„არასამთავრობოებმა საკუთარი ოჯახის წევრებს გააკეთებინონ ნარკოტიკი - ჩემამდე არ დადის რატომ უნდათ სიკვდილის დაკანონება“
საზოგადოება

„არასამთავრობოებმა საკუთარი ოჯახის წევრებს გააკეთებინონ ნარკოტიკი - ჩემამდე არ დადის რატომ უნდათ სიკვდილის დაკანონება“

„არასამთავრობოებმა საკუთარი ოჯახის წევრებს გააკეთებინონ ნარკოტიკი - ჩემამდე არ დადის რატომ უნდათ სიკვდილის დაკანონება“
თამთა ქარჩავა

2018-07-10 19:00:57

საქართველოში, რომ ნარკოლიბერალიზაცია ნარკომანიას გაუხსნის გზას, ამის ნათელი მაგალითია შემთხვევა, რომელიც გუშინ რუსთავში დაფიქსირდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. სააგენტოს ქალბატონმა დაუდასტურა, რომ შვილთან და რძალთან ერთად ნარკოტიკები მიიღო.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მარიხუანასთან ერთად სხვა ნარკოტიკული საშუალებაც გასინჯეს, რის გამოც გონება დაკარგეს და ცუდად გახდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა მოასწრო და 112-ში დარეკა, სადაც განაცხადა, რომ CO-თი მოიწამლნენ. შემთხვევის დროს ბინაში 2 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.

პოლიციის პოლკოვნიკი ომარ იმერლიშვილი ერთ-ერთია ვინც ნარკოლიბერალიზაცია წინააღმდეგია და საკითხის რეფერენდუმის გზით გადაჭრას ითხოვს. for.ge-სთან საუბრისას იმერლიშვილი აცხადებს, რომ თუკი სახელმწიფო დაუშვებს ნარკოლიბერალიზაციას, ამას მოჰყვება ნარკომომხარებელთა რაოდენობის კატასროფული ზრდა, რაც მძიმე შედეგით დასრულდება.

ნარკოლიბერალიზაცია - ეს არის თემა, რასთან დაკავშირებითაც ამ დრომდე არ არსებობს ერთიანი ხედვა. მაგალითად, არასამთვარობო სექტორი მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგია, რასაც ბოლომდე არ იზიარებს ხელისუფლება და სპეციალისტები. რამდენად პრობლემურია ეს საკითხი ქართულ სინამდვილეში?

ომარ იმერლიშვილი: იცით, რა მაინტერესებს, ამ არასამთავრობოებს ვინმემ შესთავაზოს, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს - მამას, ძმას, მეუღლეს გააკეთებინონ ნარკოტიკი, ან მოაწევინონ. ჩემამდე არ დადის რატომ და რა მიზნით უნდათ სიკვდილის დაკანონება. არის ოჯახები და ასეთი ძალიან ბევრია, რომელიც ნარკოტიკების მიზეზით არის დანგრეული, რადგან ოჯახის ერთი წევრი რომ გახდა მომხმარებელი დაანგრია მთლიანად მთელი ოჯახი.

არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი და არ არსებობს მძიმე ნარკოტიკი, ნარკოტიკი ნარკოტიკია. როცა ნარკოტიკი არის მსუბუქი, მომხმარებელს აღარ ყოფნის და უკვე უჩნდება მოთხოვნილება გადავიდეს მძიმე ნარკოტიკზე. მარიხუანას ეძახიან „სასაცილო“ ნარკოტიკს, მოწვენ და იცინიან, მაგრამ მერე უკვე ტირიან, რადგან აღარ ყოფნით „სასაცილო“ მარიხუანა და უნდათ ნარკოტიკი, რომელიც უფრო ღრმა დეპრესიაში ჩააგდებთ.

ანუ, მარიხუანის მოხმარებელი ადვილად ხდება ნარკოდამოკიდებული?

- ერთი ნაბიჯია და ეს არის უბედურება. მარიხუანა არ აკმაყოფილებთ და გადადია ნარკოტიკებზე, ახლა უმრავლესობა „ბიოს“ მოხმარებაზე გადავიდა.

