„რომელიმე კანდიდატმა ფეისბუკით რომ მოიგოს არჩევნები, საქართველოში ამისათვის ჯერ ადრეა“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„რომელიმე კანდიდატმა ფეისბუკით რომ მოიგოს არჩევნები, საქართველოში ამისათვის ჯერ ადრეა“

„რომელიმე კანდიდატმა ფეისბუკით რომ მოიგოს არჩევნები, საქართველოში ამისათვის ჯერ ადრეა“
მარიამ თოდაძე

2018-07-28 09:00:38

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესასწავლად იმყოფებოდა, თავის ანგარიშში რამდენიმე შენიშვნა წარმოადგინა, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დროულად გამოცხადებაა, რათა პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლოს კანდიდატების დასახელება და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება.

ერთადერთი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ვის წარადგენს პრეზიდენტობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“, მაგრამ ვის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა ბაქრაძესა და ვაშაძეს ამ დრომდე უცნობია.

რაც მთავარია, არ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი თავად ხელისუფლებას და კიდევ უფრო დიდი გაურკვევლობა შეიქმნა მმართველ გუნდში მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში ვარაუდი გამოთქვა, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი ხელისუფლებამ თუ საერთოდ არ წამოაყენოს კანდიდატურა და მთლიანად ოპოზიციას დაუთმოს ბურთი და მოედანი.

ექსპერტი, დავით ზარდიაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ საკუთარი კანდიდატი რომ არ წარმოადგინოს, რომელიმე არა პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებულ კანდიდატს მაინც დაუჭერს მხარს. როგორც ზარდიაშვილი თვლის, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე წარმოუდნგენელია, რომელიმე კანდიდატმა არჩევნები მოიგოს, რადგან არც ერთ მათგანს არ გააჩნია არც ფინანსური და არც ადმინისტრაციული რესურსები არჩევნების ჩასატარებლად.

„ერთადერთი, ოპოზიციიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ გააჩნია განვითარებული საარჩევნო ქსელი. მათი ელექტორატიც ასე თუ ისე, ცნობილია, როგორც წესი, მათ მხარს ამომრჩევლის 10-15% უჭერს მხარს. სხვა პარტიებს უბრალოდ, არ აქვთ შანსი, არა იმიტომ, რომ მაგალითად, დავით უსუფაშვილს ხმას არ მისცემენ, არამედ მისი კანდიდატურა რომ წამოაყენონ კიდეც, რესურსები არ ეყოფა არჩევნების ჩასატარებლად. იგივე შემიძლია ვთქვა, მარგველაშვილზე, არც მას გააჩნია რეგიონული ქსელი და ა.შ. ელისაშვილი თუ გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, უნდა გაითვალისწონოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მერის არჩევნებისგან განსხვავდება და დედაქალაქით კი არ შემოიფარგლება, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატმა ფეისბუკით და ინტერნეტით მოიგოს არჩევნები, საქართველოში ამისათვის ჯერ ადრეა“,- მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

ყველა ელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რამდენი პარტიული ლიდერი თუ დამოუკიდებელი კანდიდატი გადაწყვეტს მარათონში ჩართვას.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აღნიშნა, იმის დაჯერება, რომ მმართველ პარტიას არ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, ალბათ, ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან რთულია - მისი თქმით, პარტიის მიერ კანდიდატის დასახელებაზე ან არ დასახელებაზე გადაწყვეტილებას თავად პარტია მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა კი განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში მნიშვნელოვანი დისკუსიები არ წარმართულა.

„ქართულ ოცნებას“ კანდიდატი რომ არ ჰყავს, სამწუხაროდ, ეს განაპირობებს დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრში მათ დინამიკას - ისინი არ ეწყობიან საკუთარ თავზე, ისინი ეწყობიან ძირითად პოლიტიკურ ძალაზე, ეს მათი პრობლემაა და NDI როგორ აფასებს ამას, ეს ცალკე თემაა“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

როგორც დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, როგორც ჩანს, ხელისუფლება ეძებს არა პარტიასთან ასოცირებულ ფიგურას, ასეთის მოძებნა კი საკმაოდ რთულია.

