ახალი მთავრობა ახალი ხედვებით და ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელით
პოლიტიკა

ახალი მთავრობა ახალი ხედვებით და ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელით

ახალი მთავრობა ახალი ხედვებით და ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელით
მარიამ თოდაძე

2018-07-12 14:15:26

პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია. სხვა სამინისტროებში პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.

თანამდებობაზე რჩებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი  დავით ზალკალიანი, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრი ლევან დავითაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასევე პოსტი შეინარჩუნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა კახიშვილი დაინიშნა.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა არის განსაკუთრებული შემთხვევა, ის არის გრძელვადიანი, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული და ასევე ახალი რეფორმები, რომელსაც გავაჟღერებთ შემოდგომაზე, თითოეული მათგანი დაინერგება 2018-2019 წლებში. შესაბამისად, ამ რეფორმების კოორდინაციას და მის დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური სამთავრობო რგოლები, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული და აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, კახა კახიშვილი ამ ფუნქციას შეასრულებს“, - განაცხადა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა კახა კახიშვილმა განაცხადა, მაქსიმალურად გაძლიერდება კოორდინაცია, რომ მოსახლეობამ ძალიან მოკლე დროში იგრძნოს რეფორმების სიკეთეები.

„უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭრიდება სწრაფი ეფექტი. ამიტომ ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“, - განაცხადა კახიშვილმა.

რაც შეეხება მინისტრობის ახალ კანდიდატებს, პრემიერი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ბატიაშვილი მთავრობის მხარდაჭერით შეძლებს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით. პრემიერის თქმით, ბატიაშვილი პროფესიულ წრეებში ძალიან ცნობილი ფიგურაა.

„ის ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში. მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„რეფორმების გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე უმოკლეს ვადებში დაიწყება, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა და ის დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა წარდგენის შემდეგ.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, რეფორმები ორიენტირებული იქნება სწრაფ, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც ადამიანური კაპიტალი უნდა მოგვცეს.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რეფორმების ნაწილი შემოდგომაზე გაჟღერდება.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა კი განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში რაც პრემიერმა დაასახელა. მინისტრობის კანდიდატმა ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„ეს არის პირველ რიგში მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, რასაკვირველია, ხარჯების შემცირებასთან ერთად პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს და ეს დღევანდელ დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია პროცესების გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი იქნება ამ პროცესში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე ეკონომიკის ინკლუზიურობის მიმართულებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში, ამ მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები მალე აისახება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ როგორც განმარტა, ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, აქ სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია. მისი თქმით, აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება. როგორც ქობულიამ აღნიშნა, დიდი ყურადღება დაეთმობა ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას.

„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არა მარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა ერთადერთია და საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ“,- აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მინისტრობის კანდიდატმა საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18 წლის განმავლობაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობდა და მისი გამოცდილება საქართველოს გამოადგება.

ნანახი?- 1480

natali

2018-07-12 14:27:24

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ნატო-ს წევრ ქვეყ­ნებ­ზე მო­რი­გი შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, - ამის შე­სა­ხებ „რო­ი­ტერსს“ ორმა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და.
„რო­ი­ტერ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრამპმა მო­კავ­ში­რე­ე­ბის ხარ­ჯე­ბი კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა. ამის შემ­დეგ ნატო-ს ლი­დე­რებ­მა უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს ოთა­ხის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს, რათა ალი­ან­სის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა და­უ­გეგ­მა­ვი სე­სია ჩა­ა­ტა­რონ.
ამას­თან, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი ბრი­უ­სე­ლი­დან იუ­წყე­ბა, ნატო-ს შტაბ-ბი­ნა­ში აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი და­ი­ნიშ­ნა. გარ­და ამი­სა, გა­უქ­მდა და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ნა­წი­ლი.
------------

natali

2018-07-12 15:51:09

საქართველოს წარმომადგენლებმა ნატო-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის კითხვას, საჭიროებს თუ არა საქართველო ნატო-სგან უფრო მეტ მხარდაჭერას და ისაუბრებს თუ არა საქართველოზე ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია იყო ბრიუსელში და მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.
„ჩვენ მათ მოვუსმინეთ. საქართველოსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი, თუმცა მათ ყველა დამსწრეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
-----------

მადლობა ბატონო დონალდ კომპლიმენტისთვის!

უნდა გითხრათ, რომ თქვენც, და განსაკუთრებით თქვენმა მეუღ/ლემაც, თავისი ლამაზი გარდერობით, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეთ ჩემზე.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80