60-იან წლებში ხრუშოვმა რომ 25 წლიანი პატიმრები გაანთავისუფლა, ისინი თბილისში ჩამოვიდნენ, ნახევარზე მეტი ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული, მორფს უკეთებდნენ. მაშინ 2 აფთიაქი იყო, ერთი „სამაიას ბაღთან“, მეორე სვანეთის უბანში, სადაც აღრიცვხაზე აყვანილი ნარკოტიკის ყველა მომხმარებელი მიდოდა, იღებდა წამალს, თუ არ ვცდები 2 ამპულა იყო მაშინ, ამის შემდეგ მიდოდნენ პოლიციაში, სადაც იყო ექთანი და ის უკეთებდა წამალს მომხმარებლებს. მერე უკვე მოინდომეს 4 ამპულა, 2 აღარ გვყოფნისო. ეს იყო ტყუილი, იმიტომ, რომ 2-ს იკეთებდნენ და 2-ს ყიდდნენ. აი, 60-იანი წლებიდან დაიწყო ეს უბედურება საქართველოში, ამის შემდეგ დაიწყო ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელება, თვითონ სახელმწიფომ შეუწყო ხელი ამას. მაგრამ, მაშინ სუფთა წამალი იყო და ნარკომანი, რომელიც ამ წამალზე იჯდა, არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებდა ვიღაცას, მით უმეტეს ახალგაზრდას. იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ ახალგაზრდას ახლოს არ მიუშვებდნენ, მაგრამ მერე გამრავლდა და უკვე ჩემი მუშაობის პერიოდში მარიხუნა იმდენი იყო, რომ მძიმე სტატისტიკა შეიქმნა.

დღესაც მომრავლებულია საქართველოში მარიხუანას მოყვანის ფაქტი, თითქმის ყოველ მეორე ოჯახში აქვთ მარიხუანა და ამ დროს პოლიცია უძლური ხდება ამ პრობლემის წინაშე, რაც იწვევს ახალგაზრდა თაობაში მარიხუანის მოხმარების დამკვიდრებას. ვხედავთ, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ არის გამოსავალი, რა ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში?

- გაცვეთილ ფრაზას ვიტყვი - „შიში შეიქმნს სიყვარულსო“. როცა არსებობს შიში 100%-დან შეიძლება 5%-მა მოიხმაროს, მაგრამ როცა აღარ არსებობს შიში, შეიძლება 100%-დან 80%-მა მოიხმაროს და გაიზრდება ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა. ერთი შეიხედონ იმ ოჯახებში, ვისაც ოჯახში ნარკომანი ჰყავს, ერთი შევიდნენ, დაელაპარაკონ დედას, მამას, ძმას, დას, მეუღლეს ან შვილს რა დღეში ჰყავს ამ ერთ ადამიანს მთელი ოჯახი. ეს არის უდიდესი პრობლემა. მე მარიხუანას ლიბერალიზაციის წინააღმდეგიც ვარ, მაგრამ ერთი სიგარეტის მოწევაზე ადამიანის ციხეზე გაშვება, ეს ნამდვილად დაღუპვაა.

ნარკომანიც, რომელიც წამალდამოკიდებულია, ის არის ავადმყოფი და მისი ციხეში გაშვება არ არის პრობლემიდან გამოსავალი...

- კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ მას უნდა მკურნალობა.

სწორედ ამიტომ ითხოვს სამოქალაქო სექტორი უარი თქვას სახელმწიფომ მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე...

- სამოქალაქო სექტორმა შეიძლება ბევრი მოითხოვოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველაფერზე დათანხმდეს. სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ამ ადამიანის გამოჯანმრთელებას, პირველ რიგში - ოჯახმა და ასევე სკოლებმა, იმიტომ, რომ ნარკოტიკი შესულია სკოლებში. მე ვთვლი, რომ უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუბედურდება მთელი საქართველო.