რაც შეეხება არჩევნების თარიღს, რაც NDI -ს მოსაზრებით, სავარაუდოდ, გააიოლებდა პრეზიდენტობის კანდიდატების მობილიზებას, ზარდიაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი და პრეზიდენტს შეუძლია თარიღი აგვისტოს შუა რიცხვებშიც კი დაასახელოს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში არჩევნები უკვე ოქტომბრის ბოლოს დაინიშნება.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არჩევნების თარიღის ძალიან ადრე დასახელება როგორც საორგანიზაციო, ისე ფინანსური კუთხით გარკვეულ სირთულეებს ქმნის. ვოლსკის თქმით, მთავარია, პრეზიდენტმა კანონი არ დაარღვიოს და არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში დანიშნოს.

„NDI-ის სურვილი შეიძლება სწორია, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ საკითხის გამწვავება არ მიმაჩნია სწორად“, - განაცახდა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ხელისიფლების საპრეზიდენტო კანდიდატს, როგორც ვოლსკი აცხადებს, არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ გუნდში კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ვოლსკის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კანდიდატი გუნდიდან ამოიწიოს.

„ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რათა კანდიდატი პარტიის რიგებიდან იყოს წამოწეული. არსებობს ასევე მყარი და საინტერესო მოსაზრება, რომ პარტიას გააჩნია მართვის მყარი ბერკეტები და ამას დაბალანსება სჭირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თუ სხვა პარტიის ან დამოუკიებელი კანდიდატის ხარჯზე მოხდება ხელისუფლების დაბალანსება, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ ექსპერტულ წრეებში თეორიულადაც კი გამორიცხავენ, რომ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს მოგების შანსი მიეცემა,

როგორც ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, საინტერესოა, მაგალითად, ალეკო ელისაშვილი რის ხარჯზე იყრის კენჭს?!

„3 500 უბანია საქართველოში და უბანზე, სადაც კაცი არ გეყოლება, ჩათვალე, რომ ის უბანი გაქვს წაგებული და საერთოდ, ოპოზიციას იმ განლაგებაში, რაც დღეს არის, არანაირი შანსი არ აქვს გამარჯვების, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ კანდიდატს დაასახელებს, ან ვინმეს ღიად დაუჭერს მხარს. ამიტომ ოპოზიცია ცოტა უნდა დაფიქრდეს არამარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“,- მიიჩნევს ძაბირაზე და თვლის, რომ „ქართული ოცნება“ თუ სალომე ზურაბიშვილს დაუჭრეს მხარს, ან სხვას, ჩათვალეთ, რომ ის კანდიდატი გაიმარჯვებს.

როგორც ძაბირაძე მიიჩნევს, ყველა რატომღაც თვლის, რომ 2020 წლის არჩევნებში რაღაცას გააკეთებენ, მაგრამ დღეს თუ არ ჩაეყარა ოპოზიციურ ელექტორატს საფუძველი, ზოგადად, 2020 წელსაც პრობლემა გახდება გამარჯვება.

„კი, ბატონო იყარონ სათითაოდ კენჭი. ეს ყველას შეუძლია, თუმცა შანსი არის ნულის ტოლი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტი თვლის, რომ ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კი არ იბრძვის, არამედ საკუთარი ელექტორატის მობილიზებას მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის ცდილობს.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში შესაძლოა კენჭი იყაროს, ალეკო ელისაშვილია. როგორც მან აღნიშნა, აქტიურად ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარი კანდიდატურა დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, საჯაროდ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, თუმცა ამის სურვილი მას შემდეგ გაუქრა, რაც პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატი წარადგინა.

„სულ ველოდები ბოლო წამამდე, რომ გამოჩნდება ისეთი კანდიდატი, ვინც იქნება მებრძოლი, პრინციპული, თანმიმდევრული, თუმცა ასეთს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ბევრი მიჩიჩინებს, რომ ვიფიქრო საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე და არ გამოვრიცხავ, კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მმართველ გუნდს არ ეყოლება არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი.

„სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ კანდიდატი იქნება. სიტყვაში იტყუება ივანიშვილი, რომ ვითომ მხარს არ უჭერენ, სინამდვილეში კი მხარს უჭერენ და აბა, ვისი კანდიდატია?!“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, „ელისაშვილის გამოჩენას, სიმართლე გითხრათ, ველოდი. ეჭვი მაქვს, ასეთი ფიგურები კიდევ გამოჩნდებიან“, - მისივე მოსაზრებით, ალეკო ელისაშვილი უფრო აღიქმება პარტიებისგან დამოუკიდებელ ფიგურად, ვიდრე სალომე ზურბიშვილი, თუნდაც იმიტომ, რომ ზურაბიშვილს თვითონ აქვს პარტია „საქართველოს გზა“ და პარტიული ფიგურაა.

მისივე განმარტებით, იმის პროგნოზირება, რომელ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს გამარჯვების მეტი შანსი, რთულია და ყველაფერი დამოკიდებულია კანდიდატის საპრეზიდენტო კამპანიაზე.

როგორც დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, სალომე ზურაბიშვილი სხვა პარტიის წარმომადგენელია და იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას მისი მხარდაჭერის პრაქტიკა უკვე გააჩნია, ის ნაკლებად ჩათვლის თავს ვალდებულად, რომ შეხმატკბილებულად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას მაინც მოუწევს არჩევანის გაკეთება რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, რადგან როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, საარჩევნო რესურსები ხელისუფლების გარდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ გააჩნია, მათ გამარჯვებას კი როგორ შეეგუება საქართველოს მოსახლეობა ეს სხვა საუბრის თემაა და არც თავად ხელისუფლებას უნდა აწყობდეს ნაციონალების პრეზიდენტის ინსტიტუტით გაძლიერება.

ნანახია - 3779

natali

2018-07-28 10:06:53

ჩვენი „მწვანე ეკონომიკის“ ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სოფლის მეურნეობა. საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ე.წ ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.


პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის მხრივ შემოდგომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი იქნება ისეთი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იქნება გადასახდები სოფლის მეურნეობაში
-----
გეკითხებით, ვიღაც ფერმერი (ვინც მიწები იყიდა, ვიღაც ჩამოსულმა თუ აქაურმა, ვინც ხელში ჩაიგდო), ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას რომ მოიყვანს და საზღვარგარეთ გაიტანს და ძვირად გაყიდის, მე რა ამით. მეღვინეები რომ გაამდიდრეთ, მე რა მივიღე? ქვეყანამ რა მიიღო? უფრო მეტი ღარიბი ხომ? ჩემი გადასახადებიდან რომ არეკლამეთ და აპიარეთ მეღვინეების ბიზნესი, ჩემთან მიმართებაში სწორი იყო? გაიგეთ, ყოვრლგვარი გამონაკლისი და ვიღაცისთვის შეღავათის მიცემა ეს მეორის დაჩაგვრაა და ასეთი მიდგომით ქვეყანა წინ წავა კი არა, განადგურდება.
ეეეხ...უტვინოა ეს ბიჭი((((((

natali

2018-07-28 10:20:52

მწვანე ეკონობიკა მხილოდ მწვანილს ეხება? აგერ ჰაიდელბერგცემენტი რომ იხურება და ირანულ უხარისხო ცემენტს რომ უხსნით გზას, რით ვარემონტებთ ბინებს და რას ვსუნთქავთ, კაცმს არ იცის, ბენზინის ხარისხისთვის ვერ მიგიხედავთ წლებია და ჯანმრთელი ბავშვი რომ თითქმის აღარ ჩნდება, ეს არაფერი?
მაღალი ტექნოლოგიების განვითარება არ გვჭირდება? ერთი რამე რომ გაარტ/ყა მაღალ ტექნოლოგიაში, იმდენ ფულს შემოიტან, სულ რომ ღირს მთელი საქართველო. მაგრამ.... რაღაც მცოლოდ ცხვირწინ ხედავთ ყველაფერს, ასე მგონია უცებ აგერ კარგი ყველი ვერ შეჭამეთ და მოიფიქრეთ როგორ ჭამოთ და იღებთ უცებ კანონს... არაფერი მიზანდასახული და გეგმაზომიერი რომ არ კეთდება და მიედ- მოედებით რაღაცეებს უკვე წლებია, ვერ გრძნობთ? არ მოგბეზრდათ? არ გეშინიათ? აი რომ ვერ გრძნობთ და აზრზე არა ხართ სადამდე მიგიყვანთ ეს ყველაფერი, მაგიტომაც ხართ უტვინოები. გასაყრელები ხართ ყველა!!!!!!

