საზარელ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს
საზოგადოება

საზარელ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

საზარელ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს
მარიამ თოდაძე

2018-07-09 22:48:15

ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს - შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. პოლიციელებმა და მაშველებმა დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები, მოგვიანებით კი ორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი დათვალიერებით მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული აიან სმიტი ცხედარიც აღმოაჩინეს.

სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, რომელმაც თავდაპირველად აღიარა ჩადენილი დანაშაული. მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტ და მის შვილს. ხოლო ორა მიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მწყემსმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. იმავე წყაროს ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა, რადგან იგი ტიროდა.

„როგორც თვითონ უთქვამს, ბავშვი ტიროდა და რას ვუზამდიო?! ქალს ფეხი დაუცდა სურათის გადაღების დროს, მივვარდი, რომ არ გადავარდნილიყოო, ეს ცუდად შენიშნა იმ კაცმა და სახეში გამარტყაო. ამის შემდეგ გავმწარდი, ავიღე თოფი და ვესროლეო.

ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოკლულ კაცს სახეში აქვს ნასროლი, თვალებიც არ აქვს... ბავშვის ზურგჩანთაც გახვრეტილია, რომელიც მოკლულს ზურგზე ეკეთა. მერე ცხენის ძუაზე მოუბამს ეს კაცი და ისე გამოუთრევია“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავად მწყემსმა შეატყობინა სოფლის მოსახლეობას, რომ ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვა, რასთან მიახლოებაც, მისივე თქმით, ეშინოდა. მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო ოპერაციაში თავად დაკავებულიც მონაწილეობდა.

დაკავებული მ.კ-ს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მანვე აღნიშნა, რომ დაკავებულს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება მას ნამდვილად აქვს სახის არეში. თუმცა, საიდან და როგორ მიიღო ეს დაზიანებები, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ ისევ ბრალდებულის სურვილიდან გამომდინარე. მას არ სურს დეტალურად ვისაუბრო მედიასთან. დაზიანებასთან დაკავშირებით მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა პასუხები ჯერჯერობით არ ვიცით. რა ინფორმაციაც მედიაში ვრცელდება, მისი მონათხრობი ამისგან განსხვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ იგი ბრალს არ აღიარებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლეიშვილი არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში ნახა გარდაცვლილი ლორა სმიტი დაკავებულმა. ასევე ადვოკატი კომენტარისგან თავს იკავებს მ.კ-ს შერაცხადობის საკითხზე საუბრისგანაც.

ამერიკელი ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედამ, მარიამ მარტიაშვილმა როგორც განაცხადა, ჰგონია, რომ ეს ვიღაცის მიერ ჩადენილი მკვლელობაა და მის შვილს აბრალებენ. მის მეუღლესაც იგივე ვერსია აქვს.

როგორც მარტიაშვილმა განაცხადა, ცოლ-ქმრის რეალური მკვლელის ვინაობის დასადგენად იბრძოლებს.

აშშ-ს საელჩოსთან რიგითი მოქალქეები არიან შეკრებილი, რომლებიც ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის ტრაგედიას იზიარებენ და სოლიდარობას გამოხატავენ.

მოქალაქეებმა საელჩოსთან მიიტანეს ყვავილები, სანთლები დაანთეს და ამ ფორმით ამერიკელი მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მწუხარება გაიზიარეს.

სოლიდარობის აქციას, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შეუერთდა, მან სხვა მოქალაქებთან ერთად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„მადლობა საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტს, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს დამნაშავის დასაკავებლად“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეტ რუთმა, რომელმაც ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა და მომხდარზე მწუხარება გამოთქვა.

დიპლომატის განცხადებით, სამწუხაროა ის, რაც მოხდა.

„შოკირებულნი ვართ მომხდართან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ძალიან დიდ მწუხარებას. ტრაგიკულად მოკლეს ბრაიან სმიტი, მისი მეუღლე და შვილი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და თავიანთი საქმიანობით ეკონომიკის განვითარებას უწყობდნენ ხელს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილების ოჯახს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. მადლობა საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტის, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს დამნაშავის დასაკავებლად“, - განაცხადა ელიზაბეტ რუთმა.

