ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სხვადასხვა

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს
for.ge

2018-07-11 13:55:44

კანადა - ამ ქვეყანაში 40 მილიარდელი ცხოვრობს, რომელთა საერთო შემოსავალი 105 მილიარდი დოლარია, რაც ქვეყნის საერთო შემოსავლის 0.8%-ია.

ბრაზილია - ეს გახლავთ ერთადერთი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, რომელიც პირველ ათეულშია წარმოდგენილი. მილიარდელთა საერთო რაოდენობა 49 კაცია, მათი საერთო ქონება 300 მილიარდია, რაც მთლიანად მოსახლეობის შემოსავლის 3.5%-ია.

შვეიცარია - ამ პატარა, ტერიტორიულად საქართველოს ტოლ ქვეყანაში 57 მილიარდელი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება 125 მილიარდია.

ჰონკონგი - ამ ქვეყანაში, რომელიც ფორმალურად ჩინეთს მიეკუთვნება 64 მილიარდელი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება 190 მილიარდი დოლარია, რაც საერთო ქვეყნის შემოსავლის 2%-ია.

რუსეთი - ერთადერთი ყოფილი სოციალისტური ბანაკის წარმომადგენელი ქვეყანა, რომელიც პირველ ათეულშია შესული. აქ 97 მილიარდელის საერთო ქონება 380 მილიარდია, რაც რუსეთის მოსახლეობის საერთო შემოსავლის 8.5%-ია.

ინდოეთი - ამ ქვეყანაში 109 მილიარდელი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო შემოსავალი 190 მილიარდი დოლარია, ანუ საშუალოდ 1 მილიარდის მფლობელები არიან, საერთო ხვედრითი წილი კი 1.4%-ია.

გერმანი - სულ ამ ქვეყანაში 137 მილიარდელი ცხოვრობს 550 მილიარდი ქონებით, რაც საერთო შემოსავლის 1%-ია.

დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებულ სამეფოში 140 მილიარდელი ცხოვრობს, სამით მეტი ვიდრე გერმანიაში, მაგრამ საერთო ქონებით ჩამორჩებიან მათ - 430 მილიარდი დოლარი. საერთო ქონების 1.3% მათი წილია.

ჩინეთი - ამ ქვეყანაში 147 მილიარდელი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო შემოსავალი მნიშვნელოვნად ჩამორჩება გერმანელ და ბრიტანელ მილიარდელებს - 380 მილიარდი. საერთო ქვეყნის შემოსავლის 1.3% მათია.

აშშ - ამერიკის შეერთებული შტატები ერთპიროვნულად ლიდერობს ყველა ასპექტში, ამ ქვეყანაში 480 მილიარდელი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება 2.05 ტრილიონი დოლარია, ხოლო მათი ხვედრითი წილი ქვეყნის საერთო შემოსავალში სულ რაღაც 0.9%-ია.

 

ნანახია - 108

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80