„კაცო, ამ ახლაგზრდებს კომკავშირი არ უნახავთ და როგორ დაემსგავსნენ ასე ძალიან კომკავშირლებსო?!“
პოლიტიკა

„კაცო, ამ ახლაგზრდებს კომკავშირი არ უნახავთ და როგორ დაემსგავსნენ ასე ძალიან კომკავშირლებსო?!“

„კაცო, ამ ახლაგზრდებს კომკავშირი არ უნახავთ და როგორ დაემსგავსნენ ასე ძალიან კომკავშირლებსო?!“
თამთა ქარჩავა

2018-07-30 09:30:00

„ქართული ოცნების“ სამდივნოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პარტიიდან გარიცხეს დავით ჭიჭინაძე, უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზი გახდა. მმართველ პარტიაში ვითარების სიმძიმეზე საუბრობენ და ადასტურებენ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იშლება.

for.ge–ს ინფორმაციით, მმართველი პარტიის დაშლის პროცედურები დაწყებულია და უკვე სექტემბერში პარლამენტში ახალი ფრაქცია დარეგისტრირდება.

პარტიას უმრავლესობის ის სახეები ტოვებენ, რომლებიც ყოფილი პრემიერის გუნდის წევრებად მოიხსენიება და დაპირისპირებაში არიან პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარტიის ახალგაზრდა გუნდთან, კერძოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან მამუკა მდინარაძესთან და უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ ჯგუფს მიკუთვნებიან დეპუტატები: თამარ ჩუგოშვილი, სოფიო კილაძე და ზაზა გაბუნია. რაც შეეხება მათთან დაპირისპირებულ დეპუტატებს, ესენი არიან: ლევან კობერიძე, ალექსანდე ერქვანია, აკაკი ზოიძე, ბექა ნაცვლიშვილი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, პარლამენტში ცალკე ფრთად არის წარმოდგენილი თბილისის მერის, კახი კალაძის გუნდი. ასევე ცალკე ფრთას წარმოადგენს წინა მოწვევის დეპუტატების ჯგუფი, რომელსაც პირობითად ბესელიაფოფხაძეს გუნდად მოიხსენიებენ. ოფიციალურად პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე და პარტიის დაშლაზე უმრავლესობის წევრები არ საუბრობენ, თუმცა დეპუტატი ლევან კობერიძე ღიად აცხადებს, რომ მისთვის დეპუტატის პარტიიდან გარიცხვის ასეთი ფორმა მიუღებელია. დეპუტატი ამბობს, რომ მისაღებია ფორმა, როდესაც ჯერ პარტიის შიგნით, გუნდის შიგნით ხდება მსჯელობა.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ლევან კობერიძის კრიტიკის საფუძველი გახდა, ეს პარლამენტის თავმჯდომარის ცნობილი განცხადებაა, სადაც კობახიძემ თქვა, რომ კვირიკაშვილი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ეწინააღმდეგებოდა. კობერიძე აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების გამკაცრებაზე საუბრისას, პირიქით, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებს მოუწოდებდა ბიზნესს გაფრთხილებოდნენ.

„მეშახტეებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან არასასიამოვნო იყო. მე, პირადად არ შევსწრებივარ ამ თემაზე არც ერთ დისკუსიას. არ ვიცი მიდიოდა თუ არა ასეთი ჭიდაობა და, თუ ასეთი ჭიდაობა მიდიოდა და ჩვენ არ ვიცოდით, ეს ძალიან ცუდია, რადგან პარლამენტში 4–5 თანამდებობის პირია, რომელსაც უნდა მოეტანა ჩვენამდე. მე მახსოვს, როდესაც რამდენიმე ადამიანი ვითხოვდით რეგულაციების გამკაცრებას, უმრავლესობის ლიდერის განცხადება იყო, რომ ბიზნესს უნდა გავუფრთხილდეთო. მერე პირიქით როგორ ხდება, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კოლეგების პოზიციას არ იზიარებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომლის განცხადებით, მისთვის გიორგი კვირიკაშვილი რაც იყო ის დარჩა. ამბობს, რომ ჰქონდა შეცდომებიც, პრობლემებიც, მაგრამ არ მიაჩნია, რომ ის იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში.