ეს ისეთი საკითხია, რომ მხოლოდ სამოქალაქო სექტორის გადასაწყვეტი არ არის. 300-400-მა კაცმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ბედი? ჩაატარონ რეფერნდუმი, ხალხმა გადაწყვიტოს და ნახავენ რა შედეგს მიიღებენ. ხალხს უნდა შევეკითხოთ და არა არასამთავრობოებს. სწორედ ამ არასამთვრობოების ოჯახის წევრები იქნებიან პირველ რიგში ნარკოლიბერალიზაციის წინააღმდეგი.

 

ნანახია - 1708

Maverick

2018-07-10 19:54:41

რატომ ოჯახის წევრებმა?

თავად ყოველდღე გაიჩხირონ, დაბოლდენ და 1 - 2 კვირაში გრანტებს წირვას რომ გამოუყვანენ და ოჯახის წევრები რომ გააპანღურებენ, გირჩს მიადგნენ, ისინი დააგრანტიანებენ ნარკოტიკების შესაძენად ან თავის სვივკებს მიცემენ...

papa

2018-07-10 22:20:37

რუსთავში რძალ-დედამთილმა ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო
10:20 / 06-07-2018
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ.


აააა ............ უკვე რძალ-დედამთილიც კი სახლში ოპტომ ეწევიან...
მალადეც ,,გირჩი,, მალადეც.....

papa

2018-07-10 23:23:56

„არასამთავრობოებმა საკუთარი ოჯახის წევრებს გააკეთებინონ ნარკოტიკი - ჩემამდე არ დადის რატომ უნდათ სიკვდილის დაკანონება“


რატომ და ფულია ამაში, ფული, თანაც დიდი ფული.....გრანტები, გრინკარტები და ა.შ.

აბა ესე ჰაიჰარად, ესეთივე დიდი გრანტები განათლებაზე გამოყონ...


მოკლედ სპეციალურად გარემოს, გარემოს ქმნიან ისეთს, რომ ახალგაზრდას სწავლისკენ კი არ ჰქონდეს სტიმული, არამედ ყველაფრისაკენ.... გარდა სწავლისა.
.... ნარკოტიკი, სექსი, ფული, ჯიპი. კაი ცხოვრება.მით უმეტეს რომ ეს ყველაფერი სწავლის გარეშეც მიიღწევა.. ვის რად უნდა სწავლა?...გრიალი არ სჯობიააა?/
.გაუნათლებელი ადამიანის აზროვნება კიდევ სხვანაირია---ფულის გულისთვის ნარკოტიკსაც გაიკეთებს, თავისიანსაც გაუკეთებს და თუ დასჭირდა სარსაც ითხრის ტ/რაკში
მოკლედ ის ადვილი სამართავია ადვილი...მით უმეტეს წამალზე დამოკიდებული ახალგაზრდა.
არადა ახალგაზრდა ირგვლივ რომ იყურება ხედავს...რომ ნასწავლი, მშრომელი, ადამიანი სადღაც კუთხეშია მიგდებული და მათი მაყურებელი რაზე მოიკლავს სწავლაზე თავს?? შედარებისას არ იტყვიის.. ის თუ სწავლაში ათენ--აღამებდა, ცხოვრებაში რა ჩიტი დაიჭირაო? რაზე მოიკლავს სწავლით თავს.. სწავლაში რა ხეირია?/ აგე დღევანდელი ბომონდი, ტელევიზიებში რომ მალაყებზე გადადიან, განათლების გარეშეც ხომ არიან ,,სახელოვნები,, ,,წარმატებულები,, ,,დაფასებულები,,მაყუთიანები?? ხოოდა განათლება რისთვისღაა საჭირო? მამიკოს შვილობა, ბო/ზობა, ბარიგობა და ვსოო...წარმატებული ხარ....რას სწავლა,...რის სწავლა, რა ტყემალი, რის ატამი
გარემოს, გარემოს ქმნიან სპეციალურად ისეთს, როგორიც მავანთ სჭირდებათ, ჩვენი ,,დაგლობალიზაციებისთვის,,.
.სპეციალურად იმ კულტურას თესავენ, რის მოსავალის მოყვანაც მავანთ ჩვენთან სჭირდებათ.
არა ..ისე რა თქმა უნდა,,მხვნელ-მთესველები,, ჩვენივე ქართველები არიან, მაგრამ ,,იდეის პატრონები,, ისინი არიან, ისინი--ჩვენი ძვირფასი მეგობრები. იმიტომაც ამარაგებენ ამ ჩვენს ,,მხვნე-მთესველებს,, ყოველგვარი საჭირო მასალებით--.საწვავ-საპოხი მასალები, ზაპჩასტები, ფული ,,გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის,, და ა.შ.
აბა ამ ასოებს რომ ფულებს აყრიან, იმის ნახევარი ჩვენ განათლების სისტემას მისცენ?/
ნურას უკაცრავად...რაშიც სჭირდებათ, იმაში დებენ ფულს..შენი განათლება კი ვის რაში სჭირდება?
არადა ამ ასოებს საქართველოში 1500 აქტიურად მოქმედი ორგანიზაცია ჰქონიათ(აქა მაქვს ამოკითხული)..წარმოგიდგენიააათ ამ დივერსანტებზე რამდენი ფული შემოდიის?

