მარგველაშვილი პრეზიდენტობაზე უარს ამბობს და მხარს უსუფაშვილს უჭერს
პოლიტიკა

მარგველაშვილი პრეზიდენტობაზე უარს ამბობს და მხარს უსუფაშვილს უჭერს

მარგველაშვილი პრეზიდენტობაზე უარს ამბობს და მხარს უსუფაშვილს უჭერს
თამთა ქარჩავა

2018-07-31 09:30:52

პრეზიდენტობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანია დაიწყეს, მაგრამ არ იციან თარიღი, როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი გუნდი და ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილს თარიღის დასახელებისკენ მოუწოდებს, მაგრამ პრეზიდენტი არ ჩქარობს. მარგველაშვილის მხრიდან თარიღის დასახელების გაჭიანურებაზე, საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც.

საარჩევნო თარიღის დასახელება ნიშნავს იმას, რომ კანონით არსებული გარკვეული რეგულაციები ჩაირთვება და შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთვის ქვეყანაში შესაბამისი გარემოც შეიქმნება. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის არჩევნების თარიღს 1 აგვისტოს გამოაცხადებს და აქვე იტყვის საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ - მარგველაშვილი საარჩევნო მარათონს გამოეთიშება და მხარს „შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს დაუჭერს, რომელიც განცხადებას უკვე ხვალ 31 ივლისს გააკეთებს.

„ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო გეგმების შესახებ ყურადღებით მოუსმინეთ ყველას, მაგრამ დამიჯერეთ მხოლოდ მე, მე კი, როგორც დაგპირდით, პირველ აგვისტომდე გაცნობებთ გადაწყვეტილებას“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით უსუფაშვილი.

საპრეზიდენტო კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია მმართველ გუნდს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ამბობენ, რომ ის საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს პერიოდში იქნება. მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში შეიკრიბება, სადაც იმსჯელებენ რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს არჩევნების თარიღი დროულად დაასახელოს, რადგან, მისი თქმით, პარტია დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაასახელებს პრეზიდენტი თარიღს.

„საპარლამენტო არჩევნებზე 6 თვით ადრე დაასახელა პრეზიდენტმა თარიღი და რა გავლენა მოახდინა ამან საარჩევნო პროცესზე კარგად გვახსოვს, ძალიან გააძვირა წინასაარჩევნო გარემო. არგუმენტაცია კი პრეზიდენტის მხრიდან იყო ის, რომ პარტიებს დიდი დრო უნდა ჰქოდეთ რათა კარგად მოემზადონ არჩევნებისთვისო.

როდესაც საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება, რატომღაც ამ მხრივ არ ხდება დროული გადაწყვეტილების მიღება. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება რათა ქვეყანამ, კონკრეტულმა პარტიებმა, ჩვენმა მეგობრებმა ევროპიდან და ამერიკიდან დროულად გაიგონ როდის იქნება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ კახიძეს შეფასებით, პრეზიდენტის მიერ თარიღის დასახელების გაჭიანურება, საარჩევნო სუბიექტებს კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაში ხელს უშლის. კახიძის თქმით, პრეზიდენტი საკუთარ განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან აქამდე მარგველაშვილი აცხადებდა, რომ განჭვრეტადობა და საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა მნიშვნელოვანი იყო.

„პრეზიდენტი თავად აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო განჭვრეტადობა, მნიშვნელოვანი იყო კამპანიის დაგეგმვა და ამას ეწინააღმდეგება მისი მხრიდან თარიღის განუსაზღვრელობა, შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს, რომ გაიგოს, როდის არის არჩევნები. ასევე, ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს, კონკრეტული თარიღი იმისთვის, რომ დაიგეგმოს ყველა შესაბამისი ღონისძიება“, – აცხადებს ოთარ კახიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მარგველაშვილი, რომელმაც რატომღაც ახლა გადაწყვიტა არჩევნების თარიღის არგამოცხადება, მითითებას ელოდება „ქართული ოცნების“ შტაბიდან, როდის უნდა გამოაცხადოს ეს თარიღი და რომელი თარიღი უნდა გამოაცხადოს.

„ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რადგან იციან, რომ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს ამომრჩეველი ხმას არ მისცემს. გამოძერწავენ რაიმე ფიტულს, შუბლზე დააკრავენ – „დამოუკიდებელი“ და გამოუშვებენ კლოუნს, რომ მასზე დაიხარჯოს ფული და ადმინისტრაციული რესურსი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ნანახი?- 6881

natali

2018-07-31 10:09:31

შობე რაა დარეჯან, შობე!

