანაშაულებს

ირაკლი კაკაბაძე გიგა ბოკერიასა და ნიკა რურუას ადანაშაულებს
„კვირის პალიტრა“, 23-29 ოქტომბერი, 2006 წელი

2018-07-09 12:34:13

“თანასწორობის ინსტიტუტი” პარლამენტარებს: გიგა ბოკერიას, ნიკა რურუასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ეკა ტყეშელაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც “თანასწორობის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ირაკლი კაკაბაძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს გრიფით საერთაშორისო ორგანიზაციებში გაიგზავნა წერილი, რომელშიც “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრები ბოროტ ხულიგნებად არიან მოხსენიებულნი.

მისივე თქმით, წერილში თავისებურად არის ასახული “თანასწორობის ინსტიტუტის” 29 ივნისის აქცია, რომელიც ტელეკომპანია “202”- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა.

წერილში, რომელიც 26 სექტემბრით არის დათარიღებული, ნათქვამია, რომ “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრები სასამართლოზე ზემოქმედებას ახდენდნენ და ხელს უშლიდნენ მოსამართლეებს.

“თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენელთა აზრით, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არ სურს, ვინმემ მის დანაშაულზე ილაპარაკოს.

ირაკლი კაკაბაძის თქმით, ისინი დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებისთვის და სამოქალაქო მშვიდობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახი?- 239

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80