რუსეთის სამიზნე სპეციფიკური დანიშნულების ადგილები გახდა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

რუსეთის სამიზნე სპეციფიკური დანიშნულების ადგილები გახდა

რუსეთის სამიზნე სპეციფიკური დანიშნულების ადგილები გახდა
თამთა ქარჩავა

2018-07-11 14:00:50

47 წლის დიმიტრი ბიკოვმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ–ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, რომლებიც ფილტვის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და კანის დაწყლულების დიაგნოზით მკურნალობას გადიან. სუს–მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შემთხვევის ადგილზე დააკავა.

თუმცა, ვახტანგ გომელაურის უწყება ამ დრომდე არ აკონკრეტებს, დაკავებული მარტო მოქმედებდა, თუ ჰყავდა თანამზრახველები და რა კავშირი აქვს მას, როგორც ქრისტიანს სირიაში მოქმედ დაჯგუფებებთან. დაკავებული რომ მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავდა თბილისში, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ბიკოვი საქართველოში ტურისტული ნაკადთან ერთად ლარსიდან შემოვიდა.

როგორც ირკვევა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეებს საეჭვო არაფერი უპოვიათ. სავარაუდოდ, მან სიცოცხლისთვის საშიში სითხე უკვე თბილისში აიღო. საქმის მასალების მიხედვით, მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღით დიმიტრი ბიკოვი თბილისის საერთაშორისო რუსული ავიახაზების გაყიდვების მენეჯერის, სახელად აქსანას მოწამვლას ცდილობდა.

ამ შემთხვევიდან ზუსტად ერთ კვირაში, ვარშავის ფრედერიკ შოპენის სახელობის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 14 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ყველა მათგანი აეროპორტის თანამშრომელია. ოფიციალური ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერების გაჟონვა მთავარ სატვირთო ტერმინალში მოხდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღის გამოყენება ჰიბრიდული ომის ერთ–ერთი კვალიფიკაციია, რომელსაც ასევე წარმატებით იყენებენ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები. კერძოდ კი, რელიგიური სექტა აუმ შინ რიკიუს წევრმა, კაცუია ტაკაჰაშიმ 1995 წელს ტოკიოს მეტროში ნერვული გაზი გაუშვა, შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 6000 მოიწამლა. გასულ კვირას ამ ექსტრემისტული სექტის დამფუძნებელი, სეკო ასაჰარასა და სექტის კიდევ სამი წევრი სიკვდილით დასაჯეს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ეს არის კლასიკური ტიპის ჰიბრიდული ტერორისტული აქტი, რომლის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. მისი თქმით, 1992 წელს, როდესაც რუსეთში იმყოფებოდა რელიგიური სექტა „აუმ შინ რიკიუს“ წევრი, მას უშაუალოდ კურირებდა და მფარველობდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი ოლეგ ლობოვი.

„არ გამოვრციხავ, რომ ეს ადამიანი, როგორც სპეცსასახურების თანამშრომელი, ტურისტების ნაკადს შემოჰყა საქართველოში. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში მოქმედი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები, მათი ეგიდით მოქმედი გასამხედროებული, ან ტერორისტული ჯგუფის წევრები, შეეცადონ შესაბამის ქმედებებს. გაიხსენეთ იგივე „ღამის მგლების“ ვოიაჟი პანკისის ხეობაში და შეიძლება სხვა ფაქტებიც მოვიყვანოთ, როდესაც რუსი ტურისტების ეგიდით მოქმედი ჯგუფები ინტერესს გამოხატავდნენ გარკვეული სპეციფიკური ტიპის ადგილების მიმართ. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ჰიბრიდულ ტერორისტულ შეტევასთან და კერძოდ, სტრატეგიულ ობიექტის მიმართულებით“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ამ ფაქტმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების კუთხით ქვეყანას სტრატეგია არ გააჩნია. ვახტანგ მაისაია პანკისის ხეობის მიმართ რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებზე საუბრობს და არ გამორიცხავს ხეობაში ვითარების ესკალაციას.