„ჩემი წარმოდგენა გიორგი კვირიკაშვილზე, რაც იყო ის დარჩა. მე მადლობა გადავუხადე. გარკვეული შენიშვნები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ჭარბვალიანობასთან და სიღარიბესთან მიმართებაში შესაძლებელი იყო უფრო ადრე გადადგმულიყო ნაბიჯები და დაგვეჩქარებინა რეფორმები. ამაში მე თვითონაც მქონდა გარკვეული შენიშვნები, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა იყოს ანგარიშსწორების ასპარეზი.

მე არ ვაღიარებ პოლიტიკას, რომლითაც შეიძლება ვთქვა – „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“. ეს არის შუასაუკუნეების თემა. შეგვიძლია ვთქვათ, გაუმარჯოს მეფეს და დავანებოთ წინას თავი. მე ჩემს პოზიციას გეუბნებით. რა თქმა უნდა, სულ სხვა პოზიცია გამოთქვა პარტიის თავმჯდომარემ, ეს მისი თემა იყო იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ეს კონსულტაციები. მე ამ კონსულტაციების მომსწრე არ ვიყავი. ჩემთვის გიორგი კვირიკაშვილი, რაც იყო ის დარჩა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, მაშინ მოქმედი პრემიერი მხოლოდ ორმა დეპუტატმა – ლევან კობერიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ დაიცვა, ხოლო თბილისის მერი კახა კალაძე სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.

„როდესაც კვირიკაშვილი უმრავლესობის სხდომაზე გამოვიდა და ახლა რომ იძახიან, ვიღაცამ ხმა ამოიღო... არ ვიცი, ლევან კობერიძე და ალექსანდრე ერქვანია იყვნენ რომლებმაც დაიცვეს კვირიკაშვილი. კალაძემ უბრალოდ სიტუაცია განმუხტა, საკმაოდ დიპლომატიურად მოიქცა. „ქართულმა ოცნებამ“ თუ ვინმეს რამე უნდა დაუფასოს, დღეს რომ დუღილი არ არის, ეს არის კალაძის დამსახურება“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მაშ ასე, მმართველი პარტიის გარშემო მიმდინარე პროცესები ქართული პოლიტიკური რეალობისთვის უცხო არ არის. მმართველობიდან 6 წლის თავზე „ქართული ოცნება“ იშლება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს განცხადებით, ადამიანები რომ იდეოლოგიის გარშემო იყვნენ მობილიზებულნი, ძალზედ იშვიათი მოვლენაა და რეალურ ცხოვრებაში თითქმის არ ხდება. მისი თქმით, თვით ჩერჩილმაც კი, როდესაც დასჭირდა ერთი პარტიიდან მეორეში გადაინაცვლა და ამის შემდეგ გახდა პრემიერი. ასე რომ, რეალური პოლიტიკა და სასურველი პოლიტიკა განსხვავებული ცნებაა.

„რაც შეეხება დაშლა-არმოშლას, პირველად და ძალიან მკაფიოდ ეს საკითხი დაისვა ფოფხაძის ინციდენტის დროს. შემდეგ ივანიშვილი შემობრუნდა პარტიაში, ფოფხაძის ინციდენტიც ჩაცხრა და მეგონა, რომ მთლიანობის დარღვევის ნაპრალი შეჩერებულია და სანამ ამას გავიფიქრებდი, მოხდა ჭიჭინაძის გარიცხვა, რამაც კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო, ვიდრე ფოფხაძის ისტორიას ჰქონდა. ასე რომ, დაშლის პროცესი შეჩერებული კი არა, გამძაფრებული ტემპით მიდის.

ამ პროცესს დინამიკას მატებს ის, რაც არაერთხელ ყოფილა, ასეთი დაპირისპირების ხაზი წავიდა თაობებზე, ანუ ასაკზე და ეს არის სამწუხარო. ხომ შეიძლება ერთ დაჯგუფებაში ჭაღარაც იყოს და ახალგაზრდაც? ასეთ ჯგუფს დაპირისპირების პროცედურა მოსწონს, რადგან მიაჩნიათ, რომ თვითონ არიან პროგრესის მატარებელი, რადგან ახალგაზრდები არიან“, – აცხადებს პოლიტოლოგი.

საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ პროცესებში ივანიშვილის პასუხისმგებლობაც არის, რადგან ეს ასაკობრივი კედელი არ მოანგრია და არ სცადა სხვადასხვა ხასიათის ადამიანები ერთმანეთში აერია.

