„ქართული პოლიტიკა პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარე ინტრიგებია, საზოგადოებას არ ელაპარაკებიან, ერთმანეთს ემესიჯებიან“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„ქართული პოლიტიკა პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარე ინტრიგებია, საზოგადოებას არ ელაპარაკებიან, ერთმანეთს ემესიჯებიან“

„ქართული პოლიტიკა პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარე ინტრიგებია, საზოგადოებას არ ელაპარაკებიან, ერთმანეთს ემესიჯებიან“
მარიამ თოდაძე

2018-08-02 15:30:25

პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციას ოფიციალურად ჯერ ვერ დაიწყებენ, რადგან საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არჩევნებამდე 60 დღით ადრე იხსნება.

შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისთვის „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი უფლებები და ამ პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებები და შეზღუდვები, კანონის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება.

მანანდე კი არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შეუძლიათ, დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, როგორც ამას მმართველი პარტია აკეთებს - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აგვისტოს შუა რიცხვებამდე მიიღებს - „საჩქარო ნამდვილად არ არის, სამართლებრივი ვადა არის 8 სექტემბერი, როდესაც უნდა დასახელდეს კანდიდატები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ის რომ მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას აჭიანურებს, ერთგვარი სტრატეგიაა, რაც გარკვეულწილად „ქართული ოცნებისთვის“ უკეთესია.

„ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც გვიან დასახელდება კანდიდატი, ჩვენთვის უკეთესია. როგორც კი შეიკრიბება პოლიტსაბჭო ან უმრავლესობა და გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმ დღესვე გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულია 150–მდე ადამიანი, ამის შესახებ ლოგიკურად ვრცელდება ინფორმაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით ჩვენი გადაწყვეტილება არ იყოს გაცხადებული.

კულუარებში კი რამდენიმე ვერსიაზეა საუბარი - ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ხელისუფლებამ ოპოზიციას დაუთმოს პრეზიდენტის ინსტიტუტი - ამ თემაზე საუბრები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთანაც მიდის. თუ დასავლეთი დაჟინებით მოითხოვს მმართველი გუნდისგან ამ კომპრომისზე წასვლას, არ არის გამორიცხული, ეს პოსტი „ევროპულმა საქართველომ“ მიიღოს. მეორე ვარიანტიც მზადდება და სალომე ზურაბიშვილი თავისი მოქალაქეობის საკითხს უკვე აგვარებს, თუმცა, როგორც თავად პარლამენტის თავმჯდომარეც აცხადებს, საბოლოო ვარიანტი ჯერ ცნობილი არ არის.

რაც შეეხება დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტებას, ეს შესაძლოა, სარისკო ნაბიჯი იყოს ხელისუფლებისათვის, რადგან მის რეიტინგს ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამის გარდა, არსებობს საფრთხე, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი თავისი ყოფილი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციას მოახდენს და 2020 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო „აირევა მონასტერი“. გასცემს თუ არა ბაქრაძე ასეთ გარანტიას, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მუდმივად პროვოკაციებს არ მოუწყობს მმართველ ძალას, ძნელი სათქმელია, თუმცა როგორც ამბობენ, თუ მმართველი გუნდი ამ რისკზე წავა, დასავლეთს უზომო კმაყოფილების გარდა სხვა კოზირიც უნდა ჰქონდეს ხელში, რომ „ევროპული საქართველო“ უმართავი პროცესების ორგანიზატორი არ გახდეს.

„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით არ მიუღია, არის საუბრები ჭორის დონეზე, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მისაღებია, ამაზე გვჭირდება მსჯელობა, ეს მსჯელობა შედგება როგორც პოლიტსაბჭოს, ისე უმრავლესობის ფორმატში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ და არ ვამბობთ, ჩვენ ჯერ უნდა დავსხდეთ, მივიღოთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილების შინაარსზე“, – აცხადებს ირალი კობახიძე.

რაც შეეხება საზოგადოების და საექსპერტო წრეების მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ თემას, კენჭს იყრის თუ არა გიორგი მარგველაშვილი, მისი პოზიცია უკვე ცნობილია - პარტიულ ცხოვრებაზე უარს აცხადებს და „შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს, რომელიც ალიანსს სთავაზობდა მარგველაშვილს, უკვე მოუხდა საკუთარი კანდიდატურის პრეზიდენტობის პრეტენდენტად დასახელება.