natali

2018-07-28 11:23:32

http://exclusivenews.ge/post/103701
-----
2 წელი ასე ულიცენზიოდ დაფრინავდა ერთაოზას ურმები ბათუმის თავზე? 2 წლის განმავლობაში არავის მოუვიდა თავში აზრად შეემოწმებინა? აგებინეთ პასუხი ვისაც ამის კონტროლი ევალებოდა.

antoni

2018-07-28 12:27:39

ფეისბუკით არჩევნების მოგება არ ვიცი, მაგრამ რა გზითაც მარგველაშვილი გაპრეზიდენტდა, დიდხანს იქნება სხვებისთვის მიუღწეველი; იქნებ გინესის წიგნსაც გამოკრას ხელი. რა მაგის პასუხია და აგერ ყურიძირში სომხებმა ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი დაიჭირს და იქაურ "მატროსოვში" უკრეს თავი! ახლა თქვენი მფორთხავ-მღეჭავი ბელადის რიგია მეცოცხეებო, გული /სად გაქვთ გული/ გაიმაგრეთ და ცოცხის ტარს მაგრად მოუჭირეთ!

tngh

2018-07-28 19:16:48

პრეზიდენტობის სურვილი ღრმად პატივცემულმა ელისო ალექსანდროვნამაც გამოთქვა. იმედია, ბ-ნი ნათელა შალვოვნაც არ იტყვის უარს პრეზიდენტობაზე... უზრმაზარი სანახაობა გველის... როგორი იქნება მათ შორის დებატები???

tngh

2018-07-28 20:06:47

იმედია, პრეზიდენტობის სერიოზული კანდიდატებიც გვეყოლება და საზოგადოება სწორ არჩევანს გასაკეთებს... საქარტველოს დღეს პრეზიდენტად გამოცდილი პიროვნება, გონიერი პოლიტიკოსი და დახვეწილი დიპლომატი სჭირდება და არა პოპულისტი...

arichopra 2

2018-07-28 21:50:55

საქართველოს სჭირდება საღად მოაზროვნე, სამშობლოზე შეყვარებული, დაბრძენებული, ეთნიკურად ქართველი, გულით და გონებით ქართველი, ნამდვილი ქართული ოჯახის პატრონი, მსოფლიოში ცნობილი პიროვნება, რომელსაც ყველა ქართველი და საქართველოს მოქალაქე სცემს პატივს! არ უნდა იყოს არც პოლიტიკოსი, არაა სავალდებულო (პირიქითაც) დიპლომატიური განათლება ან გამოცდილება ჰქონდეს, არ უნდა იყოს ენაჭარტალა, ანუ უნდა შეეძლოს სიტყვების და დუჟის ფრქვევის გარეშე აზრის ჩამოყალიბება!

Maverick

2018-07-28 23:38:44

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა:

„ჩემი წარმოდგენა გიორგი კვირიკაშვილზე, რაც იყო ის დარჩა. მე მადლობა გადავუხადე. გარკვეული შენიშვნები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ჭარბვალიანობასთან და სიღარიბესთან მიმართებაში შესაძლებელი იყო უფრო ადრე გადადგმულიყო ნაბიჯები და დაგვეჩქარებინა რეფორმები. ამაში მე თვითონაც მქონდა გარკვეული შენიშვნები, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა იყოს ანგარიშსწორების ასპარეზი. მე არ ვაღიარებ პოლიტიკას, რომლითაც შეიძლება ვთქვა - „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“. ეს არის შუასაუკუნეების თემა. შეგვიძლია ვთქვათ, გაუმარჯოს მეფეს და დავანებოთ წინას თავი. მე ჩემს პოზიციას გეუბნებით."

ვახ, რა დონეა?! ტაში კუკურიიიიიიიიიიიიიიიიიიიი...