„ხელუხლებელი დატოვა ახალგაზრდების ჯგუფი. ახლაგაზრდები, ყველგან ახლაგზრდები არიან და პრინციპში არაფერს არ ერიდებიან, რაც ჩანს მათ ამ საქციელშიც. ანალოგიური მდგომარეობა იყო და უფრო მძაფრი სახით სააკაშვილის პერიოდში. იგი ხელს უწყობდა კონცეფციას – ძველები უნდა ჩაირეცხოს და მოვიდნენ ახალგაზრდები, იგივე მეორდება ახლა.

არავის ბოროტ განზრახვას არ ამოვიკითხვადი, ვიმეორებ, ეს ბუნებრივი ტენდენციაა, მაგრამ ისინი თავისი ქმედებით ანგრევენ „ქართულ ოცნებას“. დანგრევა ნიშნავს, რომ გუნდი მოგერღვევა და შეიძლება ქაოსი დაიწყოს ქვეყანაში. აი, ამ პერსპექტივის წინაშე დგას ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. რაც მთავარია, ეს ახალგაზრდები იქნებიან წამგებიან დღეში.

ძალიან ხშირად გამიგია ასეთი ღიმილნარევი კითხვა – კაცო, ამ ახლაგზრდებს კომკავშირი არ უნახავთ და როგორ დაემსგავსნენ ასე ძალიან კომკავშირლებსო. ეს სწორედ ამ ახალგაზრედებს ეხებათ. მათ გაუჭირდებათ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის შექმნა. ახლა ისინი ივანიშვილის რეიტინგის მათხოვრები არიან, რომ ფეხზე იდგნენ“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება მათ გამოყოფილ პარტიებს, მისი თქმით, ამ ნაწილში საშუალო ასაკი უფრო მეტია და ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამომრჩეველშიც საშუალო ასაკიც უფრო მეტია.

„ეს საშუალო ასაკის ჯგუფები უფრო მოახერხებენ დამოუკიდებელ არსებობას. ახალგაზრდები ამ თავიანთი დაუფირქებლობით როგორც ქვეყანას, ასევე არც საკუთარ თავს არ უკეთებენ კარგ საქმეს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ცუდ დღეში აგდებენ თვითონ ბიძინა ივანიშვილს. როცა გუნდში ანალოგიური რამე ხდება და დაყოფის ტენდენცია ჩნდება, დამნაშავე ყოველთვის არის გუნდის მმართველი ელიტა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში მოდის საარჩევნო ბლოკით და როგორც წესი, ეს ბლოკი იშლება. მისი თქმით, ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე იყო სააკაშვილის დროს და იგივე მეორდება ახლაც. ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ოცნება დაიშლება და გამოეყოფა ის ჯგუფი, რომელიც ივანიშვილთან დაპირისპირებას შეეცდება.

„მთელი თამაში მიდის იმაზე, თუ ვინ დააკომპლექტებს 2020 წლის საარჩევნო სიას. ეს იყო ბრძოლის მთავარი მიზეზი და ამ ბრძოლაში ყველა თავ–თავისი სტრატეგიით იყო ჩართული და დღესაც ჩართულია. ივანიშვილმა რაც უნდა გააკეთოს, ეს ბრძოლები მაინც გაგრძელდება.

ბრძოლის ეს რაუნდი ამ ეტაპზე კობახიძემ და მისმა გუნდმა მოიგო, მაგრამ აქ ეს პროცესი არ გაჩერდება და შემდეგ ეტაპზე ვინ წამოიწევს წინა პლანზე, არავინ იცის. ივანიშვილი მშვენივრად ხვდება, რომ ამ პროცესს ასე მარტივად ვერ შეაჩერებს, რადგან დაპირისპირების მიზეზი არის არა იდეები, იდეოლოგია და მსოფლმხედველობა, არამედ აქ საუბარია ინტერესების და ძალაუფლების გადანაწილებაზე“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

„თუ ამ ხალხის ინტერესები არ იქნება დაკმაყოფილებული, ისინი ამ ინტერესების დაკმაყოფილებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ შემთხვევაში კვირიკაშვილის მომავალი განმსაზღვრელი აღმოჩნდეს - ანუ ვიღაცებისთვის ეს სიგნალი იყოს. კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ალავიძე პასუხისგებაში იქნებიან თუ არა მიცემული, ამაზე ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვანია რა მიდგომა იქნება: მოვიშორეთ და აწი რაც უნდათ ის უქნიათ, თუ ეს იქნება სერიოზული სიგნალი სხვებისთვის“, - დასძენს პოლიტოლოგი.