ირაკლი კობახიძე თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა-არ მონაწილეობა არსებითად არაფერს ცვლის.

„დარწმუნებული ვართ, რომ იქნება ეს პირველი თუ მეორე ტური, ჩვენი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკას კვლავ დიდი ენთუზიაზმით აგრძელებს და ცდილობს არ ჩამორჩეს მარგველაშვილს, რომელიც, როგორც მისი ბოლო განცხადებებიდან ირკვევა, ზედმიწევნით კარგად ჩაწვდა ქართული პოლიტიკის სიღრმეებს.

კითხვაზე, რა გავლენა ექნება მის გადაწყვეტილებაზე NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, არჩევნებში მისი შესაძლო მონაწილეობა სხვა კანდიდატების შანსებს ცვლის, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს, რომ ქართული პოლიტიკა პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარე ინტრიგებია, საზოგადოებას არ ელაპარაკებიან, ერთმანეთს ემესიჯებიან.

„კვლევაზე დეტალურად ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი. როცა გამოდის მმართველი პარტია და ამბობს, მე კანდიდატი არ მეყოლება, მაგრამ მხარს ვუჭერ „იქს“ პიროვნებას, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, ამ მესიჯს არავინ დაიჯერებს არც ქვეყნის შიგნით, არც მის - გარეთ. მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ბანაკი ერთმანეთს ედავება, რომელია პირსისხლიანი და ვინ იყო დამნაშავე, ნეგატიური ფაქტორი მე კი არ ვარ, არამედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ვერ ჩამოაყალიბეს თავიანთი გზავნილი საზოგადოებისთვის. ისინი საუბრობენ პოლიტიკურ დაპირისპირებებზე და არა იმაზე, რომ მოქალაქეებს უჭირთ. ქართული პოლიტიკა არის პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარე ინტრიგები, არ ელაპარაკებიან საზოგადოებას, ემესიჯებიან ერთმანეთს“, - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც ინტრიგას კვლავ ტოვებს საზოგადოებაში და არ ამხელს იყრის თუ არა, დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს.

ნანახია - 2694

natali

2018-08-02 15:30:59

ქართული პოლიტიკა პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარე ინტრიგებია, საზოგადოებას არ ელაპარაკებიან, ერთმანეთს ემესიჯებიან“
--------
დიახ, ასეა. ხოდა სადღა სცალიათ საქმის საკეთებლად? ამიტომაც ხალხი ყველას ერთად ჩარეცხავს.

cugo

2018-08-02 16:46:58

დავით ბაქრაძეს პრეზიდენტობა დაუშვებელია.ეს ადამიანი არის კრიმინალი.მას სააკაშვილზე მეტი დანაშაული მიუძღვის იმ უბედურებაში,რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა.პარლამენტის მოვალეობა სხვა რა არის თუ არა მთავრობის კონტროლი.ბაქრაძემ კონტროლის ნაცვლად პარლამენტი აქცია სააკაშვილის სანოტარო კანტორად და ყველა მის უკანონო ქმედებას სამართლებრივ საფუძველს უქმნიდა.სააკაშვილი-ბოკერიას გუნდიდან ყველაზე მეტი დანაშაული ამ ადამიანს აქვს ჩადენილი თავისი დანაშაულებრივი უმოქმედობით.და ამ ყველაფერს აკეთებდა პირადი კეთილდღეობის მიზნით.გარდა ამისა საკაშვილის ბრალდებაში აღნიშნულია რომ დავით ბაქრაძე,მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე ბიუჯეტის ფულით ისვენებდნენ საზღვარგარეთის კურორტზე და ამ მიზნით დახარჯეს 128 ათ. ლარი.დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატი კი არ უნდა იყოს, არამედ ციხის კედლებს უნდა ხეხავდეს.

natali

2018-08-02 19:49:33

უი, ის ლ ქალი წავიდა?

serapina

2018-08-02 20:33:05

"დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატი კი არ უნდა იყოს, არამედ ციხის კედლებს უნდა ხეხავდეს."
cugo,
...და რომ არ ხეხავს,ვისი ბრალია???
ეგ კიდევ არაფერი, ორთაჭალაში,სამინისტ/როების რემონტი გიგი უგულავასათვის ჩაუბარებიათ...ტენდერი მოუგია და რა ექნა ოცნებას?!