„მოგეხსენებათ, რომ პანკისის ხეობაში რუსეთის და ჩეჩნეთის დროშებით გამოჩნდნენ რუსეთის სპეცსამსახურები. შეეცადნენ გამოეწვიათ ხელოვნური კონფლიქტი, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა გაცილებით საშიში ქმედება. როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურმა მოაწყო ტესტირება – ენახა რა პროვოკაცია შეიძლება მოაწყოს პანკისის ხეობაში. ის, რომ პანკისის ხეობაში კადიროვის მხარდამჭერები აპირებენ პროვოკაციების მოწყობას და ამით საქართველოში სიტუაციის არევას, ეს ფაქტია. როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურებისგან აქვთ დავალება მიღებული. ვიმეორებ, რუსეთის სპეცსამსახურების და კადიროვის მომხრეები პანკისის ხეობაში ამზადებენ სერიოზულ პროვოკაციას, რა სახით და როდის განხორციელდება, ეს არავინ არ იცის. ამიტომ ამ საფრთხეების მიმართ უნდა გავაკეთოთ აქცენტირება. ის, რაც თბილისის აეროპორტში მოხდა, ეს დიდი თამაშის პატარა ჭანჭიკია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის, ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, რადგან საქმეში მომწამვლელი ნივთიერებაა, სავარაუდოა, რომ გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე დამატებითი რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას, ეს არის საინტერესო. თუ ჩვენ არ გვექნება ინფორმაცია მოტივზე, ვერ ვიტყვით რა ჰქონდა ამ ადამიანს მიზნად. გასარკვევია რა მიზნით იყო საქართველოში შემოსული. ამის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ დასკვა კვალიფიკაციაზე, ეს იყო შემთხვევითობა, თუ რამე ტერაქტის მომზადება. არა მგონია, რომ ჰიბრუდული ომის გამოვლინება იყო. ჩემი აზრით, უფრო ტერაქტის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ამას“, – აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

ექსპერტის შეფასებით, თუკი „ისლამური სახელმწიფო“, თალიბანი, ან სხვა რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება გადაწყვეტს ტერაქტს საქართველოში, ეს შეიძლება პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ იყოს მიმართული, არამედ საქართველოში მათი სამიზე ქვეყნების საელჩოების და იმ ობიექტების წინააღმდეგ, სადაც იმ ქვეყნის მოქალაქეები იკრიბებიან. ან - იგივე სავაჭრო ცენტრები, სადაც უცხო ქვეყნის მოქალქეები იკრიბებიან.

„ის, რომ ჩვენ არ ვართ სამიზნე ქვეყნების პირველი ხუთეულის ჩამონათვალში, ამან სპეცსამსახურებს არ უნდა მისცეს თვითდამშვიდების უფლება. მით უმეტეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგ. როგორც ვაანალიზებ სიტუაციას, სამწუხაროდ, ცალმხრივად ხდება ინფორმაციის მოწოდება და გაშუქება. არ ისმის მთავარი კითხვები.

ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩატაევი იყო ტერორისტი, მაგრამ ისმის კითხვები – რატომ მოძრაობდა ასე თავისუფლად? რატომ ჰქონდა ასეთი კონტაქტები? ვინ და რა მიზნით ცდილობდა ჩატაევის გამოყენებას და ა.შ. რაც უფრო მეტი იქნება აპელირება იმაზე, რომ ჩატაევი იყო ტერორისტი და გეგმავდა ტერაქტებს თბილისში, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება და მით უფრო მეტ მინუსში ჩაეწერება ჩვენს ხელისუფლებას და სპეცსასამხურებს, ანუ ფაქტიურად ეს ადამიანი შემოუშვეს საქართველოში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.

ნანახია - 1661

მოურავი

2018-07-11 16:16:32

ბიკოვი შემთხვევის ადგილზე არ დაუკავებიათ. ისე კი ნაღდი სპეცსამსახურის იერი აქვს ამ რუს ტურისტს, რომელიც ადრე საქართველოში ცხოვრობდა

მოურავი

2018-07-11 16:17:39

მაისაიას მეტი სხვა აღარავინაა, რომ აზრი ჰკითხოთ?

natali

2018-07-11 17:54:26

2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს. ამ ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი გამოდის.
------------
ეს კაცი საკუთარი გუნდის მტერია? ეს რეებს ბოდავს? და საერთოდ, კაცი,რომელიც ყველა მთავრობას მოერგო.მუდმივად პარლამენტარია და ქვეყანა მაინც რა დღეშია, ხმა ამოეღება კი არა, თავისი ფეხით უნდა გარბოდეს ციხეში.

ისედაც ვისაც ცოტა მეთი შემოსავალი აქვს ქონების გადასახადს იხდის და ახლა კიდე ესეც დაუბეგრეთ რააა.
არა რაააა, ნაღდად ხარაკირს იტარებთ.

პარლამენტარების პენსიები გაუთანაბრეთ სხვა პენსიონერების ხელფასებს და იმით გააკეთეთ ეკონომია. მცირე მთავრობასთან ერთად მცირე პარლამენტიც არ გვაწყენდა. რას აკეთებთ 150 უსაქმური ფუფუნებაში რომ გაცხოვრებთ ეს გასაცოდავებული ხალხი? შეიმცირეთ თავი,ვითომ 50 უსაქმური არ გვეყოფა?
2500 ლარი რომ მაქვს ხელფასი, 4 უმუშევარს ვინახავ. თუ გგონიათ ამით ი უმუშევარ ხალხს მოალბობთ, ძალიან ცდებით.

petrekupry

2018-07-11 17:56:23

თან ოზურგეთში, მარშუტკაშიც შეაგდეს ბომბი!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80