ნანახი?- 6974

ganzieli

2018-07-30 11:23:11

ამ "კომკავშირით" ბურთაობთ და როგორც ვატყომ არსი არ იცით "პოლიტიკოსებო". ერთია წინა საუკუნის 20-30-იანი წლების ტყავისპალტოიან-მაუზერიანი კომკავშირლები და მეორე - 60-80-იანი წლებისანი; ამ დროს კომკავშირი იყო სწავლის, უნარების გამომუშავების, დაღვინების ადგილი და იქიდან წამოსულები დეპუტატები, მინისტრები და მოადგილეები დღევანდლებივით უვარგისი, სასაცილო /ახლობლისთვის სახამუშო/ არ იყვნენ. ( იხ. იქით შევარდნაძე, ლეკიშვილი, პატიაშვილი ... აქეთ ხაბეიშვილი, შუბლაძე, უგულავა ...)

natali

2018-07-30 11:41:08

შუბლაძე არ იყო კომკავშირელი?

ganzieli

2018-07-30 11:57:02

შუბლაძის, კვერნაძისა და ნებიერიძისთანებს კომკავშირში არ აჩერებდნენ; ისინი ჯარში კარტოფილს თლიდნენ. აი სააკაშვილი, მაჭავარიანი, გ წერეთელი, გოგორიშვილი, ნოდია კომკავშირმა გაზარდა, თუმცა აქ ის შემთხვევაა, როცა "მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა"

ganzieli

2018-07-30 12:06:39

გამომრჩა: ასევე ჯარში კარტოფილს თლიდნენ ხაბაზი, პადოშა და ღვინიაშვილი; კომკავშირის გაზრდილები არია დარჩიაშვილი, კუპონა, ბარამიძე, ბესელია, ჭიჭინაძე, ნათელაშვილი, დავითაია, (რომელთაც "მარტო წვრთნამ" ვერ უშველათ)

sopleli

2018-07-30 15:17:15

მომისმენია, ბატონი რომან გოცირიძე იყო ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანიო, ანუ, უბრალოდ კომკავშირელი კი არა - ასეთები ყველა იყვნენ, არამედ თანამდებობის პირი იყოო კომკავშირში.

antoni

2018-07-30 17:27:24

არა მარტო კუპონა, კომკავშირის აქტივისტები იყვნენ დარჩიაშვილი, ნოდია/მან დისერტაციაც კომკ.იდელოგიას მიუძღვნა/ მამა-შვილი გაბაშვილი; სააკაშვილი კგბ-ს ჯარში ოცეულის კომორგი იყო ... ეეჰ ნეტავი ამაზე მეტი სხვა არ ჩაედინათ ამ დეგრადირებულებს

Munji

2018-07-30 17:44:38

რიგითი კომკავშირელი იმ დროის ყველა ახალგაზრდა იყო. ეს მათ კარიერისტობაზე არ მიუთუთებს. უბრალოდ, დრო გახლდათ ასეთი. თუ ვინმე ამბობს, არ ვყოფილვარ კომკავშირის რიგებშიო - ცრუობს.
სხვა საქმეა, მერეც ამ მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა და გახდა კომკავშირული ფუნქციონერი თუ მოიხადა სახადივით და მიხედა თავის სპეციალობას.
დასაძრახი არც ერთი ვარიანტი არ მგონია, თუ შენ - ყოფილი კომკავშირელი თუ პარტიული ფუნქციონერი - სხვისკენ არ იშვერ ხელს.
ზემოთ ჩამოთვლილ კომკავშირელებში რატომღაც ვერ მოხვდა ყველაზე მთავარი კომკავშირელი ფუნქციონერი - გია ვოლსკი, ალკკ თბილისის ცეკას ყოფილი მდივანი!

Munji

2018-07-30 17:54:42

შესწ.:
“თბილისის ქალაქკომის მდივანი”.