მშიერი ქართველების ფულით დაისვენეს,იგრიალეს და არ შერჩათ?!

ბიძინას ტელევიზორი რომ ვუყიდო,სად გავუგზავნო ხომ ვერ მიმასწავლი?
ქვეყანაში რაც ხდება,უმალავენო და...
...აბა,ამოტოლა კაცს,იმას ხომ არ ვაკადრებთ,გლეხურად გადაიცვას,წვერი შეიღებოს და კარდაკარ იაროს,იმის გასაგებად...
თუ,რას ფიქრობს(ამასობაში) ხალხი მასზე?!

brazauskasi

2018-08-02 20:46:33

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გაუქმდეს პრეზიდენტის თანამდებობა.

ბაქრაძეს რომც არ ეკეთებინა ის სიბინძურეები , რაც აკეთა, მას აქვს ჩადენილი უდიდესი ბოროტება, რაც გამოიხატა შემდეგში: მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს სასიქადულო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კაპიტულაცია ჰქონდა გამოცხადებული, ეს ნაძირალა ბაქრაძე გამოვიდა და ხალხს მოუწოდა დანა-ჩანგლით და ქვაბებით რუსებთან ომისკენ. კაცი, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ამბობდა ამას, მაშინ როცა პრეზიდენტმა კაპიტულაცია გამოაცხადა და გორიდან სამარცხვინოდ გაიქცა. ეს რომ ეთქვა უბრალო ადამიანს, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ეს თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც კონსტიტუციით მეორე კაცად ითვლებოდა ქვეყანაში პრეზიდენტის შემდეგ. გამოდის, რომ ფაქტიურად მთავარსარდელის მოადგილემ მთავარსარდელის ბრძანების საწინააღმდეგო ბრძანება გასცა. აი ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ადამიანს ჩამოკიდებდნენ იმ ადგილით, პუტინს რომ უყვარს ძალიან.

1234

2018-08-02 23:49:16

თუ ნაცების კანდიდატი გავა, სააკასაც შეიწყალებს. შერჩება კორუფცია და სხვა დანაშაულებები ხახვივით. ზურაბიშვილის ქალი ყველაზე მისაღები კანდიდატია ამ შემთხვევაში.

Maverick

2018-08-02 23:52:05

კულუარებში კი რამდენიმე ვერსიაზეა საუბარი - ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ხელისუფლებამ "ოპოზიციას დაუთმოს პრეზიდენტის ინსტიტუტი - ამ თემაზე საუბრები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთანაც მიდის. თუ დასავლეთი დაჟინებით მოითხოვს მმართველი გუნდისგან ამ კომპრომისზე წასვლას, არ არის გამორიცხული, ეს პოსტი „ევროპულმა საქართველომ“ მიიღოს. მეორე ვარიანტიც მზადდება და სალომე ზურაბიშვილი თავისი მოქალაქეობის საკითხს უკვე აგვარებს, თუმცა, როგორც თავად პარლამენტის თავმჯდომარეც აცხადებს, საბოლოო ვარიანტი ჯერ ცნობილი არ არის."
-------------------------------
რადგან კულუარულად ირჩევენ პრეზიდენტს, დასავლეთი ითხოვს ბაქრაძეს, და ის აუცილებლად უნდა ავირჩიოთ, ადექით და პარტნიორ ქვეყნებში ჩაატარეთ "არჩევნები", ჩვენ თავი დაგვანებეთ, თავში ქვა გიხლიათ და უკან დასავლეთურად სააკას ჩოილარი.

საყოველთაო ბოიკოტი არჩევნებს!

სამი თითის კომბინაცია ბაქრაძეს!

ძირს ნაცქოცური ალიანსი!

და..., მაინც არავის ჯერა, რომ საქართველო კვლავ დეპოშია და საღათის ძილით ძინავს!

tinia

2018-08-03 00:16:31

პირდაპირ რომ დანიშნონ ბაქრაძე ვერა?ამდენ მილიონს რატომ ყრით წყალში,არჩევნობანას ვთამაშობთ
ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში?

serapina

2018-08-03 12:17:45

Maverick,
საქართველო სადაც არის,ამ მთქვლეფავების შემყურე,თავადაც იციან ხელისუფლებაში მაგრამა...
reciprocal ჩამჩით ჭამის, მოუთოკავ მადას რა უქნან?!