დავანებოთ: "მირონცხებულ" წინა ედუარდს, მიშცანცარას, მარგოს, ნაცპოლიტიკანებს ბოკერიას, ძმებ ახალაიებს, ოთოია-ბოთე "სამართალდამცავს", ადეიშვილს, წუნკლაურ-წაკლაურებს, ახურებულ-გადახურებულ-კაბაწამოხდილ-დაგრილებულ ქვეყანას მოდებულ მიშიკოს კახპებს, ფეხსუსტ გვარამიას და მისნაირებს საქართველო სახრავ-საღეჭად, სათარეშოდ, სასაკლაოს კალოს გასამართად...

ამას ყოლია, თუ ყოლია! აპრუწუწუუუუუუუუუუუუნ...

სწორედ ხალხთან უნდა გაასწოროს ანგარიში ჩვენ მიერ, მისი უდიდებულესობა, ქართველი ერის მიერ არჩეულმა მოხელემ.

მეფე კი არა, ჩემ და ჩემნაირების მიერ დაქირავებული მოხელე იყო იგი, ხარ შენ და ყველა ვინც შენთან ერთად პარლამენტში მოგაბრძანეთ, გგონიათ რომ ერის კი არა ჩვენით არჩეული მოხელის ქვეშევრდომები ხართ, თვალი გაახილეთ, გადააგდეთ მაგ მონობის უღელი და ქვეყნის ჭეშმარიტ პატრონს, ქართველ ერს იმსახურეთ, კეთილსინდისიერად მოიხადეთ ვალი ერის წინაშე, დაანებეთ თავი დემაგოგიას...

davituna

2018-07-29 01:54:24

მე საუკეთესო კანდიდატად ზურაბ აბაშიძე (უფროსი) მიმაჩნია....
აბა,თქვენი აზრი მაინტერებს ამასთან დაკავშირებით.

ფხიზელი

2018-07-29 03:12:06


ერთი რუსთაველი კაცი იყრიდა ხოლმე კენჭს პრეზიდენტობაზე... (არ ვიცი, ცოცხალია თუ არა ისევ, მაგრამ კაი ხანია არ ჩანს).
- მე ისეთი პატიოსანი ვარ, რომ ფანჯრებში შუშები კი არა მაქვს ჩასმული, კარდონები მაქვს აკრულიო!..
აი, ასეთი ლუმპენი უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად, ლოზუნგით: ღატაკ ქვეყანას - ღატაკი პრეზიდენტი! :)

brazauskasi

2018-07-29 10:57:35

მე ქართული ოცნების ალტერნატივას ვერ ვხედავ. ეს არის პარტია, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტებულია საშუალო სტატისტიკური ქართველებით და ყველაზე მეტად წარმოადგენს ქართველ ერს და საქართველოს მოსახლეობას. მაგრამ ქართული ოცნება უშვებს უზარმაზარ შეცდომებს, და ეს სწორედ ის შეცდომებია, რომლებიც ახასიათებთ საშუალო სტატისტიკურ ქართველებს, განსაკუთრებით - სამსახურში. კერძოდ, ეს არის კორუფცია, ეს არის სიზარმაცე, ეს არის ინტრიგის ხლართვა, ეს არის შური და ბოღმა, როდესაც წარმატებულ თანამშრომელს სახელს უტეხ და კვანტს უდებ, რომ მისი რეპუტაცია მიწასთან გაასწორო, ნაცვლად იმისა, რომ თავადაც ბევრი იმუშაო, რომ მასზე უკეთესი გახდე. ყველაზე ცუდი კი არის ის, რომ "უნახავმა რა ნახაო" - ეს სწორედ საშუალო სტატისტიკურ ქართველზეა ნათქვამი.
პრეზიდენტის თანამდებობა უნდა გავაუქმოთ. მთავრობაში კი უნდა იყოს როტაცია.
საერთოდაც, მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რაში ხარჯავს გადასახადების გადამხდელის ფულს. სულელურ სტარტაპებს რომ აფინანსებს 100000 ლარით თითოეულს, თანაც ერთი და იგივე სტარტაპს - რამდენჯერმე, ეგ სწორია? სულელურ სამეცნიერო გრანტებს რომ აფინანსებს 200000 ლარით თითოეულს, ეგ სწორია? ვის რა ჯანდაბად უნდა ეს გრანტები? სახელმწიფო უნივერსიტეტები (თსუ-ს არ ვგულისხმობ) რომ ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის დოტაციას ღებულობენ სახელმწიფოსგან, ეგ სწორია?
მთავრობაში მშიერი ხალხი არ უნდა მოდიოდეს, მაგრამ ვინც მოდის, იმან თავის ბიზნესს თავი უნდა დაანებოს, თუ არადა, საერთოდ არ უნდა მოვიდეს...

