„კვლევამ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო - საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევნების მიღმაა“
საზოგადოება

„კვლევამ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო - საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევნების მიღმაა“

„კვლევამ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო - საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევნების მიღმაა“
მარიამ თოდაძე

2018-08-01 15:00:57

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ ტრადიციულად, წინასაარჩევნო რეიტინგები შემოგვთავაზა, რაც სავარაუდოდ, ორიენტირი იქნება, როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი და დაახლოებით რა შედეგი იქნება მოსალოდნელი. თუმცა ხშირად გვახსენდება ისეთი კვლევებიც, რომელიც არჩევნების შედეგებთან სერიოზულ აცდენასაც შეიცავდა ზოგიერთ საკვანძო საკითხში, განსაკუთრებით პარტიებისა და კანდიდატების რეიტინგებში და ეს არჩევნების შემდეგ დადასტურებულა. რამდენად რეალურად ასახავს კვლევა დღევანდელ სურათს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდება ცხადი.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კუთხით საერთოდ არ იცვლება. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კითხვაზე - ძირითადად როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ საერთოდ არ იცვლება, 23% აცხადებს, რომ ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 17% აცხადებს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა ასევე 17% აცხადებს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს. NDI-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვაზე, გამოკითხულთა 20% აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, 5% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1 % კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 32% აცხადებს - ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, არ იცის, თუ რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას.

ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს, 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10%-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმირებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა და 31% მიიჩნევს, რომ ამ მოვლენას ქართულ პოლიტიკაზე გავლენა არ ექნება. 21%-ის აზრით, ამ ფაქტს ქართულ პოლიტიკაზე დადებითი გავლენა ექნება, 22%-ის თქმით - უარყოფითი.

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 11% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% - „ევროპულ საქართველოს“, 3% კი - „ლეიბორისტულ პარტიას“.

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა, 30% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 15% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ჰყავდეს. გამოკითხვის თანახმად, 62% მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი უნდა დაასახელოს. რესპონდენტთა 15% მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი არ უნდა ჰყავდეს, აღნიშნულ საკითხზე დასმულ კითხვას კი პასუხი „არ ვიცი“ 21%-მა გასცა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ მმართველი პარტიის გარდა ვინმე სხვა მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა 35% მიიჩნევს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ მმართველი პარტიის ხელში იქნება პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტის ინსტიტუტი.

არც ერთ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 7%, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი 17%-მა გასცა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ NDI-ის კვლევის შედეგით საკუთარი დასკვნები უკვე გააკეთა - როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, კვლევამ აჩვენა, თუ რატომ არ აყენებს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს - „ქართული ოცნების“ გაგონება არავის უნდა.

მისი თქმით, კვლევა ჩატარდა მაშინ, როცა არ იყო ცნობილი, ოპოზიცია გამოვიდოდა თუ არა ერთიანი კანდიდატით.

„კვლევაში გამოკითხულთა აბსოლუტური რაოდენობა საერთო-ოპოზიციური კანდიდატის წარდგენას მოითხოვდა. მოგვიანებით მოხდა და ეს არის ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. შემდგომი კვლევა კიდევ უკეთესი იქნება ჩვენთვის და კიდევ უფრო უარესი ხელისუფლებისათვის თუ ხელისუფლებასთან ამოფარებული კანდიდატისათვის. კვლევამ აჩვენა, რომ ცვლილებების დროა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით NDI-ის კვლევამ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად, ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა, თუ პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს.

„მე ვფიქრობ, ამ კვლევამ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო - საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევნების მიღმაა. ფაქტობრივად, ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს და ეს მეტყველებს ზუსტად პოლიტიკური ელიტის ძალიან ღრმა კრიზისზე. ამომრჩეველი საბოლოო ჯამში, ასეთ ნეგატიურ ვითარებაში ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან წარმოადგენს ე.წ. სამობილიზაციო რესურსს, რომელიც მზად არის, ერთჯერადად „გაიყიდოს“. გაყიდვაში ვგულისხმობ, რომ რაღაცა სიკეთე მიიღოს. ის ფიქრობს, რომ არაფრის არ მჯერა, არავის არ გენდობით, გადაიხადეთ და მოგცემთ ხმას. გადახდაში ვგულისხმობ სხვადასხვა სიკეთის მიღებას“,- აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელისუფლებას ამ ელექტორატის მოზიდვაში ხელი შეუშალოს, ეს არის ზეპარტიული, არასტანდარტული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი, როგორადაც მოიაზრება ელისაშვილი, მარგველაშვილი და ა.შ. ხუხაშვილის აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექმნება საფრთხე ხელისუფლებას იმისა, რომ მეორე ტურის ინიცირება მოხდეს, მაგრამ თუ მარგველაშვილი არ მონაწილეობს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შესაძლებლობები იზრდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებებია წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველაფრის მაჩვენებელი, არჩევნებია.

