კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა გულის დაავადებებს იწვევს
სხვადასხვა

კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა გულის დაავადებებს იწვევს

კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა გულის დაავადებებს იწვევს
for.ge

2018-07-10 14:32:17

ყურადღება მიაქციეთ კომპიუტერთან ჯდომის სტილს. ზოგი გვერდულად ზის, მოხრილი ხერხემლით, რაც, შეიძლება, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის ან კარდიალგიის მიზეზი გახდეს. ხანგრძლივად არასწორი ჯდომა ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, კერძოდ, ირღვევა ხერხემლის არტერიების ფუნქციონირება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა ტვინში, რაც იწვევს თავის ტკივილს. აღინიშნება დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ტკივილები გულის არეში, არითმია.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხელების მდგომარეობას კლავიატურასთან მუშაობის დროს. თუ კლავიატურა სხეულის კორპუსიდან ძალიან მაღლა, შორს ან, პირიქით, ახლოს დევს, თქვენ ძალიან რისკავთ, რადგან, შესაძლოა, შეიძინოთ, ეგრეთ წოდებული, მაჯის სახსრის სინდრომი, რაც გულის პათოლოგიებთან უშუალოდ არის დაკავშირებული, ძნელად იკურნება და, ხშირ შემთხვევაში, ადამიანს აინვალიდებს. ხშირად შეიცვალეთ ჯდომის პოზა, აკონტროლეთ კუნთების დაძაბულობა, შეამოწმეთ, დაჭიმული ხომ არ არის ხერხემალი და სხვა. დროდადრო იმოძრავეთ სკამზე, შეიცვალეთ პოზა, მოადუნეთ ხელები, ამოძრავეთ მხრები და შემდეგ ისევ განაგრძეთ მუშაობა. ასეთი მეთოდი შვებას აძლევს ორგანიზმს. პოზის შეცვლით თავისუფლდება ხერხემალი, დაძაბულობა ეხსნება იმ კუნთებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადით მოხმარებაზე აგებს პასუხს. ნუ დაივიწყებთ თითებსაც – ხშირ-ხშირად შეკარით და გაშალეთ მუშტები, ამოძრავეთ თითები. ეს დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, გულის, სისხლძარღვების, თირკმელების, ღვიძლისა და სხვა ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. ასევე, არ დაძაბოთ კისერი.

კომპიუტერს ორნაირი გამოსხივება აქვს, კერძოდ, იონიზებული და არაიონიზებული.

იონიზებული გამოსხივება ენერგიის ნაკადია, რომელიც აზიანებს ცოცხალ ქსოვილებს. კომპიუტერის მონიტორი, რომელიც ელექტრულ-სხივური მილაკითაა დამზადებული, ასხივებს გამა ანუ რენტგენის სხივებს. ამ გამოსხივების სიმძლავრე, მართალია, დიდი არ არის, მაგრამ ყველა მიმართულებით ვრცელდება. ამიტომ, თუ სამუშაო ოთახში ზურგს უკან კიდევ ერთი კომპიუტერი გიდგათ, იზრუნეთ თქვენს უსაფრთხოებაზე. გამოსხივებით ის უჯრედები ზიანდება ყველაზე მეტად, რომლებიც სწრაფად მრავლდება. ძირითადად კი, ეს სასქესო ორგანოებისა და ნაწლავების უჯრედებია.

არაიონიზებული გამოსხივება შედგება ელექტრომაგნიტური და ელექტროსტატიკური ველებისგან. არსებობს ამ ველების რეგულირების სპეციალური ნორმები, მაგრამ, სამწუხაროდ, ველების მოქმედება ორგანიზმზე ბოლომდე შესწავლილი არ არის. ერთი კი ცხადია, რომ, გულის არითმიის დროს, როცა ირღვევა გულში ელექტრული პროცესები, ამ ველების მოქმედებას თავისი უარყოფითი წვლილი შეაქვს და არსებული სნეულების გართულებას იწვევს.

ამიტომ, ის ადამიანები, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ კომპიუტერთან ჯდომა და მუშაობა, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ჯანმრთელობა არ გაიუარესონ.

 

ნანახია - 112

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80