brazauskasi

2018-07-29 10:59:51

პრეზიდენტის თანამდებობა თავიდანვე უნდა გაეუქმებინათ. ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომ ასეთი პომპეზურობით ვაცხოვროთ მაღალი თანამდებობის პირები. მარგველაშვილიც უსინდისოდ მოიქცა, რომ არ დატოვა ის უზარმაზარი სასახლე და არ გადავიდა უფრო პატარა რეზიდენციაში ათონელზე. პრეზიდენტის ფუნქციები უნდა გადაეცათ პარლამენტის თავმჯდომარისათვის (ოღონდ არა ირაკლი კობახიძისათვის) და მთავრობისათვის (ოღონდ არა მამუკა ბახტაძისათვის).

tngh

2018-07-29 11:20:33

მანცვიფრებს ზოგიერთების მიდგომა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი... პრეზიდენტი სწორედაც, რომ უდა ჰყავდეს სრულიად საქართველოს... გამამთლიანებელი ქვეყნისა!!! გამოცდილი, გამბედავი და გონიერი პოლიტიკოსი ამას შეძლებს მშვიდობიანად!!!

natali

2018-07-29 11:40:34

brazauskasi
არაა სწორი, ცოტას დავამატებ-
კერძო უნივერსიტეტების ბიზნესს რომ ჩემი გადასახადებით აფინანსებ, ეგ სწორია? თუ მჭირდება სპეციალისტი, მის სწავლას მე თვითონ დავაფინანსებ. მე რომ ინჟინერი მჭირდება და შენ რომ ისტორიკოსს აფინანსებ ჩემი ფულით, ეგ სწორია?

natali

2018-07-29 11:47:30

ახლა მერძევეები რომ გაათავისუფლეს გადასახადებისგან, მეკვერცხეებმა რა დააშავეს? ან რააა, მაღალი ტექნოლოგიები არ გვჭირდება? მე თუ მკითხავთ, პირველ რიგში ეგ სფერო უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ ათავისუფლებენ იმას, რის ბიზნესსაც თვითონ ლობირებენ და იქ წილი აქვთ. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. არადა ცნობილია, რომ კანონებში ყოველგვარი გამონაკლისი დამღუპველია ქვეყნისთვის. ეს ოროსანმაც კი იცის, მაგრამ ერთოსნები არიან. ამიტომ ამ ერთოსნების ალტერნატიავს ოროსნებში ვხედავ მე პირადად:))))

natali

2018-07-29 11:52:46

პრეზიდენტად კი ავირჩიოთ სულიკო დარდიანიძე. ცეკვა-თამაშის მეტი მაინც არაფერი გვეხერხება და ღვინო ხომ გვაქვს ბევრი, ახლა ყველი და მწვანილიც გვექნება და მორჩა რააა, ვიქნებით კმაყოფილები. ესეც თქვენ პურიც და სანახაობაც!

natali

2018-07-29 12:20:39

მაგრამ ჯერ პურს და მარილს ვერ ვქაჩავთ. ალბათ ახალი მთავრობა მიხედავს ამ საკითხსაც და მიდიიი... ვიგულაოთ!!!!

natali

2018-07-29 12:22:41

კონკურსს რიდის ჩაატარებთ სიმღერაში არ გამომაპაროთ, მაგრად ვმღერი და ეგებ მინისტრობასაც გამოვკრა ხელი.

saqartvelo20

2018-07-29 15:48:44

ნატალი შენს ვიზუალზე რას იტყვი,აგიჯებ კაცებს?

natali

2018-07-29 17:26:08

ვფიქრობ თქვენი შეკითხვა ცოტა არ იყოს და უადგილოა. კაცების გაგიჟება სულ სხვა სფეროში დასაქმებულთა საქმეა.