„არაფერი პირადული NDI-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელთან, არავითარი პრეტენზია NDI-ს ინსტიტუციასთან არ მაქვს, მაგრამ მთელი ამ 6 წლის განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში მომიწია ყოფნა, მნიშვნელოვანი განსხვავებებია ხოლმე წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის. ასე რომ, მე უბრალოდ არ მაქვს პასუხი გარდა იმისა, რომ არჩევნებია ყველაფრის მაჩვენებელი“, -განაცხადა დავით სერგეენკომ.

ნანახი?- 2265

Maverick

2018-08-01 20:10:11

"გამოკითხვის თანახმად, 62% მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი უნდა დაასახელოს."

კი მაგრამ სად ვეძებოთ ამომრჩევლებმა ეს ოპოზიცია, მთვარეზე, მზის სისტემაში, თუ გალაქტიკაში?

ბატონო NDI-ის, ევრო კავჭირის და ძვირფასო სტრატეგიულო პარტნიორებო დაუსვით შეკითხვა რესპოდენტებს რატომ, რა არის ამის მიზეზი?! და ისინი გეთყვიან: მიზეზი ძალად თავსმოხვეული ოპოზიციური პარტია ნაცბოზბანდაა და მისი სატელიტი ყველა დანარჩენი "პარტიები" ასო-ები, მცირე გამონაკლისით...

და, კიდევ ერთი რჩევა, მკაცრად, დაჟინებით ურჩიეთ ქონაცურ პარლამეტს და მის ამომრჩეველზე გულდათუთქულ ხელმძღვანელობას არჩევნები ჩაათარონ მაჟორიტარული წესით, ისე, როგორჩ თქვენთან, თქვენ ქვეყანაში ხდება, ნუ გეშინიათ პუტინს, ჟირინოვსკის, მედვედევს და პოროშენკოს არ ავირჩევთ!!!

asdf961

2018-08-01 21:54:54


მანამ არ შეიცვლება საარჩევნო კანონი და ის არ გახდება სრულიად მაჟორიტარული არჩევნები, მანამდე არაფერი არ გვეშველება.

ყველა პარტიის წევრმა უნდა გაიაროს გაცხრილვა საარჩევნო უბნებზე, მოხვდეს პარლამენტში და ამის შემდეგ შექმნან პარტიული ბლოკები. მაშინ გამოჩნდება რა ვაჟკაციც იქნება ნაცბოზბანდა და ნებისმიერი სხვა პარტია. ვეღარ მოხვდებიან პარლამენტში "ოდიოზური" ფიგურები პარტიული სიით. წარმოიდგინეთ, ასეთი არჩევნების დროს როგორ მოხვდება პარლამენტში ბოკერია. მან უნდა მიიღოს მონაწილეობა საუბნო არჩევნებზე, სადაც თუ ამომრჩევლის ცემას გადაურჩა, კონკურენტს უნდა აჯობოს!

ასეთი არჩევნები ტარდება ბევრ ევროპულ ქვეყანაში, თურქეთში, ამერიკაში. პირადად მე ვისურვებდი ასეთ არჩევნებს საქართველოშიც.

კატრინაა

2018-08-02 09:00:32

აბა,აბა!სწორედ ასე მოიქცევიან!მაჟორიტარული წესით აირჩევენ,აბა რა! იმ ტოტს მოჭრიან,რომელზეც გადასარევად მოკალათდნენ?!ველოდოთ!ქეჩოში უნდა მოკიდო ხელი და პანღურებით გაყარო პოზიციაც და ოპოზიციაც!

კატრინაა

2018-08-02 20:46:16

ახლა წავიკითხე ქობულიას განცხადება საამშენებლო რეგულაციასთან დაკავშირებით და სულ გააფრინეს ამათმა თუ მე მეჩვენება? ანუ,ქალაქში გამკაცრდა მშენებლობებზე ნებართვის გაცემა და ამან გამოიწვია ეკონომიკური ზრდის შეჩერებაო!Шутиш,чё—ли?!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80