ნანახი?- 2023

georgia

2018-07-09 23:10:10

ბრალს არ აღიარებს...
=============================================================

ფეხის ადგმიდან ტყე-ღრეში გაგდებულმა და ნადირივით გაზრდილმა რა იცის რა უნდა თქვას და რა არა. გაიზარდა ცხოველური ინსტიქტებით, დაინახა ქალი და გადაირია.

papa

2018-07-09 23:46:31

ძალიან სამწუხაროა
ეს რეეები ხდება, რა არის...ბავშვიც..... ...................ფუუუუ....
საქართველოს მოყვარული უცხო ხალხი დახოცეს..
არა რაა.... ჩვენს თავს მართლა რაღაცა ტრიალებს....

papa

2018-07-09 23:48:40

გეორგია

ქალი დაინახა და გადაირიაო...
ბიჯოო თუ გადაირია.....თოფი უნდა დაეკრააა...
.თუ უნდა დაპათხოდებოდა.... ....

კატრინაა

2018-07-10 00:44:03

კატასტროფა!კიდევ უფრო მეტი კატასტროფაა ის,რომ ადვოკატის გამოჩენის შემდეგ ბრალს აღარ აღიარებს! ამ ადვოკატებს უნდა ჩამოართვა ლიცენზია! დაცვა ნიშნავს იმას,რომ ყველაფერი უარყო თუ იმას ნიშნავს,რომ ეძებო მიზეზი და ამით შეეცადო სასჯელის შემსუბუქებას?! რა ყველაფერი ყირაზე დგას,რა უბედურებაა?!

georgia

2018-07-10 09:34:20

პაპას.
აბა რას ამბობ პაპავ. ქალი რო კაცთან ერთად არის,გინდ ქმარი იყოს და თუნდაც სხვა კაცი, იმას რო ნორმალური კაცი არ დაეპადხოდება შენ ეგ გესწავლება პაპავ?
ეს კიდევ გაგდებული იყო ცხვარში და დაეხეტებოდა ტყე-ღრეში ნადირივით და რო ეცა იმ საცოდავ ქალს, გადაირია ის ქმარი და მაშინ დაკრა თოფი, მერე ისტერიკაში ჩავარდნილი უსუსური ბავშვიც მოკლა და შეშინებული ქალი კი გაქცევისას გადაიჩეხა ხევში.
დედებმა შვილები მიატოვეს და ემიგრანტებად წავიდნენო და ამ პირუტყვს ხო გვერდით ყავდა დედა, რატომ ვერ გაზარდა თავის დღეში რო სკოლაში არ უვლია?
ისეთი წყნარი და მორიდებული იყო გამარჯობასაც ვერ ამბობდაო. ხალხში მოქცევა რო არ იცოდა გამარჯობას როგორ იტყოდა?
კატასტროფა ხდება ქვეყანაში და განსაკუთრებით სოფლებში,სადაც ჯერ კიდევ "გამოქვაბულის" დონეზეა ხალხი. :(

imereli

2018-07-10 10:21:10

ეს საშინელებაა ! ეს მხეცობაა ! ეს სირცხვილია ! ეს რა უქნეს ხალხს თაბაგრებმა, სანამდე მიიყვანეს ! კაცს სახეში აქვს სანადირო თოფით ნასროლი, თვალები არა აქვსო და შსს აცხადებს, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდაო !!!!!! საუბედუროდ ეს ქვეყანასაც ძვირად დაუჯდება!

კატრინაა

2018-07-10 12:23:23

გეთანხმებით!კატასტროფა!