კიკუ გახსოოვთ თუთაშხიადან, კიკუ......მაინც შევიდა იმ ოთახში, მაინც შევიდა...
....იმიტომ რომ იქ ფული ეგულებოდა, ფული

ხოოდა ამ სტატიის სათაურის პასუხი, სწორედ კიკუს საქციელია
ფული ... ფული.... ფული

ისე კი ტყუილად ვლაპარაკობ, ისედაც აქაურებმა ყველამ ყველაფერი იცით!

papa

2018-07-10 23:39:17

II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალ/ეს/ის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს

papa

2018-07-10 23:53:50

სუ პუნქტ-პუნქტ გვისრულებენ ყველაფერს
თქვენ კიდევ შეთქმულების თეორიაო .......... რაც გინდათ ის დაუძახეთ

ამხანაგო მოსამართლე ....... მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ახლოს რომ მივედი....ეგრე იყოვოოოოო..
..შეთქმულების თეორია მარტო ისააა,რომ ვიღაც დაქნეულმა, პარლამეტის შენობას ბომბი ამოუდოოს?(ნეტავ მართლა)
აბა ეს რა არი ...დიდი ,,სიყვარულიიი,,?------სუ ქინძზე არა ვკიდივააართ??
დათვს თავში ურტყავდნენ და .....ეს რა ბრაგი--ბრუგიაო
დათვს ხედავდნენ და კვალს ეძებდნენო
ერთი ორშაბათს გვქინძავს,.... მეორე სამშაბათს,. მერე ისევ პირველი-- ოთხშაბათს, მეორე ხუთშაბათს და ასე რიგრიგობით გვტირობენ დედას
ლექსსს კი იცოცხლეთ.... ბრიუსელში მაინც სუ ომახიანად გვათქმევინებენ ხოლმე (პალე როიალის ნაცვლად)..

ფარაონი

2018-07-11 00:36:25

მომხმარებლის დაჭერას მართლა არ მივესალმები, გამყიდველს კი იმდენი წელი უნდა მიუსაჯო, რამდენი თითიც ექნება სხეულზე და პლიუს შუა დიდი თითი, ანუ 21.სტროგათ!
მორფინისტი დაღუპული ადამიანია, ნუ ადამიანიც არ არის, არის საწამლავისგან მართვადი და ყველაფერზე წამსვლელი საწამლავის გულისთვის. მეცოდებიან, ჩემ თავთან ერთად, რადგან მქონია შეხება და ვიცი რაც არის, ყველა ნარკომანი მეცოდება.
ადამიანი არაფერზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, არც სიგარეტყზე, არც სასმელზე და რაც მთავარია არც ნარკოტიკზე, თუ გახდა დამოკიდებული, ვსიო, მისი საქმე წასულია და ამაზე ეკლესიამ უნდა იმუშაოს ძალიან მაგრად.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80