020759

2018-07-31 11:04:27

ამაზეა ნათქვამი"кукушка хвалит петуха за то что хвалит он кукушку"
ანუ უსუფაშვილს უნდა მარგველაშვილი და პირიქით,ანუ ორივეს სამში უფროსი.,

antoni

2018-07-31 11:06:04

"მკვდარი მკვდარს აეკიდაო" :-) ანუ ერთჯერ ერთი! ჩემი ინფორმაციით და ლოგიკით პრეზიდენტი ლადო ჭანტურია იქნება

natali

2018-07-31 11:35:10

მე კი ვფიქრობ, რომ სალომე გავა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადებს რომ 6 თვეში პარლამენტს დაითხოვს.

cugo

2018-07-31 11:41:48

ოთარ კახიძეს
-----------
არჩევნებზე კი არა იმაზე იფიქრე შე ნაძირალა,ქართული საზოგადოება თქვენს გასამართლებას რომ ითხოვს. სააკაშვილი- ბოკერიას რეჟიმი მარტო სააკაშვილი და ბოკერია არ არის.ამ რეჟიმის თანამონაწილე და ხელშემწყობი იყო თქვენი პარტიის თითქმის ყველა წევრი შენი ჩათვლით.შენ იყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე და მშვიდად უყურებდი როგორ ძარცვავდა ბიზნესმენებს შენი მინისტრი,როგორ ბეჭდავდა შენი უწყება ყალბ პირადობის მოწმობებს და აყალბებდით არჩევნებს.უტიფრობაა დავით ბაქრაძის დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად.ეს გარეწარი არ იყო ხუთი წელი პარლამენტის თავმჯდომარე ადამიანებს რომ ხოცავდნენ,აწამებდნენ,აუპატიურებდნენ,ქონებას ართმევდნენ.მშვიდობიან მომიტინგეებს სისხლში ახრჩობდნენ.ტელევიზიებს და გამომცემლობებს არბევდნენ.სად იყო მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე,რატომ იყო ჩუმად.გაგანია ომის დროს რომ გაიქცა და ხალხს ჩანგლებით თავის დაცვისკენ რომ მოუწოდა.ასეთ კრიმინალ და სამარცხვინო ადამიანს ქართველი ხალხი როგორ აირჩევს პრეზიდენტად. ,,ევროპულ საქართველოს,,ყველაზე ძლიერი კანდიდატი ყავსო რომ ამბობ,რით არის ძლიერი დავით ბაქრაძე.ძლიერია იმით რომ სააკაშვილზე მეტი დანაშაული მიუძღვის იმ უბედურებაში რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში.პარლამენტის თავმჯდომარე რომ ყოფილიყო პრინციპული და კეთილსინდისიერი სააკაშვილი ვერაფერს გახდებოდა. ასე რომ ყველაზე უკეთესი კი არა ყველაზე უარესია თქვენი კანდიდატი და ეს კარგად იცის ქართველმა ხალხმა.გასამართლება შეეხება თვენი პარტიის თითქმის ყველა წევრს,განსაკუთრებით დავით ბაქრაძეს და შენ.ცინიზმია დავით ბაქრაძის დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად.ამაზე ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გაგცემენ.

natali

2018-07-31 11:43:27

აბაა რამდენს გაგისკდებათ გული? რომელი გაგიჟდებით?
კომენტარზე შეგატყობთ:)))მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენდა საბედნიეროდ მე არავინ მეკითხება. ასე რომ ძალიანაც ნუ გადაირევით და ჩემს გინებაში დროს უაზროდ ნუ დახარჯავთ.
ისე კი სულ მაინტერესებს, რა ყრია ამ პარლამენტში ამისთანა, რომ შეხვალთ ცოცხალი თავით იქიდან გამოსვლა რომ აღარ გინდათ? ძალიან მაგარი რამე უნდა იყოს ხო?:)

natali

2018-07-31 11:48:53

ამ მარგვერლას ცოდვაც ბიძოს კისერზეა.:))) რას ერჩოდა, იყო კაცი თავისთვის, არხეინად, უნდა წვერს გაიპარსავდა, უნდა არა. წამოწვებოდა აქუს სამზარეულოში და ფილოსოფოსობდა, უნდოდა გააბოლებდა და უნდოდა არა.არც ოჯახი აწუხებდა და არც არაფერი. აბა ესაა ცხოვრება? კაცს თავის ნებაზე სიგარეტი ვერ მოუწევია.:)

ფარაონი

2018-07-31 17:55:36

ეს ყველაფერი რას გავს იცით? უცვლელი თამადა ხომ გვყავს და ეხლა მერიქიფის საკითხზე დაობენ.
-საინტერესო იქნება; ვინ შეკაზმავს ცხენს?