ბაბაია

2018-07-10 14:31:43

რამდენიმე დღის უკან სოფელში ჩავედი ,დედულეთში,ნათესავი ჩავიყვანე ბავშვებით,თვალს ახარებს მსხმოიარე ხეხილი.კაკალი, ვაშლი ამისთანა ბარაქიანი წელი არ ყოფილაო ამბობენ,მოუკრეფავ წითელ-ყვითელ ტყემლებს ტოტები დაზნექვიათ , ძირს მიწაზე მიმოპნეულა,სარეველები მოსდებია ბაღებს და ბოსტნებს.. ბირჟა გაუკეთებიათ სოფლის შესასვლელში კაცებს, რაღაც ფარდულის მსგავსი აუშენებიათ, ვინც დიდი ხანია არ მინახავს ახალგაზრდობიდან იქ ვნახე , ყველა მთვრალი იყო , ზეზეულა სვამდნენ ,შეზარხოშებულები, მომეხვივნენ ,მკოცნიან ერთი შენი თავი გვანახა რამდენიმე დღითო ,რას შვებით,როგორ მიდის საქმეები ვეკითხები მიყვებიან და დათრგულული ვუსმენ,,, ვიღას უნდა მიწის ,ბაღის ,სავარგულის მოვლა ? მე არ ვარ ნამყოფი იმდენი და ამათ მთელი ევროპა მოუვლიათ,ახლა ველოდები წასვლას დეპორტი მქონდა და გვარი შევიცვალეო მიყვება ბავშვობის ამხანაგი და თან თავის" საგმირო" მიყვება და რას ? გზავნიან ამანათებით მუქთათ ნაშოვნს იცით თქვენც, ბოლოს ჩავვარდიო ციხეში ვენები გადავიჭერი და როგორც გიჟი გამომიშვესო თან გადასერილ ხელებს მაჩვენებს საუბაში მეორე ერთვება ,მესამე მსგავსი ისტორიები , ზოგიერთს ნორმალური სამსახურიც მიუტოვებია ადგილობრივ ; აქ რა უნდა მომცენ იქ რომ ვიშოვეო...არ ვიცოდი რა მეთქვა ვიჯექი თავჩაქინდრული , ბოდიში მოვიხადე დავლოცე ერთი ჭიქით ყველანი(მანქანით ვიყავი) და წამოვედი ჩემს გზაზე გულდამძიმებული..ნეტავ გვეშველება რამე?

ფარაონი

2018-07-10 15:23:42

შსს-ს განცხადებას, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებაო, აქვს გამართლება, დამნაშავის ყურადღების მოსადუნებლად და მის დასამშვიდებლად, რომ არ შეტყდეს უცაბედად.
მეორე და მთავარი, მკვლელობის, განსაკუთრებით მძიმედ ჩადენილ, ანუ სადისტურად მკვლელობის ჩამდენი უნდა გაასამართლოს ხალხმა, ცასვან გალიაში, მის სიახლოვეს დაალაგონ ქვები და ხალხმა გადაწყვიტოს ჩაქოლონ, თუ დქრჩეს ცოცხალი, მე პირადად ხელი არ ამიკანკალდება ასეთ სადისტების ჩასაქოლად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვს რაღას ერჩოდა, ბავშვს!!!
ყველა მოძალადე სარზეა გასასმელი დაარ უნდა სუნთქავდნენ იმ ჰაერს, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. უ.კ.ლ.ებლივ ყველა!!!

tinia

2018-07-10 16:19:25

ამათ შემხედვარეს სიტყვა ადვოკატი შემზარდა,ესენი მართლა ეშმაკის ადვიკატებად უფრო გამოდგებიან ,ბოდიშს ვიხდი წესიერ პროფესიონალებტან, რომლებიც სამწუხაროდ უმცირესობაა. ყველაფრის ფასად დამნაშავის გამართლება და ფულის შოვნა,ესაა მტელი მატი მიზანი და ფილისოფია.