ქუთაისში იყო ერთი აჟიოტაჟი, სვანებიო ხეს უნებართვოდ ყიდდნენო(ასე აუხსნეს ნაროდს,ტელევიზორში თურმე... მე არც მინახავს,ცხადია)...
ვუსმინე და ვეკითხები: კი მაგრამ, ამდენ ხე მასალას, ჯიბეში იდობდა ვინმეთქო? აბა,როგორ მიჰქონდათ გასაყიდათთქო?
მაგდენი აღარ გვიფიქრიაო.

დეპოში მარტო კი არა,ტ/ყ/ლ/აპოში ვართ კისრამდე(თან გვითრევს და გვითრევს ქვემოთ) და კაცი,პატ/რონი არ ჩანს!
ვისაც წერა-კითხვა უსწავლია, ყველას ურიგებენ მეტ-ნაკლები რაოდენობის ულუფებს,დუმილის სანაცვლოდ და...
გლეხის ბიჭმა/გოგომ რომ ამ სოროსის ლეკვებს ხელისუფლება წაართვას, ამის იმედი, მე არ მაქვს...
არადა,აფრიკას ვგავართ,ფორმითაც და შინაარსითაც!
ადრე,ქაოსურად მაინც ვიჯექით ნეხვში...ახლა ორგანიზებულად ვზივართ!...სულ ჩაწიკწიკებულები.
რომ ყარს,უკვე აღარავინ იმჩნევს!

Maverick

2018-08-03 19:07:25

serapina,

ამათი შემხედვარე ვისაც ჭკუის და აზროვნების ნატამალი შერჩა გამოსავალს უცხოეთში საშოვარის და სამუშაოსთვის გადახვეწაში ხედავს.

უჭკუოები და უაზროდ დარჩენილი ცარიელი თავები რასაც უშვრებიან ქვეყანას კი ვხედავთ...

უსაქმოდ, უაზროდ, მოშიმშილე, დაჩაჩანაკებული სხვისი ხელების შემყურე ბრბო, ვინც სალაფავს ჩაუყრის გობში, მას ემსახურება...

serapina

2018-08-03 19:59:09

მავერიკ, პაპა,ფხიზელი,

კარგად მომისმინეთ,
ერთი თვე,ან ცოტა მეტია გასული,აქ ლინკი დავდე,ზალკალიანს რომ ჰკითხეს,მართლა იყო თუ არა საუბარი, ერთ-ერთი დევნილთა ცენტ/რის საქართველოში გაკეთებაზე... (არ მცალია რომ ხელახლა ვეძებო).

დასაწყისში, ეს საკითხი,ავტ/რიელმა კურცმა წამოჭრა,გასულ წლებში... ჩვენებურად რომ ვთქვათ, რაღა ამ ევროპაში უნდა გვყავდეს ეს დევნილები(აფრიკელები), სადმე საქართველოში(მეორე,ტუნეზია თქვა?ვერ ვიხსენებ) გავხსნათ მათი ბანაკებიო.
მოკლედ, "უბორნია ეზოს ბოლოში ავაშენეთო!"
მთავარია,ევროპის გარეთო!

ახლა,რომ ჟურნსლისტმა ზალკალიანს ისევ ჰკითხა(მან იუარა ცხადია), ეს იმას ნიშნავდა რომ საკითხი ისევ განიხილება!!!

...ჰოდა,ჩემი ანგელა არ მოდის(თუ იყო? არ მცალია და ვერ გავეცანი,ბოლოს რა ხდება) შემთხვევით მანდ და... რომ ჩვენს ხელისუფლებას დიიიდი ფული მისცეს,კურცის იდეის განსახორციელებლად, ვინმეს ეჭვი გეპარებათ რომ "იმ ობორნიას" ააშენებენ?!

ახლა,ლინკების და ციტატებისათვის ვერ ვიცლი მაგრამ... დაიმახსოვრეთ...
ააშენებიებენ!
ჰოდა,გვექნება მერე კალიდორი(კორიდორი) და გავლა-გამოვლის ფულსაც სხვა შეჭამს,თორემ სხვა რომ არაფეღი იქნება ჩვენი,ესეც ცხადია.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80