Munji

2018-07-30 18:16:13

რატომ დამამახსოვრდა მისი კომკავშირული ფუნქციონერობა, აგიხსნით: ჩემი მეგობარი გოგო, იმ დროს ერთ-ერთ ორგანიზაციაში კომკავშირის მდივანი, შემხვდა გამწარებული: დღეს გია ვოლსკიმ შემოიარა შემოწმებაზე და შავი დღე მაყარა - რატომ გიკიდია კაბინეტში ლენინის ასეთი ცუდი სურათიო! :)))))

Maverick

2018-07-30 19:47:49

„ეს არის უპატივცემულობა შეთანხმების მიმართ, მაგრამ მე მგონია, შეთანხმების დადებაც არ სჭირდება საერთო თამაშის წესებზე შეთანხმებას, თვითონაც უნდა მიხვდე, რომ თითის გაშვერა და ტალახის სროლა საერთო პოლიტიკური წარსულისკენ არის აბსოლუტურად უღირსი და სამარცხვინო საქციელი. გარდა ამისა, პოლიტიკური ქულების დაგროვება ამ გზით, მე ვფიქრობ, ვერ გამოვა. სამწუხაროდ, გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელიც იმდენსაც ვერ ხვდება, რომ ოპოზიციის შიგნით ასეთი კრიტიკა, ასეთი გაუაზრებელი თავდასხმება არის ხელისუფლების წისქვილზე წ-ყ.ლ.ი.ს დასხმა (დასხმა კი არა დადებაა!) და „ქართული ოცნების“ თამაში. ჩემთვის ძალიან სამწუხარო მოულოდნელობაა, რომ გრიგოლ ვაშაძე, ირმა ინაშვილი და ნუკრი ქანთარია ერთი და იგივე სიტყვებით საუბრობენ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ “ევროპული საქართველო” დღეს კახეთში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკრიტიკა.

„ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მათი გაკეთებულია და ახლა პარტიიდან გავიდნენ და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ვისი გაკეთებულია ეს უბედურება, შეცდომები და დანაშაული“, - განაცხადა ვაშაძემ.

მიშმაკის"ღორმა, ღორს უთხრა შე დრუნჩიანოო..."

"არ გრცხვენიათ (მიშმაკის) ღორებო, გოჭებივით იქცევით!"

Maverick

2018-07-30 19:53:38

ესენი მიშმაკის მიერ გამოზრდილი კომკავშირლების ახალი ნაირსახეობა, ცაცბოზბანდიტი მაქციები არიან!

Maverick

2018-07-30 20:09:28

ganzieli,

გამოგრჩათ,

იმ დროში, ნაცების და ქოცების მსგავსებს კომკავშირლებს კი არა, "კომსომოლებს" ვეძახდით, მაგ, შაშიაშვილი, ზენაიშვილს, ვაშაკიძეს, და რა თქმა უნდა მაგ კატეგორიას, იგივე კმარელებს, და ა.შ.

ფხიზელი

2018-07-30 21:34:01

„"ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მათი გაკეთებულია და ახლა პარტიიდან გავიდნენ და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ვისი გაკეთებულია ეს უბედურება, შეცდომები და დანაშაული“, - განაცხადა ვაშაძემ.
======================
დაიცათ!.. როგორ, უბედურებები და დანაშაულები აქვთ გაკეთებულიო?!.
ვისა, კაცო, ამ ნაცყოფილებს?!.
რატომ არ მოვკვდები!..
თაკო ჩარკვიანს არ უთხრათ, თორემ ვერ გადაიტანს! - მაგან იცის, რომ...
- "ნუ, იყო რაღაცა შეცდომებიც." (აი, სათქმელადაც რომ არ ღირს, ისეთი), მაგრამ ნაცების მიერ ჩადენილი დანაშაულები და უბედურებები?!. აჰ! წარმოუდგენელია!

macro

2018-07-30 22:48:18

კვირიკაშვილი არ არის ცუდი პიროვნება, მაგრამ ის არის საქმოსანი. მარიფათიანი ხალხი არ უნდა გააკარო ხელისუფლებას. მათ სრულიად ატროფირებული აქვთ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების აღმქმელი ორგანოები.
სხვათაშორის ამაზე წერდა ჯერ კიდევ ადამ სმიტი, რომელიც არის კუმირი თავისუფალი ეკონომიკის მიმდევრებისთვის და ასეთი იქნებოდა ქართველი ლიბერტიანელებისთვის მიზესის და ჰაიეკის ბელეტრესტიკის გარდა რამე რომ ჰქონდეთ წაკითხული.
რაც შეეხება ვაშაძეს, გარკვეულწილად ის მართალია მის შეფასებაში.თუმცა მე ვერ ვხედავ ვერავითარ განსხვავებას ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ეკონომიკურ შეხედულებებში, და ვერც ოცნების შეხედულებებშიც, სხვათოშორის.
საქართველოს ანადგურებს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც აქ ატარებდნენ უკანასკნელი ათწლეულები. არაფერი არ შეიცვლება, სანამ არ შეიცვლება ეს პოლიტიკა.