ფხიზელი

2018-07-10 16:55:41

კატასტროფა ისაა, რაზეც "ბაბაია" წერს აქ!
(როცა უნდა, ნორმალური რამეების წერაც შეძლებია).
ნამდვილი კატასტროფა!
უფრო უარესი, ვიდრე ვიღაც ტლუს მიერ უდანაშაულო უჯახის ამოხოცვა, რადგან ეს ერთჯერადი ტრაგედიაა მაინც. კი, საშინელი, შემაძრწუნებელი, მაგრამ მაინც ერთჯერადი.
ქართველი გლეხი რომ თავის კარმიდამოს არ უვლის, მიწისკენ გახედვა არ უნდა და გაბრწყინებულ ევროპაში საქურდალად წასვლაზეღა ოცნებობს, აი, ესაა ნამდვილი ტრაგედია - გრძელვადიანი და ერის დამღუპველი.

ვისი ბრალია ეს, ბიძინასი?
სააკაშვილის?
შევარდნაძის?
ვიღაცა იტჸვის, რუსებმა გაგვაზარმაცესო!
ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ ოკუპანტი არ გვივარგოდაო.
ეგრე იქნებოდა, კი. ხომ ცნობილია, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!
შეიძლება გერმანელების ხელში უნდა ვყოფილიყავით, თურქებისა და სპარსელების მაგივრად. ისინი უნდა მსხდარიყვნენ თბილისში 400 წელი, არაბების ნაცვლად და მაშინ გვეშველებოდა.
ჰო, ეგ არი მიზეზი: დამპყრობელი არ გვივარგოდა!
ერთი წესიერი ოკუპანტი რომ არ გვეღირსა, იმისი ბრალია, აბა, ჩვენი ბრალი ხომ არ იქნება რამე!
ისრაელი ქვების გროვაზე ქმნის სოფლის მეურნეობის იმხელა პროდუქციას, საექსპორტოდ გააქვს.
ჩვენს "კარაქივით მიწასაც" გამოუჩნდება პატრონი - ინდოელი თუ არაბი, თურქი თუ ბური.
ბრალი ჩვენი, თორემ მიწა არ დარჩება უპატრონოდ.

arichopra 2

2018-07-10 17:10:09

მიწაზე ვერ ვიმუშავებთ ჯერ-ჯერობით! ჯერ ისეთი სამუშაოა საჭირო, დღეს რომ დაიწყებ მუშაობას 15 დღეში ავანსი რომ აიღო და 1 თვეში ხელფასი! სამშობლო უნდა გიყვარდეს, ისე უნდა გიყვარდეს, რომ თვალიდან ცრმლი გდიოდეს მასზე ცუდს რომ გაიგებ!
ახალა მთელი ერი მოთქმით უნდა ვტიროდეთ. კუკის კუნძულები ხომ გაგიგონიათ? თურმე აი ეს ის ადგილია, სადაც აბორიგენებმა რამდენიმე საუკუნის წინ მოგზაური ჯეიმს კუკი შეჭამეს. ჩვენ ვინ ვართ, იმ ხეობაში, იმ დაწყევლილი ამბის მერე 4 წლის ბიჭი, დედა, მამა! ?! ვაგლახ, საქართველო ვართ ჩვენ?! რამდენიმე საუკუნის მერე როგორ მოგვიხსენიებენ?!

georgia

2018-07-10 17:31:18

ფხიზელს.
ფხიზელო ბაბაიამ უფრო განავრცო ის, რაც მე გაკვრით დავწერე.
რა არის ერთჯერადი? ერთჯერადია დღე რო არ დაღამდება ისე,რო რომელიმე სოფელში უბედურება არ დატრიალდეს? სულ წყვილწყვილად რო ხოცავენ ოჯახის წევრები ერთმანეთს, ან სხვებს?
ეს არის სულ ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე დაგროვილი ზედიზედ ომების, რევოლუციების, მიტინგების და გადადექის ძახილის შედეგი. სულსწრაფი ხალხი ვართ ქართველები, ყველაფერი სწრაფად გვინდა ერთი ხელის დაკვრით და სიმღერით და ასე " სოფელი არ შენდება."
შენც თუ გაქვს შეხება სოფელთან დაინახავდი, ჯერ რას გავნან. გაბანჯგვლულები, უკბილოები, სუნიანები, მუცელ-გადმოგდებულები და ამ დროს პატარების დასაქმება. პივა მომიტანე, სიგარეტი მომიტანე, იქ წადი, აქ წამოდი. ბავშვებს უყურებენ,როგორც სამომხმარებელს. ბავშვებს წართმეული აქვთ ბავშვობა.
ბავშვმა რო რამე ისწავლოს, ჯერ მშობელმა უნდა იცოდეს და,როცა მშობელმა თვითონ არ იცის,პატარას რას ასწავლის? მამის მხრიდან გინება ესმის, დედის მხრიდან წყევლა და ამ დროს რა ქნას ბავშვმა?
მთელი დღე ბირჟაზე დგომა, გარშემო ფურთხება, გინება, უხამსობა. სახლშიც იგივე მეორდება, ცოლის გინება, დედის გინება და ბავშვი ამას რო უყურებს შინ და გარეთ მთელი დღე ეს ჰგონია ცხოვრების ნორმა და წესი.
ეს ნადირიც ასეთ გარემოში გაიზარდა და რასაც ხედავდა ძალადობას,იგივე გააკეთა.