Maverick

2018-07-29 19:16:55

natali
პრეზიდენტად კი ავირჩიოთ სულიკო დარდიანიძე. ცეკვა-თამაშის მეტი მაინც არაფერი გვეხერხება და ღვინო ხომ გვაქვს ბევრი, ახლა ყველი და მწვანილიც გვექნება და მორჩა რააა, ვიქნებით კმაყოფილები. ესეც თქვენ პურიც და სანახაობაც!
-----------------------

ჩაგეთვალა!
ყოჩაღ!
მაგრამ,

ხომ არ აჯობებდა ერთაოზ ბრეგაძე აგვერჩია? ცეკვა-თამაში, სიმღერა კარგი იცის, ქეიფი და მოლხენაც, ხანდახან წმ. პორფილეს ხატზეც დებს ფიცს, ბიძია-ბაბუამ ევროპულად გაანათლა, გაფრენაც ასწავლა და რაც მთავარია პრასი აქვს!

natali

2018-07-29 20:08:54

ბაზარი არაა, ხმას ვაძლევ ერთაოზას!

Maverick

2018-07-29 20:39:09

გაიხარე!

Maverick

2018-07-29 20:40:26

გვეშველება!

თანაც გაფრენაც გვასწავლის!.....

saqartvelo20

2018-07-30 14:20:04

უადგილო რატომ ნატალიკო?აქ რომ დომინანტი ხარ მამრებზე ეგ ხომ მოსულა? რეალში როგორ არის? ესეც საინტერესოა.

natali

2018-07-30 14:26:01

შენ რომ მდედრი ხარ, კომენტარზე გეტყობა. ვერ აგიჟებ კაცებს და ცოფდები ხომ?:))))

natali

2018-07-30 14:32:35

რას იზამ, ზოგი ცდილობს მამაკაცებისგან პატვისცემა დაიმსახუროს, ზოგი კი მათ გაგიჟებას ცდილობს. ისე იცოდე, რომ მხოლოდ იდიოტები გიჟდებიან და მათ გასაგიჟებლად ნუ დაიხარჯები, არ ღირს.
ვოტ ტაკ! მეტს აღარ გიპასუხებ თამარიკო, თუ ეკაკო, თუ ნინიკო თუ...რა ვიცი რაც გქვია.

saqartvelo20

2018-07-30 16:01:34

საიდან მოიტანე ეხლა ეს?ინტუიცია გღალატობს ორშაბათობით გეტყობა ნატალიკო

tngh

2018-07-30 21:12:26

დარწმუნებული ვარ, ხიდაშელ-უსუფაშვილის ოჯახი ეცდება ისევე გააყალბოს პრეზიდენტის არჩევნები, როგორც საგარეჯოს მაჟორიტარის შუალედური არჩევნები. მაშინ ამ "მეგრანტე" ოჯახმა, ძალადობით დეპუტატად თინიკოს ნათესავი გაათრია. იმედია, საზოგადოება ფხიზლად იქნება და სტაჟიან "მეგრანტეებს" ამის საშუალებას არ მისცემს...

serapina

2018-07-31 21:07:28

ამ,უმწიფარი კაცების/ქალების/შუაში გაჩხერილების ტანტალი ამ ფორუმზე,მაოცებს პირდაპირ!

georgia

2018-08-01 01:54:20

ვა?! სერაფიონა შემოგოგმანებულა საიტზე.
რაფრა ხარ სერაფიონა? აქ უნდა ვიყო, ფეხს არ მოვიცვლი საიტიდანო და რომ დაიკარგე წეროს სკლინტივით ასე უნდა გოგო?
შენ ჯერ ნამუშევარი რა იყავი, აკაკანებდი პულიმიოტს და ახლა დასვენებულზე დაუშენ რომა?! დედა მოუვა.
ძრწოდეთ იუზერებო. საიტის რისხვა მოიდა.

serapina

2018-08-01 08:44:58

ერთმა ლეღვის ფოთლიანმა,დაწერა რაღაც...

მაგ ინტერნეტის ფულს ვინ გიხდის Georgia? ცოლი გაუშვი სამუშაოდ?
თუ მიშა გიგზავნის ბღუჯა-ბღუჯა?
ნუ გამოფენ შენი ოჯახის ამბებსთქო,კი მოგწერე...
საქმეზე წერე,თუ რამის თავი გაქვს!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80