natali

2018-07-31 09:53:04

ხო, აი მე მაგალითად ვერაფრით გავიგე ქონების გადასახადი რომ ჰქვია და სინამდვილეში რისი გადასახადია ვერავინ გაიგებს, ეს იდიოტური კანონი რატომ არ შეცვალეს. ამდენი ბინები რომ შენდება და სულ უცხოელები რომ ყიდულობენ, მე ერთი ბინა რომ მაქვს და ჩემს მეზობელ ყაზახს სამი, რატომ ვიხდი მე ქონების გადასახადს და ის ყაზახი არა? რაკი საქართველოს მოქალაქე არაა? მე თუ მკითხავთ ორმაგი უნდა გადაახდევინო უცხოელს იმიტომ, რომ მე ჯარში მივდივარ და ვალდებული ვარ მისი ქონება დავიცვა. რუსს რომ აქ ქონება აქვს და მისი მხარდაჭერილი პუტინი ბომბებს რომ დამაყრის, მისი ქონება მე რომ მაქვს დასაცავი, ქონების გადასახადი მაინც გადაახდევინეთ.

natali

2018-07-31 11:55:08

ხოო კიდევ. რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი რომ ბათუმში სადღაც ქალაქის ბოლოში რომაა, ბულვარზე რატომ არ გააკეთეთ? მწვადით და ქართული ღვინით გამსკდარ და ქართველი მომღერალ- მოცეკვავეებით, (ხანჯლებს რომ ატრიალებენ სცენაზე,) გართობილ რუსებს რომ არ შერცხვეთ?

natali

2018-07-31 12:29:32

და რუსების მეგობარ და ჩვენი აფხაზეთიდან გამოყრის თანამონაწილე ს/ო/მხებს?

asdf961

2018-07-31 22:17:05


მე ისევ ჩემსას ვიტყვი: მანამ არ შეიცვლება საარჩევნო კანონი და ის არ გახდება სრულიად მაჟორიტარული არჩევნები, მანამდე არაფერი არ გვეშველება.

ყველა პარტიის წევრმა უნდა გაიაროს გაცხრილვა საარჩევნო უბნებზე, მოხვდეს პარლამენტში და ამის შემდეგ შექმნან პარტიული ბლოკები. მაშინ გამოჩნდება რა ვაჟკაციც იქნება ნაცბოზბანდა და ნებისმიერი სხვა პარტია. ვეღარ მოხვდებიან პარლამენტში "ოდიოზური" ფიგურები პარტიული სიით. წარმოიდგინეთ, ასეთი არჩევნების დროს როგორ მოხვდება პარლამენტში ბოკერია. მან უნდა მიიღოს მონაწილეობა საუბნო არჩევნებზე, სადაც თუ ამომრჩევლის ცემას გადაურჩა, კონკურენტს უნდა აჯობოს!

ასეთი არჩევნები ტარდება ბევრ ევროპულ ქვეყანაში, თურქეთში, ამერიკაში. პირადად მე ვისურვებდი ასეთ არჩევნებს საქართველოშიც.

ფხიზელი

2018-08-01 01:12:53

asdf961,
ვინ გვეკითხება, ბალი რამდენი შაური ღირსო, თორემ სავსებით გეთანხმები: ასე ჩატარებული არჩევნები გაცილებით უფრო ობიექტური იქნება და უფრო მართლად გამომხატველი ხალხის ნებისა!
მაშინ ვეღარ მოხვდებიან პარლამენტში არა მხოლოდ ოდიოზური ფიგურები, არამედ ისინიც, ვინც მერე პირს დააღებინებს ამომრჩეველს - ეს ვიღააო?.. ან - ეს საიდანღა ამოქექეს, ვის ახსოვდა ამის არსებობაო?!.

Maverick

2018-08-01 19:02:01

თანამედროვე კომსომოლები მასე არ ფიქრობენ, ამ კონსტუტუციით მათ ხელში აიღეს არჩევნებით და საპარლამენო მანდატებით ვაჭრობის მონოპოლია, ეს არიან ქოცური ოცნების მონა-პოვარიები!...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80