ფხიზელი

2018-07-10 17:55:36

მართალი ხარ, georgia...
ეს ნადირიც ასეთ გარემოში გაიზარდა და რასაც ხედავდა ძალადობას,იგივე გააკეთაო, წერ.
ჰო!..
როგორც წავიკითხე, მამამისიც ნაციხარი ყოფილა. ცოლი დაუჭრია. ამ ტლუს დედა.
ახლა იმიტომაც არიან ცალ-ცალკეო.
რაღაც დიდი უბედურებაა ჩვენს თავს, მართლაც...
ძმამ და დაჭრა... ძმამ და მოკლა - ზედიზედ! ერთ კვირაში!

georgia

2018-07-10 18:50:09

ვიდრე პატარებს ვინც ჩვენს გარშემოა.შვილია თუ მეზობლისაა, თუ ნათესავისაა არ ვუმეორებთ ყოველ დღე და ყოველ წუთში,რომ ქურდობა ცუდია, ციხე ცუდია და არა საამაყო,როგორც ახლა ხდება, ვიღაცა წელში მოკაკვული, ორი პაკრიშკისთვის დაჭერილი მალხაზა და ალიკა რო ბლატაობენ ბირჟაზე, ყვებიან ციხის რომანტიკაზე, ერთს თავისას და ათას გამოგონილ ისტორიას და ამას პირდაღებული ბავშვები ისმენენ, მანამდე არაფერი არ გვეშველება.
ემიგრაციაში იმიტომ გადაიხვეწო,რო იქ წლები პატიმრობაში გაატარო ოთხ კედელში, დებილი უნდა იყო რო ეს გააკეთო და მერე იამაყო.

ფხიზელი

2018-07-12 03:34:27

*
მეგობრებო!
სანამ სასამართლოს ვიდეოში ვნახავდი ბრალდებულს, მეც თქვენსავით მჯეროდა, რომ სწორედ იმ ნადირსა და არაკაცს უნდა ჩაედინა ეს ამაზრზენი დანაშაული, ვინც ბრალდებულის სკამზე უზით... მაგრამ რომ ვნახე, რა საცოდავი ვიღაცაა ეს ბიჭი, აბსოლუტურად გამოვრიცხე ეს ბრალდება!..
არა, რა!
არაა ეს ტიპი მსგავსი დანაშაულის ჩამდენი!
გამორიცხულია!
ყოვლად გამორიცხულია!.. თორემ, ისე როგორ გაწყრება ღმერთი, არ გაირკვეს სიმართლე და, გამიხსენეთ!
არ შეუძლია ამ ფიზიონომიის პატრონს, რომ მოკლას ვინმე... მით უფრო, ვერ ამოხოცავდა ოჯახს... პატარა ბავშვს...
გამორიცხულია!

ფხიზელი

2018-07-12 03:37:54

https://palitranews.ge/video/dakavebuli-mtsqemsi-smitebis-ojakhze-ar-damikhotsavs-ori-utskhoeli-mamakatsi-iqo-da-mat-dakhotses-me-damemukrnen-rom-ojakhs-amomitsqvetdnen

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80