პოლიციელი 22 წელი უკანონოდ მართავდა ავტომობილს
სხვადასხვა

პოლიციელი 22 წელი უკანონოდ მართავდა ავტომობილს

პოლიციელი 22 წელი უკანონოდ მართავდა ავტომობილს
for.ge

2018-07-09 12:43:49

პოლიციელი საკსონია-ანჰალტიდან 22 წლის მანძილზე მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, როგორც საკუთარ, ისე - საპატრულო ავტომობილს. უფრო მეტიც, პოლიციელს არც არასდროს ჰქონია მსუბუქი ავტომობილის მართვის ნებართვა.

მართვის მოწმობის არქონა ცნობილი გახდა გერმანიაში პოლიციელების საყოველთაო შემოწმების შემდეგ. მათ მოეთხოვათ, წარმოედგინათ, როგორც საკუთრივ მართვის მოწმობა, ისე - საპატრულო ავტომობილის მართვის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მაგდებურგის პოლიციის წარმომადგენლის ანდრეას ფონ კოსის თქმით, პოლიციელს ავტომობილის მართვა მიანდეს 1990-იან წლებში, როდესაც პოლიციაში სრული განუკითხაობა სუფევდა.

გერმანელი პოლიციელის  წინააღდეგ აღიძრა საქმე მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის ტარების ბრალდებით. პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ იგი შესაძლოა სამსახურიდანაც გაათავისუფლონ. პოლიციელის ვინაობა არ არის ცნობილი.

 

 

ნანახი?- 236

ფხიზელი

2018-07-09 21:36:49

:))
მე ვიცნობ ერთ ქართველს, რომელიც 4 წელი უსაბუთოდ მართავდა მანქანას ამერიკაში: დადიოდა ნიუ იორკში, ფილადელფიაში, ვაშინგტონში, საკმაოდ შორეულ დასავლეთ ვირჯინიის შტატში...
და არასოდეს არავის არ გაუჩერებია, რადგან ამერიკაში პოლიციელები შარზე არ არიან და თუ წესები არ დაარღვიე, არავინ უბატონოდ ხმას არ გაგცემს!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80