ფხიზელი

2018-07-31 19:20:15


natali:
"მე კი ვფიქრობ, რომ სალომე გავა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადებს რომ 6 თვეში პარლამენტს დაითხოვს."
:))))
თუ ამას განაცხადებს, მთელი პარლამენტი და ხელისუფლება მის წინააღმდეგ იმუშავებს და გავა კი არა, შეიძლება მის ქულები "ნოლი მთელით" დაიწყოს.

asdf961

2018-07-31 21:44:59


როგორც იქნა მარგველამ დაამტკიცა, რომ თავისი თავისაც კი არ სჯერა. სირცხვილი იმ პრეზიდენტს, რომელმაც მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი განაცხადა, რადგანაც იცის, რომ 1%-საც ვერ მიღებს. ახლა კი არჩევნების თარიღის დანიშვნას აგვიანებს, რომ რამდენიმე დღით მაინც გაიხანგრძლივბოს პრეზიდენტობა.



natali

2018-07-31 21:57:32

ფხიზელი
რაც უფრო მეტად იმუშავებენ სალომეს წინააღმდეგ, მით მეტად დაუჭერს ხალხი მხარს და პირიქით. ხალხს დიდი ძალა აქვს.

ბაბაია

2018-07-31 22:33:53

//როგორც იქნა მარგველამ დაამტკიცა// მართლაც რომ დაამტკიცა რომ "ვინმეს კაცობაზე ,კაცის კაცობაზე" და მეორეჯერ გაპრეზიდენდებაზე უფრო ღირებულიც არის რამე, ახლა ამასაც რომ ზოგიერთივით ემლიქვნელა არც მერე პრეზიდენტობას დაამადლებდა ვინმე, ხო პიროვნული სიჯიუტე კარგია თუ საქმე ნიჭიერებას ეხება და რამდემნად ეხება ნიჭიერება მარგველას ? ეს სხვა თემაა. . და ახლა არავის ეგონოს რომ სალომე გააართიანებს ერს, ეს ქალბატონი ფრიად კერკეტი კაკალია და მისი ხასიათიდან გამომდინარე ბიძინასთვის მეორე წულუკიანი ვერ იქნება მიუხედავად იმისა რომ მისი მითითებითაა დასახელებული. აი პუჭურასთვის შეიძლება მისაღებიც კი იყოს სხვა მიზეზით., ამერიკის არჩევნებში ჩარეული აქ არ გამოიჩენს აქტივობას ? მაგრამ დამშვიდდით, ჩვენი ხალხის "ურყევ ნებას " ვინ დააკლებს რამეს ნეტავ !?,,,,,"სახეზე გატყობთ კმაყოფილებას ვიწყებთ მეორე განყოფილობას"-ასა და ეს მეტიც არაფერი.

asdf961

2018-07-31 22:42:06


მე ვინატრებდი ქვეყნის პრეზიდენტად ლადო კახაძეს!
შენ რას იტყვი?

georgia

2018-07-31 23:42:51

პრეზიდენტად ვისურვებდი საქართველოში განათლება მიღებულ ქართველს იმიტომ,რომ ვთვლი არც ერთ ქვეყანაზე ნაკლებ განათლებას არ აძლევდნენ თესეუში.
პროფესიით იურისტს (ეს მთავარია რადგან ვიღაცა "ტანც კლას" დამთავრებულის, ღრუბლებში მოფარფატის და ხელოვნებაზე მოსაუბრის ადგილი არ არის ქვეყნის ერთერთი პირველი პირის ადგილი. არც ყოფილი მოჭიდავეების, შტანგისტებისთვის და ისეთი კატეგორიისთვის,ვისთვისაც სილა იესტ,უმა ნე ნადა)
უნდა იყოს აუცილებლად დინჯი, გაწონასწორებული,მშვიდი, თავისი საქმის ათიანზე მცოდნე და არა " ყველაფერჩიკი!" იცოდეს და ესმოდეს მისი საქმე,რაც დაევალება.
უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ოჯახი და იყოს მორალურად მდგრადი პიროვნება.
უნდა იყოს აუცილებლად სოფლიდან წამოსული კახელი და არა "პარკეტზე გაზრდილი," რადგან ამასაც მნიშვნელობა აქვს და დიდი რათქმაუნდა.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80